20 აპრილი, შაბათი, 2024

ოლიმპიური ვიქტორინა ოლიმპიურ კარანტინში

spot_img

23 ივნისს მთელმა მსოფლიომ, მათ შორის საქართველომაც, საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიური მოძრაობა და მთლიანად სპორტი, ახალი შტამის კორონავირუსის გამო, ჯერაც პარალიზებულია. ამ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელმაც მაღალი მიღწევების სპორტი, ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების მიმდინარეობა და სხვა საჭირბოროტო საკითხები მიმოიხილა, ბოლოს კი, ვიქტორინა-კონკურსის „მოგზაურობა ოლიმპეთში“ და ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

ეს ორი პროექტი – ვიქტორინა და ფოტოკონკურსი – სეოკი-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა, მიზანი კი უცვლელი იყო – სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა… ორივე უწყება, სახელმწიფოც და არასამთავრობოც, ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით და მსგავსი ვიქტორინები სკოლებში სისტემატურად ტარდება, ბოლოს კი გამარჯვებულებსაც ავლენენ. თუმცა, ახლანდელი ვიქტორინა იმით განსხვავდება, რომ ეს მოსწავლეთა შორის ტარდება, ანუ ინდივიდუალურია, ადრინდელები კი  ერთგვარი სკოლებსშორისი შეჯიბრება იყო. რაც შეეხება ნახატების კონკურსს, ის გრაფიკასა და ფერწერაში ეწყობოდა.

ორივე ამ კონკურსში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 1000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. გთავაზობთ გამარჯვებულთა ვინაობას, რომლებიც დაჯილდოვდნენ წიგნებით – „ოლიმპიური ორტომეული“ და „მოგზაურობა ოლიმპეთში“.

გამარჯვებულები შეირჩნენ საუკეთესო ნამუშევართა მიხედვით და არა საპრიზო ადგილებით.

ოლიმპიურ ვიქტორინაში გამარჯვებულები

ელენე გაზდელიანი (თბილისი, სსიპ 22-ე საჯარო სკოლა)

რევაზ კანდელაკი (თბილისი, სსიპ 22-ე საჯარო სკოლა)

ანდრია მამალაძე (თბილისი, სსიპ 45-ე საჯარო სკოლა)

მარიამ მამალაძე (თბილისი, სსიპ 45-ე საჯარო სკოლა)

ლუკა ბალანჩივაძე (თბილისი, სსიპ 45-ე საჯარო სკოლა)

ნინო ავალიანი (თბილისი, სსიპ 45-ე საჯარო სკოლა)

მარიამ მუქარია (თბილისი, სსიპ 59-ე საჯარო სკოლა)

იაკობ ჩლაიძე (თბილისი, სსიპ 59-ე საჯარო სკოლა)

ლიზი გუგეშაშვილი (თბილისი, სსიპ 59-ე საჯარო სკოლა)

ნიკოლოზ მამასახლისი (თბილისი, სსიპ 81-ე საჯარო სკოლა)

მამუკა გუნავა (თბილისი, სსიპ 89-ე საჯარო სკოლა)

ალინა ხუსკივაძე (თბილისი, სსიპ 131-ე საჯარო სკოლა)

ლია ბურჯანაძე (თბილისი, სსიპ 156-ე საჯარო სკოლა)

ნანა აბაშვილი (თბილისი, სსიპ 156-ე საჯარო სკოლა)

ლიკა ვანიშვილი (გორი, სსიპ მე-4 საჯარო სკოლა)

შოთა შატაკიშვილი (გორი, სსიპ მე-4 საჯარო სკოლა)

მარიკო ვანიშვილი (გორი, სსიპ მე-9 საჯარო სკოლა)

დავით საათაშვილი (გორი, სსიპ მე-9 საჯარო სკოლა)

ლიკა ავაზაშვილი (გორი, სსიპ მე-9 საჯარო სკოლა)

ნახატების კონკურსში გამარჯვებულები

ფერწერა

თათა გვასალია (ფოთი, სსიპ მე-3 საჯარო სკოლა)

ელენე ყველაშვილი (გორი, სსიპ მე-6 საჯარო სკოლა)

მარიამ ფრუიძე (ქუთაისი, სსიპ მე-10 საჯარო სკოლა)

ნინო მალუძე (თბილისი, სსიპ 61-ე საჯარო სკოლა)

ელენე კიზირია (თბილისი, სსიპ 61-ე საჯარო სკოლა)

გურამ კალატოზიშვილი (თბილისი, სსიპ 131-ე საჯარო სკოლა)

ქრისტინე ხითარიშვილი (ბორჯომი, სსიპ პირველი საჯარო სკოლა)

გრაფიკა

მარიამ ბურჯანაძე (მცხეთა, სსიპ სოფელ გალავნის საჯარო სკოლა)

ნიკა ბაშარული (დუშეთი, სსიპ დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა)

 

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები