29 მარტი, პარასკევი, 2024

ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო მას­შ­ტა­ბუ­რი თავ­ყ­რი­ლო­ბის ისე და­გეგ­მ­ვა, რომ გა­მოც­დე­ბი ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი არ გამ­ხ­და­რი­ყო – სოფო გორგოძე

spot_img

ინ­ტერ­ვიუ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­თან, სო­ფიო გორ­გო­ძეს­თან.

– წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და. სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­მა ბევ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და, რა აღ­მოჩ­ნ­და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ახალ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას?

– წელს, რო­გორც იცით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ოთხის ნაც­ვ­ლად, სამ გა­მოც­დას აბა­რებ­და და, ამის გარ­და, პან­დე­მი­ის გა­მო, შეც­ვ­ლი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით უნ­და მოგ­ვეხ­დი­ნა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა. ეს სი­ახ­ლე, მარ­თ­ლაც რომ, სა­სი­კე­თო აღ­მოჩ­ნ­და იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ოთხის ნაც­ვ­ლად, სამ­ჯერ უწევ­დათ გა­მოც­და­ზე მოს­ვ­ლა, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სას­პორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი — მხო­ლოდ ორ­ჯერ. გარ­და ამი­სა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წი­ნა წელს მო­იხ­ს­ნა სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი, რა­მაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­ამ­სუ­ბუ­ქა პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ვი­ნა­ი­დან ორ­თ­ვი­ან პე­რი­ოდ­ში 8 გა­მოც­დის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და შემ­დ­გომ 4 და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დის უსაფ­რ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბა, მარ­თ­ლაც რომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და. სი­ახ­ლე იყო ასე­ვე ისიც, რომ ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბა გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა უფ­რო მე­ტად მო­ერ­გო ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის მოთხოვ­ნებს. სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­ო­ლო­გია გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი, რაც ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოთხოვ­ნით მოხ­და და იმე­დი გვაქვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკეთ შე­ირ­ჩა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მებ­ზე. ზო­გა­დი უნა­რე­ბის არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნუს­ხა­ში გა­და­ტა­ნამ გზა გა­უხ­ს­ნა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ვერ აგ­რ­ძე­ლებ­და სწავ­ლას სწო­რედ ზო­გად უნა­რებ­ში და­ბა­ლი მოს­წ­რე­ბის გა­მო, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მაქ­სი­მა­ლურ ქუ­ლებს იღებ­და შე­მოქ­მე­დე­ბით ტურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნ­და პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი თავ­ყ­რი­ლო­ბა ისე დაგ­ვე­გეგ­მა, რომ გა­მოც­დე­ბი ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი არ გამ­ხ­და­რი­ყო. აქ­ტი­უ­რად და საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტ­რ­თან. შე­იქ­მ­ნა შტა­ბი, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს (მა­გა­ლი­თად: დაც­ვის პო­ლი­ცია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო, ენერ­გოპ­რო ჯორ­ჯია, ინ­ტერ­ნეტ­პ­რო­ვა­ი­დე­რე­ბი, სა­ხან­ძ­რო სამ­სა­ხუ­რი და ა.შ.) და იყო მსჯე­ლო­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ჯან­დაც­ვის უწყე­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გახ­ლ­დათ. ბევ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია არ­სე­ბობ­და, თუ რო­გორ უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გა­მოც­დე­ბი და სა­ბო­ლოო ვერ­სია მა­ინც ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­საზღ­ვ­რა.

გა­მოც­დე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სას მთე­ლი რი­გი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, კერ­ძოდ, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას და სა­გა­მოც­დო სივ­რ­ცე­ში, რა­მაც გა­ზარ­და სა­გა­მოც­დო სე­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სა­გა­მოც­დო დღე­ე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა. მერ­ხე­ბის წინ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ფა­რე­ბის და­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და, უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის პირ­ბა­დის ჩა­მო­წე­ვის უფ­ლე­ბის მი­ცე­მა. აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და თერ­მოს­კ­რი­ნინ­გი და სიცხი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის ცალ­კე სივ­რ­ცე­ე­ბის გა­მო­ყო­ფა. სხვა­დას­ხ­ვა ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ტრე­ნინ­გ­გავ­ლი­ლი ექი­მე­ბი იღებ­დ­ნენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, თუ სად გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო აბი­ტუ­რი­ენ­ტი. გარ­და ამი­სა, გვყავ­და ორი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კა­რან­ტი­ნი­დან, რაც ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მო­ითხოვ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გა­მო აბი­ტუ­რი­ენ­ტი სა­გა­მოც­დო პრო­ცესს მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა.

– რო­მელ სა­გან­ში იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი და რო­მელ სა­გან­ში – ყვე­ლა­ზე ცუ­დი?

– ე.წ. „ჩაჭ­რის“ შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფი­ზი­კა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში გვქონ­და, ასე­ვე, ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებ­ში არ გვქო­ნია „ჩაჭ­რის“ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. უმე­ტე­სო­ბამ შეძ­ლო ზღვრის გა­და­ლახ­ვა ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­სა და უცხო­ურ ენებ­ში.

– წელს 500 იმ­გ­ვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი დარ­ჩა უმაღ­ლე­სის მიღ­მა, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში, მაგ­რამ ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ. რო­გორც თქვენ გა­ნაცხა­დეთ, მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბი არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა ეს აპ­ლი­კან­ტე­ბი გარ­კ­ვე­ულ შე­ღა­ვა­თებს მა­ინც ითხო­ვენ იმ რთუ­ლი სას­წავ­ლო წლის გა­მო, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. რას ეტყო­დით მათ?

– სამ­წუ­ხა­როდ, წი­ნა წლებ­შიც იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი არ ანი­ჭებს დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას პროგ­რა­მე­ბის შერ­ჩე­ვას, ფიქ­რო­ბენ, რომ მთა­ვა­რია ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხონ და ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ი­რიცხე­ბი­ან. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­არ­ჩი­ონ გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და რო­ცა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მიღ­მა დარ­ჩე, თუ პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ა­კე­თებ. ამი­სათ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­დათ.

ზო­გი­ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გან­გებ ირ­ჩევს ორ-სამ პროგ­რა­მას, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ სხვა­გან სწავ­ლა არ უნ­და. ჩვენ ყო­ველ­თ­ვის ვურ­ჩევთ მათ, რომ აირ­ჩი­ონ მე­ტი პროგ­რა­მა და თუ სურ­ვი­ლი არ ექ­ნე­ბათ, ჩა­რიცხ­ვის შემ­დეგ აღარ გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე­ვე ვავ­რ­ცე­ლებ­დით ღია კა­რის დღე­ებ­ზეც. ეს შეხ­ვედ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად შე­ეძ­ლოთ გა­მო­ეგ­ზავ­ნათ კითხ­ვე­ბი ფე­ის­ბუკ­გ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ჩვენ გა­ვავ­რ­ცე­ლეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც, თუ რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვი­სას, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, და­ვეხ­მა­როთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღონ. სა­მო­მავ­ლოდ ვურ­ჩევ, რომ ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ჩვენ­თან, და­ეს­წ­რონ ღია კა­რის დღე­ებს და და­ვეხ­მა­რე­ბით რჩე­ვე­ბი­თა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით.

– რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს 2020? რო­გორც ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, კმა­ყო­ფი­ლი ხართ თუ არა წლე­ვან­დე­ლი გა­მოც­დე­ბით? სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა? რა ხარ­ვე­ზე­ბი შე­ნიშ­ნეთ?

– ვფიქ­რობ, ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, ალ­ბათ უფ­რო უკე­თე­სად, ვიდ­რე ამის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მელ­თა წი­ნა­შეც წელს აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის ფა­სად და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და თვით­შეგ­ნე­ბა იყო იმის გა­რან­ტი, რომ ჩვენ ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა შევ­ძე­ლით. კი­დევ ერ­თხელ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ცეს­ში ჩარ­თულ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს.

ვფიქ­რობ, სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა, თუმ­ცა ცხა­დია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ მას­შ­ტა­ბის პრო­ცე­სი ისე წა­რი­მარ­თოს, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ იყოს, გვქონ­და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ხარ­ვე­ზე­ბიც, რო­მელ­თა აღ­მოფხ­ვ­რა­ზეც შემ­დეგ წელს აუცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ.

– ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის თუ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და თუ არ­სე­ბობს უკ­ვე ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი, ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი?

– ვი­ნა­ი­დან კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გა­მო გა­მოც­დე­ბი დრო­ში გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და, ამ ეტაპ­ზე, ზაფხუ­ლის სა­გა­მოც­დო ციკ­ლი ჯერ კი­დევ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და ახ­ლა მუ­შავ­დე­ბა შე­დე­გე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ველ­თა სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­სი, ასე­ვე ცენ­ტ­რი მუ­შა­ობს საგ­რან­ტო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რან­ჟი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე, საკ­მა­ოდ ბევ­რი მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შაოა და­სას­რუ­ლე­ბე­ლი და რა­ი­მე ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ არის. თუმ­ცა, ცხა­დია, წი­ნა წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ წელ­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი მცი­რე კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­დეს სის­ტე­მა­ში — იმე­დია, გვექ­ნე­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

– რო­გო­რია ცენ­ტ­რის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

– ამ ეტაპ­ზე, ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ, არის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბე­ბი, თუმ­ცა ცო­ტა შევ­ფერ­ხ­დით იმის გა­მო, რომ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ი­წია სა­პი­ლო­ტე სა­მუ­შა­ო­ებ­მა. მე­ო­რე მხრივ, ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ად­რი­დან­ვე ჰქონ­დეთ ობი­ექ­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნა მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბა­ზე, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, იზ­რუ­ნონ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე (სწო­რედ ამი­ტომ ჰქვია პრო­ექტს „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“). პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის და­სა­ნერ­გა­დაც, რა­საც მო­მა­ვალ­ში სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ვი­ყე­ნებთ. გარ­და ამი­სა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვა­ტა­რებთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვებს — ამ ეტაპ­ზე იმ­გ­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნა გვე­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც, ამ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­უქ­მ­ნის, რომ უკეთ და­გეგ­მონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კის დამ­გეგ­მა­ვებს მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ერთ-ერ­თი სი­ახ­ლე ასე­ვე ისიც გახ­ლავთ, რომ და­ი­გეგ­მა და შე­მოდ­გო­მა­ზე პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ტეს­ტი­რე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები