დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ტარდება

0
586

მიმდინარეობს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ.

პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 92%-ზე მეტი, ხოლო დარეგისტრირებული სტუდენტებიდან 69%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა სტუდენტმა და ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც შეუერთდებიან, ისინი დღეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ.

გისურვებთ წარმატებას!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ