4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მშობ­ლე­ბი უკე­თე­სი სას­კო­ლო გა­რე­მოს­თ­ვის

spot_img

სკო­ლის, ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. თუმ­ცა ეს, თით­ქოს­და უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ჯერ კი­დევ არ არის სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, რო­გორც სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი. ამი­ტო­მაც ერ­თ­გ­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბაც კი იყო 25 ოქ­ტომ­ბერს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვ­რის შეხ­ვედ­რა სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ჯგუფ­თან. შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მა მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი­სა და USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის „მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლა­ში“ მო­ხა­ლი­სე მშობ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით.

ბო­ლო წლებ­ში ნამ­დ­ვი­ლად თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და მშო­ბელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც ვი­ხი­ლეთ. რო­გორც არა­სა­მა­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და ამ შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, სწვლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სა და სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მშობ­ლებ­მა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღონ შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ამის­თ­ვის მათ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბათ, ამი­ტო­მაც გა­ი­ა­რეს გა­დამ­ზა­დე­ბის არა­ერ­თი კურ­სი, ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: რა არის მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, რა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვთ მშობ­ლებს სკო­ლა­ში, რა ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცია უნ­და ჰქონ­დეთ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, პე­და­გო­გებ­თან, რომ ეს იყოს ბავ­შ­ვ­ზე, მი­სი პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა რო­მე­ლი­მე მშობ­ლის სურ­ვი­ლის ან მო­საზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ეს მშობ­ლე­ბი კი კონ­კურ­სის წე­სით შე­არ­ჩია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. 300 აპ­ლი­კან­ტის­გან შერ­ჩე­ულ 26 მშო­ბელს, რომ­ლე­ბიც 14 სკო­ლას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ და მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­თი შვი­ლე­ბის სკო­ლებს კონ­კ­რე­ტუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­დათ, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა­საც სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, მი­ე­ცა ამ პრობ­ლე­მე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან პი­რის­პირ გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა მი­ნისტრს ისე­თი შემ­თხ­ვე­ვის მოს­მე­ნაც მო­უხ­და, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი რომ მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მოჰ­კი­დე­ბო­და მშობ­ლის სა­მარ­თ­ლი­ან მოთხოვ­ნას.

მა­რი­ამ ოშ­ხ­ერლის შვი­ლე­ბი ბა­ზა­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ორი­ვე სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და, ბუ­ნებ­რი­ვია, სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ. „ჩვენ თბი­ლი­სი­დან გა­და­ვე­დით ბა­ზა­ლეთ­ში, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასეთ უგუ­ლის­ყუ­რო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას წა­ვაწყ­დე­ბო­დი. ბრძო­ლა დამ­ჭირ­და, რომ ჩე­მი შვი­ლე­ბის­თ­ვის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ, დი­რექ­ტო­რი არ მი­იჩ­ნევ­და სა­ჭი­როდ. მხო­ლოდ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი­სა და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის არა­ერ­თ­გ­ზის ჩა­რე­ვით მი­ვი­ღეთ სტა­ტუ­სი, მაგ­რამ პე­და­გო­გე­ბი ინ­დ­გეგ­მის შედ­გე­ნა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ. დი­დი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და­თან­ხ­მ­და დი­რექ­ტო­რი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის აყ­ვა­ნას, გა­სა­უბ­რე­ბა 28 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და, ალ­ბათ მი­ი­ღე­ბენ; სრუ­ლი­ად უფუნ­ქ­ციოა სა­მე­ურ­ვეო და დის­ციპ­ლი­ნუ­რი საბ­ჭო­ე­ბი, დი­რექ­ტო­რი წყვეტს ყვე­ლა სკითხს არა კა­ნო­ნი­სა და გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­მედ ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად, რო­გორც მას ჰგო­ნია სა­ჭი­რო. მჯე­რა, მი­ნის­ტ­რი აუცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ სკო­ლით და, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზო­მებ­საც მი­ი­ღებს – ან უნ­და რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს დი­რექ­ტორ­მა მიდ­გო­მა მთე­ლი რი­გი სა­კითხე­ბი­სად­მი და თუ ამას ვერ შეძ­ლებს, მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა ვე­რა­ფე­რი დად­გე­ბა,“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მი.

ბევრ სხვა სა­კითხ­ზეც ისა­უბ­რეს მშობ­ლებ­მა მი­ნის­ტ­რ­თან და ეს იყო არა ერ­თე­უ­ლი, არა­მედ ტი­პუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან და­სა­ხელ­და: სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა, რა­საც წინ უძღო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ტი­ცია 10000 ხელ­მო­წე­რით, რომ­ლის ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი სა­მი­ნის­ტ­რო­საც გა­ეგ­ზავ­ნა; გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფა­სა­დუ­რო­ბა; სკო­ლებ­ში ქცე­ვის მარ­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და ხარ­ვე­ზე­ბი; ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა; დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი მშობ­ლე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცია (მა­თი ინ­ტ­რი­გა­ნე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა); სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დის აუცი­ლებ­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე სა­კითხებს შე­ეხ­ნენ, შეხ­ვედ­რა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულდ წა­რი­მარ­თა. ცხა­დი იყო, ბევ­რი რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და მი­ნის­ტ­რის­თ­ვის, ზო­გი სა­კითხი საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი, მა­გა­ლი­თად, ნა­ძა­ლა­დე­ვი­სა და მცხე­თის №1 და №2 სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კითხე­ბი; 21-ე სკო­ლის მოს­წავ­ლის მშობ­ლის, ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძის შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლიც 7 თვეა იბ­რ­ძ­ვის იმის­თ­ვის, რომ დი­რექ­ტო­რი ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად არ მარ­თავ­დეს სკო­ლას, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­ტა­ნილ გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუ­ხიც ვერ მი­ი­ღო. მან მი­ნის­ტ­რის­გან პრო­ცეს­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ითხო­ვა, მით უმე­ტეს, რომ პა­სუ­ხე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქ­ცა.

„შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რ­ჩა, რომ მი­ნის­ტ­რი მშობ­ლე­ბის მი­ერ წა­მოჭ­რი­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა. ამის სა­ფუძ­ველს ისიც მაძ­ლევს, რომ სულ რა­ღაც ორი დღის მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ სა­მი­ნის­ტ­რო­ში სას­კო­ლო კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­ტი­ცია და მი­ნის­ტ­რ­მა 410-ე ბრძა­ნე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტი გად­მოგ­ვ­ცა უკუ­კავ­ში­რის­თ­ვის, რაც სას­კო­ლო ბუ­ფე­ტებს ეხე­ბა; მშობ­ლებ­მა მთავ­რო­ბის­გან მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ითხო­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის მხრი­დან ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­მო; მა­თი სურ­ვი­ლია, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დეს სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა თუ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა და შეს­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბი; ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა სკო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის გაზ­რ­დის შე­სა­ხე­ბაც. ყვე­ლა ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მი­ნის­ტ­რის მზა­ო­ბა მი­ვი­ღეთ – იგი დაგ­ვ­პირ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თ­ვის გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა, ხო­ლო ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა სკო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის­თ­ვის თან­ხე­ბის გაზ­რ­დის თა­ო­ბა­ზე,“ – გვითხ­რა მე­გი კავთუ­აშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რა 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მშობ­ლებ­მა სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე კი ისა­უბ­რეს, მაგ­რამ რა­კი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა, შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ნის­ტ­რის­გან ამ სა­კითხის მათ­თან ერ­თად გან­ხილ­ვის პი­რო­ბაც მი­ი­ღეს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ხვდე­ბა „გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას“ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის სა­კითხ­ზე, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­საც მი­იწ­ვე­ვენ. „სა­ჭი­როა მსჯე­ლო­ბა და აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა იმ პერ­ს­პექ­ტი­ვებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნას აქვს პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვას­თან მი­მარ­თე­ბით. ჩვენ მშობ­ლე­ბი ვართ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმ სისტემური ცვლი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სკო­ლებს, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა სა­ი­მე­დო გა­რე­მო­ში მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა“.

ასე­თია მშობ­ლე­ბის მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვა­შიც მათ მი­ნის­ტ­რის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი აქვთ.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები