ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია ბავ­შ­ვებ­ში

0
215

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­ცა ბავ­შ­ვებს რა­ი­მე სტკი­ვათ ან ფი­ზი­კუ­რად აწუ­ხებთ, ეს ად­ვი­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­ში დის­კომ­ფორ­ტის გა­რე­გა­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე ემო­ცი­ებს ეხე­ბა, ხში­რად, ბავ­შ­ვე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ვერ გა­მო­ხა­ტა­ვენ და სხვი­სი დახ­მა­რე­ბით უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ემო­ცი­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა საქ­მე ად­რე­ულ ასაკს ეხე­ბა.

ამ სტა­ტი­ა­ში მინ­და შე­ვე­ხო ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას ბავ­შ­ვებ­ში, ასე­ვე იმ სტრა­ტე­გი­ებს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მშობ­ლებს თუ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ და მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ონ ბავ­შ­ვე­ბის ემო­ცი­ურ სირ­თუ­ლე­ებს.

ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია გუ­ლის­ხ­მობს უნარს, მარ­თო სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი, გა­აც­ნო­ბი­ე­რო და ადეკ­ვა­ტუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი გზით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ადაპ­ტუ­რი ქცე­ვა. ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია არ გუ­ლის­ხ­მობს ემო­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას ან სა­კუ­თა­რი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­იგ­ნო­რე­ბას, არა­მედ – იმ­პულ­სუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, კონ­ფ­ლიქ­ტის გა­დაჭ­რას, სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას.

სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რე­ბი ემო­ცი­ურ თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ხსნი­ან, მა­გა­ლი­თად, კარ­ვე­რი და შა­ი­ე­რი (Carver & Scheier) თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას გან­საზღ­ვ­რა­ვენ რო­გორც სის­ტე­მას, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბა გან­კარ­გო სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი, გრძნო­ბე­ბი და ქცე­ვა სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად; კარლ გროს­მა ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია ისეთ ცნე­ბებ­თან და­ა­კავ­ში­რა, რო­გო­რი­ცაა: ბავ­შ­ვის გან­წყო­ბა, სტრე­სის რა­ო­ბა და ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია; ლევ ვი­გოტ­ს­კის აზ­რით, ენა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი „ში­ნა­გა­ნი მეტყ­ვე­ლე­ბა“, ბავშვს სა­კუ­თარ ქცე­ვის მარ­თ­ვა­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია იკ­ვ­ლევ­და ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის სა­კითხს, ერთ-ერ­თია კოგ­ნი­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის თე­ო­რია, რო­მე­ლიც კოგ­ნი­ტურ შე­ფა­სე­ბას ქცე­ვას­თან აკავ­ში­რებს — პირ­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა გვაძ­ლევს და­უ­ყო­ნებ­ლივ რე­აქ­ცი­ას და ეს კი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ქცე­ვით.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის თე­ო­რია ემო­ცი­ურ თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ფუნ­ქ­ცი­ებ­თან (პრეფ­რონ­ტა­ლუ­რი ქერ­ქის გან­ვი­თა­რე­ბა) აკავ­ში­რებს, რო­გო­რი­ცაა: და­გეგ­მ­ვა, ორ­გა­ნი­ზე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა, ყუ­რადღე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და ა.შ. ამ თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვე­ბი, პრეფ­რონ­ტა­ლუ­რი ქერ­ქის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, უკეთ ახერ­ხე­ბენ ემო­ცი­ურ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას.

სტრა­ტე­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თე­ო­რია კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ, ასაკ­თან ერ­თად, იც­ვ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, თუ ემო­ცი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროს ჩვი­ლი გა­რე მხარ­და­ჭე­რას, ანუ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის დახ­მა­რე­ბას ითხოვს, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვე­ბი სა­კუ­თარ, ში­ნა­გან სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნე­ბენ, რო­გო­რი­ცაა ყუ­რადღე­ბის გა­და­ტა­ნა, სურ­ვი­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა, მშობ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ა.შ.

მო­დი, გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია ბავ­შ­ვებ­ში, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად:

  1. და­ბა­დე­ბი­დან 18 თვემ­დე ბავ­შ­ვე­ბი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის დახ­მა­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ემო­ცი­ურ თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას, რო­გო­რი­ცაა – სა­წო­ვა­რას მი­წო­დე­ბა, თუ ბავშვს აქვს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და ამის გა­მო ტი­რის, ამ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე მყი­სი­ე­რი პა­სუ­ხი და მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა, რო­გო­რი­ცაა საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა, და­ძი­ნე­ბა და ა.შ.
  2. 18 თვი­დან 3 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მე­ტად გა­გე­ბას და შეს­რუ­ლე­ბას, ყუ­რადღე­ბის გა­და­ვა­დე­ბას, გა­და­ტა­ნას სა­სურ­ვე­ლი­დან და ასე­ვე მშობ­ლის ჩარ­თ­ვას მათ­თ­ვის უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.
  3. 4 წლი­დან ზე­მოთ ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ რო­გორც სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის, ასე­ვე სხვი­სი ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბას. ხვდე­ბი­ან რო­გო­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია მათ ქცე­ვას სხვის ემო­ცი­ებ­ზე. ასე­ვე, 5 წლი­დან ზე­მოთ, ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვის ად­გი­ლას წარ­მოდ­გე­ნას.

რო­გო­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს მშო­ბელ­მა ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან:

  1. ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა და სენ­სო­რუ­ლი სტი­მუ­ლა­ცია ად­რე­ულ ასაკ­ში, მშო­ბე­ლი ხში­რად უნ­და შე­ე­ხოს, ჩა­ე­ხუ­ტოს ბავშვს, სა­სურ­ვე­ლია თუ ეს იქ­ნე­ბა შიშ­ვე­ლი კა­ნით – ბავ­შ­ვის კან­ზე. და­არ­წი­ოს, მსუ­ბუ­ქად შე­ე­ხოს რიტ­მუ­ლად. ეს ტექ­ნი­კე­ბი ეხ­მა­რე­ბა ბავშვს თვით­დამ­შ­ვი­დე­ბა­ში და თავს მე­ტად უსაფ­რ­თხოდ გრძნობს. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყუ­რადღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად – მა­ნა­თო­ბე­ლა, ბზრი­ა­ლა სა­თა­მა­შო, კონ­ტ­რას­ტუ­ლი წიგ­ნე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა, სა­სი­ა­მოვ­ნო ტექ­ს­ტუ­რის ქსო­ვი­ლის სა­თა­მა­შოს და­ჭე­რა…
  2. მარ­ტი­ვი ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­ხელ­დე­ბა – 2,5 წლი­დან სა­სურ­ვე­ლია უკ­ვე ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სარ­კე­ში გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით, სა­თა­მა­შო ბა­რა­თე­ბით, ხატ­ვით და ა.შ. ემო­ცი­ებს აუცი­ლებ­ლად და­არ­ქ­ვით სა­ხე­ლი და ეს სა­ხელ­დე­ბე­ბი მსგავს ემო­ცი­ურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ, იქ­ნე­ბა ეს ქუ­ჩა­ში მომ­ღი­მა­რი ბავ­შ­ვის და­ნახ­ვა­ზე თუ ანი­მა­ცი­ა­ში ცრემ­ლი­ან და­თუ­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

3. ვი­ზუ­ა­ლუ­რი რუ­ტი­ნე­ბი და ტრან­ზი­ცი­ის ტექ­ნი­კე­ბი – გა­მო­ი­ყე­ნეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი და­ფა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია დღის რუ­ტი­ნა, საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­რი­გი. ეს წი­ნას­წარ გან­წყო­ბას შე­უქ­მ­ნის ბავშვს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მი­სი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც უფ­რო სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ ტრან­ზი­ცი­ის (გა­დას­ვ­ლის) ტექ­ნი­კე­ბი ერ­თი აქ­ტი­ვო­ბი­დან მე­ო­რე­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 5 წუ­თით ად­რე ბავ­შ­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა, რომ თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის დროა, წამ­ღე­რე­ბა ან ზა­რის და­ყე­ნე­ბა ტე­ლე­ფონ­ზე.

  1. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი – რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბე­ბის მარ­თ­ვას ახერ­ხე­ბენ, ეს ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­საც უწყობს ხელს. შე­იძ­ლე­ბა და­გეგ­მოთ ისე­თი თა­მა­შე­ბი, სა­დაც ბავშვს, მო­უ­ლო­დენ­ლად, მოძ­რა­ო­ბის გა­ჩე­რე­ბა, იმ­პულ­სის შე­კა­ვე­ბა უწევს, მა­გა­ლი­თად, და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­ში, სიმ­ღე­რის შეწყ­ვე­ტის დროს გა­ჩე­რე­ბა და უცებ სკამ­ზე დაჯ­დო­მა ან, ჯღაბ­ნის დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მარ­კე­რის გა­ჩე­რე­ბა და­ფა­ზე ზა­რის და­რეკ­ვამ­დე.

5. სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი – სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა­ში, ხში­რად, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბის მოს­მე­ნა და ემო­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის მა­თი სტრა­ტე­გი­ე­ბი ბავ­შ­ვებს ეხ­მა­რე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი იყოს მა­გა­ლი­თად, ზღაპ­რის წა­კითხ­ვა „პა­ტა­რა კა­ტო­ზე“, რო­მელ­საც ეში­ნო­და ბაღ­ში დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის, შემ­დეგ კი კა­ტომ ყუ­რადღე­ბა გა­და­ი­ტა­ნა მზრუნ­ველ აღ­მ­ზ­რ­დელ­ზე, სა­თა­მა­შო­ებ­ზე, ახალ მე­გობ­რებ­სა და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე… ამა­სო­ბა­ში მშობ­ლებ­მაც მო­ა­კითხეს სახ­ლ­ში წა­საყ­ვა­ნად.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, რო­დე­საც ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობთ, აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მი­სი ასა­კი და გან­ვი­თა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. შეს­თა­ვა­ზეთ ასა­კის და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გი­ე­ბი ემო­ცი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, ემო­ცი­ურ სირ­თუ­ლე­ებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად და სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ