25 მაისი, შაბათი, 2024

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო პროექტის სამგზის გამარჯვებულია

spot_img

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა შეხვედრა, სადაც თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის მორიგ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში სკოლაში დამონტაჟდება ამწე (ლიფტი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის. პროექტმა გამარჯვება მოიპოვა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო პროექტში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამედ გაიმარჯვა.

Slovenské veľvyslanectvo v Gruzínsku / Slovak Embassy in Georgia

აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები