არაფრისმომცემი არჩევითი პასუხების შემოხაზვა წარსულს ჩაბარდება

973

ერთიან ეროვნულ გამოცდებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აბიტურიენტებს 4 საგანში შეცვლილი ფორმატით მოუწევთ საგამოცდო ტესტების ჩაბარება. ცვლილება შეეხო ქართულ ენასა და ლიტერატურას, არჩევით ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხო ენებს. ყველაზე მრავალმხრივი ცვლილება კი ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდას შეეხო და 80-ქულიანი ტესტი 70 ქულაზე ჩამოვიდა. ცვლილების თანახმად, ტესტში ახლა 3 დავალება იქნება * ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური ქულა – 24) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 30). საგამოცდო ტესტიდან ამოღებულია 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი 5 ქულა დაემატა; შესაბამისად, შემცირდა საგამოცდო დროც და 3 საათი და 45 წუთით განისაზღვრა.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა ცვლი­ლე­ბა და რა მო­ლო­დი­ნი აქვთ — ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი კა­ხა ჯამ­ბუ­რია აცხა­დებს, რომ: „სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა და იც­ვ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც, ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გა­მოც­და სულ ერ­თ­ნა­ი­რი იყოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნ­და, გა­მოც­დაც უნ­და შე­იც­ვა­ლოს. სა­ერ­თოდ, ერ­თი და იმა­ვე ტი­პის და ერ­თი და იმა­ვე ფორ­მა­ტის გა­მოც­და ყო­ველ­თ­ვის იშ­ტამ­პე­ბა და ზე­პირ „შპარ­გალ­კებ­ში“ გა­და­დის, რაც, სხვა­თა შო­რის, ნაკ­ლე­ბად გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ობი­ექ­ტუ­რად შე­ფას­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უნა­რე­ბი და ცოდ­ნა.“

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ფსი­ქო­მეტ­რულ­მა ანა­ლი­ზის შე­დე­გებ­მაც გან­საზღ­ვ­რა: „ის და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამო­ვი­ღეთ — წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა — არ იძ­ლე­ო­და იმ­დე­ნად კარ­გად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ანუ ნაკ­ლე­ბად დის­კ­რი­მა­ნი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე და­ვა­ლე­ბა იყო. არა­და, ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­ითხოვ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ სა­ათს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­და ისე­დაც საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი იყო — 4 სა­ა­თი და 15 წუ­თი გრძელ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ბო­ლო წლე­ბის ანა­ლი­ზი­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ამ და­ვა­ლე­ბის ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე და ცო­ტა­თი შევ­ც­ვა­ლეთ თხზუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სა­დაც მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცა ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას —   ხუ­თი ქუ­ლა და­ე­მა­ტა ამ კრი­ტე­რი­უ­მებს, შე­ფას­დე­ბა არა მარ­ტო ის, რამ­დე­ნად კარ­გად იმ­ს­ჯე­ლა აპ­ლი­კან­ტ­მა, არა­მედ, რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­აზ­რა ტექ­ს­ტი.“

კა­ხა ჯამ­ბუ­რია სა­უბ­რობს გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტურ პა­რა­ლე­ლებს აკე­თებ­დ­ნენ და ამა­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის „როლს“ უფ­რო ხე­დავს, რად­გან: „ეტყო­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, ოღონდ კი რა­მე პა­რა­ლე­ლი იყოს თხზუ­ლე­ბა­ში, რომ ამით აპლიკანტებმა და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბა­ში მი­ი­ღონ ქუ­ლე­ბი. ეს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ასე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბი ახ­ლა, პი­რი­ქით, ქუ­ლას და­აკ­ლებს აბი­ტუ­რი­ენტს. გვქო­ნდა ისე­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი „მე­რანს“„წი­თელ­ქუ­დას“ ადა­რებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო სა­კითხ­თან; იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ჰენ­რი ტო­როს ცი­ტა­ტა/მო­საზ­რე­ბა და­ი­მოწ­მა „ვეფხის­ტყა­ო­სან­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და მას­თან. სა­ერ­თო­დაც ეს ცი­ტა­ტე­ბი მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ ბევრ რა­მეს იზე­პი­რებ­დ­ნენ და წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შტამ­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ს ცდი­ლობ­დ­ნენ. ეს, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ცუ­დი ტენ­დენ­ციაა. ამ ცვლი­ლე­ბე­ბით ასეთ ტენ­დენ­ცი­ებს გა­და­ვუ­კე­ტეთ გზა და მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად აზ­როვ­ნე­ბენ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი აქვთ, უფ­რო მე­ტად გა­მო­ი­ჩი­ნონ თა­ვი. ახ­ლა მათ მე­ტი დრო ექ­ნე­ბათ თხზუ­ლე­ბის და­სა­წე­რად.“

გა­მო­იწ­ვევს თუ არა შემთხ­ვე­ვითი სწო­რი პა­სუ­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბის შემ­ცი­რე­ბა ბა­რი­ე­რის გა­დამ­ლა­ხა­ვი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას — ამის შე­სა­ხებ კა­ხა ჯამ­ბუ­რია აცხა­დებს, რომ ამის წი­ნას­წარ 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გან­საზღ­ვ­რა ძა­ლი­ან ძნე­ლია, თუმ­ცა, გა­მო­რიცხავს, რომ ამან გაზ­არ­დოს გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: „არა მგო­ნია, იმი­ტომ, რომ რო­ცა ოთხი პა­სუ­ხი­დან ერთს ირ­ჩევ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი, შემ­დეგ ამ პა­სუ­ხებს იყე­ნებ­დ­ა თხზუ­ლე­ბის წე­რის დროს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ არას­წო­რი ჰქონ­და არ­ჩე­უ­ლი, თხზუ­ლე­ბის წე­რის დრო­საც არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ა და ამა­შიც კარ­გავ­დ­ა ქუ­ლებს. ამი­ტომ, ამ და­ვა­ლე­ბის ამო­ღე­ბას ეს გა­მარ­თ­ლე­ბაც აქვს — ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შეც­დო­მას უშ­ვებ­დ­ნენ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხე­ბი­ა­ნი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ, რად­გან ერ­თი და იმა­ვე ტექ­­ს­ტ­ზე იყო და­ვა­ლე­ბა“.

ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, პირ­ველ რიგ­ში, ნა­ხონ ტეს­ტის ნი­მუ­შე­ბი, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბებ­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­მარ­ტე­ბებ­თან ერ­თად, ნა­ე­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნ­და. „ვთხოვ მას­წავ­ლებ­ლებს, შე­ვიდ­ნენ ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ნა­ხონ რო­გო­რია მთლი­ა­ნად ტეს­ტი, გა­ეც­ნონ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­საც, რად­გან აქ გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია.“

სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცვლი­ლე­ბებს — აისა­ხე­ბა თუ არა ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მზა­დე­ბის ტექ­ნი­კურ პრო­ცეს­ზე და რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ან რე­პე­ტი­ტო­რებ­მა მა­თი მომ­ზა­დე­ბი­სას? რუ­სუ­დან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, მე­ექ­ვ­სე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ ტეს­ტი უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და ანა­ლი­ტი­კურ უნა­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბის ადეკ­ვა­ტურ გა­აზ­რე­ბა­ზე. მი­სი აზ­რით, აბი­ტუ­რი­ენ­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს — მა­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის ფორ­მას ან ში­ნა­არსს — ცვლი­ლე­ბე­ბი ოდ­ნა­ვა­დაც არ ეხე­ბა. ამ­ბობს, რომ ტეს­ტი კი არ გარ­თულ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, პი­რი­ქით, გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია, თუნ­დაც მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, მის­თ­ვის, რო­გორც პე­და­გო­გის­თ­ვის, მუ­შა­ო­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და იოლი გახ­და.

რუ­სუ­დან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბას გვთა­ვა­ზობს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე. რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­გორც გამ­ს­წო­რე­ბე­ლი, იმ ხარ­ვე­ზების დე­ტა­ლურ ანა­ლიზს აკე­თებს, რაც არ­სე­ბულ ტეს­ტის ფორ­მას ჰქონ­და: „ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ცვლი­ლე­ბებს მი­ვე­სალ­მე­ბი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმი­ტომ, რომ ტეს­ტი მო­ცუ­ლო­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით შემ­ცირ­და, რაც ძა­ლი­ან კარ­გია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ და უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბულ­ი იქ­ნე­ბი­ან იმა­ზე, რა­საც წე­რენ. ახ­ლა კი მთა­ვა­რი: ტეს­ტი უფო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და ანა­ლი­ტი­კურ უნა­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბის ადეკ­ვა­ტურ გა­აზ­რე­ბა­ზე. 2019 წლის სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­იდან ამო­ღე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტ­ზე დარ­თუ­ლი კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, ტექ­ს­ტის აღ­ქ­მის უნარ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ახ­ლო­ე­ბით, ათ ქუ­ლას „ჩუქ­ნი­და“ აბი­ტუ­რი­ენტს (გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც აძ­ლევ­და მას, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, მა­ინც ზღვრის გა­და­ლახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და). ეს ე.წ. შე­მო­სა­ხა­ზი კითხ­ვე­ბი (რო­გორც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი უწო­დებ­დ­ნენ) ში­ნა­არ­სის სწო­რად გა­სა­აზ­რებ­ლად იყო მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, აღ­მოჩ­ნ­და ერ­თ­გ­ვა­რი ცდუ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, რომ­ელ­საც ნაკ­ლე­ბად ეხერ­ხე­ბო­და ეპი­ზო­დის ანა­ლი­ზი და, რაც მთა­ვა­რია, წე­რა. საქ­მე ისაა, რომ მათ ეს სწო­რი, გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით და­წე­რი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, შე­სატყ­ვი­სი ცი­ტა­ტე­ბით, პირ­და­პირ გად­მოჰ­ქონ­დათ თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებ­ში, ავად თუ კარ­გად რამ­დე­ნი­მე ფრა­ზას ჩა­უ­მა­ტებ­დ­ნენ ან არ ჩა­უ­მა­ტებ­დ­ნენ და თე­მაც მზად იყო! ერ­თი ნა­წი­ლი („ჩა­მა­ტე­ბულ წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნე­ბი“) რა­ღაც ქუ­ლას იღებ­და კი­დეც და, რაც მთა­ვა­რია, კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც ამ გზას არ მი­მარ­თეს. სხვა­თა შო­რის, აქ უკა­ნას­კ­ნელ­ნი მეტ სტი­ლის­ტურ-გრა­მა­ტი­კულ შეც­დო­მებს უშ­ვებ­დ­ნენ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­მარ­თუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით კი არ „მა­ნი­პუ­ლი­რებ­დ­ნენ“, არა­მედ თა­ვად ქმნიდ­ნენ თე­მას. ასე რომ, ამ და­ვა­ლე­ბის ამო­ღე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ზუს­ტი იქ­ნე­ბა ზღვა­რი „თე­მის მკე­თე­ბელ­სა“ და „თე­მის შე­მოქ­მედს“ შო­რის.

ზე­და­პი­რუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, თით­ქოს თხზუ­ლე­ბის წე­რა „გარ­თულ­და“, მაგ­რამ დავ­ფიქ­რ­დეთ — ვის­თ­ვის და რა გვინ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი­სა­გან? რას ნიშ­ნავს ქარ­თუ­ლის, ამ მენ­ტა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის საგ­ნის, ცოდ­ნა? ახალ­გაზ­რ­და უნ­და იყოს მა­ტა­რე­ბე­ლი იმ კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბი­თია კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის და არ­სე­ბი­თია მი­სი ქვეყ­ნის­თ­ვის. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და იც­ნობ­დეს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბელ სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას (მწერ­ლო­ბას), შე­ეძ­ლოს იფიქ­როს, წე­როს, იმ­ს­ჯე­ლოს ამა­ზე (ახალს არა­ფერს ვამ­ბობ, ეს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი).

თხზუ­ლე­ბის გას­წო­რე­ბის სქე­მა 30-ქუ­ლი­ა­ნი გახ­და (ნაც­ვ­ლად 25-ქუ­ლი­ა­ნი­სა) და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. და­ვიწყოთ იმით, რომ რაც უფ­რო მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი და მრა­ვალ­ქუ­ლი­ა­ნია შე­ფა­სე­ბა, მით უფ­რო ზუს­ტი და ადეკ­ვა­ტუ­რია ის. გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გა­მოც­დო ნა­წე­რე­ბის სწო­რე­ბი­სას, მქონ­და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ შე­ფა­სე­ბა მა­ინც სა­შუ­ა­ლო დო­ნის აბი­ტუ­რი­ენ­ტ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გა­მორ­ჩე­ულ, ღრმად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­დებს არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სრუ­ლად გა­მო­ევ­ლი­ნათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ტექ­ს­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ქ­მის უნა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც უფ­რო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა, მით უფ­რო გა­ნირ­ჩე­ვა ერ­თ­მა­ნე­თის­გან სა­უ­კე­თე­სო, კარ­გი, სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი დო­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი.

ახ­ლა კი, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად. მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის სქე­მა­შია შე­ტა­ნი­ლი, სა­ა­ნა­ლი­ზო ტექ­ს­ტის ადეკ­ვა­ტურ გა­აზ­რე­ბას ეხე­ბა. ამ მხრივ იმ­დე­ნად მრა­ვალ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რიზს გვთა­ვა­ზობ­და გა­მოც­და, რომ აუცი­ლებ­ლო­ბამ მო­ი­ტა­ნა ამ პა­რა­მეტ­რის უფ­რო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნა. მა­გა­ლი­თად, წლე­ვან­დელ გა­მოც­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ფრაგ­მენ­ტი ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის, ამ ყოვ­ლად ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რის, უკა­ნას­კ­ნელ ღა­მეს შე­ე­ხე­ბო­და. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნა­მუ­შევ­რებ­ში ლა­მის იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ეს პერ­სო­ნა­ჟი. ახალ­გაზ­რ­და­თა ერ­თ­მა ნა­წილ­მა ტექ­ს­ტი ზუს­ტად ვერ აღიქ­ვა, არ გა­უ­წია ან­გა­რი­ში ტექ­ს­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ნე­რონს და ეს შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცი ჩაგ­რულ, დევ­ნილ, წა­მე­ბულ, ბრბოს­გან გა­თე­ლილ, ტრა­გი­კულ ფი­გუ­რად აღიქ­ვა. ასეთ აღ­ქ­მას ხე­ლი შე­უწყო ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სას მი­ღე­ბულ­მა ერ­თ­გ­ვარ­მა „შტამ­პ­მა“ — ბრბო უპი­რის­პირ­დე­ბა ინ­დი­ვიდს, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნეს. ერ­თი სიტყ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ამის მი­ზე­ზი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის აღ­ქ­მის უნა­რის არ­ქო­ნა ან ნაკ­ლე­ბო­ბაა და, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ფა­სე­ბის ამ პა­რა­მეტ­რის უფ­რო დე­ტა­ლი­ზე­ბით უკე­თეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ. გა­აზ­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი რამ მინ­და და­ვა­მა­ტო: საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­მა­მი ფან­ტა­ზი­აც ვერ წარ­მო­ი­სა­ხავს ისეთ მო­უ­ლოდ­ნელ „პა­რა­ლე­ლებს“, რომ­ლებ­საც ვაწყ­დე­ბით ხოლ­მე გას­წო­რე­ბი­სას. საქ­მე ისაა, რომ არ­სე­ბობ­და ე.წ. მე­ხუ­თე პა­რა­მეტ­რი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბას აფა­სებს. ჩემ მი­ერ ზე­მოთ და­მოწ­მე­ბულ და­ვა­ლე­ბა­ში კი იმ­პე­რა­ტო­რი ნე­რო­ნი ვის­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი — ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­თან, ჯო­ყო­ლას­თან, მა­რი­ტას­თან, აღა­ზას­თან, ბა­რა­თაშ­ვი­ლის „მე­რან­თან“, თვით აბო თბი­ლელ­თა­ნაც კი. სწო­რედ ამ რე­ა­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია, ალ­ბათ, ის, რომ აბი­ტუ­რი­ენტს, ასე­თი არა­ბუ­ნებ­რი­ვი თუ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბი­სათ­ვის, და­აკ­ლ­დე­ბა ქუ­ლე­ბი არა მარ­ტო წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბა­ში, არა­მედ ადეკ­ვა­ტურ გა­აზ­რე­ბა­ში. ზუს­ტი და ეფექ­ტუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბი­სათ­ვის კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ქუ­ლე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ის ქუ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ტეს­ტის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს და­ე­მა­ტა პა­რა­მეტ­რ­ში, რო­მე­ლიც მხატ­ვ­რულ ანა­ლიზს ეხე­ბა. ეს ორ­ქუ­ლი­ა­ნი კრი­ტე­რი­უ­მი სწო­რე­დაც რომ „ვერ ახერ­ხებ­და“ სა­უ­კე­თე­სო, კარ­გი და სა­შუ­ა­ლო დო­ნის ნა­წე­რე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას და აი რა­ტომ. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნა­მუ­შევ­რებ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი იყო გან­სა­ხილ­ველ ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ეპი­თე­ტი, შე­და­რე­ბა, გა­პი­როვ­ნე­ბა და ა.შ.), რო­მელ­თაც ეძ­ლე­ო­და ქუ­ლა ან ქუ­ლე­ბი. გას­წო­რე­ბის ახალ სქე­მა­ში კი ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და შე­ა­ფა­სოს და გან­საზღ­ვ­როს ის სტი­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მწე­რალს (ან მოყ­ვა­ნილ ეპი­ზოდს) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ხეს ანი­ჭებს. ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და გან­საზღ­ვ­როს რა ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს ტრო­პის ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა გმი­რის ხა­სი­ა­თის ან სი­ტუ­ა­ცი­ის უფ­რო მკვეთ­რად წარ­მო­სა­ჩე­ნად.

ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ტეს­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია უფ­რო აბი­ტუ­რი­ენ­ტის ანა­ლი­ზის უნარ­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­სა­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ, ადეკ­ვა­ტურ გა­აზ­რე­ბა­ზე და არა მე­ქა­ნი­კურ ცოდ­ნა­ზე ან გო­ნე­ბა­ში ზე­პი­რად ჩა­ნერ­გილ „შპარ­გალ­კა­ზე“. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ცა და შე­ფა­სე­ბაც გა­ცი­ლე­ბით უფ­რო გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ უხ­დე­ბათ დრო­ის და­ხარ­ჯ­ვა ე.წ. „თან­დარ­თულ“ კითხ­ვებ­ზე, მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, თა­ვად­ვე გა­ი­აზ­რონ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო ტესტს: რო­გორც გას­წო­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლი­დან ვხე­დავთ, ამო­ღე­ბუ­ლია მე­სა­მე და­ვა­ლე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ესე. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, მე, რო­გორც ფი­ლო­ლოგს, გუ­ლი მწყდე­ბა ამ სა­მუ­შა­ოს ამო­ღე­ბა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ორი­გი­ნა­ლუ­რი და მა­ღა­ლი დო­ნის თე­მე­ბი წა­მი­კითხავს. სა­ერ­თო­დაც, რო­გორც პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი ამ სეგ­მენ­ტ­ზე. მაგ­რამ, ისიც ფაქ­ტია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნა­წი­ლის­თ­ვის რთუ­ლად და­საძ­ლე­ვი იყო ეს სა­მუ­შაო. ხან­და­ხან უჭირ­დათ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის აღ­ქ­მა. მახ­სოვს, ორი წლის წინ, ილი­ას ცნო­ბილ სიტყ­ვებ­ზე: „დროა ხე­ლოვ­ნე­ბამ თა­ვი და­ა­ნე­ბოს უგე­მურ ღმე­ჭა­სა და თვა­ლე­ბის სრე­სა­სა…“ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უნ­და შე­ერ­ჩი­ათ ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი ამ აზ­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად და უნ­და მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ მათ მი­ერ­ვე შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რუ­ლი ანა­ლი­ზი. ნაშ­რო­მე­ბის ერთ ნა­წილ­ში სუ­რა­თი უც­ნა­უ­რი იყო — იაკობ ხუ­ცე­სი­დან დაწყე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩათ­ვ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი მოჰ­ყავ­დათ არ­გუ­მენ­ტად. და რაც მთა­ვა­რია, სულ სხვა ნა­წარ­მო­ე­ბის მხატ­ვ­რულ ანა­ლიზს გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ, ანუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბი­სას, რომ­ლის ზე­პი­რი „შპარ­გალ­კაც“ ჰქონ­დათ გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად, ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ 2019 წლის ტეს­ტი გა­ცი­ლე­ბით იოლი, მოქ­ნი­ლი და, შე­ფა­სე­ბის თავ­ლ­საზ­რი­სით, ზუს­ტია.“

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ცვლი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­საზღ­ვ­რავს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ, მი­სი აზ­რით, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოთხოვ­ნა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­უ­სა­ბა­მოა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­სა და პროგ­რა­მას­თან, სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო დრო არ ეთ­მო­ბა გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბას, აკა­დე­მი­უ­რი წე­რის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი კი სა­ერ­თოდ არ ის­წავ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სკო­ლის ბა­ზა­ზე ვერ იღე­ბენ იმ ცოდ­ნას, რაც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­თი მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა.

„15-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ მე­ტი ქუ­ლა, ასე­ვე მო­ცე­მუ­ლი კითხ­ვე­ბი მათ­თ­ვის იყო სა­ო­რი­ენ­ტა­ციო, რაც უად­ვი­ლებ­დათ ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და შემ­დ­გომ წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა, უბ­რა­ლოდ, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად უნ­და ას­წავ­ლოს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი ესეს წე­რა და მე­ტად დატ­ვირ­თოს საპ­როგ­რა­მო მა­სა­ლა გრა­მა­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლით, თუმ­ცა ეს ერ­თ­გ­ვა­რად რთუ­ლი სა­კითხია, რად­გან მე-12 კლა­სის პროგ­რა­მა ისე­დაც ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია,“ — ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე და, ამ ეტაპ­ზე,   ცვლი­ლე­ბას ნაჩ­ქა­რევს უწო­დებს:   „ნაჩ­ქა­რე­ვია, რად­გან მსგავს სი­ახ­ლე­ებს თან უნ­და ახ­ლ­დეს სას­კო­ლო პროგ­რა­მის ადაპ­ტი­რე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოთხოვ­ნებ­თან, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დე­ბა რე­პე­ტი­ტორ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი და სკო­ლის რო­ლი მი­ნი­მუ­მა­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი. მე-12 კლა­სის პროგ­რა­მა იმ­გ­ვა­რად უნ­და იყოს შედ­გე­ნი­ლი, რომ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ცოდ­ნა მარ­თ­ლ­წე­რის სა­კითხებ­სა და აკა­დე­მი­ურ წე­რა­ში გა­იღ­რ­მა­ვოს.“

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ენებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო ენე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამას ცვლი­ლე­ბა­საც ვერ და­არ­ქ­მევს, რად­გან სა­გა­მოც­დო ტეს­ტი­დან, უბ­რა­ლოდ, ამო­ღე­ბუ­ლია გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ხის ერ­თი და­ვა­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი უც­ვ­ლე­ლია — სირ­თუ­ლე, და­ვა­ლე­ბე­ბის ტი­პე­ბი, სი­დი­დე­ე­ბი. „ვიტყო­დი, რომ ტეს­ტის შე­მოკ­ლე­ბა უფ­როა, ვიდ­რე ცვლი­ლე­ბა.“ ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს მო­ლო­დი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად აქვს: „სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად ვხე­დავთ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხან­და­ხან ძა­ლი­ან კარ­გად წე­რენ გრა­მა­ტი­კის სა­ვარ­ჯი­შოს (სწო­რედ ეს სა­ვარ­ჯი­შო ამო­ვი­ღეთ), მაგ­რამ ამ ცოდ­ნას ვერ იყე­ნე­ბენ წე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გვინ­დო­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ყუ­რადღე­ბა უფ­რო მე­ტად გა­დაგ­ვე­ტა­ნა ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე წე­რით და­ვა­ლე­ბებ­ში. სხვაგ­ვა­რად ცოდ­ნას, დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში, მით უფ­რო უცხო ენის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­თ­ლა არ აქვს აზ­რი, თუ იმა­ზე არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ან­მა ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოს (მა­გა­ლი­თად, წე­რი­ლის, თე­მის და­წე­რი­სას), რად­გან ეს არის მთა­ვა­რი უნა­რი.

კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბის ტეს­ტი­დან ამო­ღე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, ისიც არის, რომ ზუს­ტად იმა­ვე სა­ხის და­ვა­ლე­ბე­ბია ე.წ. კა­ტის გა­მოც­და­ზე — მრა­ვალ­ჯე­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი გრა­მა­ტი­კის ცოდ­ნის შე­სა­მოწ­მებ­ლად. თუ გვინ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს (და ის ნამ­დ­ვი­ლად უნ­და იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი) სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის­გან, ცვლი­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. კა­ტის გა­მოც­და ნამ­დ­ვი­ლად ას­რუ­ლებს იმ ფუნ­ქ­ცი­ას, რომ მოს­წავ­ლემ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ა­დას­ტუ­როს, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მოც­და კი უფ­რო ამ­ბი­ცი­უ­რია და უნ­და შე­ა­მოწ­მოს, რამ­დე­ნად აქვს უნა­რი ადა­მი­ანს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლოს, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მოთხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, გა­ა­კე­თოს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი უცხო ენა­ზე, იმეტყ­ვე­ლოს, წე­როს. ეს მით უმე­ტეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი უმაღ­ლე­სებს შო­რის, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­მო­დი­ან ჩვენ­თან სას­წავ­ლებ­ლად და ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მი­დი­ან უცხო­ეთ­ში. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნიც სწო­რედ ამა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბაა. ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, ძვირ­ფა­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბო, გთხოვთ, უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ისე­თი სა­ხის და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.“

მი­სი აზ­რით, არც მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­იც­ვ­ლე­ბა რა­მე, მე­ტიც, ამ­ბო­ბს, რომ ძა­ლი­ან უკ­ვირს, რო­ცა ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე წე­რენ — „ე.ი. გრა­მა­ტი­კა არ უნ­და ვას­წავ­ლოთ?“ — ამ კითხ­ვის ავ­ტო­რებს კი­დევ ერ­თხელ ახ­სე­ნებს, რომ: „გრა­მა­ტი­კა ენის ხერ­ხე­მა­ლია ყვე­ლა ენა­ში და თუ ადა­მი­ან­მა გრა­მა­ტი­კა არ იცის, ვერც წა­ი­კითხავს, ვერც მო­ის­მენს, ვერც იმეტყ­ვე­ლებს და ვერც და­წერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გრა­მა­ტი­კის იგ­ნო­რი­რე­ბა, პი­რი­ქით, ძვე­ლე­ბუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ას­წავ­ლონ და მე­ტიც, კი­დევ უფ­რო კარ­გად. ამა­ვე დროს, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა მე­ტად მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა იმას, რომ ნას­წავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლონ წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას.“

მი­სი მთა­ვა­რი მო­ლო­დი­ნი კი, არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას,   შემ­თხ­ვე­ვით სწო­რი პა­სუ­ხის შე­მო­ხაზ­ვის დი­დი ალ­ბა­თო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა: „25-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ ოთხი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხი­დან, სულ რომ არა­ფე­რი ვი­ცო­დე, ერთ-ერთს მო­ვარ­ტყა. ამ ცვლი­ლე­ბით კი თა­ვი­დან ვი­შო­რებთ სწო­რედ ამ შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას, სა­მა­გი­ე­როდ აბი­ტუ­რი­ენტს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, ცოდ­ნა ორ წე­რით და­ვა­ლე­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნოს. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა 80-მდე ჩა­მო­ვი­და და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მოც­დო დროც 10 წუ­თით შემ­ცირ­და. ვფიქ­რობთ, ეს დრო საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კარ­გად გა­არ­თ­ვან თა­ვი სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბებს.“ — ამ­ბობს რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე.

ცვლი­ლე­ბას მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ჩვენ მი­ერ გა­მო­კითხუ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გე­ბიც და მთა­ვარ სი­კე­თედ სწო­რი პა­სუ­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­ხაზ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ამით გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა კი არ სუს­ტ­დე­ბა, პი­რი­ქით, ძლი­ერ­დე­ბა კი­დეც, რად­გან ესე­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტი, გრა­მა­ტი­კის ცოდ­ნის გა­რე­შე, მა­ღალ ქუ­ლას ვერ მი­ი­ღებს.

ნი­ნო ალა­ნია, ბა­თუ­მის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი: „თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით უცხო ენის სწავ­ლე­ბა გა­მიზ­ნუ­ლია სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენის შეს­წავ­ლა­ზე და ცალ­სა­ხად გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია თვი­თონ შე­ად­გი­ნოს წი­ნა­და­დე­ბა, ამის­თ­ვის ტესტს აქვს ესეს ნა­წი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლემ სწო­რედ მი­სი წე­რის დროს უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს გრა­მა­ტი­კუ­ლი ნორ­მე­ბის ცოდ­ნა.

ჩე­მი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად მი­ნა­ხავს, რომ ბევრს შე­ეძ­ლო გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავ­და ენის ცოდ­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბას ნაკ­ლე­ბი დრო და­უთ­მონ. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გარ­და, ბარ­დე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასეთ სპე­ცი­ფი­კურ ცოდ­ნას მო­ითხოვს. ასე რომ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ინც მო­უ­წევთ. რაც მთა­ვა­რია, ეს ცოდ­ნა და­ეხ­მა­რე­ბათ, უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დონ ესეს და­წე­რა.

ვფიქ­რობ, ეს ცვლი­ლე­ბა უფ­რო ად­რეც უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ტეს­ტი მთლი­ა­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს იზი­ა­რებს (იქ­ნე­ბა ეს კემ­ბ­რი­ჯის გა­მოც­დე­ბი თუ ტო­ი­ფე­ლის), ამი­ტომ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბის ამო­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლიც კი იყო. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი და­ვა­ლე­ბა ტეს­ტ­ში მი­მარ­თუ­ლია უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე და არა ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნა­ზე, ანუ მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნონ ენის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტით ვერ ვა­მოწ­მებთ, ეს სა­უბ­რის ნა­წი­ლია. ამის მი­ზე­ზი, ალ­ბათ ის არის, რომ ტექ­ნი­კუ­რა­დაა უფ­რო რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. სხვა მხრივ, ტეს­ტი სა­მი­ვე უნარ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კას, ჩე­მი აზ­რით, არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამ ცვლი­ლე­ბამ უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ხა­და მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნა, მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა პრაქ­ტი­კულ მხა­რეს — სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მიდ­გო­მებს. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მიდ­გო­მა კი გუ­ლის­ხ­მობს, მოს­წავ­ლემ ისე იცო­დეს გრა­მა­ტი­კუ­ლი დრო­ე­ბი, რომ წე­რი­სას შეძ­ლოს გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა და არა მი­ნიშ­ნე­ბე­ბით მიხ­ვედ­რა, ტეს­ტ­ში ეს „დრო“ ჩა­წე­როს თუ ის „დრო“. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რე­ა­ლუ­რად, საქ­მე არ გა­ურ­თულ­დათ, მაგ­რამ არც გა­უ­მარ­ტივ­დათ.“

მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე, ბაღ­და­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2018 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მფლო­ბე­ლი: „ძა­ლი­ან კარ­გია, უცხო ენის ტეს­ტი­დან რომ ამო­ი­ღეს გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო, რად­გან არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა ისეთ­მა მოს­წავ­ლე­მაც შე­იძ­ლე­ბა სწო­რად შე­მო­ხა­ზოს, რო­მელ­მაც არ იცის სწო­რი პა­სუ­ხი — უბ­რა­ლოდ გა­უ­მარ­თ­ლოს. არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბით ცოდ­ნა დი­დად არც მოწ­მ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ქუ­ლე­ბი ემა­ტე­ბო­დათ. ესეს წე­რის დროს კი გა­ცი­ლე­ბით უკეთ შე­იძ­ლე­ბა მა­თი ცოდ­ნა შე­ფას­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გა­ურ­თულ­და თუ არა აბი­ტუ­რი­ენტს/მოს­წავ­ლეს მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, გეტყ­ვით, რომ კი არ გა­ურ­თულ­დათ, არა­მედ მა­თი მომ­ზა­დე­ბა ახ­ლა უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი გზით წა­რი­მარ­თე­ბა. ვი­ცი, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გრა­მა­ტი­კა­ში ამ­ზა­დებ­დ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, მაგ­რამ მათ ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა უჭირ­დათ. არა­და, პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ამა თუ იმ გრა­მა­ტი­კუ­ლი წე­სის ზე­პი­რად ცოდ­ნა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით სწო­რედ ამა­ზე კეთ­დე­ბა აქ­ცენტი. თუმ­ცა, აქ­ვე გეტყ­ვით, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა ამით არ სუს­ტ­დე­ბა, ჩე­მი აზ­რით, პი­რი­ქით, ძლი­ერ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ვარ მომ­ხ­რე ცვლი­ლე­ბის და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს გა­კეთ­და — ახ­ლა სა­გა­მოც­დო ტეს­ტი მე­ტად იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და, რაც კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თა­ვი­დან ავი­რი­დებთ შემ­თხ­ვე­ვით სწორ პა­სუ­ხებს — რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე ბავ­შ­ვე­ბი: „აუ, გა­ვარ­ტყი სწო­რი პა­სუ­ხი“ — ეს აღარ იქ­ნე­ბა და არაფ­რის მომ­ცე­მი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხე­ბის შე­მო­ხაზ­ვა წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა.“

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი