29 მარტი, პარასკევი, 2024

და­ვუ­კავ­ში­როთ გა­ნათ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებს

spot_img

ლია ცერ­ც­ვა­ძე, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი ქარ­თულ ენა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი, მას­წავ­ლე­ბელ­თაა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი, USAID-ისა და RTI-ს ერ­თობ­ლი­ვი სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ტრე­ნე­რი

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა აღ­მოჩ­ნ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, თუმ­ცა ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ უმალ დაგ­ვა­ყე­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, მათ შო­რის ეფექ­ტუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია, რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა თავ­სა­ტე­ხი გაჩ­ნ­და, ემო­ცი­უ­რად ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე. 592 000 სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვი დარ­ჩა სახ­ლ­ში. მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფა, ასე­ვე, შე­იც­ვა­ლა მა­თი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ნათ­ლე­ბა­სა და სას­წავ­ლო მა­სა­ლებ­ზე. გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბავ­შ­ვე­ბის 20 პრო­ცენტს არ აქვს კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზღუ­დავს მა­თი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას. წყვე­ტა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მძი­მე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ამი­ტო­მაც, ხში­რად ოჯა­ხის მწირ ბი­უ­ჯეტს ძლივს გა­დარ­ჩე­ნი­ლი თეთ­რე­ბით ნა­ყი­დი მე­გა­ბა­ი­ტე­ბით ცდი­ლობს ბავ­შ­ვი, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს შე­უ­ერ­თ­დეს, მო­ის­მი­ნოს, ჩა­ერ­თოს, გა­ი­გოს, გა­ი­აზ­როს და, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­უხ­ვ­დეს იმ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თუ სხვა სა­ხის გა­მოწ­ვე­ვებს, რა­საც XXI სა­უ­კუ­ნე ასე უშურ­ვე­ლად გვთა­ვა­ზობს.

პან­დე­მი­ის დაწყე­ბამ­დეც უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე იდ­გა თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა და ეს გა­მოწ­ვე­ვა მოს­წავ­ლე­ებ­ში სწო­რედ რომ XXI სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მათ მომ­ზა­დე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, იმი­სათ­ვის, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მზა­ო­ბა შე­ვუქ­მ­ნათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლის, მშობ­ლი­სა და თვით მოს­წავ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლა, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თ­ვა, სწავ­ლა კე­თე­ბით, პრობ­ლე­მა­სა და კვლე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, სას­წავ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ისტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა…

ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გა ხა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­იწყო და გან­ხორ­ცი­ელ­და რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მკა­ფი­ოდ გა­ნი­საზღ­ვ­რა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, აზ­როვ­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი და შე­სას­წავლ სა­კითხ­თა ტი­პო­ლო­გია. დად­გა სა­ჭი­რო­ე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლი­სა, რაც, პირ­ველ რიგ­ში, გუ­ლის­ხ­მობს „სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი­კის“ რელ­სე­ბი­დან „სწავ­ლის პე­და­გო­გი­კის“ რელ­სებ­ზე გა­დას­ვ­ლას და ყვე­ლა იმ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი საყ­რ­დე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ცოდ­ნის ამ­გებ, მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ სუ­ბი­ექ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც იღებს, თა­ვის­თა­ვად ფა­სე­უ­ლია და ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუ ამ ცოდ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც არ ახ­ლავს, თუ მოს­წავ­ლეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ვერ აკავ­ში­რებს მას რე­ა­ლურ-ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან, მა­შინ ეს ცოდ­ნა უფუნ­ქ­ციო, პა­სი­ურ ტვირ­თად აწ­ვე­ბა მი­სი „მეხ­სი­ე­რე­ბის სა­ბარ­გულს“ და მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა­ში, სა­დაც უზარ­მა­ზა­რი „სა­აზ­როვ­ნო სა­ამ­ქ­როა“ გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამ სა­ამ­ქ­როს მხო­ლოდ მეხ­სი­ე­რე­ბის ფლი­გე­ლი­ღა „მუ­შა­ობს“, სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი უფუნ­ქ­ცი­ოდ მდუ­მა­რებს და მას­თან ერ­თად „დუმს ხმა­და­კარ­გუ­ლი მოს­წავ­ლეც“, რო­გორც პე­და­გო­გი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე.

„მო­ზარ­დის ხმა მი­სი წი­ნა­რე ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბაა, ანუ ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც მას გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია“. სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას უნ­და და­ვე­ფუძ­ნოთ, ეს უნ­და იქ­ცეს მკვიდრ სა­ძირ­კ­ვ­ლად ცოდ­ნის აგე­ბი­სა. რო­ცა მოს­წავ­ლე შე­ნე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე, აქ­ტი­უ­რი წარ­მ­მარ­თ­ვე­ლია, იგი, ცოდ­ნის აგე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლობს სა­კუ­თა­რი სწავ­ლის პრო­ცესს, აკ­ვირ­დე­ბა არ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას, იკ­ვ­ლევს, აანა­ლი­ზებს, აკე­თებს დას­კ­ვ­ნებს და სწო­რედ ამ გზით იყა­ლი­ბებს „მე კონ­ცეფ­ცი­ას“ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ინ­ტე­რე­სებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებ­ზე.

ძნე­ლია აღ­მა­ტე­ბულ მიზ­ნებ­სა და მო­ლო­დი­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი ამ პან­დე­მი­ის ჟამს, რო­ცა კომ­პი­უ­ტე­რი­სა თუ სმარ­ტ­ფო­ნის ეკ­რან­თან სა­ა­თო­ბით გან­მარ­ტო­ე­ბულ მოს­წავ­ლეს ათა­სი სხვა საც­დუ­რი აქვს, ვიდ­რე ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვა და ანა­ლი­ზი, ან ამო­ცა­ნე­ბის ამო­სახ­ს­ნე­ლად ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა. ამ დროს, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, რომ მო­ზარდს უგ­ზო­უკ­ვ­ლოდ გამ­ქ­რა­ლი სწავ­ლის ინ­ტე­რე­სი და­ვუბ­რუ­ნოთ, რა­ღაც ისე­თი შევ­თა­ვა­ზოთ, რაც მას „ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სი­უ­რი დამ­გ­რო­ვებ­ლი­დან“ აქ­ტი­უ­რი მშე­ნებ­ლის როლ­ში გა­და­იყ­ვანს. ამ მიზ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლე­ბიც მის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ინ­ტე­რეს­ში გა­დაზ­რ­დი­ან, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს კი ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ად აქ­ცე­ვენ, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნას გა­უღ­ვი­ვე­ბენ მო­ზარდს, მთლი­ან­პი­როვ­ნულ მზა­ო­ბას შე­უქ­მ­ნი­ან იმი­სათ­ვის, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ცოდ­ნის აგე­ბის პრო­ცეს­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­ერ­თოს.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა მოს­წავ­ლეს გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, რის­თ­ვის სწავ­ლობს, რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს მის მცდე­ლო­ბას, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­ერ შე­ძე­ნილ გა­მოც­დი­ლე­ბას. პრო­დუქ­ტუ­ლი სწავ­ლის პრო­ცე­სის დროს მოს­წავ­ლე თვი­თო­ნაა ამ პრო­დუქ­ტის შემ­ქ­მ­ნე­ლი, მი­სი აზ­როვ­ნე­ბა გა­დის სა­თა­ნა­დო წვრთნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, შე­დე­გად კი ვი­ღებთ, ერ­თი მხრივ, ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რით აღ­ჭურ­ვილ მო­ზარდს, მე­ო­რე მხრივ კი, სწავ­ლის პრო­ცე­სი­სად­მი ხა­ლის­სა და ინ­ტე­რესს ვაბ­რუ­ნებთ.

ის­მის კითხ­ვა, არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ეს ყო­ვე­ლი­ვე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს? ამ კითხ­ვის პა­სუ­ხი აუცი­ლებ­ლად მიმ­დი­ნა­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ. პირ­ვე­ლი, რაც ამ კითხ­ვი­სას მახ­სენ­დე­ბა და რაც სა­პა­სუ­ხოდ მე­ი­მე­დე­ბა, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ნა­წი­ლი გახ­ლავთ და რომ­ლის მი­ზა­ნიც სწო­რედ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო კლი­მა­ტის შეც­ვ­ლაა, რაც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს ში­ნა­არ­სი­ან და ეფექ­ტურ სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მათ მოს­წავ­ლის სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებს ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბათ, ასე­ვე, აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კ­ზე, რო­მე­ლიც მათ საკ­ლა­სო ოთახ­სა თუ ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ში კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბით სწავ­ლე­ბის ნი­მუ­შებს აჩ­ვე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უკ­ვე მრა­ვალ­გ­ზის გა­მო­ი­ცა­და და გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რ­ძ­ნო­ბი გახ­და მა­თი ეფექ­ტი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს შო­რის ხში­რად გვხვდე­ბა ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის მომ­ზა­დე­ბის რჩე­ვა-მო­წო­დე­ბა. და­ვა­ლე­ბე­ბის პი­რო­ბა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰი­პერ­ლინ­კე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის გზა­სა და სტრა­ტე­გი­ებს აც­ნობს ბავ­შ­ვებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს. გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბულ ექ­ს­პერ­ტ­თა გა­მოც­დი­ლი კო­ჰორ­ტა, ისი­ნი, სხვა საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან და კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, არ­კ­ვე­ვენ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს და მზად არი­ან, ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში პე­და­გო­გებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბათ – ერ­თ­მა­ნეთ­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით გა­სამ­დიდ­რებ­ლად. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ორი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცია, რო­მელ­თა­გან ერ­თი – კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, მე­ო­რე კი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ. კერ­ძოდ: ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ქო­უ­ჩე­ბი პე­და­გო­გებს ეხ­მა­რე­ბი­ან Office 365-ის სერ­ვი­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, რო­მელ­შიც უკ­ვე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მულ­ტი­მე­დია რე­სურ­სებს, დი­დი ხა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის I-IV კლა­სე­ბის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ურიგ­დე­ბა ბუ­კე­ბი. Unicef-ის დახ­მა­რე­ბით, შექ­მ­ნი­ლია ციფ­რუ­ლი რე­სურ­სი „ვსწავ­ლობთ თა­მა­შით“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს ბუ­კებ­ში აქვთ ჩა­წე­რი­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ. გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა, ციფ­რულ რე­სურ­სებს შო­რის არის კი­დევ მრა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც — „Scratch“, „Minecraft“ და სხვ., რომ­ლე­ბიც ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას. არა­ერ­თი ღია რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. მშობ­ლებს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მატ­ში, დარ­გის ექ­ს­პერ­ტე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ, ეფექ­ტუ­რი რე­სურ­სე­ბის მთე­ლი ბან­კია გან­თავ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მ­ნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე (www.el.ge), სა­დაც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის რე­სურ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ტიპს შეხ­ვ­დე­ბით: მას­წავ­ლებ­ლი­სა და სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის შე­სა­ხებ; მშობ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი, პირ­ვე­ლი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვ­ლით.

ცხა­დია, მოს­წავ­ლე მარ­ტო არაა სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ამ საქ­მის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლეა მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მელ­საც სრუ­ლად მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სას­წავ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე, პრო­ექტ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში მი­ე­წო­დე­ბა გა­მარ­თუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, უტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი და ვე­ბი­ნა­რე­ბი, რა­თა შე­ი­ძი­ნოს ყვე­ლა ის უნა­რი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და ტრან­ს­ფე­რუ­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მოს­წავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო.

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, შინ დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის მიღ­წე­ვაა. „ყვე­ლა­ფერს თა­ვის და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს, – რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ჯა­ყე­ლი აღ­ნიშ­ნავს, – და ეს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც გვა­ი­ძუ­ლებს, შევ­ც­ვა­ლოთ ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი… გა­ვიხ­სე­ნოთ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის შე­გო­ნე­ბა – „ცხოვ­რე­ბა ზრდის ადა­მი­ანს, და ამი­ტომ, რო­დე­საც ნამ­დ­ვი­ლი აღ­ზ­რ­და გსურს, სკო­ლა­ში ეს ცხოვ­რე­ბა უნ­და გა­და­ი­ტა­ნო და ნორ­ჩი ადა­მი­ა­ნი მი­სი სა­ფე­ხუ­რე­ბით ატა­რო“. უარი ვთქვათ რუ­ტი­ნუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე, ისე­დაც ყავ­ლ­გა­სუ­ლი რომ არის ამ სა­უ­კუ­ნის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. და­ვუ­კავ­ში­როთ გა­ნათ­ლე­ბა ცხო­ვრე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებს, მო­ვი­ფიქ­როთ და მო­ზარ­დებს შევ­თა­ვა­ზოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მიმ­ცე­მი ისეთ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვის შემ­ც­ვე­ლიც და მო­ზარ­დე­ბის შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლიც“. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით თა­ნაბ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვუმ­კ­ლავ­დე­ბით XXI სა­უ­კუ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოწ­ვე­ვებ­სა და თავ­ს­და­ტე­ხილ პან­დე­მი­ა­საც. გვქონ­დეს სწო­რე­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე, მათ უნა­რებ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე, ყვე­ლა რე­ფორ­მა ჩა­ვა­ყე­ნოთ მა­თი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სამ­სა­ხურ­ში და ყო­ველ­თ­ვის გვჯე­რო­დეს, რომ მხო­ლოდ გო­ნე­ბა­გახ­ს­ნი­ლი, ლა­ღი, ჯან­სა­ღი და ში­ნა­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან შემ­დ­გა­რი თა­ო­ბა შეძ­ლებს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მ­ნას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები