13 ოქტომბერი, კვირა, 2024

„დაე, ჩვენ შევ­ქ­მ­ნათ ის, რი­სი სიმ­წი­რე­ცაა რე­გი­ონ­ში“ – მას­წავ­ლე­ბე­ლი კონ­ტ­რას­ტებს მიღ­მა

spot_img

ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე

ბაღ­და­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს „ათე­ულ­თა კლუ­ბის“ წევ­რი

 

დაბ­რუ­ნე­ბა

ბაღ­და­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მე-11 კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა თბი­ლის­ში გა­და­ვე­დი და იქ გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა; მე­რე გავ­ხ­დი სტუ­დენ­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი სკო­ლა­ში დავ­საქ­მ­დი მას­წავ­ლებ­ლად. ჩე­მი მე­უღ­ლეც ბაღ­და­თე­ლია, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით და ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით სურ­ვილს — რო­დის დად­გე­ბო­და ის ნა­ნატ­რი დრო, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დით ბაღ­დათ­ში. თით­ქოს შო­რე­ულ ოც­ნე­ბა­ში თუ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ვხე­დავ­დით მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. არა­და, ძა­ლი­ან გვინ­დო­და, რომ ჩვენს შვი­ლებს იქ ეცხოვ­რათ, პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი და  სით­ბო აქვს. დე­და­ქა­ლა­ქიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ბევრ რა­მეს ვუ­მად­ლი, იქაც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს, ჩე­მი შვი­ლე­ბიც თბი­ლის­ში და­ი­ბად­ნენ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი იყო. თუმ­ცა, რო­ცა დროს ბაღ­დათ­ში ატა­რებ­დ­ნენ, ეს მათ­თ­ვის ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. მოკ­ლედ, დი­დი სურ­ვი­ლი გვქონ­და, ბავ­შ­ვებს ბევ­რი ესე­ირ­ნათ ფე­ხით, ეზო­ში ეთა­მა­შათ, მე­ტი კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­დათ ბუ­ნე­ბას­თან და ა.შ. კი­დევ იმა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, იმ სკო­ლა­ში მეს­წავ­ლე­ბი­ნა, სა­დაც თა­ვად ვსწავ­ლობ­დი და რო­მელ­მაც მომ­ცა გა­ნათ­ლე­ბა (არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს, ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს ვუ­მად­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას, მათ მო­მან­დო­მეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად, სა­ინ­ტე­რე­სოდ და ლა­მა­ზად მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა – მოს­წავ­ლე­ო­ბის დრო). ერ­თი მხრივ, ეს იყო ჩე­მი ოც­ნე­ბა, მე­ო­რე მხრივ, ჩე­მი და ჩე­მი მე­უღ­ლის სა­ერ­თო სურ­ვი­ლი, რომ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამით გვინ­დო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ იმ რე­გი­ონ­ში, იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის მოწყო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და მთა­ვა­რი — ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა.

რამ­დე­ნა­დაც გვინ­დო­და ამ გა­რე­მო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, იმ­დე­ნად გვა­ში­ნებ­და თუ გვა­ფერ­ხებ­და იმა­ზე ფიქ­რიც, ხომ არ შე­ვუქ­მ­ნი­დით ბავ­შ­ვებს დაბ­რ­კო­ლე­ბას გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე იმი­ტომ, რომ, მა­გა­ლი­თად, ქა­ლაქ­ში მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, თუნ­დაც, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. ისი­ნი კერ­ძო სკო­ლა „ქო­რალ­ში“ სწავ­ლობ­დ­ნენ და იქ მარ­თ­ლა იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მეც „ქო­რალ­ში“ გა­ვა­ტა­რე 12 წე­ლი და იქა­უ­რო­ბა უზო­მოდ მიყ­ვარს. ამი­ტომ, ცო­ტა არ იყოს, ეს გვა­ფიქ­რებ­და. თუმ­ცა, მე­რე მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თ­მა­ნეთს ვუთხა­რით: თუ­კი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის რა­ღაც სიმ­წი­რე იქ­ნე­ბა, დაე, ჩვენ შევ­ქ­მ­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბაღ­და­თის მე­ო­რე სკო­ლა­ში ნამ­დ­ვი­ლად არის გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას არა­ნა­ი­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ჩე­მი შვი­ლე­ბი უკ­ვე მე­ოთხე თა­ო­ბაა ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას ამ სკო­ლა­ში იღებს.

მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი კა­ფე – სივ­რ­ცე ნე­ბის­მი­ე­რი თა­ო­ბის შეკ­რე­ბე­ბის­თ­ვის

უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვქონ­და აქ წა­მოს­ვ­ლა, რო­ცა დავ­წე­რეთ პრო­ექ­ტი. ეს ჩე­მი და ჩე­მი მე­უღ­ლის სა­ერ­თო იდეა იყო. გრან­ტი მო­ვი­პო­ვეთ. ამის­თ­ვის უაღ­რე­სად მად­ლი­ე­რი ვარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის – „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“. უკ­ვე მარ­ტ­ში ჩვე­ნი სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე გავ­ხ­ს­ნით მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­ურ კა­ფეს. ეს არ იქ­ნე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი კვე­ბის ობი­ექ­ტი, იქ­ნე­ბა სივ­რ­ცე ნე­ბის­მი­ე­რი თა­ო­ბის შეკ­რე­ბე­ბის­თ­ვის; მო­ვაწყობთ მცი­რე ბიბ­ლი­ო­თე­კას და სამ­კითხ­ვე­ლოს, გავ­მარ­თავთ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებს, სა­მა­გი­დო თა­მა­შებს, მო­ვიწ­ვევთ სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რებს სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­დან, მო­ვუს­მენთ მუ­სი­კას, შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შა­ო­დაც დას­ხ­დ­ნენ ვი­ზი­ტო­რე­ბი. მოკ­ლედ, ეს იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტ­ვირ­თ­ვის ად­გი­ლი. ასე­ვე, ამ სივ­რ­ცე­ში, ერთ პა­ტა­რა წერ­ტილ­ში, იქ­ნე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის „სკო­ლა“, რომ­ლის მი­ზა­ნი წიგ­ნის კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა იქ­ნე­ბა. წლე­ბია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, ათი წლის წინ კლუ­ბიც და­ვა­არ­სე და ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც – „წიგ­ნი­ე­რი“.

მოკ­ლედ, ასე­თი მიზ­ნე­ბი გვაქვს, რო­მელ­მაც ბაღ­დათ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნა. ამ სივ­რ­ცე­ში გი­ორ­გი, ჩე­მი მე­უღ­ლე, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­საც აპი­რებს. ის ფო­ტოგ­რა­ფია და საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში. უნ­და, აქა­ურ ახალ­გაზ­რ­დებს და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს, ას­წავ­ლოს ფო­ტოგ­რა­ფია. დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში ფო­ტოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. გვინ­და, ერ­თი მხრივ, გი­ორ­გიმ ფო­ტოგ­რა­ფი­ის წრე აამოქ­მე­დოს, მე­ო­რე მხრივ, მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი შევ­ქ­მ­ნა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ერ­თ­გ­ვა­რი კურ­სი შევ­თა­ვა­ზო. ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, პან­დე­მი­ამ და მე­გობ­რე­ბის შე­გუ­ლი­ა­ნე­ბამ გა­და­მად­გ­მე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. თა­ვი­დან ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვილ­მა და­იწყო და მეც სწო­რედ მან მირ­ჩია. შარ­შან და­ვა­ფუძ­ნე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ ­რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ორი ჯგუ­ფი ავიყ­ვა­ნე, წელ­საც ორი ჯგუ­ფი მყავს. თუმ­ცა, შარ­შან ვფიქ­რობ­დი, რომ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ უკუ­კავ­შირ­მა მიჩ­ვე­ნა, რომ საჭიროა გაგ­რ­ძე­ლე­ბა. კვი­რა­ში ორ­ჯერ, მთე­ლი ქვეყ­ნი­დან ბავ­შ­ვე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად მერ­თ­ვე­ბი­ან. ვკითხუ­ლობთ მოთხ­რო­ბებს, რო­მა­ნებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტებს, ვუ­ყუ­რებთ მხატ­ვ­რულ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვაქვს. შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვუ­ზი­ა­რებთ, ვმსჯე­ლობთ წა­კითხუ­ლის შე­სა­ხებ. ამის გარ­და, პე­რი­ო­დუ­ლად პი­რის­პი­რაც ვხვდე­ბით. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შეხ­ვედ­რა გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მო­ვაწყ­ვეთ. წა­ვი­კითხეთ თა­მარ გე­გე­ში­ძის წიგ­ნი „ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“. შემ­დეგ, ნო­ემ­ბერ­ში, მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა დავ­გეგ­მეთ. თბი­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან ჩა­ვე­დით (ზეს­ტა­ფო­ნი, გო­რი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, თე­ლა­ვი, ბაღ­და­თი, თბი­ლი­სი, დმა­ნი­სი… მე­ში­ნია, რო­მე­ლი­მე არ გა­მომ­რ­ჩეს), რად­გან სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­სა თუ სოფ­ლის მკვიდრთ აერ­თი­ა­ნებს ჩვე­ნი კლუ­ბი. შეხ­ვედ­რა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მე­მო­რი­ა­ლურ მუ­ზე­უმ­ში შედ­გა. ამ მუ­ზე­უმ­მა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მას­წავ­ლებ­ლებს რამ­დე­ნი­მე უფა­სო ტუ­რი გვა­ჩუ­ქა მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტ­ში ასე ჩა­ვერ­თეთ. ბავ­შ­ვებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მუ­ზე­უ­მი და შემ­დეგ იქ­ვე გა­ი­მარ­თა მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დღე იყო. ამ­გ­ვარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც შე­მა­გუ­ლი­ა­ნა, რომ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ბაღ­და­თი­და­ნაც შევ­ძ­ლებ­დი ამის კე­თე­ბას, თუმ­ცა, პი­რის­პირ და ცოცხა­ლი პრო­ცე­სი უფ­რო მომ­წონს და მი­ზი­დავს.

წიგ­ნი­ე­რე­ბა – ამა­ზე ზრუნ­ვა მგო­ნია ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს და ახ­ლაც ვიტყ­ვი, რომ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია და არა მარ­ტო მგო­ნია, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ზო­გა­დად, კითხ­ვის და გა­აზ­რე­ბის პრო­ცე­სი ავი­თა­რებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, დაკ­ვირ­ვე­ბის უნარს და ბავ­შ­ვებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს ას­წავ­ლის. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ამა­ზე ზრუნ­ვა მგო­ნია ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რეი ბრედ­ბე­რის კითხ­ვა უნ­და დაგ­ვეწყო, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი ფენ­ტე­ზი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა. ვიდ­რე კითხ­ვას შე­ვუდ­გე­ბო­დით, ბავ­შ­ვებს გა­ვა­ცა­ნი ირ­მა კა­ხუ­რაშ­ვი­ლის სტა­ტია, რო­მელ­შიც ნილ გე­ი­მა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე წერ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის სწო­რედ ფან­ტას­ტი­კის და ფენ­ტე­ზის ჟან­რის მწე­რა­ლია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს ყვე­ბა – ნილ გე­ი­მა­ნი 2007 წელს, ჩი­ნეთ­ში, პარ­ტი­ის ნე­ბა­დარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის და ფენ­ტე­ზის პირ­ველ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლა ჩა­სუ­ლი, სა­დაც მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის უკითხავს: რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის მოწყო­ბა, თქვენ ხომ არ მოგ­წონ­დათ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კაო. პა­სუ­ხად მი­ი­ღო, რომ ეს მარ­ტი­ვი ასახ­ს­ნე­ლია – ჩი­ნე­ლე­ბი მშვე­ნი­ერ ნივ­თებს ქმნიდ­ნენ, თუ­კი მათ მზა სქე­მებს შეს­თა­ვა­ზებ­დ­ნენ, მაგ­რამ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­მო­გო­ნე­ბა ურ­თულ­დე­ბო­და­თო. ერ­თხელ დე­ლე­გა­ცია გა­აგ­ზავ­ნეს აშშ-ში, რომ ენა­ხათ, რო­გო­რე­ბი არი­ან გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (ეფ­ლ­ში, გუგ­ლ­ში, მა­იკ­რო­სოფ­ტ­ში) და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს ხალ­ხი ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე კითხუ­ლობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა­სო. თა­ვად ნილ გე­ი­მა­ნი კი გვირ­ჩევს, რომ ბავ­შ­ვებს ხში­რად ვუ­კითხოთ ზღაპ­რე­ბი, ვუ­კითხოთ ხმა­მაღ­ლა იმი­ტომ, რომ ასე შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი ხდე­ბი­ან და რაც მთა­ვა­რია, რო­ცა კითხუ­ლო­ბენ, რწმუნ­დე­ბი­ან, რაც არ მოს­წონთ, იმის შეც­ვ­ლა თა­ვად შე­უძ­ლი­ათ. მე, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. თან, უკ­ვე მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მიჩ­ვე­ნებს, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, თუ ისი­ნი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი ხდე­ბი­ან, შე­უძ­ლი­ათ წა­კითხუ­ლის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც მგო­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბა სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის.

რა შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით

ვფიქ­რობ, ბაღ­და­თის სკო­ლა­ში გად­მოს­ვ­ლით ჩემს მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ში, მიდ­გო­მებ­სა და საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა, ანუ რო­გორც ვას­წავ­ლი­დი და მიყ­ვარ­და ჩე­მი საქ­მე, ახ­ლაც ისე მიყ­ვარს და ვას­წავ­ლი. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის არის, რომ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­წავ­ლი­დი მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს. ახ­ლა მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლებს ვას­წავ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­საც გავ­ცემ­დი, ისევ იმას გავ­ცემ და რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, ზუს­ტად ისე­თი­ვე ვარ ბაღ­დათ­შიც. სა­დაც უნ­და წა­ვი­დე, ჩე­მი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი არ შე­იც­ვ­ლე­ბა.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და დრო­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც. კერ­ძო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბი­სას მეტ დროს ვა­ტა­რებ­დი სკო­ლა­ში, კლას­შიც უფ­რო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შ­ვი მყავ­და. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტია, მაგ­რამ აქ უფ­რო ად­რე ვას­რუ­ლებ სა­მუ­შო დღეს, შუ­ადღე­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და მე­ტი დრო მრჩე­ბა სხვა საქ­მის­თ­ვის. კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბა თუ სხვა­ო­ბა – რო­დე­საც აქ მოვ­დი­ო­დი, უკ­ვე ვგეგ­მავ­დი, რომ ჩა­ვერ­თ­ვე­ბო­დი გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. აქამ­დე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად მი­მუ­შა­ვია. ახ­ლა უკ­ვე, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად შე­ვუ­ერ­თ­დი ეკოკ­ლუბს (თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვარ). ჩემ­თ­ვის ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და მო­ხიბ­ლუ­ლი, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ბაღ­და­თე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის თვით­შეგ­ნე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­გეგ­მეს შეხ­ვედ­რა მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­თან, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი საქ­მე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან,  საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ. ამის გარ­და, წა­მო­იწყეს კონ­კურ­სი და ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცი­ას შე­ურ­თ­დ­ნენ — აგ­რო­ვე­ბენ პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლებს, შემ­დეგ შეგ­რო­ვე­ბულ ბოთ­ლებს ჩა­ვი­ტანთ თბი­ლის­ში, ჩა­ვა­ბა­რებთ და ქუ­ლებს და­ვაგ­რო­ვებთ. ასე­ვე, შო­ბას, ალი­ლო­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ერთ-ერთ ოჯახს გა­დას­ცეს. ფოთ­ლე­ბის წვის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც წა­მო­იწყეს კამ­პა­ნია… ჩე­მი ცნო­ბი­ე­რე­ბაც ამაღ­ლ­და და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

კი­დევ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­შიც მქონ­და დაწყე­ბუ­ლი – და­ვა­არ­სე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის კლუ­ბი. ოქ­ტომ­ბ­რი­დან, ბაღ­და­თის მე­ო­რე სკო­ლა­ში ავა­მოქ­მე­დეთ „CinღDOC-ბაღ­და­თი“ – დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის კლუ­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თ­ვის აქა­ურ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა, მა­თი მოს­მე­ნა, მათ­თან ერ­თად ფიქ­რი.  თა­ვი­დან­ვე ასე დავ­გეგ­მეთ, ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს და დის­კუ­სი­ას ვაწყობთ, გან­ვი­ხი­ლავთ. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, გაკ­ვე­თი­ლე­ბის და უამ­რა­ვი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბაღ­და­თის ციფ­რუ­ლი ფო­ტო­არ­ქი­ვის შექ­მ­ნა. „სი­ნე­დოკ-ბაღ­და­თის“ გვერ­დიც შევ­ქ­მე­ნით და იქ ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის მი­ერ სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომ­ში ნა­პოვ­ნი ფო­ტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გო­რი იყო ჩვე­ნი სკო­ლა წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ში. დღეს სკო­ლა 4-სარ­თუ­ლი­ა­ნია, ად­რე კი ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ამით მოს­წავ­ლე­ებს კვლე­ვის უნა­რე­ბიც უვი­თარ­დე­ბათ და თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ა­საც ეც­ნო­ბი­ან.

გან­საზღ­ვ­რავს თუ არა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხა­რისხს?

რა თქმა უნ­და, ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, თუნ­დაც, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხრივ, იქ­ნე­ბა ეს წრე თუ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვის­თ­ვის მე­ტად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვი კი ბევრ რა­მეს მოკ­ლე­ბუ­ლია.

თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში არი­ან თუ არა ქა­ლა­ქის და რე­გი­ო­ნის ბავ­შ­ვე­ბი? გა­აჩ­ნია ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა­საც. მა­გა­ლი­თად, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის კლუბ­ში ვნა­ხეთ ერ­თი ფილ­მი – „აპო­ლო ჯა­ვა­ხე­თი“, რო­მელ­შიც სწო­რედ ეს თე­მა და პრობ­ლე­მაა გა­შუ­ქე­ბუ­ლი. ფილ­მის გმი­რი ბავ­შ­ვი ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს, ცხოვ­რობს ჯა­ვა­ხეთ­ში და იმის­თ­ვის, რომ იარ­სე­ბოს, შრო­მაც უწევს. ცხა­დია, ეს დრო მის გა­ნათ­ლე­ბას აკ­ლ­დე­ბა, მის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ არის ბევ­რი რამ. ეს პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის და რომც ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ არ არის, არ იქ­ნე­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. თუმ­ცა, მე იმის თქმაც მინ­და, რომ სა­დაც არ უნ­და ვას­წავ­ლი­დეთ (მე ასე მეს­მის, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში), ჯერ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი უნ­და გა­ვარ­კ­ვი­ოთ და შემ­დეგ იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დოთ. თუ თბი­ლის­ში მარ­ტი­ვად და­მი­გეგ­მავს და მო­მიწყ­ვია მკითხ­ვე­ლე­ბის მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვე­ბის კითხ­ვის მო­ტი­ვა­ცია ამე­მაღ­ლე­ბი­ნა, აქ ამის ფუ­ფუ­ნე­ბა ასე მარ­ტი­ვად ვერ მექ­ნე­ბა. თუმ­ცა, გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც მოვ­ძებ­ნე. და­ვუ­კავ­შირ­დი მწე­რალს და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ონ­ლა­ინ­ შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. ისიც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მას დის­ტან­ცი­უ­რად შეხ­ვ­დე­ბი­ან.

თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის დის­ბა­ლან­სი

ცხა­დია, ქა­ლა­ქი­სა და რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი არ­სე­ბობს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი თუ კონ­ტ­რას­ტე­ბი, თუმ­ცა, ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს დი­დად არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. მე მქონ­და იმ სკო­ლის იმე­დი, სა­დაც ჩე­მი შვი­ლე­ბი მომ­ყავ­და, მეც ხომ აქ მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლი და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სკო­ლაა. ჩე­მი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი – მზია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც წე­რა-კითხ­ვა და კი­დევ ბევ­რი რამ შე­მას­წავ­ლა, ახ­ლა ჩე­მი შვი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძეც, ამ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის; ეს გულს მიმ­შ­ვი­დებ­და, ანუ ვი­ცო­დი, რო­გორ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ აქ ჩე­მი შვი­ლე­ბი. ზო­გა­დად, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში არ­სე­ბობს.

მა­გა­ლი­თად, ჩვენს სკო­ლა­ში არის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, სკო­ლა აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით და კე­თილ­მოწყო­ბი­ლი გა­რე­მოა, მაგ­რამ არც ის მინ­და ვთქვა, რომ რე­გი­ონ­ში ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს სკო­ლა­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბევრ სკო­ლა­ში (არა მარ­ტო სო­ფელ­ში, ქა­ლაქ­შიც) არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბევ­რი რამ. თუ გათ­ბო­ბა არ აქვს სკო­ლას (არ­სე­ბობს ასე­თი სკო­ლე­ბი), რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ის­წავ­ლონ იმ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა? ამი­ტომ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ისე­თი სკო­ლე­ბი, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბი არ აქვთ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ — სას­მე­ლი წყა­ლი, კვე­ბის სა­კითხი, სა­პირ­ფა­რე­შო, ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და ა.შ. აქა­ურ ბავ­შ­ვებს რომ ვუ­ყუ­რებ, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით კლუ­ბის მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბი გა­ვი­ცა­ნი ახ­ლოს, რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ან რო­გორ იცი­ან უცხო ენა და ა.შ. ამით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვის­თ­ვის, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, სად ის­წავ­ლის, გა­ნათ­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს.

ადაპ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დი არც მქო­ნია

ჩე­მი სკო­ლა ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხ­ვ­და. რე­ა­ლუ­რად, ადაპ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დი არც მქო­ნია, რად­გან ისე­თი გან­ც­და მაქვს, რომ მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში დავ­ბ­რუნ­დი. თან ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩე­მი რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ისევ ას­წავ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შვი­ლებს, წი­ნას­წარ ვიზ­რუ­ნე იმა­ზე, რომ ასე­თი დი­დი ცვლი­ლე­ბა, გა­რე­მოს შეც­ვ­ლა მათ­თ­ვის სტრე­სუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. წი­ნას­წარ გა­ვა­ცა­ნი ბავ­შ­ვებს სკო­ლა, (ჩემს უფ­როს ქა­ლიშ­ვილს – მას­წავ­ლე­ბე­ლი) და პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე შე­იყ­ვა­რეს აქა­უ­რო­ბა, თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ. თბი­ლი­სელ მე­გობ­რებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვთ, ერ­თ­მა­ნეთს სწე­რენ, ხვდე­ბი­ან კი­დეც. პირ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩემს შვილს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აქ ჩა­მო­ა­კითხა და ისე მი­უ­ლო­ცა.

კი­დევ ერ­თი დე­ტა­ლი, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია და, ამა­ვე დროს, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო – ჩე­მი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სწო­რედ ამ სას­წავ­ლო წელს და­ემ­შ­ვი­დო­ბა სკო­ლას, 50-წლი­ა­ნი ის­ტო­რია და­ას­რუ­ლა ბაღ­და­თის მე­ო­რე სკო­ლა­ში. მოხ­და ისე, რომ ის წა­ვი­და სკო­ლი­დან და მე დავ­ბ­რუნ­დი, გავ­ხ­დი ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახ­ლა მი­სი თა­რო ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია და ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. თი­ნა ჩხე­ი­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა და სა­ერ­თოდ, მო­მან­დო­მა, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახ­ლა მის კვალს ვაგ­რ­ძე­ლებ… ესეც სხვაგ­ვა­რი სი­ხა­რუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია, ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რომ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი არი­ან. მა­მი­და და დე­ი­დაც, ამავ­დ­რო­უ­ლად,  ჩე­მი კო­ლე­გე­ბი არი­ან, ერთ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლით. დი­რექ­ტო­რიც ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მოკ­ლედ, თავს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ვგრძნობ კო­ლე­გებ­თან, თით­ქოს წლე­ბია, ერ­თად ვმუ­შა­ობთ. მად­ლი­ე­რი ვარ ამ ყვე­ლაფ­რის. ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე ყო­ფილ კო­ლე­გებ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი არი­ან, რა თქმა უნ­და, გრძელ­დე­ბა, ცო­ტა ხნის წინ თბი­ლის­ში ჩა­ვე­დი და ისი­ნი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბიან ჩე­მი თბი­ლი­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც, თუმ­ცა ესეც ბუ­ნებ­რი­ვია.

პირ­ვე­ლი ფიქ­რი და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­ცა თვალს ახელ და იღ­ვი­ძებ ბაღ­დათ­ში

დი­ლით რო­გორც კი ვიღ­ვი­ძებ, მა­შინ­ვე ვიწყებ ფიქრს, რამ­დე­ნი რამ მაქვს მო­სას­წ­რე­ბი. ბევ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­კის­რია, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, რვე­უ­ლე­ბის გას­წო­რე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამას ემა­ტე­ბა პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ვმუ­შა­ობ და ა.შ. ჩე­მი პირ­ვე­ლი ფიქ­რი ეს არის, სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­ვას­წ­რო და  ეს არ არის მარ­ტი­ვი. შეგ­რ­ძ­ნე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩე­მი ფან­ჯ­რი­დან მო­ჩანს გზა, რო­მე­ლიც სა­ირ­მის­კენ მი­დის, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ წახ­ვალ, სკო­ლას­თან მი­გიყ­ვანს. ამ ხე­დის ყუ­რე­ბა ერ­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი ფე­ხით მი­ვუყ­ვე­ბით სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ გზას და 10 წუთ­ში სკო­ლა­ში ვართ. დრო­ის და­ზოგ­ვა და ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს რო­ლი

რაც უფ­რო გა­დის დრო, უფ­რო და უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე 2017 წელს, რო­ცა ამ კონ­კურ­სის ნა­წი­ლი გავ­ხ­დი. ერ­თი, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და დღეს უკ­ვე სა­მოც­ნი ვართ, ერთ გუნ­დად ვი­ქე­ცით; შემ­დეგ, ჩემ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თოა თვი­თონ ამ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორ გვიფ­რ­თხილ­დე­ბი­ან და ზრუ­ნა­ვენ ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რამ­დენ პრო­ექ­ტ­სა და ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცეს და ისეთ პი­რო­ბებს გვიქ­მ­ნი­ან, სულ გვი­ხა­რია „გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას­თან“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღემ­დე ვცდი­ლობ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წიო და და­ვარ­წ­მუ­ნო კო­ლე­გე­ბი, რომ ჩა­ერ­თონ კონ­კურ­ს­ში, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს „ათე­ულ­თა კლუბ­ში“ ყოფ­ნა უკ­ვე არის შე­ნი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი და ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის გზა. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ჯილ­დოს პირ­ვე­ლი­ვე წელს ამ გუნ­დის წევ­რი გავ­ხ­დი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები