ლი­პარ­ტე­ლი­ან­ის ის­ტო­რიული გამარჯვება

174

მა­რო­კოს ქა­ლაქ მა­რა­კეშ­ში ჩა­ტარ­და მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რ­და ძი­უ­დო­ის­ტ­თა შო­რის, სა­დაც 57 კი­ლოგ­რამ­ში ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. ეს ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაა, ვი­ნა­ი­დან ის გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძო­უ­დო­ის­ტი ქა­ლი, ვინც ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს და­ე­უფ­ლა, ხო­ლო ზო­გა­დად სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბებ­ში, მე­ო­რეა ქარ­თ­ველ ქალ­თა­გან სამ­ბისტ ნი­ნო ოძე­ლაშ­ვი­ლის შემ­დეგ.

ქარ­თულ ძი­უ­დოს აქამ­დე მხო­ლოდ ერ­თხელ მი­ე­ცა შან­სი, ჰყო­ლო­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, რო­ცა 2015 წელს მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლი (52), ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დებ­ში, გა­ვი­და მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, თუმ­ცა იქ კო­სო­ვო­ელ დის­ტ­რია კრას­ნიჯ­თან და­მარ­ცხ­და.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 20 წლი­საა და უკ­ვე ამ­თავ­რებს გა­მოს­ვ­ლას ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში, რომ­ლის კარ­საც მარ­თ­ლაც რომ ხმა­უ­რი­ა­ნად გა­ი­ხუ­რავს – წლე­ულს ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, ანუ დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნაცხა­დია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­დას­ვ­ლამ­დე, სა­დაც ხმა­უ­რით მი­დის და მას უკ­ვე აკ­ვირ­დე­ბი­ან ამ წო­ნის ფა­ვო­რი­ტი ქვეყ­ნე­ბი – ყვე­ლა ხე­დავს, რომ წო­ნას ახა­ლი ლი­დე­რი ევ­ლი­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, მას ჯერ ადაპ­ტა­ცია დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ დი­დი შან­სია, რომ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვოს. მით უფ­რო, ახალ­გაზ­რ­დულ მსოფ­ლი­ო­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი სა­ლი­ცენ­ზიო რე­ი­ტინ­გ­შიც ეთ­ვ­ლე­ბა.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დაწყე­ბამ­დე ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ანს, ძი­უ­დოს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი უცხო­უ­რი სა­ი­ტე­ბი, ტურ­ნი­რის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­ულ 5 ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნას შო­რის ასა­ხე­ლებ­დ­ნენ და რო­გორც შე­ჯიბ­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ აჩ­ვე­ნა – სავ­სე­ბით სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც. მა­რა­კეშ­ში ის საგ­რ­ძ­ნობ­ლად დო­მი­ნი­რებ­და ამ წო­ნა­ში და მთე­ლი ტურ­ნი­რი გა­მოკ­ვე­თი­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით ჩა­ა­ტა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – მი­სი დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი. ის მთე­ლი თა­ვით მაღ­ლა იდ­გა მე­ტო­ქე­ებ­ზე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამ­ხე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა იოლა­დაც კი მო­ი­გო – არც ერთ შეხ­ვედ­რა­ში მი­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა სა­ეჭ­ვო არ ყო­ფი­ლა, არც ერ­თხელ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა მდევ­რის როლ­ში და არ და­სჭირ­ვე­ბია ან­გა­რი­შის ამო­ქაჩ­ვა­ზე ჭი­და­ო­ბა… ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არაა – ბო­ლო ორ პა­ექ­რო­ბა­ში, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­სა და ფი­ნალ­ში კო­რე­ე­ლი და იაპო­ნე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი წმინ­დად და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა „და­ა­მარ­ცხა“ პი­რო­ბი­თად ეთ­ქ­მის იმ გდე­ბებ­სა და იმ მო­გე­ბებს, რომ­ლე­ბიც ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მათ­თან პა­ექ­რო­ბა­ში მო­ი­პო­ვა. უფ­რო სწო­რი იმის თქმა იქ­ნე­ბა, რომ ორი­ვე უმოწყა­ლოდ და­აწყ­ვი­ტა ტა­ტამს და იმ­დე­ნად აშ­კა­რა იპო­ნებ­ზე და­აგ­დო, მსა­ჯი კი არა, მა­მა­ზე­ცი­ე­რიც ვერ მი­ე­და­ვე­ბო­და ვე­რა­ფერ­ში. ცხა­დია, ის ფაქ­ტიც მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლია, ამ ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს იპო­ნე­ბით რომ მო­უ­გო, მაგ­რამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გდე­ბე­ბი რა­ღაც სხვა სი­მაღ­ლეა, ეს მო­გე­ბა­ზე მე­ტია: ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კო­რე­ე­ლი მი­მი ჰუ­ჰი ტო­მა­რა­სა­ვით ააგ­ლი­ჯა ტა­ტამს და ბრუ­ნით ზურგს უკან ისე გა­და­ის­რო­ლა, თა­ვით და­არ­ჭო ლე­იბ­ზე. კო­რე­ე­ლი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იც­ქი­რე­ბო­და აქეთ-იქით, ფი­ნალ­ში კი იაპო­ნელ კა­ნა­კო ჰა­კა­მა­ტას ისე ად­ვი­ლად ამო­უს­ვა, ბურ­თი­ვით გა­ის­რო­ლა იპონ­ზე. ამ დროს პა­ექ­რო­ბის დაწყე­ბი­დან ერ­თი წუ­თიც არ იყო გა­სუ­ლი. სხვა­თა შო­რის, მა­ნამ­დე ტა­ტა­მი­დან აგ­ლე­ჯა ჰა­კა­მა­ტა­საც და­უ­პი­რა და ცო­ტა და­აკ­ლ­და სა­წა­დე­ლამ­დე.

მა­რა­კეშ­ში ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ასე­ვე და­მა­ჯე­რებ­ლად, იპო­ნე­ბით მო­უ­გო უნ­გ­რელ ან­დ­რეა კარ­მანს, სლო­ვე­ნი­ელ კაია კა­ი­ზერს და ჰო­ლან­დი­ელ შა­ნონ ვან დე მე­ე­ბერგს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, მან მა­რა­კეშ­ში ხუ­თი პა­ექ­რო­ბა ჩა­ა­ტა­რა და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა წმინ­დად მო­ი­გო. თა­ნაც ყვე­ლას იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად სძლია, ძნე­ლია, რო­მე­ლი­მე გა­მო­არ­ჩიო. ამას­თან, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მე­ტო­ქე ძი­უ­დოს ძლი­ერ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და და გან­სა­კუთ­რე­ბით – ქალ­თა ძი­უ­დო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მა­გა­ლი­თად, სლო­ვე­ნი­ე­ლებს ქალ­თა ნაკ­რე­ბი ვა­ჟე­ბი­სა­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი ჰყავთ, ხო­ლო უნ­გ­რე­ლი და ჰო­ლან­დი­ე­ლი ქა­ლე­ბი თუ არ ჯობ­ნი­ან, არც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ვა­ჟებს. ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ მან ჰო­ლან­დი­ელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც მო­უ­გო, თუმ­ცა – სხვა სპორ­ტ­ს­მენს. არა­და, რო­გორც წე­სი, წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უფ­რო ძლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბის­თ­ვის ინა­ხავს, ანუ უსა­ფუძ­ვ­ლო არ იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ჰო­ლან­დი­ამ – ამ ერთ-ერ­თ­მა წამ­ყ­ვან­მა ქვე­ყა­ნამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს ტოლ-სწო­რი მე­ტო­ქე ვერ მო­უ­ძებ­ნა, პირ­ველ-მე­ო­რე ნომ­რე­ბი პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი­ვით და­უ­მარ­ცხა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის დაწყე­ბამ­დე ლი­პარ­ტე­ლი­ანს უსა­ფუძ­ვ­ლოდ არ ასა­ხე­ლებ­დ­ნენ ფა­ვო­რიტ­თა შო­რის, რად­გან მას დი­დი სპორ­ტ­ს­მე­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო თით­ქ­მის ყვე­ლა თვი­სე­ბა აქვს: ფი­ზი­კუ­რად მშვე­ნივ­რა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სუნ­თ­ქ­ვა კარ­გი აქვს, გამ­ძ­ლე­ო­ბაც და ტექ­ნი­კუ­რა­დაც მდი­და­რი არ­სე­ნა­ლი გა­აჩ­ნია. ფეხ­საც კარ­გად იყე­ნებს და დგო­მი­და­ნაც ბევრ ილეთს აკე­თებს, ხო­ლო ვინ­მე ქვე­ჭიდ­ში თუ ჩა­აგ­დო, მტრი­სას — იქი­დან გაქ­ცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მის ჭი­და­ო­ბა­ში ფი­ზი­კურ ძა­ლას დი­დი რო­ლი აქვს, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად არაა მხო­ლოდ ძა­ლის­მი­ე­რი სტი­ლის მო­ჭი­და­ვე – საკ­მა­ოდ ბევრ ილეთ­საც აკე­თებს, არაა ერთ კონ­კ­რე­ტულ ფან­დ­ზე ჩა­ციკ­ლუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა მი­სი კო­ზი­რია, რა­საც ხში­რად იყე­ნებს ჭი­და­ო­ბა­ში და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ამას სა­ჭი­რო ილე­თებ­საც ახ­მარს ხოლ­მე, რაც მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჭი­დაო­ბას კი­დევ უფ­რო აძ­ნე­ლებს. ამას­თან, კარ­გად გრძნობს ილეთს, თუმ­ცა მი­სი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი თვი­სე­ბა მებ­რ­ძო­ლი ხა­სი­ა­თია – ასე­თი შემ­ტე­ვი სტი­ლით ბევ­რი ბი­ჭი ვერ და­იკ­ვეხ­ნის. უთავ­ბო­ლო, გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი შე­ტე­ვე­ბიც არ ახა­სი­ა­თებს – რო­გორც გითხა­რით, ილეთს კარ­გად გრძნობს და იშ­ვი­ა­თად, ვინ­მემ კონ­ტ­რ­შე­ტე­ვა­ზე მო­ა­ყო­ლოს. მი­სი კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბა ისაა, რომ წარ­მა­ტე­ბა ახალ სტი­მულს აძ­ლევს და მე­ტი მონ­დო­მე­ბით ვარ­ჯი­შობს, არ ახა­სი­ა­თებს „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი ავად­მ­ყო­ფო­ბა“ და „ქარ­თუ­ლი სე­ნი“, რო­ცა ერთ დიდ ტურ­ნირს მო­ი­გე­ბენ და მე­რე აგ­დე­ბუ­ლად ეკი­დე­ბი­ან ვარ­ჯიშს. ბუ­ნებ­რი­ვია, მას უფ­რო­სებ­ში თა­ვი­დან ცო­ტა გა­უ­ჭირ­დე­ბა – სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ქა­ლებ­თან ძა­ლით მა­ინც და­ი­ჩაგ­რე­ბა, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, ლი­ცენ­ზი­ა­ზე ვერ გა­ი­წი­ოს და თან ასაკ­თან ერ­თად ეს ხარ­ვე­ზიც გა­მოს­წორ­დე­ბა, 2-3 სე­ზონ­ში კი, თვი­თონ იქ­ცე­ვა მონ­ს­ტ­რად.

 

მა­რა­კეშ­ში ჩვენ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ, ჯამ­ში, 5 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა: 3 ოქ­რო და თი­თო ვერცხლ-ბრინ­ჯაო, და­ნარ­ჩე­ნი ოქ­რო­ე­ბი კი ბი­ჭე­ბის ნაკ­რებ­ზე მო­დის. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გარ­და, იქ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვლა­დი­მერ ახალ­კა­ცი (81) და ლა­შა ბე­ქა­უ­რი (90) გახ­დ­ნენ, ვერ­ცხ­ლის მე­დალს ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100) დას­ჯერ­და, ხო­ლო ტა­ტო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (81) მე­სა­მე­ზე გა­ვი­და. ამათ­გან მხო­ლოდ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა და ბე­ქა­ურ­მა შეძ­ლეს წლე­ულს დუბ­ლის შეს­რუ­ლე­ბა. ჩვე­ნი გუნ­დი­დან ბრინ­ჯა­ოს მო­პო­ვე­ბა მა­რი­ამ ჭან­ტუ­რი­ა­საც (70) შე­ეძ­ლო, იგი და­მამ­შ­ვი­დებ­ლის ფი­ნალ­ში გა­ვი­და, მაგ­რამ და­მარ­ცხ­და და მე­ხუ­თე­ზე დარ­ჩა. ამ წარ­მა­ტე­ბას გუნ­დურ ტურ­ნირ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ბრინ­ჯა­ოც და­ე­მა­ტა, პი­რა­დი პირ­ვე­ლო­ბის სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში კი მე­ო­რე­ზე ვართ იაპო­ნი­ის შემ­დეგ, ხო­ლო ბი­ჭებ­ში ჩვენ და იაპო­ნი­ას ზუს­ტად თა­ნა­ბა­რი ოდე­ნო­ბი­სა და სინ­ჯის მედ­ლე­ბი გვაქვს. თუმ­ცა იაპო­ნე­ლებ­მა იმით გაგ­ვის­წ­რეს, რომ, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი ჰყავთ. იაპო­ნე­ლებ­მა ბო­ლო დღეს, ბო­ლო წო­ნა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­რო­თი გაგ­ვის­წ­რეს. ბე­დის ირო­ნი­ით, ჩვენს მძი­მე­წო­ნო­სან გე­ლა ზა­ა­ლიშ­ვილს რომ და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა მა­თი მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნი სო­სუ­კე მა­ცუ­მუ­რა, მე­რე თუნდ სუ­ლაც უმედ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო; ანაც სუ­ლა­მა­ნი­ძეს ემარ­ჯ­ვა ფი­ნალ­ში იაპო­ნელ მე­ტო­ქეს­თან, ბი­ჭებ­ში იაპო­ნი­ა­საც გა­ვუს­წ­რებ­დით… ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს­თ­ვის სა­ა­მა­ყოა ისიც, რომ 81 კი­ლოგ­რამ­ში კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ერ­თ­ბა­შად ორი ქარ­თ­ვე­ლი ავი­და, რო­გორც ეს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­და. თუმ­ცა მა­შინ თუ ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი გვქონ­და, ახ­ლა ოქ­რო და ბრინ­ჯაო დაგ­ვ­რ­ჩა. არა­და, მა­რა­კეშ­შიც ახ­ლოს ვი­ყა­ვით ქარ­თულ ფი­ნალ­თან, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბო­და — სე­ზო­ნის ორი­ვე მთა­ვარ ტურ­ნირ­ზე, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქარ­თუ­ლი ფი­ნა­ლი გვე­ჭი­და­ვა, მაგ­რამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხ­და მას­ზე შე­და­რე­ბით უფ­რო სუსტ მე­ტო­ქეს­თან, ვი­საც მე­რე ფი­ნალ­ში ახალ­კაც­მა ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლი გდე­ბა ჩა­უ­ტა­რა; ილე­თი, რა­მაც უცხო­ე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი იმ­დე­ნად აღაფ­რ­თო­ვა­ნა, რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც ამა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ.

გუნ­დურ ტურ­ნირ­ში ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა თა­ვი­დან მა­რო­კოს და ბრა­ზი­ლი­ას მო­უ­გო ერ­თ­ნა­ი­რი ან­გა­რი­შით – 4:1, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსგავ­სად, კვლა­ვაც რუ­სეთ­თან და­მარ­ცხ­და 3:4. ბრინ­ჯა­ოს­თ­ვის პა­ექ­რო­ბა­ში გერ­მა­ნე­ლებს ისევ 4:1 მო­უ­გეს და რო­გორც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ამ­ჯე­რა­დაც მე­სა­მე­ზე გა­ვიდ­ნენ. ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის და­რად, გო­გო­ნებ­მა ახ­ლაც ბი­ჭებ­ზე უფ­რო და­მა­ჯე­რებ­ლად იას­პა­რე­ზეს. მა­გა­ლი­თად, იმა­ვე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა და ჭან­ტუ­რი­ამ ყვე­ლა პა­ექ­რო­ბა მო­ი­გეს.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

დატოვეთ კომენტარი