19 აპრილი, პარასკევი, 2024

გარე დაკვირვების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 ნოემბრიდან დაიწყება და 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

spot_img

გარე დაკვირვების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 ნოემბრიდან დაიწყება და 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

„მათ მიეცემათ საშუალება, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია), გაიარონ გარედაკვირვება. ბუნებრივია, ეტაპობრივად ჩავრთვათ მათ პროცესში, მაგრამ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ  უპირატეს მდგომარეობაში არავის არ ჩავაყენებთ. მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ გაივლის პირველად და ვინ ბოლოს – მაისში, სტატუსს ერთდროულად მივანიჭებთ.  ყველას თანაბარ პირობებში ვაყენებთ, უბრალოდ, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც გარედაკვირვების პოტენციური მსურველია, ერთდროულად ვერ შევძლებთ გარედაკვირვების პროცესში ჩართვას. თავისთავად, ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი უფროსი მასწავლებელი ემზადება წამყვანის სტატუსისთვის. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყველა შეძლებს გარეედაკვირვების პროცესში ჩართვას და იმედია, სტატუსის ამაღლებასაც.“ – აცხადებს მანანა რატიანი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები