19 აპრილი, პარასკევი, 2024

ავტორიზაციის ახალი   სტანდარტები პროფესიულ განათლებაში

spot_img

ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლებ­მა იცი­ან, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან, ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. დარ­გის მეს­ვე­უ­რე­ბის, ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა თუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით კა­ნონ­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­სა და ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახალ ხა­რის­ხობ­რივ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა. ამის­თ­ვის კი არა­ერ­თი კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტი­სა თუ დე­ბუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას დახ­ვე­წი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი შე­ექ­მ­ნას. ერთ-ერ­თი ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტ­ზე ვე­სა­უბ­რეთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, კა­ხა­ბერ ერა­ძეს.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი

პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტი ბო­ლოს 2010 წელს დამ­ტ­კიც­და და დღემ­დე მოქ­მე­დებს. იგი სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით ამოწ­მებ­და სას­წავ­ლებ­ლებს — პროგ­რა­მუ­ლი ნა­წი­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი. გა­სუ­ლი წლე­ბის ანა­ლიზ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარი პროგ­რა­მულ ნა­წილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო ეთ­ქ­მო­და. დღეს სხვა რე­ა­ლო­ბა გვაქვს, ყვე­ლა­ზე მე­ტი ხარ­ვე­ზი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის ნა­წილ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. პროგ­რა­მუ­ლი ნა­წი­ლი ბევ­რად უფ­რო გა­მარ­თუ­ლია, ამის წი­ნა პი­რო­ბა კი ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი გახ­ლავთ, რა­საც კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტებს არ­ქ­მევს, რო­მელ­შიც ამომ­წუ­რა­ვა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი. ამი­ტომ, ამ მხრივ, პრე­ტენ­ზი­ე­ბი სას­წავ­ლებ­ლის მი­მართ, თით­ქ­მის აღარ გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურსს, აქ აუცი­ლე­ბე­ლი იყო ცვლი­ლე­ბა, რად­გან მოქ­მე­დი (ძვე­ლი) სტან­დარ­ტი მთლი­ა­ნად ეფუძ­ნე­ბო­და ექ­ს­პერ­ტის შე­ფა­სე­ბის გე­მოვ­ნე­ბას, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ერ­თხელ გახ­და და­ვის სა­გა­ნი; და­ბო­ლოს, ახალ­მა კა­ნონ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის, ანუ პე­და­გო­გი­სად­მი მიდ­გო­მა და ბუ­ნებ­რი­ვია ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და ასა­ხუ­ლი­ყო შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­შიც. ასე რომ, თქვე­ნი კითხ­ვის პა­სუ­ხად მოკ­ლედ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოქ­მედ­მა სტან­დარ­ტ­მა მთლი­ა­ნად ამო­წუ­რა თა­ვი­სი თა­ვი, თუნ­დაც იმ მხრივ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ახალ მიდ­გო­მებს, რო­მე­ლიც ბო­ლო წლებ­ში და­ი­ნერ­გა, ვგუ­ლის­ხ­მობ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბას და დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­მო­ტა­ნას პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რა­საც სხვაგ­ვა­რი რე­გუ­ლი­რე­ბა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იძ­ლე­ვა საკ­მა­რის სა­ფუძ­ველს, რომ შეგ­ვეც­ვა­ლა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მიდ­გო­მე­ბიც და პრო­ცე­დუ­რე­ბიც.

ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ კა­ნო­ნე­ბი­თა და თან­მ­დე­ვი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, შე­ფა­სე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თ­ვის 5 სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ — პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში აღარ გვექ­ნე­ბა პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია, იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია. არ იყო სწო­რი, რო­ცა სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, ხა­რის­ხობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა, რა­საც გუ­ლის­ხ­მობს აკ­რე­დი­ტა­ცია, მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბო­და. ამი­ტო­მაც შე­ერ­წყ­ა ეს ორი თე­მა ერ­თ­მა­ნეთს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტი ისე­თი­ვე სიღ­რ­მი­სე­ულ აქ­ცენ­ტებს აკე­თებს პროგ­რა­მის ში­ნა­არ­ს­ზე, რო­გორც ამას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ა­კე­თებ­და; კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა კო­ლე­ჯის მი­სი­ი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. მოქ­მე­დი სტან­დარ­ტით კო­ლე­ჯი კი ად­გენდს სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ უნ­და ჰქონ­დეს მი­სია და ის სა­ჯა­როდ იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მით, მაგ­რამ, რო­გორ, ამა­ზე არ კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­ს­პერ­ტის და საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ა­ფა­სოს მი­სი­ის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სცდე­ბა არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებს, ჩვენ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის უარის თქმის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი სტან­დარ­ტი ცალ­სა­ხად ეხე­ბა მი­სი­ის გა­აზ­რე­ბას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში კო­ლე­ჯებს მო­უ­წევთ, მე­ტად და­ფიქ­რ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მი­სი­ა­ზე, რა­თა უფ­რო რე­ა­ლის­ტუ­რი იყოს სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა. პრო­ცეს­ში უნ­და ჩა­ერ­თოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე (პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი, პარ­ტ­ნი­ო­რი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სტუ­დენ­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი…). ჩვე­ნი მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და მი­სი­ის თან­ხ­ვედ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­თან და პო­ლი­ტი­კას­თან. კო­ლეჯ­მა კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­როს, პროფ­გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან რო­მე­ლია მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სწო­რად და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თა­რი მი­სია და სტრა­ტე­გია პროფ­გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს.

მე­ო­რე სტან­დარ­ტი, პროგ­რა­მუ­ლი რე­სურ­სი, შე­ნარ­ჩუნ­და, თუმცა, რო­გორც გითხა­რით, უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა მი­სი შე­ფა­სე­ბა. ახა­ლი სტან­დარ­ტი გუ­ლის­ხ­მობს პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რი­სა და ში­ნა­არ­სის შე­სა­ბა­მი­სო­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტებთან, მაგ­რამ მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბა საკ­მა­რი­სი არ გახ­ლავთ. პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პერ­სო­ნალს კარ­გად უნ­და ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სი, რომ სას­წავ­ლო გეგ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რი და რე­ლე­ვან­ტუ­რი გა­მო­ვი­დეს, გო­ნივ­რულ დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ თუ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ზო­გა­დი ტრან­ს­ფე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და სტუ­დენტს პრო­ფე­სი­ას­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და, ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, ზო­გა­დი ტრან­ს­ფე­რუ­ლი უნა­რე­ბი მთე­ლი პროგ­რა­მის მან­ძილ­ზე ვი­თარ­დე­ბა, დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის უნა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კო­ლეჯ­მა სწო­რად გან­საზღ­ვ­როს პრაქ­ტი­კის გავ­ლის დრო, გან­სა­კუთ­რე­ბით, დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბი­სას — რა დროს გა­ა­ტა­რებს სტუ­დენ­ტი კო­ლეჯ­ში და რა დროს — სა­წარ­მო­ში. ამა­ვე სტან­დარ­ტით აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ზე, რომ მთლი­ა­ნად გა­მო­ი­რიცხოს ყო­ველ­გ­ვა­რი ფორ­მა­ლო­ბა.

შემ­დე­გი სტან­დარ­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბაა. თუ ად­რე კო­ლე­ჯის მიდ­გო­მა იყო, რა­ზეც მი­ი­ღო ავ­ტო­რი­ზა­ცია, იმ პროგ­რა­მას ხელს ვე­ღარ ახ­ლებ­და, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა გან­ვით­რე­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიდ­გო­მას, ახა­ლი სტან­დარ­ტი პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მით შე­უძ­ლე­ბე­ლია და­სა­ხუ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა, კო­ლე­ჯი ვალ­დე­ბუ­ლია, იზ­რუ­ნოს მის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე, შეც­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გან­ვი­თა­რე­ბა­ში ახა­ლი პროგ­რა­მე­ბის ინი­ცი­რე­ბაც იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს წი­ნა­რე კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კე­თე­ბულ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ დას­კ­ვ­ნებს, რად­გან პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო, ისე კერ­ძო რე­სურ­სებს. აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩან­დეს, რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მოთხოვ­ნი­ლი პროგ­რა­მა შრო­მის ბა­ზარ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნებ­ში შე­მო­დის ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა, შე­ჩე­რე­ბა, შეწყ­ვე­ტა აქამ­დე მთლი­ა­ნად ში­და რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ახა­ლი კა­ნო­ნით ის, ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე, გარ­კ­ვე­ულ რე­გუ­ლა­ცი­ებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბა მი­დის შე­სა­ბა­მის კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ზე, თუმ­ცა კო­ლე­ჯის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას სტუ­დენ­ტ­თა უფ­ლე­ბე­ბი, თა­ვად შეს­თა­ვა­ზოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს მათ მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს, ჰქონ­დეს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი სტა­ტის­ტი­კა, რა თქმა უნ­და, რჩე­ბა კო­ლე­ჯის მო­ვა­ლე­ო­ბად.

მე­ოთხე სტან­დარ­ტი ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს მო­ი­ცავს და გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ, ისე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალს. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის საკ­მა­რი­სო­ბა­ზე — შე­უძ­ლე­ბე­ლია 3 ადა­მი­ა­ნის რე­სურ­სით კო­ლე­ჯის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მარ­თ­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს და­უძ­ლე­ვე­ლი მი­სიაა. რო­ცა მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე (რა­საც კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს), დამ­ტ­კიც­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლი­სა და უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, კო­ლე­ჯე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს იგი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრი­ტე­რი­უ­მი. სქე­მის პრო­ექ­ტი უკ­ვე შე­ი­მუ­შა­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მა.

მე­ხუ­თე და ბო­ლო სტან­დარ­ტი მა­ტე­რი­ა­ლურ, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს და იმ სივ­რ­ცე­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას შე­ა­მოწ­მებს, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მო­ეთხო­ვე­ბათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ესაა: ბიბ­ლი­ო­თე­კა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რ­ცე, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა შშმ და სსსმ პი­რე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და შე­ფა­სე­ბი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ (სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნით) მა­სა­ლე­ბის, ნედ­ლე­უ­ლის შე­ნახ­ვი­სა და გან­კარ­გ­ვის რე­გუ­ლა­ცი­ებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტი სწავ­ლის პრო­ცეს­ში­ვე მი­ეჩ­ვი­ოს სი­მუ­ლა­ცი­ურ გა­რე­მო­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გან­კარ­გ­ვას. ასე­თი მიდ­გო­მა, ერ­თი მხრივ, ეკო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სებს და სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფ­რ­თხო­ე­ბას, ეს სა­კითხე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა და, ბუ­ნებ­რი­ვია, კო­ლე­ჯის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. თა­ვად და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­მე­დოდ დაც­ვა, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებ­ზე. ჩვენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ვა­ვა­ლებთ, რომ სტუ­დენ­ტებს სწო­რედ სას­წავ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ებ­ზე ჰქონ­დეთ წვდო­მა.

სი­ახ­ლეა სტან­დარ­ტ­ში ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც. და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მო­ეთხო­ვე­ბა, კარ­გად გან­საზღ­ვ­როს პროგ­რა­მის (და მთლი­ა­ნად კო­ლე­ჯის) ხა­რის­ხი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხი, თუნ­დაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ასე­ვე ჯგუ­ფე­ბის რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბის სა­კითხი, პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტის ზუს­ტი და რე­ა­ლის­ტუ­რი გა­წე­რა, რაც, ჩვე­ნი მხრი­დან, გა­რე ექ­ს­პერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

სულ ეს არის, რაც ახალ სტან­დარ­ტებს შე­ე­ხე­ბა. აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ (და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია) პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ეს არ იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, რად­გან სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის წყა­ლო­ბით, სას­წავ­ლებ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა სტან­დარ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­თან უკ­ვე თავ­სე­ბა­დო­ბა­შია, თუმ­ცა არის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ორ კვი­რა­ზე მე­ტია, ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­დი­ან სას­წავ­ლებ­ლებ­ში და აკე­თე­ბენ ახალ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის თვით­შე­ფა­სე­ბას, თით­ქოს, ისი­ნი ახა­ლი სტან­დარ­ტით გა­დი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ამ გზით ვი­გებთ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ ხარ­ვე­ზე­ბი, რომ და­ნერ­გ­ვამ­დე პე­რი­ო­დი მათ გა­სას­წო­რებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. დრო გვაქვს და ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას ვაგ­რ­ძე­ლებთ, მით უმე­ტეს, რომ სტან­დარ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბას მოყ­ვე­ბა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის გა­ნახ­ლე­ბა, უფ­რო მოქ­ნი­ლი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის მიდ­გო­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­და­ი­ხე­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის (მათ შო­რის კერ­ძო­სიც) და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა და ა.შ. იმე­დი გვაქვს, რომ ახალ სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვ­ლა, თა­ვის­თა­ვად, უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ ხა­რის­ხობ­რივ დო­ნეს.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები