19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბათუმსა და ქობულეთში მოსწავლეები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში, სწავლას პირველი ოქტომბრიდან  გააგრძელებენ 

spot_img

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 2020 წლის პირველ ოქტომბერს განახლდება, მანამდე მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტარდებათ.

„მთავარია ის, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთსა და ბათუმში მოსწავლეები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში, სწავლას გააგრძელებენ  პირველი ოქტომბრიდან, მანამდე გააგრძელებენ სწავლას დისტანციურად“, – განაცხადა პრემიერმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები