მინისტრმა მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა დაანონსა

1156

 

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მინიმალური ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელფასო პოლიტიკის დეტალების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, აპრილში გახდება ცნობილი. „კვალიფიკაციის მოდელზე ვმუშაობთ, თავის ანაზღაურებასთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ აპრილის თვეში   წარმოვადგენთ კვალიფიკაციის სქემას სახელფასო პოლიტიკასთან ერთად, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. პედაგოგის მინიმალური ხელფასი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, უნდა იწყებოდეს 1500 ლარის ზევით. ვიმეორებ, იგულისხმებიან ის პედაგოგები, რომლებიც სრულად არიან სასწავლო პროცესში ჩართულები. დეტალური ინფომაცია კვალიფიკაციების, უფლებამოსილებების, რაოდენობებისა და ეტაპების შესახებ, მაისის თვეში გვექნება.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

დატოვეთ კომენტარი