9 ივნისი, პარასკევი, 2023

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა

spot_img

მაია არახამია
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლა გვერდს ვერ აუვ­ლის პრო­ექ­ტულ სწავ­ლე­ბას. ამ­გ­ვა­რი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თათ­ვის მი­სა­ღე­ბი და უაღ­რე­სად ეფექ­ტი­ა­ნია. პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ითხოვს, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, მას­წავ­ლე­ბელ­მა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე გა­მო­ი­ჩი­ნოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­დე­გე­ბი არ იქ­ნე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო.

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს ვი­თარ­დე­ბა ე.წ. გლო­ბა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი, მი­იღ­წე­ვა საგ­ნობ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი.

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­გან­ში, სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სკო­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

♦ რამ­დე­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო პრო­ექ­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;

♦ რამ­დე­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან/ცნე­ბებ­სა და მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე;

♦ უწყობს თუ არა ხელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მა­ზე/თე­მებ­ზე მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას;

♦ რამ­დე­ნად გა­მოკ­ვეთს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კავ­ში­რებს, ასე­ვე კლა­სებს/სა­ფე­ხუ­რებს შო­რის კავ­ში­რებს;

♦ რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან (კა­თედ­რე­ბი, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო, პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა და სხვა) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის/თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბას;

♦ რამ­დე­ნად ავი­თა­რებს პრო­ექ­ტი თემ­თან/გა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს;

♦ რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენტს;

♦ რამ­დე­ნად აქვს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნაბ­რად ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

♦ რამ­დე­ნად მო­ი­აზ­რებს პრო­ექ­ტის იდეა და შე­დე­გე­ბი კავ­შირს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის, მე-10 კლას­ში, გა­მო­ყო­ფი­ლია 36 სა­ა­თი, რო­მე­ლიც ორი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უნ­და გა­და­ნა­წილ­დეს. წარ­მო­გიდ­გენთ სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მი­თი­თე­ბებს, სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რაც გა­მო­ად­გე­ბათ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს.

 

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა: ბავ­შ­ვე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის

პრო­ექ­ტის ტი­პი: ქველ­მოქ­მე­დე­ბა

პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი, აღ­წე­რი­ლო­ბა: მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბა (ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის­თ­ვი­სა და დევ­ნილ­თათ­ვის: მი­ნი-სპექ­ტაკ­ლი, კონ­ცერ­ტი, საკ­ვე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის პრო­დუქ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბის აქ­ცია, თა­ნა­ტოლ­თათ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა (ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა).

და­ვა­ლე­ბის ფორ­მე­ბი: სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ნო­ბით სწავ­ლე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ო­ბა, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა — დევ­ნი­ლო­ბის თე­მა ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ონ­ჯა­ლი რა­უ­ფის „ბი­ჭი ბო­ლო მერ­ხ­ზე“, მე­ლო­დია – „სიკ­ვ­დი­ლის ტან­გო“, ჯო­შუა სო­ბო­ლის „გე­ტო“; გე­ოგ­რა­ფია (კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის სა­ბა­ბი, მი­ზე­ზე­ბი, შე­დე­გე­ბი); ის­ტო­რია (ებ­რა­ელ­თა დევ­ნი­ლო­ბა ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის პე­რი­ოდ­ში…).

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ნუს­ხა (სა­რე­კო­მენ­და­ციო):

⇒ მი­ნი-სპექ­ტაკ­ლი;

⇒ კონ­ცერ­ტი;

⇒ ფო­ტო­ალ­ბო­მი;

⇒ ნა­ხა­ტე­ბის ალ­ბო­მი;

⇒ რე­ზი­უ­მე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

⇒ ესე­ე­ბი;

⇒ ციფ­რუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პოს­ტე­რე­ბი;

⇒ პრე­ზენ­ტა­ცია;

⇒ რე­ცენ­ზია ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ფილ­მ­ზე, სპექ­ტაკ­ლ­ზე.

ასე­ვე, წარ­მო­გიდ­გენთ ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის:

⇒ პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, იყოს მოკ­ლე და ნათ­ლად გა­მო­ხა­ტავ­დეს პრო­ექ­ტის ში­ნა­არსს;

⇒ პრო­ექ­ტის ტი­პი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ინ­ფორ­მი­რე­ბა, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი;

⇒ ვა­დე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლოს სე­მეს­ტ­რის (14-18 სა­ა­თი) მი­ხედ­ვით (ერ­თი სე­მეს­ტ­რი – ერ­თი პრო­ექ­ტი) და გა­ი­წე­როს აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

⇒ უნ­და შე­ირ­ჩეს პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი (მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ან სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ან სას­კო­ლო თე­მი (მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი);

⇒ კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ით უნ­და შე­ირ­ჩეს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დაძ­ლე­ვა­დი იქ­ნე­ბა;

⇒ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა პრობ­ლე­მის შე­სუს­ტე­ბით ან აღ­მოფხ­ვ­რით;

⇒ პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნად იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც წყვეტს პრობ­ლე­მას და მიგ­ვიყ­ვანს მიზ­ნამ­დე (ამო­ცა­ნა – ის, რაც უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად);

⇒ პრო­ექ­ტის ეტა­პე­ბის სწო­რად გა­წე­რა – სტრუქ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლად და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლად უნ­და იყოს გა­წე­რი­ლი;

⇒ მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ უნ­და გვქონ­დეს გათ­ვ­ლე­ბი (რას მი­ვაღ­წევთ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში);

⇒ პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­ს­პექ­ტი­ვის კუთხით უნ­და იყოს გათ­ვ­ლი­ლი;

⇒ პრო­ექ­ტი უნ­და ეხ­მი­ა­ნე­ბო­დეს პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მებს, საგ­ნობ­რივ და ესგ-ის მიზ­ნებს, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბას;

⇒ გა­ნი­საზღ­ვ­როს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი რე­სურ­სუ­ლი ბა­ზა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები