23 ივნისი, ორშაბათი, 2025

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე

spot_imgspot_img

მა­რი­ნე თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ჩოჩხა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მე-5 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი კლა­სის

 

⇔ დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­გორც მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში

დამ­რი­გე­ბელს ყვე­ლა­ზე ახ­ლო და ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­ებ­თან და ამი­ტო­მაც აკის­რია მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცია. ოჯა­ხის შემ­დეგ, ზოგ­ჯერ მე­ტა­დაც, ის ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ნიჭ­სა და უნა­რებს, მის­წ­რა­ფე­ბებს. დამ­რი­გე­ბე­ლი ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში, ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. იგი მოს­წავ­ლის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მრჩე­ვე­ლი და მე­გო­ბა­რია, რო­მელ­საც ენ­დო­ბა ყვე­ლა­ზე დე­ლი­კა­ტურ სა­კითხებ­შიც კი. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, მი­ა­წო­დოს მშო­ბელს და მი­ი­ღოს მის­გან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

⇔ მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა

სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში მოს­წავ­ლე­ებ­თან მიდ­გო­მე­ბი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს დას­ჭირ­ვე­ბი­ათ ჩე­მი თა­ნად­გო­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, რაც მოს­წავ­ლეს­თან, მის მშო­ბელ­თან და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­მი­წე­ვია, თუმ­ცა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და ღი­რე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მხა­რი და­მე­ჭი­რა მათ­თ­ვის ამა თუ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სას, კლას­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას, რა თქმა უნ­და, რჩე­ვის სა­ხით.

⇔ მშო­ბელ­თა კრე­ბა – რა შეც­დო­მე­ბი არ უნ­და და­უშ­ვას დამ­რი­გე­ბელ­მა მშო­ბელ­თა კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას

კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბა მშობ­ლის­თ­ვის ნიშ­ნავს რწმე­ნას, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მი­სი დამ­ხ­მა­რე და თა­ნა­მო­აზ­რეა. ეს არის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ას­პექ­ტი სას­კო­ლო სამ­კუთხე­დის – მოს­წავ­ლის, მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რად­გან სა­მი­ვეს მი­ზა­ნი ბავ­შ­ვის სრუ­ლი ადაპ­ტა­ცია და რე­ა­ლი­ზა­ციაა საკ­ლა­სო თუ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე დამ­რი­გე­ბე­ლი და, ზო­გა­დად, მას­წავ­ლე­ბე­ლი არ სა­უბ­რობს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ შე­დე­გებ­ზე და/ან ყო­ფაქ­ცე­ვა­ზე, რად­გან ეს აუცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს, სულ მცი­რე, უხერ­ხუ­ლო­ბა­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ჯაჭ­ვის გაწყ­ვე­ტას. ამის­თ­ვის არ­სე­ბობს სხვა გზა მშო­ბელ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ უფ­რო სწო­რი და უპ­რი­ა­ნია, რი­სი პრაქ­ტი­კაც მე და ჩემს კო­ლე­გებს გვაქვს.

⇔ მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, მა­თი ჩარ­თ­ვა შვი­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში

ჩე­მი აზ­რით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე სკო­ლა­ში. მოს­წავ­ლე გრძნობს ამ ერ­თი­ა­ნო­ბას, ხდე­ბა უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი, ემა­ტე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა, რაც უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის სა­წინ­და­რია. სხვა­დას­ხ­ვა დროს, ჩე­მი კლა­სე­ბის მშობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ კლა­სის მი­ერ მოწყო­ბილ მხატ­ვ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი ამა­ყე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რად­გან ხე­და­ვენ, რომ მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მათ მხარ­და­სა­ჭე­რად.

⇔ რო­მე­ლი პრობ­ლე­მაა კლას­ში უფ­რო მწვა­ვე: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი

ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა ბავ­შ­ვე­ბის რთუ­ლი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამას ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მა­გა­ლი­თად, ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მო­მუ­შა­ვე ან, უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მუ­შა­ოდ საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი მშო­ბე­ლი. სო­ცი­უ­მი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი­სა და სკო­ლის გა­რეთ უყუ­რადღე­ბოდ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვი მოხ­ვ­დეს, უდი­დეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბავ­შ­ვებს არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

⇔ მოს­წავ­ლის თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია

ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ხში­რად ისი­ნი ვერ ძლე­ვენ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შიშს. სწო­რედ ამ ში­შის დაძ­ლე­ვა­ში დამ­რი­გე­ბელს შე­უძ­ლია დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს მოს­წავ­ლეს და დი­დი რო­ლი ითა­მა­შოს მი­სი პი­როვ­ნუ­ლი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მას შე­უძ­ლია ას­წავ­ლოს მოს­წავ­ლეს, რო­გორ და­ი­სა­ხოს და და­გეგ­მოს მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სი და გა­უძ­ლი­ერ­დეს მო­ტი­ვა­ცია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვი გრძნობ­დეს მხარ­და­ჭე­რა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბას, არ ჰქონ­დეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ში­ში.

⇔ დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დია და რამ­დე­ნად დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა კლა­სის დამ­რი­გებ­ლო­ბა, ამ სა­მუ­შა­ო­სათ­ვის გა­ცე­მუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბა, ვფიქ­რობ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. მის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ტი­ვა­ტო­რი იქ­ნე­ბო­და. გარ­და ამი­სა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვეც­ნო­ბო­დი კო­ლე­გე­ბის პრაქ­ტი­კი­დან მოყ­ვა­ნილ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვებს, რო­გორ მივ­ცეთ ბავშვს სწო­რი რჩე­ვა ამა თუ იმ სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი მას სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

⇔ მა­გა­ლი­თი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან

წლე­ბის წინ ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­მა­ნიშ­ნეს, რომ „შა­ტა­ლო­ზე“ უნ­დო­დათ წას­ვ­ლა, რად­გან აინ­ტე­რე­სებ­დათ რო­გო­რი იყო გაკ­ვე­თი­ლე­ბის პრო­ცეს­ში სკო­ლის გა­რეთ ყოფ­ნა. ვი­ცო­დი, ამას მა­ინც მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ. არა­და, არ მინ­დო­და ბავ­შ­ვებს უთავ­ბო­ლოდ და უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ეს დრო. ამი­ტომ სკო­ლის დი­რექ­ტორს ვთხო­ვე, გა­მო­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან და მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­მეყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ. მა­ნაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თე ექ­ს­კურ­სი­ას მე­ზო­ბელ რა­ი­ონ­ში ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად და დრო­ის ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­სა­ტა­რებ­ლად. გარ­და იმი­სა, რომ ამ დღის­გან დი­დი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხეს ბავ­შ­ვებ­მა, მო­ი­ა­რეს მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ჩვენს რე­გი­ონ­ში, გა­ი­ზარ­და მა­თი ნდო­ბა ჩემ მი­მართ, თუმ­ცა ამის დე­ფე­ციტს არც მა­ნამ­დე გან­ვიც­დი­დი.

მი­ხა­რია, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი დიდ ნდო­ბას იჩენ­დ­ნენ ჩემ მი­მართ და ხში­რად მომ­მარ­თავ­დ­ნენ რჩე­ვე­ბის­თ­ვის, მან­დობ­დ­ნენ სა­ი­დუმ­ლო­საც. ჩე­მი მხრი­დან ძა­ლის­ხ­მე­ვას არ ვი­შუ­რებ­დი, რომ სწო­რი, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი მი­მე­ცა და ამით დავ­ხ­მა­რე­ბო­დი მათ.

მე­ხუ­თე კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტო­რე­ბი­დან და მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან გვი­ერ­თ­დე­ბი­ან ახა­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი. გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც სხვა­დას­ხ­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­დი­ან, რომ­ლე­ბიც არ იც­ნო­ბენ მათ და ხში­რად ვერ მი­მარ­თა­ვენ სა­ხე­ლე­ბით. ეს იწ­ვევს დის­კომ­ფორტს ორი­ვე მხა­რის­თ­ვის. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­მემ­ზა­დე­ბი­ნა ბე­ი­ჯე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბით და პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე და­ვუ­მაგ­რე ბავ­შ­ვებს. პირ­ვე­ლი კვი­რა საკ­მა­რი­სი იყო ერ­თ­მა­ნე­თის გა­საც­ნო­ბად და სა­ხე­ლე­ბის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. ყვე­ლა მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

⇔ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ჩვენს სკო­ლას, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით MAC Georgia-ს გუნ­დ­თან, რა­მაც და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა სკო­ლას, მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბებ­ში, წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ კონ­კურ­ს­ში, სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა სხვა­დას­ხ­ვა მზა­ო­ბის მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ნუ­ვი­თარ­დათ სო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის. უცხო ენე­ბის კა­თედ­რა­მაც გა­მარ­თა ღო­ნის­ძი­ე­ბა „ერ­თი დღე MAC Georgia-სთან ერ­თად“. სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

⇔ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა კლას­ში

ნამ­დ­ვი­ლად არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად იკ­ვ­რე­ბი­ან, მაგ­რამ ხში­რად ეს რე­ა­ლო­ბაა. ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად კარ­გად მუ­შა­ობს ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად წლის ბო­ლოს ეწყო­ბა ხოლ­მე. მაგ­რამ წლის ბო­ლოს ყო­ველ­თ­ვის ვერ და­ვე­ლო­დე­ბით. ამი­ტომ, ყვე­ლა ხელ­საყ­რელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ხში­რად გაკ­ვეთ­ლ­ზეც კი, ვცდი­ლობ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნა­ბა­რი რო­ლი აქვს და ყვე­ლა თა­ნაკ­ლა­სელ­თან უწევს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ამით ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო ბავ­შ­ვებს და­ი­ნა­ხონ, რომ ყვე­ლა მათ­გან­ში არის ის მარ­ც­ვა­ლი, რომ­ლის შემ­ჩ­ნე­ვა აქამ­დე ვერ შეძ­ლეს და რომ არ ღირს კონ­კ­რე­ტუ­ლად ვინ­მეს ამო­ჩე­მე­ბა იმის­თ­ვის, რომ იმე­გობ­რონ ან არ იმე­გობ­რონ.

⇔ დამ­რი­გე­ბე­ლი – მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი

რო­ცა მე და ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტი მო­გო­ნე­ბა სკო­ლა­სა და მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე დამ­რი­გე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან დამ­რი­გე­ბე­ლია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ხან­და­ხან მშო­ბელ­ზე უფ­რო ახ­ლო­ბე­ლი და მე­სა­ი­დუმ­ლე ხდე­ბა, თუმ­ცა ამის­თ­ვის მოს­წავ­ლეს დამ­რი­გებ­ლის სრუ­ლი ნდო­ბა უნ­და ჰქონ­დეს. დამ­რი­გე­ბე­ლი თვი­თონ უნ­და იძ­ლე­ო­დეს მა­გა­ლითს და იცავ­დეს ყვე­ლა მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბებს, ეხ­მა­რე­ბო­დეს მათ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში, რაც, ვფიქ­რობ, გაკ­ვე­თი­ლი­დან­ვე უნ­და იწყე­ბო­დეს, სკო­ლი­დან უნ­და ექ­მ­ნე­ბო­დეთ პი­რო­ბე­ბი იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ღრმად გა­ი­აზ­რონ თა­ვი­ან­თი რო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. და რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა მა­თი კლა­სიც და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბიც, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად, თა­ნას­წო­რად და სრულ­ფა­სოვ­ნად უნ­და იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი, რაც და­ეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

⇔ დამ­რი­გებ­ლის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

უნი­ვერ­სა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის, მი­უ­ხე­და­ვად მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი­სა. უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ყვე­ლა არ­სე­ბულ რე­სურსს იყე­ნებ­დეს. მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ეფექ­ტუ­რი და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლის მი­მართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე აგე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს გუ­ლის­ხ­მობს, რის­თ­ვი­საც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მო ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამ ყვე­ლაფ­რის ხელ­შეწყო­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი დამ­რი­გე­ბელს ენი­ჭე­ბა. წლე­ბის წინ მეც მქონ­და სსსმ მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის დამ­რი­გებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ამ მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, აღ­მო­ა­ჩი­ნა და მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და მი­სი უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მე მხო­ლოდ ვე­ცა­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ის მუხ­ტი, რაც მან ამ მოს­წავ­ლე­ში გა­აღ­ვი­ვა. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დოდ აფა­სებ­დ­ნენ თა­ნაკ­ლა­სე­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არ ტო­ვებ­დ­ნენ მარ­ტო არც ერთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ მას­თან მე­გობ­რო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან სხვა სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა.

⇔ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნე­ბი

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი რე­სურ­სია დღეს სკო­ლებ­ში. ამი­ტომ დი­დია მა­თი რო­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა­ში. არ ვი­ცი ზუს­ტად სხვა საგ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ უცხო ენე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად პა­სუ­ხო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მოთხოვ­ნებს. თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს უწყობს სა­კითხის შეს­წავ­ლის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას და მი­მარ­თუ­ლია მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ, ცნო­ბი­ლი­დან სი­ახ­ლის­კენ. ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ დახ­ვე­წას მე­თო­დუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, მო­სას­მე­ნი მა­სა­ლა ახ­ლ­დეს მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნებს, რად­გან ყვე­ლა სკო­ლა არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით და ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სით, რაც უფ­რო დახ­ვე­წილს გახ­დი­და სწავ­ლე­ბის პრო­ცესს.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება