18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ა­ტეს­ტა­ტო და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში

spot_img

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, სო­ფო გო­გო­ძემ გა­მოც­დე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი წა­რად­გი­ნეს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰყ­ვა, უმე­ტე­სო­ბა, კა­ტის გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს კი ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­წი­ლი „ეჭ­ვის“ თვა­ლით უყუ­რებს და სვამს კითხ­ვას: ეს კარ­გია თუ ცუ­დი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ან რას და­ე­ფუძ­ნა სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ში ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა? შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სო­ფო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი იმ კვლე­ვის შე­დე­გებს და­ე­ფუძ­ნა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რომ და ნაეკ­მა ამ ბო­ლო დროს ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის შე­დე­გებ­მა კი ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბებს აუცი­ლებ­ლად მო­ითხოვ­და. ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გა­მოც­დე­ბის გაზ­რ­დი­ლ რა­ო­დე­ნო­ბას ასა­ხე­ლებს, რო­მელ­საც შე­დეგ­ზე ვერ გავ­ყა­ვართ. „12 გა­მოც­დაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა შეძ­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ეს არის მი­ნი­მუ­მი. თუმ­ცა, იმის­თ­ვის რომ შან­სე­ბი გა­ე­ზარ­დათ 17 გა­მოც­და­საც კი აბა­რებ­დ­ნენ — ეს არის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა რო­გორც სა­ა­ტეს­ტა­ტო, ისე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში), მთლი­ა­ნად გა­და­ერ­თო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სულ არ არის ეს არა­ლო­გი­კუ­რი, რად­გან, რო­ცა ამ­დე­ნი გა­მოც­დაა წინ, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ფიქ­რობს იმა­ზე, რომ წარ­მა­ტე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერც ატეს­ტატს მი­ი­ღებ და ვერც უმაღ­ლეს­ში ჩა­ა­ბა­რებ. ამი­ტომ ამოტ­რი­ალ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და მთლი­ა­ნად გა­მოც­და­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და“.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ერ­თოდ აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მან სკო­ლის გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ბავ­შ­ვე­ბი გაც­დე­ნე­ბის მა­ღა­ლი და­საშ­ვე­ბი პრო­ცენ­ტით სარ­გებ­ლო­ბენ და აღარც კი და­დი­ან სკო­ლა­ში, რად­გან ასე უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს — ემ­ზა­დე­ბი­ან კერ­ძოდ, რე­პე­ტი­ტო­რებ­თან. რო­გორც კვლე­ვი­დან გა­მოვ­ლინ­და, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს კი არა, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც აკის­რე­ბენ, ვის­თა­ნაც ემ­ზა­დე­ბი­ან. „ამი­ტომ სკო­ლის რო­ლი თან­და­თან დაკ­ნინ­და, მას პა­სუხს ვე­ღარც მშო­ბე­ლი სთხოვს და დი­რექ­ტო­რიც იმას ამ­ბობს, რომ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად აქვს, რად­გან, მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან.“ — ამ­ბობს სო­ფო გორ­გა­ძე.

ცვლი­ლე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იმა­საც ასა­ხე­ლებს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად ისეთ საგ­ნებ­საც აბა­რე­ბენ,   რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კას არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხე­ვე­ვა, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე აბა­რებს და არ­ჩე­ვით საგ­ნად დარ­გის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად რე­ლე­ვან­ტურ გა­მოც­დას — ის­ტო­რი­ას ან გე­ოგ­რა­ფი­ას ირ­ჩევს: „რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვკითხეთ ასე რა­ტომ ხდე­ბა, გვითხ­რეს, რომ ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან და­ა­მა­ტონ არა რე­ლე­ვან­ტუ­რი, არა­მედ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის უფ­რო იოლი გა­მოც­და. მა­გა­ლი­თად, ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე თუ და­ა­მა­ტე­ბენ ფი­ზი­კას, უფ­რო რე­ლე­ვან­ტუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ამ საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბას ერი­დე­ბი­ან, რად­გან ფიქ­რო­ბენ, შან­სი ნაკ­ლე­ბი აქვთ. ამი­ტომ ირ­ჩე­ვენ მათ­თ­ვის შე­და­რე­ბით მარ­ტივ საგ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაც იძუ­ლე­ბუ­ლია არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს სა­გან­ზე, მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ მსურ­ველ­თა მო­ტი­ვა­ცია არ შემ­ცირ­დეს.“

ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კი­დევ ერთ მი­ზე­ზად ოჯა­ხე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის ზ­რ­და და­სა­ხელ­და. ამას კვლე­ვაც არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ვი­ცით, რომ და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა დი­დი პრო­ცენ­ტი საგ­ნებ­ში კერ­ძო რე­პე­ტი­ტორ­თან ემ­ზა­დე­ბა. რე­ფორ­მის ჯგუ­ფი აქ კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას — ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­საც ხე­დავს — იმ ბავ­შ­ვე­ბის 80-ზე მე­ტი პრო­ცენ­ტი ემ­ზა­დე­ბა რე­პე­ტი­ტო­რებ­თან, რო­მელ­თა ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი 1000 ლარ­ზე მე­ტია,   400 ლა­რის ან ნაკ­ლე­ბი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი­დან კი მხო­ლოდ 30 პრო­ცენტს შე­უძ­ლია შვი­ლი კერ­ძოდ მო­ამ­ზა­დოს. სო­ფო გორ­გო­ძე ამ­ბობს, რომ, ზო­გა­დად, მშობ­ლე­ბის და­ნა­ხარ­ჯი ძა­ლი­ან დი­დია, კვლე­ვის შე­დე­გად, მხო­ლოდ მე-12 კლას­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მი­ლი­ო­ნამ­დე ადის.

სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით მი­ვიდ­ნენ, მი­ნი­მუმ, 12 გა­მოც­დი­დან, მი­ნი­მუმ, 3 გა­მოც­დამ­დე. თუ უნი­ვერ­სი­ტეტს არ ექ­ნე­ბა გა­მოც­დის და­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლი, ეს მის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ­კი რო­მე­ლი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ამის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს ცენ­ტ­რი მზა­დაა და­ეხ­მა­როს და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, ჩა­რიცხ­ვა ისევ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა, საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი არ აქვთ, რად­გან, რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­დეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ლა მუ­შა­ო­ბენ. ერ­თი რამ კი უდავოა — შე­იც­ვ­ლე­ბა გრან­ტის მო­პო­ვე­ბის წე­სიც და ეს ცვლი­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი­ცაა, რად­გან სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის ნუს­ხა იც­ვ­ლე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ნაცხა­დეს, რომ გრან­ტის მი­ღე­ბის ახა­ლი წე­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი.

სო­ფო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­დე­ლი წარ­მო­ად­გი­ნეს, ის აუცი­ლებ­ლად კი­დევ უფ­რო და­იხ­ვე­წე­ბა და ცენ­ტ­რი ღიაა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თ­ვის. ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვამ­დე დარ­ჩე­ნილ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს სწო­რედ იმის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რომ უკეთ გან­საზღ­ვ­რონ რის­კე­ბი და წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჩ­ნ­დეს. „ვეც­დე­ბით, რომ ძა­ლა­ში შე­ვიდეს მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წი­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმ შე­დე­გის მომ­ტა­ნი გახ­დე­ბა, რი­სი მო­ლო­დი­ნიც გვაქვს.“ — გვითხ­რა სო­ფო გორ­გო­ძემ.

ამის გარ­და, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე მათ ჩა­რიცხ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ნაცხა­დეს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა და, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იმა­ვე ფორ­მა­ტით გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­თი ჩა­რიცხ­ვა აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ოსუ­რე­ნო­ვან და აფხა­ზუ­რე­ნო­ვან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ზაფხულ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ისი­ნი ოსური ან აფხა­ზუ­რი ენის ტესტს უნა­რე­ბის ტეს­ტის მსგავ­სად ჩა­ა­ბა­რე­ბენ, წელ­ს­ვე ამოქ­მედ­დე­ბა.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვის მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს ასე გან­მარ­ტავს: „ვე­ლო­დე­ბით სკო­ლის რო­ლის თან­და­თან ზრდას, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე მეტ ორი­ენ­ტა­ცი­ას, ფო­კუ­სი­რე­ბას რე­ა­ლურ ცოდ­ნა­ზე და არა გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე; გა­მოც­დე­ბის დუბ­ლი­რე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი და თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გი იქ­ნე­ბა, რად­გან ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ორ­ჯერ აღარ მო­უ­წევს მოს­წავ­ლეს. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რო­მელ­საც ცვლი­ლე­ბე­ბით ვვა­რა­უ­დობთ და რო­მე­ლიც ასე­ვე ლო­გი­კუ­რი მეჩ­ვე­ნე­ბა. და­ბო­ლოს — უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ეტა­პობ­რი­ვად ზრდა.“

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, კვლე­ვით გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, იმ ძი­რი­თად მო­ტი­ვა­ტო­რებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად. თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, მა­ინც გა­მოც­დებ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ას ასა­ხე­ლებს: „ამას ადას­ტუ­რებს ამ სფე­რო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კვლე­ვა და, ვფიქ­რობ, დაგ­ვი­მოწ­მებს ბევ­რი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტიც, რომ გა­მოც­დებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბა­ში არა­ნა­ირ გრძელ­ვა­დი­ან შე­დეგს არ იძ­ლე­ვა. მით უმე­ტეს, მა­შინ, რო­ცა გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 12-ზე მე­ტია. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არის გა­და­ფარ­ვაც, დუბ­ლი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებს უწევთ ერ­თი და იმა­ვე სა­გან­ში რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბი სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დად გა­და­ვაქ­ცი­ეთ, იმის ნაც­ვ­ლად, რომ მთე­ლი ორი წე­ლი სკო­ლა­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­სა და საგ­ნე­ბის უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლას მო­ვახ­მა­როთ. რე­ა­ლუ­რად, სკო­ლას ფუნ­ქ­ცია და­ვა­კარ­გ­ვი­ნეთ და მოს­წავ­ლე­ე­ბის და მშობ­ლე­ბის ორი­ენ­ტა­ცია მთლი­ა­ნად სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ზე მივ­მარ­თეთ. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მთელ დროს (ეს კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა) გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბას უთ­მო­ბენ, რო­მელ­შიც მშობ­ლე­ბი დიდ ფი­ნან­სურ რე­სურსს დე­ბენ. ეს არის და­ნა­ხარ­ჯი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ირ გრძელ­ვა­დი­ან შე­დეგს არ იძ­ლე­ვა, რაც მთა­ვა­რია, ცუ­დად აისა­ხე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ნა­წილ­შიც, რად­გან ეს არ არის ცოდ­ნა ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის, ეს არის დრო­ე­ბი­თი, დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნა, უბ­რა­ლოდ, გა­მოც­დის გა­და­სა­ლა­ხა­ვად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაა სკო­ლისთ­ვის კუთ­ვ­ნი­ლი ფუნ­ქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა და პე­და­გო­გე­ბის, დი­რექ­ცი­ი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის ძი­რი­თად საზ­რუ­ნა­ვად სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა და არა რე­პე­ტი­ტო­რი­დან რე­პე­ტი­ტორ­თან სირ­ბი­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. და­მე­თან­ხ­მე­ბით, დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნა, ძა­ლი­ან მძი­მედ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის/აბი­ტუ­რი­ენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბა­ზე.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა კა­ტის გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბაა. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხდე­ბო­და გა­და­ფარ­ვა და აქაც ორი­ენ­ტა­ცია გა­და­ტა­ნი­ლი იყო მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ნა­წილ­ზე. ამი­ტომ მი­ვი­ღეთ მი­სი გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­კ­ვე­თეთ, არის, 2020 წლის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­კითხე­ბი და­ვუ­ახ­ლო­ვოთ სკო­ლის პროგ­რა­მას. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი სხვა­ო­ბა იყოს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი­სა და სკო­ლის გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მებს შო­რის, არ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა ბავშვს აძ­ლევ­დეს სხვა ცოდ­ნას და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ეროვ­ნუ­ლ გა­მოც­დებ­ზე, სა­ერ­თოდ სხვა ცოდ­ნას ვთხოვ­დეთ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამ სხვა­ო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად — რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბით წელ­საც ვეც­დე­ბით, მაგ­რამ 2020 წ­ლის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი მა­ქსი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სკო­ლის პროგ­რა­მას­თან. ეს ნამ­დ­ვი­ლად მოგ­ვ­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სკო­ლას თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია და­ვუბ­რუ­ნოთ და ეროვ­ნულ გა­მოც­დებს — თა­ვი­სი.

ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ფორ­მა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის ზრდაა. ბევ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­გან გვსმე­ნია ჩი­ვი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს აბი­ტუ­რი­ენ­ტის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, მი­ვე­დით დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გი ფორ­მაა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ ამ პრო­ცესს რა კომ­პო­ნენტს და­ა­მა­ტე­ბენ. ამის გა­კე­თე­ბას ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვთხოვ­და, მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი ამ­ბობ­და, რომ უნ­დათ ერ­თი კი არა, რამ­დე­ნი­მე რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­გ­ნის და­­მა­ტება. ჩვენ მივ­ცემთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ უფ­ლე­ბას, მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტია.“

ლალი ჯელაძე

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები