12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვა­თა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ან­გა­რი­შის ფორ­მით

spot_img

ლო­რი­ტა მი­ქა­ვა
სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. ქა­ლაქ ზუგ­დი­დის №7  სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ერ­თი კარ­გი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბა მარ­ტი­ვია და კარ­გად ასა­ხავს სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის შე­დე­გი­ა­ნო­ბას, მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის ნა­ტუ­რა­ლურ ზო­ნა­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­საც. მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე ან „ბრმა შერ­ჩე­ვით“ რამ­დე­ნი­მე­ზე.

გთა­ვა­ზობთ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლითს, რო­მე­ლიც ბევ­რი კო­ლე­გის­თ­ვის სა­ნი­მუ­შო იქ­ნე­ბა (საგ­ნის მი­უ­ხე­და­ვად).

ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი – ან­გა­რი­შის ფორ­მა

მი­ზა­ნი: მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვა­თა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა

სას­წავ­ლო ცნე­ბე­ბი:

სკო­ლა:

კლა­სი:

მას­წავ­ლე­ბე­ლი:

მოს­წავ­ლე №1

ანგარიშის ფორმა

რა უნდა მომხდარიყო?   (რა საკითხთან/ქვესაკითხი უნდა შეესწავლა მოსწავლეს?

რა კომპლექსური დავალება უნდა გამოეყენებინა საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად?)

მოსწავლეს უნდა მოემზადებინა ზეპირი პრეზენტაცია „შუშანიკის წამებისა“ და ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმს შორის არსებული მიმართებების შესახებ.

კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: შეადარეთ იაკობ ხუცესის ტექსტი მსგავსი სიუჟეტის მქონე დოკუმენტურ ფილმს. შედარების შედეგები წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით (შესაბამისი ვიზუალური მასალით).

გაითვალისწინეთ, რომ პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

რა მოხდა?  (რამდენად კარგად გაართვა მოსწავლემ თავი გამოწვევას?)

მოცემულობა აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად

მოსწავლემ შეძლო გადმოეცა: რა მსგავსება-განსხვავებაა ნაწარმოებსა და ფილმს შორის (მოქმედების დროისა და ადგილის, სიუჟეტის, კონფლიქტის, პერსონაჟების, თემის, მთავარი იდეის თვალსაზრისით), რამდენად უწყობს ხელს კინოფილმის პერსონაჟების სახისა და თემის წარმოჩენას მუსიკა, კამერის ხედი; რა შთაბეჭდილებას ახდენს ის მაყურებელზე (მოიყვანა კონკრეტული მაგალითები), რამდენად და როგორ გააღრმავა ფილმის ნახვამ ნაწარმოების პერსონაჟების, თემისა  და მთავარი იდეის  აღქმა/გააზრება და ვერ ახსნა, დღეისათვის რამდენად აქტუალურია ნაწარმოები და ფილმი და რატომ.
რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის? 
მოსწავლეს გაუჭირდა ზეპირი პრეზენტაციის დროს მეშველი კითხვების მიუხედავად, დადასტურებით ესაუბრა ნაწარმოებთა აქტუალობის შესახებ. მან რამდენიმე სიტყვით ახსენა, რომ ეს ჩვენი წარსულია და მისი ცოდნა საჭიროა. ბავშვს გააჩნია კონტექსტთან მიმართებით დაბალი მზაობა.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად?
დამატებით გაჩნდა იმის საჭიროება, რომ გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდეს კონტექსტის გასააზრებლად. დეკლარატიული ცოდნის გარდა, უნდა გააქტიურდეს პირობისეული ცოდნის მომენტიც.
დამატებითი კომენტარი
ვაპირებ, რომ მესამე საფეხურის განმავლობაში აღნიშნულ კლასში კონტექსტზე, როგორც სამიზნე ცნებაზე, მუშაობა გავაძლიერო.

მოს­წავ­ლე №2

ანგარიშის ფორმა

რა უნდა მომხდარიყო?   (რა საკითხთან/ქვესაკითხი უნდა შეესწავლა მოსწავლეს?

რა კომპლექსური დავალება უნდა გამოეყენებინა საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად?)

მოსწავლეს უნდა მოემზადებინა ზეპირი პრეზენტაცია „შუშანიკის წამებისა“ და ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმს შორის არსებული მიმართებების შესახებ.

კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: შეადარეთ იაკობ ხუცესის ტექსტი მსგავსი სიუჟეტის მქონე დოკუმენტურ ფილმს. შედარების შედეგები წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით (შესაბამისი ვიზუალური მასალით).

გაითვალისწინეთ, რომ პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

რა მოხდა?  (რამდენად კარგად გაართვა მოსწავლემ თავი გამოწვევას?)

მოცემულობა აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად

მოსწავლემ შეძლო გადმოეცა: რა მსგავსება-განსხვავებაა ნაწარმოებსა და ფილმს შორის (მოქმედების დროისა და ადგილის, სიუჟეტის, კონფლიქტის, პერსონაჟების, თემის, მთავარი იდეის თვალსაზრისით), რამდენად უწყობს ხელს კინოფილმის პერსონაჟების სახისა და თემის წარმოჩენას მუსიკა, კამერის ხედი; რა შთაბეჭდილებას ახდენს ის მაყურებელზე (მოიყვანა კონკრეტული მაგალითები), ასევე, დამაზუსტებელი შეკითხვებით ნაწილობრივ მოახერხა, რამდენად და როგორ გააღრმავა ფილმის ნახვამ ნაწარმოების პერსონაჟების, თემისა  და მთავარი იდეის  აღქმა/გააზრება და ვერ ახსნა, დღეისათვის რამდენად აქტუალურია ნაწარმოები და ფილმი და რატომ.
რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის? 
მოსწავლემ ვერ შეძლო, ზეპირი პრეზენტაციის დროს მეშველი კითხვების მიუხედავად, ესაუბრა ნაწარმოებთა (ტექსტისა და კინოტექსტის) აქტუალობის შესახებ. მოსწავლეს აქვს საშუალო მზაობა კონტექსტთან და ტრანსფერირებასთან მიმართებით.

მან აღნიშნა, რომ მოუსმენდა სხვებს და მეტად გაერკვეოდა ამ მიმართულებით.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად?
დამატებით გაჩნდა იმის საჭიროება, რომ გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდეს კოგნიტური სქემებით კომპოზიციისა და კონტექსტის გასააზრებლად. დეკლარატიული ცოდნის გარდა, უნდა გააქტიურდეს პირობისეული ცოდნის მომენტიც. მოსწავლემ თავად უნდა იმუშაოს კოგნიტური სქემების შევსებასა და გაუმჯობესებაზე (პროცედურული ცოდნის კუთხით).
დამატებითი კომენტარი
ვაპირებ, რომ მესამე საფეხურის განმავლობაში აღნიშნულ კლასში კონტექსტზე, როგორც სამიზნე ცნებაზე, მუშაობა გავაძლიერო.

მოს­წავ­ლე №3

ანგარიშის ფორმა

რა უნდა მომხდარიყო?   (რა საკითხთან/ქვესაკითხი უნდა შეესწავლა მოსწავლეს?

რა კომპლექსური დავალება უნდა გამოეყენებინა საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად?)

მოსწავლეს უნდა მოემზადებინა ზეპირი პრეზენტაცია „შუშანიკის წამებისა“ და ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმს შორის არსებული მიმართებების შესახებ.

კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: შეადარეთ იაკობ ხუცესის ტექსტი მსგავსი სიუჟეტის მქონე დოკუმენტურ ფილმს. შედარების შედეგები წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით (შესაბამისი ვიზუალური მასალით).

გაითვალისწინეთ, რომ პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

რა მოხდა?  (რამდენად კარგად გაართვა მოსწავლემ თავი გამოწვევას?)

მოცემულობა აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად

მოსწავლემ შეძლო გადმოეცა: რა მსგავსება-განსხვავებაა ნაწარმოებსა და ფილმს შორის (მოქმედების დროისა და ადგილის, სიუჟეტის, კონფლიქტის, პერსონაჟების, თემის, მთავარი იდეის თვალსაზრისით), დამატებითი შეკითხვებით მოხერხდა იმის ახსნა, თუ რამდენად უწყობს ხელს კინოფილმის პერსონაჟების სახისა და თემის წარმოჩენას მუსიკა, კამერის ხედი; რა შთაბეჭდილებას ახდენს ის მაყურებელზე (მოიყვანა კონკრეტული მაგალითები), ასევე, დამაზუსტებელი შეკითხვებით ნაწილობრივ მოახერხა, რამდენად და როგორ გააღრმავა ფილმის ნახვამ ნაწარმოების პერსონაჟების, თემისა  და მთავარი იდეის  აღქმა/გააზრება და ვერ ახსნა, დღეისათვის რამდენად აქტუალურია ნაწარმოები და ფილმი და რატომ.
რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის? 
მოსწავლემ ვერ შეძლო, ზეპირი პრეზენტაციის დროს მეშველი კითხვების მიუხედავად, ესაუბრა ნაწარმოებთა (ტექსტისა და კინოტექსტის) აქტუალობის შესახებ. მომხდარის ახსნა შეიძლება იმით, რომ კომპლექსური დავალების ეტაპებზე მუშაობის დროს რამდენიმე გაკვეთილი გაუცდა მოსწავლეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო. მან აღნიშნა, რომ მოუსმენდა სხვებს და მეტად გაერკვეოდა ამ მიმართულებით.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად?
დამატებით გაჩნდა იმის საჭიროება, რომ გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდეს კოგნიტური სქემებით კომპოზიციისა და კონტექსტის გასააზრებლად. დეკლარატიული ცოდნის გარდა, უნდა გააქტიურდეს პირობისეული ცოდნის მომენტიც. მოსწავლემ თავად უნდა იმუშაოს კოგნიტური სქემების შევსებასა და გაუმჯობესებაზე (პროცედურული ცოდნის კუთხით). კონტექსტის, როგორც სამიზნე ცნების მეტად აქცენტირება დადასტურდა და სასწავლო წლის ბოლომდე რამდენჯერმე ჩავრთავ ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გააუმჯობესებს ამ მიმართულებით ცოდნას.
დამატებითი კომენტარი
ვაპირებ, რომ მესამე საფეხურის განმავლობაში აღნიშნულ კლასში კონტექსტზე, როგორც სამიზნე ცნებაზე, მუშაობა გავაძლიერო.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები