გამოქვეყნდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:
ა) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა.ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);
ა.გ) სამუშაო დატვირთვა;
ბ) მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ბ.ა) სამუშაოს სპეციფიკა:
ბ.ა.ა) კლასკომპლექტი;
ბ.ა.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
ბ.ა.გ) კლასის დამრიგებლობა;
ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;
ბ.გ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.
დეტალური ინფორმაცია ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ იხილეთ ⤵️⤵️⤵️⤵️ ბრძანებაში