13 ივლისი, შაბათი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სა­ბა­ზო/სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში

spot_img
ირმა წიკლაური
სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის I-VI კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი
„სწავ­ლა­ში ძი­რი­თა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმ პრო­დუქტს კი არა აქვს, რო­მელ­საც იგი კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩვე­ვის ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ცოდ­ნის სა­ხით გვაძ­ლევს, არა­მედ გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლის ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.“
დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე
„ინ­ტერ­ნეტ­მა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ცოდ­ნას შო­რის ხომ არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა? ცოდ­ნა არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც ნედლ მა­სა­ლას, ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. ცოდ­ნა ის არის, შენს ოჯახ­ში გა­დაშ­ლილ წიგ­ნ­თან, ბუ­ნე­ბა­ში ან, თუნ­დაც, ქუ­ჩა­ში, ხალ­ხ­ში, ეს არის სწავ­ლის პრო­ცე­სი და არა ის, რა­ღა­ცას ყურს რომ მოჰ­კ­რავ და და­ი­მახ­სოვ­რებ, ან მი­გა­ვიწყ­დე­ბა, რად­გან ვე­რა­ფერ­თან აკავ­ში­რებ.“
ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე

 

დღეს ბევ­რად რთუ­ლი გახ­და არა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცი­ის უზარ­მა­ზარ ნა­კად­ში გარ­კ­ვე­ვა. ფაქ­ტი­სა და მო­საზ­რე­ბის გა­მიჯ­ვ­ნა ერ­თ­მა­ნე­თის­გან ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა. სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვამ გა­ა­ჩი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე, 21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია. ის, თუ რო­გორ ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ უამ­რავ წყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, გან­საზღ­ვ­რავს მის წარ­მა­ტე­ბას, მის ად­გილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სარ­გე­ბელ­სა და ზი­ანს რო­გორც პი­რად, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხა­ნა­ში ციფ­რუ­ლი და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა ზო­გა­დი წიგ­ნი­ე­რე­ბის აუცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენ­ტებს წარ­მო­ად­გენს. წიგ­ნი­ე­რე­ბა ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი XXI სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ციაა, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ზე­საგ­ნობ­რი­ვი (მაკ­რო) ცნე­ბე­ბი. ცნე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა კი ხელს უწყობს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ევ­რო­საბ­ჭოს საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

სა­გან­თა სწავ­ლე­ბი­სას, ესგ-ს მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ისე მულ­ტი­მე­დი­უ­რი და მრა­ვალ­გ­ვა­რი ფორ­მის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­თი და­მუ­შა­ვე­ბა, გა­აზ­რე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა და შექ­მ­ნა, მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თა­რებს ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რებს.

ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა გუ­ლის­ხ­მობს ქსე­ლუ­რი ძი­ე­ბის, მრა­ვალ­გ­ვა­რი ფორ­მის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნი­სა და მა­თი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნარს.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა კი გუ­ლის­ხ­მობს მულ­ტი­მე­დი­უ­რი ტექ­ს­ტე­ბის (რომ­ლე­ბიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყე­ნებს ენობ­რივ, ხმო­ვან და ვი­ზუ­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს) აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბის, ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და შექ­მ­ნის უნარს, ასე­ვე მე­დი­ა­სამ­ყა­რო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბის, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის (ინ­ფორ­მა­ცი­ის „გა­ფილ­ტ­ვ­რის“) და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბის უნარს (ესგ).

ამ­რი­გად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი­დან სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა, მი­სი გა­გე­ბა და ანა­ლი­ზი, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მე­ტი სარ­გებ­ლი­სა და ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მი­ღე­ბა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ში გა­წა­ფუ­ლო­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში რთუ­ლია იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, თუ არ იცი რო­გორ იპო­ვო, აირ­ჩიო, შე­ა­ფა­სო, გა­ფილ­ტ­რო, გა­და­ა­მოწ­მო, შექ­მ­ნა, გა­ავ­რ­ცე­ლო და მო­იხ­მა­რო ინ­ფორ­მა­ცია. ეს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი კი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, და­საქ­მ­დეს, შე­ი­ძი­ნოს და გა­ას­ხ­ვი­სოს, მარ­თოს თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და ა.შ. ეს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კა­რი­ე­რუ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის შერ­ჩე­ვი­სას.

სკო­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლე­თა კოგ­ნი­ტუ­რი, ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ფუნ­ქ­ცი­ურ-კოგ­ნი­ტუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბით აღ­ჭურ­ვა, ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სა­მო­მავ­ლოდ, კარგ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი კი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დავ­გეგ­მე სას­კო­ლო პრო­ექ­ტი „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა მდგრა­დი მო­მავ­ლის­თ­ვის“.

პრო­ექ­ტის კავ­ში­რი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან/ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გან­საზღ­ვ­რავს სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნებს, რო­მელ­თა შო­რი­საა:

 ევ­რო­საბ­ჭოს საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

 სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ორი­ენ­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი: სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა.

ამო­ცა­ნე­ბი:

♦ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა/ამაღ­ლე­ბა;

♦ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ციფ­რუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გან­ხი­ლუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად, მი­ღე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბას, რაც იმა­ში ვლინ­დე­ბა, რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რაც ხელს შე­უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი­დან სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბას, მის გა­გე­ბას და ანა­ლიზს, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მე­ტი სარ­გებ­ლი­სა და ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მი­ღე­ბას, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ში გა­წა­ფუ­ლო­ბას, ეს კი დღე­ვან­დე­ლო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები