ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის კე­რა მარ­ნე­ულ­ში

911

 

ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის, ბულ­გა­რე­თის სა­ელ­ჩო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რის“ მი­ერ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი კერ­ძო სკო­ლა „მო­მა­ვა­ლი“ და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი და­ფუძ­ნ­და.

26 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში, სკო­ლის გახ­ს­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ესწრებოდ­ნენ: გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი-გუ­ბერ­ნა­ტო­რი შო­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი დურ­სუნ ჰა­სა­ნო­ვი, ბულ­გა­რე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩი დე­სის­ლა­ვა ივა­ნო­ვა, პარ­ლა­მენ­ტ­ში მარ­ნე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი. სტუმ­რებ­მა სკო­ლის ინ­ფ­რ­ს­ტ­რუქ­ტუ­რა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და პე­და­გო­გებს, მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს გა­ე­სა­უბ­რ­ნენ.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტის, სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი, სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შო­თა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა­სა და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენის შეს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. მი­სი­ვე თქმით, ეთ­ნი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის.

სკო­ლა­ში სწავ­ლა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და სწავ­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დო­ნო­რებს და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ „მარ­ნე­უ­ლის მულ­ტი­ეთ­ნი­კურ გა­რე­მო­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის კე­რას სა­ხელ­მ­წი­ფო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს“.

შო­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ქვე­მო ქარ­თ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი: „მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენტრს იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თ­ვის, რის შე­დეგ­საც ჩვენ ახ­ლა ვხე­დავთ. ეს ძა­ლი­ან დი­დი სა­ჩუ­ქა­რია მარ­ნე­უ­ლის­თ­ვის. აქ ყვე­ლა პი­რო­ბა და სა­თა­ნა­დო გა­რე­მოა იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვებ­მა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ. ამ რე­გი­ო­ნის­თ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი და უპირ­ვე­ლე­სი სა­ჭი­რო­ე­ბაა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სრულ­ყო­ფი­ლი ფლო­ბა და ზუს­ტად ამ მიზ­ნით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა გა­ას­კე­ცე­ბუ­ლი ენერ­გია ჩა­დე­ბუ­ლი სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში, რომ თა­ო­ბებ­მა ის­წავ­ლონ სა­ხელ­მწი­ფო ენა და შემ­დ­გომ გზა გა­ეხ­ს­ნათ სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად წარ­მო­ჩე­ნა, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბია. იმე­დი მაქვს, რომ გა­ა­მარ­თ­ლებს ამ სას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლი — „მო­მა­ვა­ლი“ და სწო­რედ აქ შე­იქ­მ­ნე­ბა ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი, რაც მათ შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის გა­უხ­ს­ნის გზას.“

სკო­ლა­ში, სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის, თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტის სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი. პედ­კო­ლექ­ტი­ვი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი და დე­და­ქა­ლა­ქი­დან მოწ­ვე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­და და გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბით. ამ ეტაპ­ზე, სკო­ლას 150-მდე მოს­წავ­ლე ჰყავს, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. 500 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი სკო­ლა ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან შე­უდ­გა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას.

დატოვეთ კომენტარი