აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიანტები

0
258

აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით, 8 სტუდენტს სახელობითი სტიპენდია გადაეცა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ დააჯილდოვა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად.

მთავრობის თავმჯდომარემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა, განათლების მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო და დიპლომები და საჩუქრები გადასცა.

2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატები გახდნენ:

  • ალექსანდრე შამუგია – ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია;
  • ლევან კაციტაძე – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია;
  • მარკოზ ჭანტურია – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია;
  • მარიტა კემულარია – მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია;
  • ლიზი ჯობავა – თამაზ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდია;

* გიორგი კობაიძე – ლორიკ მარშანიას სახელობის სტიპენდია;

  • ნიკოლაი გვაზავა – გურამ გაბესკირიას სახელობის სტიპენდია;
  • ნია ქუთათელაძე – მიხეილ კოკაიას სახელობის სტიპენდია.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ