24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წიგ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე უნ­და იყი­დე­ბო­დეს

spot_img
წელს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­და. რო­გორც სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, ძა­ლის­ხ­მე­ვა არ და­ი­შუ­რეს, რომ პრო­ცე­სი სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თუ­ლი­ყო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ყო­ფი­ლი­ყო. ამ­ბო­ბენ, რომ გა­მომ­ცემ­ლე­ბის შე­ნიშ­ვ­ნე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხე­და­ვენ ამ პრო­ცესს თა­ვად გა­მომ­ცემ­ლე­ბი, რო­გო­რია მა­თი მო­საზ­რე­ბა წლე­ვან­დე­ლი გრი­ფი­რე­ბის შე­სა­ხებ.
გვე­სა­უბ­რე­ბა თი­ნა­თინ კუ­ხი­ა­ნი­ძე, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

– კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად რომ ავი­ღოთ, ზო­გა­დად, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია, წიგ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე უნ­და იყი­დე­ბო­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლებ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი გა­მოს­ცე­მენ, ისი­ნი უნ­და ყიდ­დ­ნენ თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე. ეს, რა თქმა უნ­და, არ გა­მო­რიცხავს უფა­სო ეგ­ზემ­პ­ლა­რებს. ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არის მსგავ­სი პრაქ­ტი­კა — სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბის­გან ყი­დუ­ლობს ბეჭ­დურ ეგ­ზემ­პ­ლა­რებს და მე­რე ური­გებს სკო­ლებს. გა­სულ წლებ­ში, უფ­რო სწო­რად, 2000-იანე­ბის და­საწყის­ში, რო­დე­საც გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი და­იწყო, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შეს­ყიდ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თ­ვის. 2012-ში სუ­რა­თი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, სა­მი­ნის­ტ­რო თვი­თონ ბეჭ­დავს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ჯერ აცხა­დე­ბენ ტენ­დერს, შემ­დეგ ბეჭ­და­ვენ და არი­გე­ბენ სკო­ლებ­ში. ნამ­დ­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ, ამ კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ბეჭ­დავს, წლე­ვან­დე­ლი წე­ლი ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, უფ­რო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვი­საც — მე­ტად მი­სა­ღე­ბი და უფ­რო აქ­ტი­უ­რა­დაც ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი. მაგ­რამ, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი, ზო­გა­დად წიგ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ამ დროს ხდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია ფა­სებ­ში, ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი კი ამას აფერ­ხებს.

– შარ­შან იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი დარ­ჩა სკო­ლის მიღ­მა…

– ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი რამ არ მომ­ხ­და­რა. ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გრი­ფი­რე­ბუ­ლე­ბი­დან პირ­ველ სა­მე­ულს ბეჭ­დავს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლა მი­ი­ღო. ეს ქუ­ლა შე­წო­ნი­ლია და გა­მო­ი­ან­გა­რი­შე­ბა რო­გორც შე­ფა­სე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის­გან, ასე­ვე იმ ფა­სის­გან, რა ფას­დაკ­ლე­ბას აკე­თებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა. თუმ­ცა, მე არ მახ­სენ­დე­ბა, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის მქო­ნე წიგ­ნი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სკო­ლის გა­რეთ. რო­დე­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­შუ­ა­ლო, ზღვარ­ზე არც ისე მა­ღა­ლი, შე­ფა­სე­ბა აქვს და არც ფას­დაკ­ლე­ბაა მა­ღა­ლი, შე­საძ­ლოა, დარ­ჩეს, მაგ­რამ, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც დარ­ჩა სკო­ლის გა­რეთ, მე არ მახ­სენ­დე­ბა.

თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო მა­ღალ­ქუ­ლი­ან­მა და და­ბალ­მა ფას­დაკ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბოს ის, რომ და­ბალ­ქუ­ლი­ა­ნი და მა­ღალ­ფას­დაკ­ლე­ბი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­ირ­ჩეს. ფა­სი ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სა­ბო­ლოო ქუ­ლის მი­ღე­ბა­ში. ვთქვათ, თუ ვი­ღა­ცას 99%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა აქვს, შენ კი — ნაკ­ლე­ბი, ეს ნამ­დ­ვი­ლად მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას სა­ბო­ლოო ქუ­ლა­ზე. ოღონდ უმაღ­ლეს­ქუ­ლი­ან წიგ­ნ­ზე რამ­დე­ნად ახ­დენს ეს გავ­ლე­ნას, არ ვი­ცი, მაგ­რამ ნაკ­ლებ­ქუ­ლი­ა­ნი სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ბა.

სა­მი­ნის­ტ­რომ ყვე­ლა გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­ის­ყი­და, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა არ და­ბეჭ­დი­ლა, მაგ­რამ შიგ­თავ­სი ჩვენ­გან შე­ის­ყი­და. აქ ორი კომ­პო­ნენ­ტია: ერ­თი — იხ­დი­ან ფასს შიგ­თავ­ს­ში, ანუ მომ­ზა­დე­ბულ ფა­ილ­ში და მე­ო­რე — რამ­დენ ცალ­საც ბეჭ­და­ვენ, კონ­კ­რე­ტულ ეგ­ზემ­პ­ლარ­ზე გარ­კ­ვე­ულ თან­ხას უხ­დი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბებს. თუ გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­მე­ულ­ში ვერ მოხ­ვ­დე­ბა, სა­მი­ნის­ტ­რო მი­სი შიგ­თავ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მა­ინც იხ­დის, რად­გან ის გრი­ფი­რე­ბუ­ლია. ეს, რაც წლე­ვან­დელ გრი­ფი­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, შარ­შან მსგავ­სი რამ არ მომ­ხ­და­რა, გრი­ფი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ჩვენ­გან მა­ინც არ იყი­დეს.

– სა­მი­ნის­ტ­რო მე-8 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. მი­ი­ღებთ თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? ხომ არ არის გრი­ფი­რე­ბის წეს­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა?

— ჩვენ უკ­ვე და­ვიწყეთ მზა­დე­ბა იმი­ტომ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ჩვენ წი­ნა­შეა და ბევრ სა­გან­ში ვამ­ზა­დებთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ამი­ტომ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ გრი­ფი­რე­ბა­ში.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ექ­ს­პერ­ტებს. ექ­ს­პერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი გვქონ­და — სჯობს, რომ ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ას­წო­რებს, არ იყოს ანო­ნი­მუ­რი, მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში უნ­და შე­გეძ­ლოს მათ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. წელს სა­მი­ნის­ტ­რომ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

გარ­და ამი­სა, წი­ნა წლის შე­ფა­სე­ბის ნაკ­ლი ის იყო, რომ ერ­თი ექ­ს­პერ­ტი კონ­კ­რე­ტუ­ლად ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კითხუ­ლობ­და, წერ­და რა­ღაც ქუ­ლებს და მას არ ეძ­ლე­ო­და შე­და­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ­დე­ნად, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი იყო, რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში წერ­და ამა თუ იმ ქუ­ლას. წელს გვპირ­დე­ბი­ან, რომ ექ­ს­პერტს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც ნა­ხოს და ქუ­ლე­ბი შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წე­როს, რაც უდა­ვოდ წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იტყო­დით იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე? თქვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბას ჰქონ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა იმ პრინ­ციპს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­დაწყ­და ახა­ლი „დე­და ენის“ მომ­ზა­დე­ბა, რა­ტომ არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ნი­ნო გორ­დე­ლა­ძი­სა და გვან­ცა ჩხენ­კე­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამ პრო­ცესს?

– ეს პრო­ცე­სე­ბი ჩვენ­თ­ვის ცო­ტა ბუნ­დო­ვა­ნია და ვერ ვხვდე­ბით, რა­ტომ დად­გა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი პო­ზი­ცია „დე­და ენის“ მი­მართ ასე­თია: რაც, თა­ვის დრო­ზე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, ეს ნამ­დ­ვი­ლად იყო სი­ახ­ლე და ბევ­რი რამ „ამო­აბ­რუ­ნა“ წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლის პრო­ცე­სებ­ში. მის წე­რი­ლებ­ში წე­რია, რომ მე ეს გა­ვა­კე­თე და და­ნარ­ჩე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის მი­მინ­დიაო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ფე­ხი უნ­და ავუწყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას და წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბა უფ­რო და უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით უნ­და გან­ვა­ვი­თა­როთ. შე­სა­ბა­მი­სად, ისევ იმ ძვე­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, რაც მან თა­ვის დრო­ზე გა­ა­კე­თა, ვფიქ­რობთ, ნამ­დ­ვი­ლად არას­წო­რია. ტექ­ს­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­ტექ­ს­ტი­და­ნაა ამო­ვარ­დ­ნი­ლი. იმ დროს, რო­დე­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლა იგეგ­მე­ბო­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, მი­წა­ზე მო­მუ­შა­ვე ხალ­ხი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მოთხ­რო­ბებ­ში მთა­ვა­რი ეს თე­მა­ტი­კაა. ვფიქ­რობთ, დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ში­ნა­არსს და­კარ­გავს და იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს იმ დიდ ღვაწლს, რაც ახა­ლი თა­ო­ბის თვალ­ში ჰქონ­და, და­უ­კარ­გავს. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ „დე­და ენა“ ის სა­ფუძ­ვე­ლია, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ეს არ არის მო­ცე­მუ­ლო­ბა. ასე­თია ჩვე­ნი პო­ზი­ცია.

თვი­თონ იმ პრო­ცე­სებ­ზე, რაც მოხ­და, კო­მენ­ტარს ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ, მხო­ლოდ იმის თქმა შეგ­ვიძ­ლია, რომ ბუნ­დო­ვა­ნი და გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა­ტომ მოხ­და.

ორი წლის წინ, ზაფხულ­ში, გა­მოცხად­და, რომ ჩა­ტარ­დე­ბო­და კონ­კურ­სი „დე­და ენის“ შე­სა­ტა­ნად სკო­ლებ­ში. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გრი­ფი­რე­ბა­ზე კი არ შეგ­ვე­ტა­ნა, იმ კონ­კურ­ს­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იყო ასე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ გრი­ფი­რე­ბა­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ, შე­ვი­დეს ქარ­თუ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და ცალ­კე იყოს „დე­და ენის“ კონ­კურ­სი (ვინ რო­გორ სა­ვარ­ჯი­შო­ებს მო­ამ­ზა­დებს და ა.შ.), მაგ­რამ შე­ტა­ნაც ვერ მო­ვას­წა­რით, ისე გაქ­რა ეს კონ­კურ­სი. აი, მე­რე რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და, აღარ ვი­ცით.

– გარ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა, რას სთა­ვა­ზობთ სკო­ლებს?

– გვაქვს და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, გა­მო­ვე­ცით კა­ტა­ლო­გი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ვგეგ­მავთ. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რაა, რაც გა­ეშ­ვა პორ­ტა­ლი sulakauri.edu.ge, რო­მელ­ზეც ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა ონ­ლა­ინ. ასე­თი მე­სი­ჯი გვაქვს – და­ტო­ვე წიგ­ნი სკო­ლა­ში და შე­იმ­სუ­ბუ­ქე ჩან­თა.

შე­გიძ­ლია ჩან­თა და­ტო­ვო სახ­ლ­ში და ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ნა­ხო და­ვა­ლე­ბა. ვთქვათ, გა­სა­კე­თე­ბე­ლი გაქვს მა­თე­მა­ტი­კის რო­მე­ლი­მე სა­ვარ­ჯი­შო, არ არის სა­ჭი­რო წიგ­ნის გა­დაშ­ლა, შენს მოწყო­ბი­ლო­ბა­ში (გინ­და კომ­პი­უ­ტერ­ში, გინ­და მო­ბი­ლურ­ში) ამო­ი­კითხავ ამო­ცა­ნის პი­რო­ბას და და­წერ. ეს, რა თქმა უნ­და, გა­ცი­ლე­ბით იაფია, ვიდ­რე ბეჭ­დუ­რი ეგ­ზემ­პ­ლა­რი. ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა დრო­ით ყი­დუ­ლობ (იმი­ტომ, რომ ეს წიგ­ნი ნა­წი­ლე­ბა­დაა დაშ­ლი­ლი), შე­გიძ­ლია 3 თვით იყი­დო, 1/2 ან ერ­თი წლით. პორ­ტალ­ზე არის რო­გორც დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა (რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის), ასე­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­სარ­გებ­ლოა მშობ­ლე­ბის­თ­ვის — და­ეხ­მა­რე­ბათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში რა წა­ა­კითხონ შვი­ლებს. მსგავ­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. გვინ­და, ამ პორ­ტა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბიც გა­მოვ­ცეთ.

ზო­გა­დად, დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მხრივ, გა­ი­სად, უფ­რო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დე­ბით სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას იმი­ტომ, რომ ბევ­რი იდეა გვაქვს და გვინ­და, ბევ­რი კარ­გი დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლა გვქონ­დეს ყვე­ლა სა­გან­ში, სა­დაც ახა­ლი სას­წავ­ლო ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა იქ­ნე­ბა (გა­ი­სად – მერ­ვე კლა­სის ჩათ­ვ­ლით).

– სა­უბ­რის ბო­ლოს, ხომ არ გსურთ რა­ი­მეს და­მა­ტე­ბა?

– ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდ­ხ­ნი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი გა­ვი­ა­რეთ, მი­ნის­ტ­რებ­თა­ნაც გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 შეხ­ვედ­რა გვქონ­და (უფ­რო გა­სულ წელს), რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში რა­ღაც შეც­ვ­ლი­ლი­ყო. გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­ში კონ­სენ­სუ­სამ­დე მი­ვე­დით, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ში ვერ შევ­თან­ხ­მ­დით, რად­გან ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე გას­ვ­ლა (ჩვენ­თ­ვი­საც და წიგ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საც — რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე ხარ, მარ­ტო ხარ, კონ­კუ­რენ­ტე­ბი იჩე­ნენ თავს და წიგ­ნი იხ­ვე­წე­ბა, უკე­თე­სი ხდე­ბა, ეს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა).

გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს უფა­სო ეგ­ზემ­პ­ლა­რებს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მო­რიცხავს (ვი­ცი, ბევრ მშო­ბელს არ აქვს ფუ­ლი, რომ გა­და­ი­ხა­დოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში), მაგ­რამ ჩვენს პრო­დუქტს ჩვენ­ვე უნ­და ვყიდ­დეთ, გა­მომ­ცემ­ლე­ბის სა­ერ­თო პო­ზი­ცია მა­ინც ეს არის.

კი­დევ ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ, რომ იმ კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, რო­დე­საც ჩვენ­გან შიგ­თავსს ყი­დუ­ლო­ბენ და შემ­დეგ სა­მი­ნის­ტ­რო უკ­ვე­თავს და ბეჭ­დავს, სი­ტუ­ა­ცია ნამ­დ­ვი­ლად ვი­თარ­დე­ბა და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუმ­ცა ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ჩვენს წიგ­ნებს თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე ვყიდ­დეთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები