9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლის ნაშრომის გასწორება – VII-XII კლასების მასწავლებლებისთვის

spot_img

ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტებს  შეხვდებათ, გულისხმობს მოსწავლის ნაშრომის გასწორებას (შეცდომის იდენტიფიცირებას) სქემის მიხედვით, ასევე საჭიროა კომენტირებაც.

აღნიშნული მასალა გამოადგებათ პედაგოგებს/პედაგოგობის მსურველებს არა მხოლოდ საგამოცდოდ  (როგორც წესი, ადამიანები მხოლოდ გამოცდებისთვის არ სწავლობენ), არამედ  პრაქტიკაშიც.

პირველ რიგში, გადავხედოთ შემოთავაზებულ კრიტერიუმებს, რომელიც გამორჩეულად სასიგნალო საშუალებაა ტესტის სწორად შესასრულებლად:

 

N კრიტერიუმები კრიტერიუმების განმარტება ქულები
1 მსჯელობის დასაბუთება (არგუმენტირება და ციტირება) ა) მსჯელობა მკაფიოა, არგუმენტირებულია, არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით;

ბ) მსჯელობა ნაწილობრივ არგუმენტირებულია, არ არის გამყარებული შესაბამისი მაგალითებით ან დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა;

გ) ტექსტი არაადეკვატურადაა გაგებული, მსჯელობა არადამაჯერებელია, მაგალითებიც არაადეკვატურად არის მოხმობილი.

2

 

 

1

 

 

 

0

2 ლექსიკა და სტილი ა) აზრი ზუსტად და მკაფიოდ არის გამოხატული, ნაწერის სტილი გამართულია; ბ) აზრი ზუსტად არის გამოხატული, მაგრამ ლექსიკა მწირია ან გვხვდება სტილისტიკური ხარვეზები;

გ) აზრი ძირითადად გასაგებია, მაგრამ ნაწერის სტილი გაუმართავია, გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა.

2

 

 

1

 

0

 

3 ორთოგრაფია, მორფოლოგია, სინტაქსი და პუნქტუაცია ა) არ არის ამ ტიპის სამზე მეტი შეცდომა;

ბ) არ არის ამ ტიპის ექვსზე მეტი შეცდომა;

გ) ამ ტიპის შეცდომა ექვსზე მეტია.

 

პირველ რიგში, გავიაზროთ მოსწავლისათვის შეთავაზებული დავალება:

არსებობს მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შეგნების გარეშე. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

დავიმახსოვროთ, რომ დავალების პირობის გააზრება უმნიშვნელოვანესია!

ჩვენი დაკვირვების საგანია მოსწავლის ნამუშევარი:

თავისუფლება ჩემი აზრით ის ფასეულობაა, რომელიც ყველაზე მეტად ძვირფასია ადამიანისათვის. ეს არის მცნება, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაზროს. მისი მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო. შენარჩუნება კი რთულია. შეუძლებელია ადამიანი იყოს თავისუფალი, თუ მისი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი. თავისუფლება საკუთარ ნება-სურვილის მიხედვით მოქმედებას გულისხმობს. თუმცა ეს არ ნიშნავს ზნეობის, ნორმებისა და ფასეულობების უარყოფას. საზოგადოების თითეული წევრის მოვალეობაა, ისე შეძლოს თვით გამოხატვა, რომ სხვისი თავისუფლება არ შეზღუდოს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავისუფლების ჭეშმარიტი არსი, დაიცვას თავისი საკუთარი თავისუფლება და არ ხელჰყოს სხვისი. ლიბერალიზმი, რომელიც უმცირესობების მიმართ შემწყნარებლობას ქადაგებს ჩვენ საზოგადოებაში, ხშირად, არასწორედ არის აღქმული და უზნეობის პროპაგანდასთანაც კი იგივდება. თავისუფლების არასწორი გაგება იწვევს არეულობას, სრულ ანარხიას. თავისუფლების განცდას თან უნდა ახლდეს პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შეგნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ღირსეული საზოგადოება.

როგორც კრიტერიუმებიდან ჩანს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოსწავლის ნაშრომს სამი კრიტერიუმის მიხედვით: 1. მსჯელობის დასაბუთებას; 2. ლექსიკასა და სტილს; 3. ორთოგრაფიას, მორფოლოგიას, სინტაქსსა და პუნქტუაციას.

რადგან მოცემული მაგალითი (მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება) არ განმეორდება ტესტირების დროს, ამიტომ მხოლოდ თითო  კრიტერიუმის შესაბამისად გავამახვილოთ ყურადღება და არა ყველაზე:

  1. „თავისუფლება ჩემი აზრით ის ფასეულობაა, რომელიც ყველაზე მეტად ძვირფასია ადამიანისათვის“, – ვკითხულობთ ნაშრომში. კონკრეტულ შემთხვევაში პუნქტუაციური შეცდომაცაა („ჩემი აზრით“ ორივე მხრიდან გამოყოფილი უნდა იყოს მძიმეებით) – კრიტერიუმი 3.
  2. „ეს არის მცნება, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაზროს“, – ამ შემთხვევაში სიტყვა მცნება გამოყენებულია ცნების ნაცვლად. კრიტერიუმი 2.
  3. „შეუძლებელია ადამიანი იყოს თავისუფალი, თუ მისი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი“, – ამ შემთხვევაში მსჯელობა/თეზისი(შეხედულება) არ არის გამყარებული შესაბამისი მაგალითებით. ასევე გვაქვს პუნქტუაციური შეცდომაც (განკერძოება არ არის გამოყოფილი წინადადებაში მძიმით).

როლანდ ხოჯანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები