19 აპრილი, პარასკევი, 2024

დავრჩეთ სახლში წიგნებთან

spot_img

დავ­რ­ჩეთ სახ­ლ­ში და ახა­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი დავ­ნერ­გოთ. ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხუ­რი ვახ­შ­მის მსგავ­სად, კვი­რა­ში ერ­თხელ, წიგ­ნე­ბის თა­როს­თა­ნაც შე­ვიკ­რი­ბოთ. შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი, რო­მა­ნე­ბი. ოჯა­ხის უმ­ც­როს წევ­რებს გა­ვა­ხა­ლი­სებთ, ჩვენ კი ბავ­შ­ვო­ბა­ში ცო­ტა ხნით მა­ინც დავ­ბ­რუნ­დე­ბით.

პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია ზღაპ­რებს მი­ვუძღ­ვ­ნათ. ზღაპ­რებს ხომ ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი არ აქვთ – ისი­ნი სა­ბავ­შ­ვო და სა­დი­დო ლი­ტე­რა­ტუ­რას შო­რის ზღვარს აქ­რო­ბენ. არ მე­თან­ხ­მე­ბით?… შე­საძ­ლოა, სკეპ­ტი­კუ­რად გე­ღი­მე­ბათ კი­დეც – ნე­ბა თქვე­ნია. მე მა­ინც შე­ვეც­დე­ბი თქვენს გად­მო­ბი­რე­ბას.

„ თაღ­ლით­მა ფე­იქ­რებ­მა გა­ნაცხა­დეს, რომ მათ მოქ­სო­ვილ ქსო­ვილს ერ­თი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი თვი­სე­ბა ექ­ნე­ბო­და: მას ვერ და­ი­ნა­ხავ­და ის, ვინც თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და უსაშ­ვე­ლოდ სუ­ლე­ლი იყო.“

ეს ნაწყ­ვე­ტი ჰანს კრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნის ზღაპ­რი­დან („ იმ­პე­რა­ტო­რის ახა­ლი სა­მო­სი“) გახ­ლავთ. რო­გორც ჩანს, ტყუ­ი­ლად არ ბრა­ზობ­და ან­დერ­სე­ნი, სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რად რომ თვლიდ­ნენ („ ამ­ბებს მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რო­დი ვწე­რო,“ – და­ჟი­ნე­ბით აპ­რო­ტეს­ტებ­და). სა­კუ­თა­რი ძეგ­ლის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­შიც მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სწო­რედ მი­სი „ დამ­სა­ხუ­რე­ბაა“ ბავ­შ­ვე­ბის გა­რე­შე, მარ­ტოდ­მარ­ტო რომ ზის სა­ვარ­ძელ­ში და მა­ხინჯ იხ­ვის ჭუ­ჭულს შეს­ც­ქე­რის. კო­პენ­ჰა­გენ­ში თუ მოხ­ვ­დით, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვა­დაც დარ­წ­მუნ­დეთ ამა­ში.

მა­ნამ­დე კი, მის გა­მო­გო­ნილ იმ­პე­რა­ტორს და­ვუბ­რუნ­დეთ:

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მკითხ­ველ­თა კლუბ­ში,  14-15 წლის მოს­წავ­ლე­ებს ვა­ხა­რე, ან­დერ­სე­ნის დღე გვექ­ნე­ბა-მეთ­ქი. მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­და­ხე­დეს ერ­თ­მა­ნეთს და ზრდი­ლო­ბი­ა­ნად გა­მი­ღი­მეს. არ გა­მიკ­ვირ­და, მე ხომ მშვე­ნივ­რად ვი­ცი, ზღაპ­რე­ბი­დან რომ ამო­ი­ზარ­დ­ნენ. ჩაც­მა-და­ხურ­ვი­სა თუ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბის სტი­ლი­თაც მი­მა­ნიშ­ნე­ბენ ამა­ზე და სა­უ­ბარ­ში „ გა­პა­რუ­ლი“ ქვე­ტექ­ს­ტე­ბი­თაც. და მა­ინც… მა­კა­მას­წი ზღაპ­რებს უყ­ვე­ბათ:

იყო და არა იყო რა… იყო…

„ იმ­პე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ჭკუ­ას კარ­გავ­და უცხო, ლა­მაზ ტან­საც­მელ­ზე და მთელ ფულს ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ზე ხარ­ჯავ­და…“

ფრან­ტი მო­ნარ­ქი ინ­ტე­რესს იმ­სა­ხუ­რებს, ზღა­პა­რი – ყუ­რადღე­ბას. ახი­რე­ბა­ნი ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სა­თა სა­ლა­პა­რა­კო თე­მად და სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცე­ვა…

„ტან­საც­მელს ყო­ველ ერთ სა­ათ­ში იც­ვ­ლი­და და თუ სხვა მე­ფე­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, დარ­ბა­ზის საბ­ჭო­შიაო, მას­ზე ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობ­დ­ნენ, მე­ფე შე­სა­მო­სელ­ში ტან­საც­მელს იც­ვ­ლი­სო…“

მო­ნარ­ქის სუს­ტი წერ­ტი­ლი ნა­პოვ­ნია და აი, ას­პა­რეზ­ზე ის თაღ­ლი­თი ფე­იქ­რე­ბი გა­მო­დი­ან, და­საწყის­ში რომ ვახ­სე­ნე: დღე და ღა­მე მუ­შა­ო­ბენ (საქ­სოვ დაზ­გას მოჩ­ვე­ნე­ბით ახ­მა­უ­რე­ბენ), აბ­რე­შუ­მის ძა­ფე­ბი­თა და ოქ­რომ­კე­დით ჩან­თებს ივ­სე­ბენ და იც­დი­ან.

გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი ლაკ­მუ­სი­ვი­თაა:

„ იმ­პე­რა­ტორს სწო­რედ ასე­თი ქსო­ვი­ლი სჭირ­დე­ბა, რა­თა გა­ი­გოს, ვინ ჰყავს სუ­ლე­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი.“

ჯერ ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ­სა და პა­ტი­ო­სან მი­ნისტრს, შემ­დეგ ერთ პა­ტივ­ცე­მულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს გა­მოც­დის. აბა, თა­ვად ხომ არ გა­ქან­დე­ბა პირ­ვე­ლი („ არა, იმი­ტომ კი არა, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბა, უბ­რა­ლოდ ურ­ჩევ­ნია, ჯერ სხვა გა­მოს­ცა­დოს“). ცა­რი­ე­ლი დაზ­გის ხილ­ვა დი­ლე­მის წი­ნა­შე აყე­ნებს სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებს: სი­მარ­თ­ლის თქმით თა­ნამ­დე­ბო­ბა და­კარ­გონ თუ თაღ­ლი­თებ­თან გა­ი­გივ­დ­ნენ? მა­ლე „ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი“ მთელ ქა­ლაქს აალა­პა­რა­კებს და იმ­პე­რა­ტორ­საც სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დებს – ტყუ­ი­ლი გო­ნი­ე­რე­ბი­სა და ტახ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გა­რან­ტი­ად იქ­ცე­ვა.

ამ­ბა­ვი ზღაპ­რულ ელ­ფერს კარ­გავს და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ინაც­ვ­ლებს.

„ რა დი­დე­ბუ­ლია!.. ოჰ, მარ­თ­ლაც ულა­მა­ზე­სია!.. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ის მარ­თ­ლაც მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლია!..“

ასე­თია მე­ინ­ს­ტ­რი­მი – უმ­რავ­ლე­სო­ბა აქებს და გა­ნა­დი­დებს იმას, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სუ­ლაც არ არ­სე­ბობს.  სა­ბო­ლო­ოდ, მე­ფის სი­შიშ­ვ­ლეს მხო­ლოდ ერ­თი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა ამ­ხელს. „ უმან­კო ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც არც სუ­ლე­ლი და არც თა­ნამ­დე­ბო­ბის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია“. თუმ­ცა… ან­დერ­სე­ნი (რე­ა­ლის­ტი და არა მეზღაპ­რე) სარ­კაზმს ბო­ლომ­დე არ ღა­ლა­ტობს:

„ სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გრძელ­დე­ბო­და. მე­ფის კა­რის­კა­ცე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად ხელ­გაწ­ვ­დი­ლი მის­დევ­დ­ნენ უკან და მი­სი არარ­სე­ბუ­ლი მო­სას­ხა­მის კალ­თე­ბი ეჭი­რათ.“

14-15 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მკითხ­ველ­თა კლუბ­ში თვლი­ან, რომ „ იმ­პე­რა­ტო­რის ახა­ლი სა­მო­სი“ დღე­საც რე­ლე­ვან­ტუ­რია, რომ მწე­რა­ლი ერ­თი მარ­ტი­ვი ფა­ბუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე გვა­ფიქ­რებს – ტყუ­ი­ლად არ სწყდე­ბო­და გუ­ლი, მხო­ლოდ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლად რომ თვლიდ­ნენ!

დი­ახ, ზღა­პა­რი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ პა­ტა­რე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ ამ­ბავს, ზღა­პა­რი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია! რო­გორ გგო­ნი­ათ, ბავ­შ­ვე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან ფას­კუნ­ჯი, მფრი­ნა­ვი ქო­შე­ბი ან უჩინ­მა­ჩი­ნის ქუ­დი რომ არ არ­სე­ბობს? რა თქმა უნ­და, ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ ეს ხელს არ უშ­ლით ზღაპ­რე­ბის სწო­რად აღ­ქ­მა­ში. ახ­ს­ნა, რო­გორც წე­სი, იმ უფ­რო­სებს სჭირ­დე­ბათ, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის და­ჯე­რე­ბა რომ უჭირთ და ასა­კობ­რივ ცენ­ზებ­ზე კა­მა­თო­ბენ.

P.s. თუ სა­კუ­თარ წიგ­ნის თა­რო­ებ­თან შეკ­რე­ბას გა­მარ­თავთ და ან­დერ­სე­ნის გახ­სე­ნე­ბა­საც გა­დაწყ­ვეტთ, ეს ორი მოთხ­რო­ბაც გა­იხ­სე­ნეთ: „ ღო­რე­ბის მწყემ­სი“ (რო­მელ­შიც იმ­პე­რა­ტო­რის ასუ­ლი ცოცხალ ვარ­დ­სა და ბულ­ბულს და­ი­წუ­ნებს, უსი­ცოცხ­ლო, მე­ქა­ნი­კუ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად კი ღო­რე­ბის მწყემსს კოც­ნა­ზე და­თან­ხ­მ­დე­ბა) და „ სრუ­ლი სი­მარ­თ­ლეა“ (რო­მელ­შიც, ჭო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ერ­თი უწყი­ნა­რი ბუმ­ბუ­ლი ხუთ დედ­ლად იქ­ცე­ვა).

მაკა ლდოკონენი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები