13 ოქტომბერი, კვირა, 2024

კონკურსი მასწავლებლებისათვის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად

spot_img
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს  ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
ა) მასწავლებლობის მინიმუმ  სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია.
გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა;
უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება:
  • ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;
  • მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:
2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით administratsia@naec.ge წარადგინოს:
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  •  სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა);
  • კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და საგნის/საგნების დასახელება, რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება.
დამატებითი ინფორმაცია
პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ შერჩეული პირები მiწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები