სცენარი „ნულის მოგზაურობა ციფრთა ქვეყანაში“
ბაია მაჩიტიძე
ქუთაისის №33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
პირველ კლასში იწყება მათემატიკის შესწავლის პროცესი. სასურველია, მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლება საინტერესო, სახალისო და თამაშის ელემენტებით გაფორმებული იყოს.
გარდა ამისა, პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად პრობლემაა ის, რომ ციფრი და რიცხვი ერთმანეთში ერევათ. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემექმნა სცენარი ზღაპრის ელემენტებით, სადაც მოსწავლეები მოირგებდნენ ციფრების როლს.
„მათემატიკა უძველესი მეცნიერებაა რიცხვების შესახებ, ის არაბეთში იღებს სათავეს. მათემატიკა არა მარტო რიცხვები, მაგალითები და არითმეტიკული მოქმედებებია, არამედ ის მეცნიერებაა ლოგიკურ აზროვნებაზე. მათემატიკას თავისი ენა აქვს და მისი წაკითხვა აღნიშვნებით ანუ ციფრებით შეიძლება“.
⇔ რა განსხვავება ციფრსა და რიცხვს შორის
„ციფრი არის რაოდენობის შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო რიცხვი რაოდენობის შესაბამისი სახელწოდება. მათემატიკაში არის სულ 10 ციფრი, 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ხოლო რიცხვი არის უამრავი. ამ ციფრებით შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი რიცხვი“.
ეს სცენარი წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც აერთიანებს სწავლებასა და გართობას. მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ციფრების ფორმებსა და მნიშვნელობებს, არამედ იგებენ მათ გამოყენებას ორნიშნა რიცხვების შექმნაში.
ეს სასწავლო აქტივობა შექმნილია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ციფრების შესწავლის გასაადვილებლად. სცენარი წარმოადგენს სახალისო და ინტერაქტიულ მეთოდს, რომელიც ეხმარება ბავშვებს ციფრების გაცნობასა და მათი მნიშვნელობის გაგებაში.
სცენარი: „ნულის მოგზაურობა ციფრთა ქვეყანაში“
მოკლე მონახაზი
– იყო და არა იყო რა, იყვნენ პატარა პირველკლასელები, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა დაიწყეს. ისინი ციფრთა ქვეყანაში აღმოჩნდნენ.
ამ ქვეყანაში მხოლოდ ციფრები ცხოვრობდნენ, მათ მეორენაირად ერთნიშნა რიცხვებიც ერქვათ. ამ ქვეყანაში ერთი საინტერესო ქუჩა არსებობდა. იქ სახლები ზრდადობით იყო აშენებული, ყოველი მომდევნო იზრდებოდა და მშვენდებოდა. მხოლოდ ნულს არ ჰქონდა სახლი.
ერთხელ ციფრთა ქვეყანაში, ერთნიშნების ქუჩაზე, დიდი აურზაური ატყდა. ახირებულმა, უსახლკარო ნულიანმა თავისი ადგილი დატოვა და მეზობლების გაცნობა მოინდომა.
გადაწყვიტა, დაეწყო მოგზაურობა ციფრთა ქვეყანაში. პირველად შეხვდა ერთიანს, რომელიც ამაყად იდგა სწორ ხაზზე.
სცენარი ასახავს ნულის საინტერესო და მხიარულ მოგზაურობას ციფრთა ქვეყანაში . მოგზაურობას ბედნიერი დასასრული აქვს.
0 – ასე არ სჯობს, ვიმეგობროთ და უფრო ძლიერები ვიქნებით.
ასე ბედნიერად დასრულდა ნულის მოგზაურობა ციფრების ქვეყანაში. ამ ამბის შემდეგ ერთნიშნების ქუჩაზე სიმშვიდემ დაისადგურა. ყველამ გაიაზრა, რომ ნული მეტად საჭირო ციფრი არის და დღემდე მეგობრობენ მასთან.
ნული იქ და ნული აქა,
ჭირი იქ და ლხინი აქა.
აქტივობები სცენარის გამოყენებით:
- ბავშვები ყვებიან ამბავს;
- როლური თამაში – მოსწავლეები განასახიერებენ ციფრებს და ახასიათებენ;
- ორნიშნა რიცხვების შედგენის პრაქტიკა;
- მოსწავლეებს ეცვათ ფორმები, გვქონდა დეკორაციები „ციფრთა სახლებზე“, ჰელიუმის ბუშტები ციფრების გამოსახულებით და აქტივობები „ჭკვიანი დაფის“ გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები:
⇔ ციფრების ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება;
⇔ რიცხვების მნიშვნელობის გაგება;
⇔ ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ათვისება;
⇔ მათემატიკის მიმართ ინტერესის გაზრდა.
სცენარი ზღაპრის ელემენტებით „ციფრების ქვეყანა“ წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც აერთიანებს სწავლების ინტერაქტიულ და თამაშზე დაფუძნებულ მეთოდებს მათემატიკის სწავლებაში. სცენარის გამოყენებით, მოსწავლეები არა მხოლოდ მექანიკურად სწავლობენ ციფრებს, არამედ იაზრებენ თითოეული რიცხვის მნიშვნელობას. როლური თამაშების და ამბების თხრობის მეშვეობით, ბავშვები ავითარებენ როგორც მათემატიკურ უნარებს, ასევე შემოქმედებით და კომუნიკაციურ კომპეტენციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ბუნებრივ ათვისებას და მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) ვებგვერდი – https://ka.wikipedia.org/; www.kargiskola.ge
2) ეროვნული სასწავლო გეგმა
3) ნათია აბულაძე – ლექსები ციფრებზე