13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ნუ წა­არ­თ­მევ ბავ­შ­ვო­ბას!

spot_img

მა­რი­ამ რთვე­ლა­ძე

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის IX ა კლა­სის მოს­წავ­ლე

ირ­მა წიკ­ლა­უ­რი – ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პე­და­გო­გი,  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ის, I-VI კლა­სე­ბის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი, ლა­ღი და შთამ­ბეჭ­და­ვი პე­რი­ო­დი არის ბავ­შ­ვო­ბა, რაც ადა­მი­ან­მა სავ­სე­ბით უნ­და შე­იგ­რ­ძ­ნოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნი­ცა­დოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ნა­ირ კონ­ტექ­ს­ტ­ში.

არა­ფე­რია ბავ­შ­ვო­ბის უწყი­ნარ, უბ­რა­ლო და სა­ნატ­რელ წლებ­ზე უფ­რო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი.

სწო­რედ იმი­ტო­მა­ცაა, რომ იგი იზო­მე­ბა ხმე­ბით, სუ­ნი­თა და ხე­დე­ბით, სა­ნამ გო­ნე­ბის ბნე­ლი სა­ა­თი და­იწყებს ზრდას.

თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იღებს, ასე თუ ისე, გა­მოც­დი­ლე­ბას ბავ­შ­ვო­ბის წლებ­თან მეტ-ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბით, თუმ­ცა, აღ­ვ­ნიშ­ნავ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც, რო­მე­ლიც ბავშვს მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვას არ­თ­მევს და ნა­ად­რე­ვად ოჯა­ხის შექ­მ­ნას აიძუ­ლებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ოჯა­ხის უფ­რო­სი წევ­რე­ბი, თუნ­დაც მხო­ლოდ მშო­ბე­ლი ცდი­ლობს ბავ­შ­ვ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას, რომ ქორ­წი­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სავა­ლია და სა­ჭი­როა სწავ­ლა­ზე უარის თქმა, რაც მას და მის მო­მა­ვალს ვერ წა­ად­გე­ბა, იქ­მ­ნე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ დიდ ფე­ნას შო­რის — ვინც მო­ცე­მულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ამარ­თ­ლებს ან  აკ­რი­ტი­კებს და ამათ­რა­ხებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს 21-ე სა­უ­კუ­ნეა და ჩვენ მო­მავ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ო­ბე­ბი და ინ­დი­ვი­დე­ბი მსგავ­სი ტი­პის იდე­ებს, მო­საზ­რე­ბებ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ებს გან­ვი­ხი­ლავთ ისეთ ჭრილ­ში, რომ აღარ უნ­და მე­ორ­დე­ბო­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც მე­ორ­დე­ბა… მა­ინც ხდე­ბა ბავ­შ­ვ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პ­ლი… მა­ინც ებ­მე­ბი­ან მა­ხე­ში.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში დრო კი არ უნ­და შე­იც­ვა­ლოს, არა­მედ ჩვენ უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ დროც, პი­როვ­ნე­ბე­ბიც, აზ­როვ­ნე­ბაც და ყო­ვე­ლი­ვე, რი­სი კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვწა­დია.

ჩვენ გვაქვს უამ­რა­ვი კა­ნო­ნი, მაგ­რამ თუ­კი ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი არ შე­ეც­დე­ბა მათ ათ­ვი­სე­ბას, გა­გე­ბას, არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და არ იკითხავს თუ რის­თ­ვის არის შექ­მ­ნი­ლი, ისევ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, ისევ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი გახ­დე­ბა მსხვერ­პ­ლი.

ბავ­შ­ვე­ბი ის ახა­ლი ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი არი­ან  სამ­შობ­ლო­სა და ოჯა­ხი­სათ­ვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ სამ­ყა­როს უკე­თე­სო­ბის­კენ გარ­დაქ­მ­ნა, სი­კე­თის და­თეს­ვა და ახა­ლი ტი­პის მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც კი.

პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბათ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, რა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­თო სა­ფე­ხურს მი­აღ­წი­ონ და თა­ვად მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თუ რა იქ­ნე­ბა უკე­თე­სი მათ სა­კე­თილ­დღე­ოდ, მო­მავ­ლის სპექ­ტ­რ­ში გან­ხი­ლუ­ლი.

ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბით მათ არა მარ­ტო ბავ­შ­ვო­ბას, არა­მედ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას ვარ­თ­მევთ, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც კი საფ­რ­თხე­ში ვა­ყე­ნებთ ჩვე­ნი გა­უ­აზრე­ბე­ლი ქცე­ვით. თი­თო­ე­ულ ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას ახ­ლავს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კიც, რის გა­მოც მშობ­ლი­სა და ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის სი­ცოცხ­ლეც პირ­და­პირ საფ­რ­თხე­ში ვარ­დე­ბა.მათ და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა­საც ვარ­თ­მევთ, ან ნა­ად­რევ ასაკ­ში ვა­ი­ძუ­ლებთ მუ­შა­ო­ბას, მძი­მე დატ­ვირ­თ­ვა­სა და ზედ­მე­ტად მძიმე ოჯა­ხურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს ვაკისრებთ ამ უგუ­ნუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით.

ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, ვფიქ­რობ, უნ­და გა­ნი­ცა­დოს ბავ­შვო­ბის და­უ­ვიწყა­რი, სი­ცოცხ­ლი­თა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით მდი­და­რი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ვინ­სენტ ვან გო­გის ფე­რად პა­ლიტ­რა­საც მოგ­ვა­გო­ნებს.

„ბავ­შ­ვე­ბო, არ დათ­მოთ ბავ­შ­ვო­ბა, იღი­მეთ, იცელ­ქეთ, რად­გა­ნაც დრო გა­დის, დრო გა­დის და მე­რე, ინა­ნებთ და­კარ­გულ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­საც“.

სა­ბო­ლო­ოდ, ანე ფრან­კი­ვით, მეც მჯე­რა ადა­მი­ა­ნის სი­კე­თი­სა,  მი­სი გო­ნებ­რი­ვი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­საც.

ვფიქ­რობ, ერთ დღეს, ყვე­ლა და­წერს თა­ვის მხი­ა­რულ ის­ტო­რი­ებს სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვო­ბი­დან, თუმ­ცა უნ­და გვახ­სოვ­დეს და არა­სო­დეს მივ­ცეთ და­ვიწყე­ბას ის ფაქ­ტი, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა რჩე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ინ­ვეს­ტი­ცი­ად, რაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ უაღ­რე­სად დიდ რე­ფორ­მად თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის, რო­გორც წარ­მა­ტე­ბის, აყ­ვა­ვე­ბის გრძელ გზად, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან ეკო­ნო­მი­კურ სიძ­ლი­ე­რედ.

არა ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას!

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები