23 ივნისი, ორშაბათი, 2025

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დო­სიე ირაკ­ლი ჯა­ვა­ხა­ძის პრო­ზის შესახებ

spot_imgspot_img

 

მო­დით, ვი­ფიქ­როთ, ვინ ხვდე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე შედ­გე­ნილ  შავ სი­ებ­ში?

რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, ეს ამ­ბა­ვიც ადა­მი­ან­თა მოდ­გ­მის გა­ჩე­ნის დღი­დან და­იწყო და მას შემ­დეგ და­სას­რულს პი­რი არ უჩანს. კა­ცობ­რი­ო­ბა ახა­რის­ხებს ყვე­ლა­ფერს, თუ რო­გორ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. რაც ის­ტო­რი­ის სარ­კე­ებ­მა სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე აირეკ­ლეს, სა­ბო­ლო­ოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შეგ­როვ­და და შე­იქ­მ­ნა ვრცე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დო­სიე, რო­მე­ლიც შა­ვი სი­ე­ბის კა­ვალ­რებ­ზე მოგ­ვითხ­რობს. რთუ­ლია, ერთ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყვე­ლა მათ­განს შე­ე­ხო, მაგ­რამ ირაკლი ჯა­ვა­ხა­ძის პრო­ზის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის დი­ა­ლო­გე­ბი და მო­ნო­ლო­გე­ბი თე­მის ანა­ლი­ზის­თ­ვის, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა.

ვი­საც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში უცხოვ­რია, ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რას გრძნო­ბენ მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი: გარ­და­მა­ვა­ლი ეპო­ქის დი­დი ქა­ო­სი, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა, გა­რიყ­ვი­სა და უარ­ყო­ფის ში­ში, თა­ვის გა­ტა­ნის, ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სა და, სა­ერ­თოდ, მო­მავ­ლის ში­ში. სიბ­ნე­ლე, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა ცხოვ­რობს და უიმე­დო­ბის მძაფ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა. აი, ასე­თია დრო, რო­მელ­მაც მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა შვა. ამ მოთხ­რო­ბე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი მოგ­ვა­გო­ნე­ბენ: ალ­ბერ კა­მი­უს, ფრანც კაფ­კას, ჟან-პოლ სარ­ტ­რი­სა და მრა­ვა­ლი სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტექ­ს­ტის პერ­სო­ნა­ჟებს.

მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი

ქუ­ჩა მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის მწერ­ლო­ბის საკ­ვან­ძო სივ­რ­ცეა. ურ­თი­ერ­თო­ბის ად­გი­ლი: დრო­ის, იდენ­ტო­ბის, მარ­ტო­ო­ბი­სა თუ ხალ­ხ­ში გა­რე­ვის, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოც კი.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (ცხოვ­რე­ბა­შიც) ამ მე­ტა­ფო­რას წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და ორი შრე აქვს – გზა და ქუ­ჩა. გზა ხში­რად აღიქ­მე­ბა, რო­გორც ცხოვ­რე­ბის ეპი­კუ­რი სიმ­ბო­ლო, ხო­ლო ქუ­ჩა ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რ­ცეა, სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი დი­ნა­მი­კა მო­ჩანს.

რო­გო­რია ქუ­ჩა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში?

თო­მას სტერნზ ელი­ოტ­თან ქუ­ჩა ქა­ო­სუ­რი, მშრა­ლი, და­კარ­გუ­ლი იდენ­ტო­ბის სივ­რ­ცეა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა კავ­ში­რებს კი არ კრავს, არა­მედ წყვეტს;

ჯე­იმს ჯო­ის­თან ქუ­ჩე­ბი ქა­ლა­ქის რუ­კას ქმნი­ან, მაგ­რამ პერ­სო­ნაჟ­თა სუ­ლი­ე­რი შვე­ბის ად­გი­ლად ვერ მო­ვი­აზ­რებთ. წა­სას­ვ­ლე­ლი თით­ქოს აქვთ, მაგ­რამ არ­სად მი­დი­ან;

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პრო­ზა­ში ქუ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბის, ნოს­ტალ­გი­ი­სა და ში­შის სიმ­ბო­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მას ტაძ­რის გუმ­ბა­თი­დან დაჰ­ყუ­რებ;

ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კის ქუ­ჩა სი­ღა­ტა­კე­სა და სიმ­დიდ­რეს შო­რის საზღ­ვა­რია, პერ­სო­ნაჟ­თა შო­რის ჭი­დი­ლის ად­გი­ლი;

ჩარლზ დი­კე­ნსის ქუ­ჩა – ბო­რო­ტე­ბის ად­გი­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ტა­ფო­რა;

ალ­ბერ კა­მი­უს ქუ­ჩა მე­ქა­ნი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის ად­გი­ლია;

ფრანც კაფ­კას ქუ­ჩა კი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აბ­სურ­დის ად­გი­ლი;

ოთარ ჭი­ლა­ძეს­თან გამ­ქ­რა­ლი იდენ­ტო­ბის, გა­უცხო­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის ქარ­ტე­ხი­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა;

არ­სე­ბობს ქუ­ჩა, რო­გორც სცე­ნა, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სივ­რ­ცე. ის რე­ა­ლის­ტურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ნამ­დ­ვი­ლია, პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტულ­ში – ფრაგ­მენ­ტუ­ლი, სიმ­ბო­ლუ­რი, მრთე­ლის შე­მად­გე­ნე­ლი. ქუ­ჩა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის მე­ტა­ფო­რაც, სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რ­ცე და იდენ­ტო­ბის სცე­ნა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი (პერ­სო­ნა­ჟი) გზას ირ­ჩევს.

რო­გო­რია ირაკ­ლი ჯა­ვა­ხა­ძის პრო­ზა­ში ქუ­ჩა?

„ჩვენც ქუ­ჩა­ში გა­ვი­ზარ­დეთ და ქუ­ჩა გვიყ­ვარ­და“ – ამ­ბობს ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ ახ­ლა ეს ქუ­ჩა არაა ამ პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის ას­პა­რე­ზი, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბი­სა და თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის სივ­რ­ცე, ესაა პრობ­ლე­მე­ბის თავ­ზე­საყ­რე­ლად გა­ჩე­ნი­სა და მა­თი მო­უგ­ვა­რებ­ლად დარ­ჩე­ნის, უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბის არე­ა­ლი, რო­მელ­საც თა­ვი რომ უნ­და და­აღ­წი­ოს, პერ­სო­ნაჟ­მა იცის, მაგ­რამ არ იცის – რო­გორ.

აქ ქუ­ჩა არ არის თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის ად­გი­ლი. არც შეხ­ვედ­რი­სა და დი­ა­ლო­გე­ბის სივ­რ­ცე, არა­მედ და­პი­რის­პი­რე­ბის სივ­რ­ცეა. ჯი­ბე­ში და­ნა რომ უნ­და გე­დოს, ის ად­გი­ლია, თუმ­ცა ამ და­ნას შენ არა­სო­დეს მო­იქ­ნევ. სიმ­ბო­ლუ­რი თა­ვალ­საზ­რი­სით, ქუ­ჩა აქ თვალ­თ­ვა­ლის ად­გი­ლია და არა – სი­ა­რუ­ლის.

ქუ­ჩა კრი­მი­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის­თ­ვი­საა: ვი­ღაც დაჭ­რეს, ვი­ღა­ცას ვი­დე­ო­კა­მე­რა წა­არ­თ­ვეს, სადღაც მძღოლს, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გა­მო, შე­იძ­ლე­ბა, ეს­რო­ლონ. ეს ქუ­ჩა არ­ჩე­ვანს არ გი­ტო­ვებს.

ქა­ლი – მოწ­მე და გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი

ირაკლი ჯა­ვა­ხა­ძის პრო­ზა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არა მხო­ლოდ მა­მა­კაც პერ­სო­ნა­ჟებს აქვთ, არა­მედ მათ გვერ­დით სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლე­ბიც არი­ან. მათ არ აქვთ: ინი­ცი­ა­ტი­ვა, გვირ­გ­ვი­ნი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, არც გა­სა­ქა­ნი – მოქ­მე­დე­ბის სივ­რ­ცე და არე­ა­ლი, მაგ­რამ მა­თი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბაა უსაზღ­ვ­რო. ერ­თა­დერ­თი ნდო­ბის საყ­რ­დე­ნი ამ მა­მა­კა­ცე­ბის­თ­ვის ამ ქა­ლებ­თან შე­მორ­ჩე­ნი­ლი, უან­გა­რო, გულ­წ­რ­ფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. მა­თი რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი (მარ­თა­ლია, ისი­ნი მა­მა­კა­ცებს დი­დად არ სჭირ­დე­ბათ) ყო­ველ­თ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვი, სა­გუ­ლის­ხ­მო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რაც იც­ნობს ამ­გ­ვარ ქა­ლებს:

ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კის, სო­ნია — მე­ძა­ვი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნამ­დ­ვი­ლი პა­რა­დიგ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში;

ისა­აკ ზინ­გე­რის პერ­სო­ნა­ჟი ვან­და — ებ­რა­ელ მო­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის მზა­დაა მოკ­ვ­დეს;

თო­მას მა­ნის ქა­ლე­ბის ძა­ლა არა სიტყ­ვებ­ში, არა­მედ მზე­რა­შია, რო­ცა მთა­ვა­რი გმი­რი სუ­ლი­ე­რად არ უნ­და გატყ­დეს;

ვირ­ჯი­ნია ვულ­ფის ქა­ლე­ბის პა­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა და გა­მო­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბის არ­ნა­ხუ­ლი უნა­რი.

ქა­ლე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (ზო­გა­დად და კონ­კ­რე­ტუ­ლად ი. ჯა­ვა­ხა­ძის პრო­ზა­ში), ერ­თი შე­ხედ­ვით, არც გმი­რე­ბი არი­ან, არც მსხვერ­პ­ლე­ბი, არა­მედ ისი­ნი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან.

ირაკლი ჯა­ვა­ხა­ძის მოთხ­რო­ბებ­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი­სა და უც­ნო­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­საწყი­სის გზა­გა­სა­ყარ­ზე გვაბ­რუ­ნებს. ძვე­ლი ეპო­ქის დო­სიე იხუ­რე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ ახა­ლი ეპო­ქის დო­სი­ეც არ იძ­ლე­ვა იმე­დის სა­ფუძ­ველს: ნდო­ბის კრი­ზი­სის, მო­რა­ლის ახ­ლე­ბუ­რი რღვე­ვის, დუ­მი­ლი­სა და ლა­პა­რა­კის, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის ში­შის, გა­დარ­ჩე­ნი­სა თუ და­ღუპ­ვის ალ­ბა­თო­ბის ფონ­ზე, ამ მოთხ­რო­ბის კითხ­ვი­სას, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ იშ­ლე­ბა სამ­ყა­რო, რო­მელ­საც ის მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნათხ­რო­ბის წყა­ლო­ბით თუ იც­ნობს.

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე – ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება