1 ოქტომბრიდან რამდენი იქნება სტატუსის დანამატი – მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“

15823

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა (შემდგომში – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.

ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:

უფროსი მასწავლებლისათვის – 470 ლარი;

წამყვანი მასწავლებლისათვის –  850 ლარი;

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1150 ლარი. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  ბრძანების (№187/ნ)  სრული ვერსია  „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ იხილეთ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4651816?fbclid=IwAR1TrMhz1F2XI40gETD2Pip3DNhoumBVQ82uLd6LAuUaKogPuhb_tLzEnX4&publication=0

დატოვეთ კომენტარი