19 აპრილი, პარასკევი, 2024

წინა წელთან შედარებით, დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა 5,3 % შემცირდა

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისთვის არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა –  2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.  რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა კი (17.0%) იმერეთში დაფიქსირდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წლევანდელ სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა შემცირდა.

⇒ 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

მცირე ცვლილებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ, სასწავლო წლის დასწყისში მოსწავლეთა რაოდენობა 592.9 ათასი იყო, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. მათგან საჯარო სკოლებში 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მათგან  47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.7%) თბილისში სწავლობს.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები