25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა

spot_img

2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა.

ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები);  გეოგრაფიის  (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები);ბიოლოგიის  (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები);ფიზიკის  (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის  (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. 

 

კერძოდ:

ქართული ენა და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები – 32 ქულა და მეტი.

გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები – 36 ქულა და მეტი.

ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები – 38 ქულა და მეტი.

ქიმია მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები – 55 ქულა და მეტი.

ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები – 58 ქულა და მეტი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება –  1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.

მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები – 43 ქულა და მეტი.

სპორტი 1–ლი – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – 1–ლი – მე–4 კლასები – 49 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ბუნებისმეტყველება – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

მათემატიკა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 43 ქულა და მეტი.

ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები); მათემატიკის (I-VI კლასები); უცხოური ენებისა (I-VI კლასები) და ქართულის როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) ტესტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. რომლებშიც აპლიკანტმა, იმისთვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%–ზე მეტი) ერთან უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის (I – IV კლასები) ტესტი შედგება 2 ნაწილისგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში, მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი – ანუ 8 ქულა ან მეტი.

ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), მათემატიკის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.

უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად. აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

ქართული როგორც მეორე ენა (I-XII კლასები) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%–ზე მეტი. კერძოდ: მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11 – გამსვლელი 5 ქულა და მეტი. კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 28, ხოლო გამსვლელი 12 ქულა და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი. პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 25 – გამსვლელი 11 ქულა და მეტი. ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამსვლელი ქულაა 11 – აქედან გამსვლელია 5 ქულა და მეტი.

⇒ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% – ანუ 14 ქულა და მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები