19 აპრილი, პარასკევი, 2024

„დაბეჭდეთ ბარათი“ – 27 ივნისის 12:00 საათიდან აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას შეძლებენ

spot_img

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები, 27 ივნისის 12:00 საათიდან, ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის – online.naec.ge – პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობასთან ერთად, იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება:  საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს,  ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვებიან.

საგამოცდო ცენტრები, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

 საგამოცდო ცენტრებისა და მისასვლელი მარშრუტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები