13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების პირველად შედეგებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 18; ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16. 

გამოცდები 2024 – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან, დაიწყება და 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.

დეტალები გამოქვეყნდება.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები