13 ივლისი, შაბათი, 2024

გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს

spot_img

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

გიორგი ამილახვარი: „დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დავიწყეთ.

პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის. წელს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს.

საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად – ყველა სივრცე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გამართულია გაგრილების სისტემა და ცენტრებში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა.

განსაკუთრებით ემოციური დღეა აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის. მინდა, ვურჩიო მათ, რომ არ ინერვიულონ, რადგან ჩვენ ყველანი ვზრუნავთ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნაზე.

კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, თითოეულ აბიტურიენტს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვუსურვებ“.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები