28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები

spot_img

➡ განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა და ნათია ხუნტუამ საქველმოქმედო ფონდის „ათინათი“ (Foundation Atinati) დამფუძნებელმა. 

განათლების მინისტრმა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ პროექტებზე ესაუბრა, Microsoft Team-სა და სხვა ეროვნულ პლატფორმებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ტელესკოლა“, რომელიც სამომავლოდ დარჩება სატელევიზიო სივრცეში და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან სახეს მიიღებს.

ნათია ხუნტუამ მინისტრს საქველმოქმედო ფონდ „ათინათის“ მიმდინარე პროექტები გააცნო, რომლებიც განათლებისა და კულტურის მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი ქართველი სათვისტომოსთვის დიდი შენაძენი იქნება და ახალგაზრდა თაობას ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს. ისაუბრა კულტურული პროექტის შესახებაც, რომელიც ქართული ისტორიული ძეგლების ვიზუალიზაციასა და უცხოეთში მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„საქველმოქმედო ფონდთან „ათინათს“ თანამშრომლობით შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტის „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ გაფართოება.“ – აღნიშნა მინისტრმა და „ათინათთან“ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, რადგან ფონდის კონცეფცია და სამინისტროს მიმდინარე პროექტები სრულ თანხვედრაშია. მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ფონდის კონცეფცია და სამინისტროს მიმდინარე პროექტები სრულ თანხვედრაშია.

მან განსაკუთრებით გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში Microsoft-ის პროდუქტის Minecraft Education Edition-ის დანერგვის საკითხი, რომელიც მომავლის პედაგოგიკაა და ცოდნის თამაშის პროცესში შეძენას გულისხმობს. Minecraft Education Edition – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ, ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

? Minecraft Education Edition იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

? პროგრამის დანერგვის პირველი ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს. ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყოველკვირეული ონლაინ ტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებში საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.

? პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიან გადამზადებული მასწავლებლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ Minecraft Education Edition-ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმა ვიდეოკურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ქოუჩები და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის ეფექტიანად ინტეგრირებას.

? პროექტი, პირველ ეტაპზე, „ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები