19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია – „ირა კოხ­რე­ი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­ური თე­ატ­რი“

spot_img

 

„ირა კოხ­რე­ი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­ური თე­ატ­რი“ თბი­ლის­ში 2015 წელს და­არ­ს­და. დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან ირა კოხ­რე­ი­ძე – რე­ჟი­სო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე, ქო­რე­ოგ­რა­ფი და გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძე – მხატ­ვა­რი, ფსი­ქო­ლო­გი, მუ­სი­კო­სი. დას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია 25 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის 15-მდე მსა­ხი­ო­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რია (და­უ­ნის სინ­დ­რო­მი, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რი, უსი­ნათ­ლო, თა­ლა­სე­მია და ა.შ.), მა­თი ასა­კი 14 დან 30 წლამ­დეა, ასე­ვე, დას­ში არი­ან ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი და ხე­ლო­ვა­ნე­ბი.

თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და ხელმ­ძღ­ვა­ნე­ლებს ინ­კ­ლუ­ზი­ას­თან შე­ხე­ბა და­სის შექ­მ­ნამ­დეც ჰქონ­დათ: ირა კოხ­რე­ი­ძემ, პირ­ვე­ლად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა 2013 წელს მი­ი­ღო, რო­დე­საც, ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოწ­ვე­ვით, რე­ჟი­სო­რის რან­გ­ში, ინ­კ­ლუ­ზი­ურ სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ობ­და; გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა 2004 წელს იწყე­ბა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში (ნიუ-იორ­კის შტატ­ში), სა­დაც ის ინ­კ­ლუ­ზი­ურ/ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში მუ­შა­ობ­და კო­ორ­დი­ნა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

და­სის რე­პერ­ტუ­არ­ში უკ­ვე 4 სა­ავ­ტო­რო სპექ­ტაკ­ლია: „მოგ­ზა­უ­რო­ბა“, „ლე­გენ­და მე­დე­ა­ზე“, „სიზ­მა­რი ქვეც­ნო­ბი­ერ სამ­ყა­რო­ზე“ და „კონ­ტაქ­ტი“, რო­მელ­თა პრე­მი­ე­რა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში გა­ი­მარ­თა.

სპექ­ტაკ­ლი „კონ­ტაქ­ტი“ და­სის ბო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რია, მი­სი პრე­მი­ე­რა, 2019 წლის მარ­ტ­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე შედ­გა. ამ სპექ­ტაკ­ლ­მა ქარ­თულ ინ­კ­ლუ­ზი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბას პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა – „კონ­ტაქ­ტი“ ჩი­ნე­თის დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა­ში მოხ­ვ­და. და­სის სა­ფე­სტი­ვა­ლო გას­ტ­რო­ლი ჩი­ნეთ­ში ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ივ­ლის­ში, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სპექ­ტაკ­ლი ქა­ლაქ პე­კინ­ში ორ­ჯერ გა­თა­მაშ­და, რაც ქარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დი­დი აღი­ა­რე­ბა და გა­მარ­ჯ­ვე­ბაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპექ­ტაკ­ლი „კონ­ტაქ­ტი“ მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე „სა­ჩუ­ქა­რი“, სა­დაც ჩვე­ნი და­სი ევ­რო­პის თე­ატ­რა­ლუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის წამ­ყ­ვა­ნი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის გვერ­დით წარ­დ­გე­ბა, რაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის დი­დი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, – ამ­ბობს ირა კოხ­რე­ი­ძე, – სპექ­ტაკ­ლი მოგ­ვითხ­რობს გზა­ზე, რო­მელ­საც სუ­ლი და­ბა­დე­ბამ­დე გა­დის. დად­გ­მა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მთა­ვა­რი გმი­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა, მა­თი შეხ­ვედ­რა უც­ნა­ურ არ­სე­ბებ­თან, რაც და­ბა­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცესს ასა­ხავს. მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ეძე­ბენ კარს, რო­მე­ლიც მათ დე­და­მი­წას­თან და­ა­კავ­ში­რებს. ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლის გან­ს­ხე­უ­ლე­ბით მთავ­რ­დე­ბა და გვახ­სე­ნებს, რომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და უნი­კა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ევ­ლი­ნე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­როს.“

„ირა კოხ­რე­ი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი თე­ატ­რის“ მი­ზა­ნია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძის აზ­რით: „ბო­ლო წლებ­ში, ერ­თი მხრივ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ჩარ­თუ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი მომ­რავ­ლ­და, რაც, რა თქმა უნ­და, სა­სი­ხა­რუ­ლოა, მაგ­რამ ისიც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ დღეს, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ტის ხა­რისხს ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­არ­სე­ბის დღი­დან, ჩვე­ნი თე­ატ­რის მი­ზა­ნია, ვაჩ­ვე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ შშმ პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი მიდ­გო­მა ბევრ იმ სტე­რე­ო­ტიპ­სა და მო­დელს ამ­ს­ხ­ვ­რევს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ინ­კ­ლუ­ზი­ა­შიც დამ­კ­ვიდ­რ­და. ასე­თი მიდ­გო­მა, ფა­სა­დუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ნაც­ვ­ლად, რე­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რაც შშმ პი­რებს და მთლი­ა­ნად ამ სფე­როს სხვა სა­ფე­ხურ­ზე ას­ვ­ლას და გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.“

თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი სა­ბავ­შ­ვო არ არის, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­მე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ ჩვე­ულ მიდ­გო­მას ამ­ს­ხ­ვ­რევს. „უკ­ვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი მარ­თ­ლ­დე­ბა. ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბი­სა და მიღ­წე­ვის სტი­მულს გვი­ჩენს რო­გორც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს, ასე­ვე და­სის თი­თო­ე­ულ წევრს, რად­გან ჩვენ ერ­თი გუნ­დი ვართ და ერ­თად გავ­დი­ვართ ამ სა­ინ­ტე­რე­სო გზას. – ამ­ბობს ირა და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზეც სა­უბ­რობს, – დას­ში მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია – სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, მეტყ­ვე­ლე­ბის, დრა­მი­სა და არ­ტ­თე­რა­პი­ის გარ­და, რაც ინ­კ­ლუ­ზი­ა­ში ჩვე­ულ სტან­დარ­ტა­დაა ქცე­უ­ლი, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა არას­ტან­დარ­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი. შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რომ და­სის წევრ შშმ პი­რებს, და­დე­ბით ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ ფონ­თან ერ­თად, უმუ­შავ­დე­ბათ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, უვი­თარ­დე­ბათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა საქ­მის მი­მართ და ამ ყვე­ლაფ­რის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ სა­ბო­ლოო შე­დე­გი, რა­საც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ჰქვია და რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ახა­ლ მი­მარ­თუ­ლე­ბას აყა­ლი­ბებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.“

გი­ორ­გის მი­აჩ­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რა თქმა­ უნ­და, არ­სე­ბობს ზო­გა­დად ყვე­ლას­თ­ვის ნაც­ნო­ბი ბევ­რი პრობ­ლე­მა ინ­კ­ლუ­ზი­ა­ში, კერ­ძოდ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში, რო­მე­ლიც მათ თე­ატ­რ­საც ეხე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი კი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ ინ­კ­ლუ­ზი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ ექ­ცე­ვა. „ჯერ­ჯე­რო­ბით, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის საწყის ეტაპ­ზეა და ბევ­რი ამ დარგს შე­სა­ბა­მი­სი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით არ აღიქ­ვამს, ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა იმის ფონ­ზე, რო­ცა სამ­წუ­ხა­რო სტე­რე­ო­ტი­პი დამ­კ­ვიდ­რ­და – ძი­რი­თა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზე­და­პი­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, შშმ პირ­თა პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გა­პი­ა­რე­ბი­თა და ამა­ზე ბევ­რი სა­უბ­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სირ­თუ­ლე­ე­ბი ბევ­რია მათ­თ­ვის, ვინც ცდი­ლობს, ჭეშ­მა­რიტ ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­როს და ამ უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი თე­ატ­რის ხა­რის­ხის და სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. ჩვენ არ გვიყ­ვარს პრობ­ლე­მებ­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბევ­რი ლა­პა­რა­კის და სიტყ­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, სჯობს მეტ ადა­მი­ანს ვაჩ­ვე­ნოთ ის შე­დე­გი, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი (სპექ­ტაკ­ლი), რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით მი­იღ­წე­ვა. მხო­ლოდ მა­შინ იც­ვ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ და ყვე­ლა პრობ­ლე­მა ნელ­ნე­ლა გვარ­დე­ბა.“

სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ირა და გი­ორ­გი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რომ მა­თი თე­ატ­რი წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა და ამ სა­ინ­ტე­რე­სო, ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ცე­სის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, თა­ვი­ანთ გუნ­დ­თან ერ­თად.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ „ირა კოხ­რე­ი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი თე­ატ­რის“ და­სის წევ­რე­ბი, რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის ეს თე­ატ­რი, რას გრძნო­ბენ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და, ზო­გა­დად, რა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა.

მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე, შშმ მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი, 28 წლის: „ორი წე­ლია, რაც ამ დასს შე­მო­ვუ­ერ­თ­დი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჩემ­თ­ვის ის იყო, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და უჩ­ვე­უ­ლოა, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა თით­ქოს. სხვა­დას­ხ­ვა ინ­კ­ლუ­ზი­ურ ჯგუ­ფებ­თან თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და პირ­ვე­ლი, რაც ამ თე­ატ­რ­ში მოს­ვ­ლი­სას თა­ვი­დან­ვე თვალ­ში სა­ცე­მი იყო ჩემ­თ­ვის, ის არის, რომ ხელ­მძღ­ვა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­თუ­თად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით ურ­თი­ერ­თო­ბენ და­სის თი­თო­ე­ულ წევ­რ­თან. ეს სა­ოც­რად კომ­ფორ­ტულ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მოს ქმნის, სა­დაც ყო­ველ ჩვენ­განს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას, პირ­ველ რიგ­ში – შშმ პი­რებს, სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დეთ იმის­გან, რაც გვა­წუ­ხებს, გა­მოვ­ხა­ტოთ სცე­ნა­ზე ჩვე­ნი ემო­ცია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი და ხედ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გა­ვაჟ­ღე­როთ ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი, გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სამ­ყა­რო და ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი მა­ყუ­რებ­ლამ­დე სპექ­ტაკ­ლის სა­ხით მი­ვი­ტა­ნოთ. ვთვლი, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა ამ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლას რომ მოვ­ხ­ვ­დი და ძა­ლი­ან დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა, თუ კი­დევ დიდ­ხანს ვიქ­ნე­ბი „ირა კოხ­რე­ი­ძის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი თე­ატ­რის“ წევ­რი.“

მა­რი­ამ იორ­და­ნაშ­ვი­ლი, შშმ მსა­ხი­ო­ბი,19 წლის: „ყო­ველ დი­ლით, რო­ცა ვიღ­ვი­ძებ, ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის მი­ვალ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და ვნა­ხავ ჩემს მე­გობ­რებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა, მე­გობ­რუ­ლი და ასე­ვე საქ­მი­ა­ნი. ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, ამი­ტომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­მოგ­ვ­დის ყვე­ლა­ფე­რი, ეს გვეხ­მა­რე­ბა გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დეთ კომ­პ­ლექ­სე­ბის­გან, ში­შე­ბის­გან და ლა­ღად ვგრძობ­დეთ თავს სცე­ნა­ზე. აქ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით და მხარ­ში ვუდ­გა­ვართ რო­გორც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე მის გა­რე­თაც. ყო­ვე­ლი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი ჩემ­თ­ვის ახა­ლი სამ­ყა­როს გახ­ს­ნაა. ვგრძნობ, რომ ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე და მე ეს მომ­წონს.

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­ცა ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლით ჩი­ნეთ­ში და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ჩა­მო­ვე­დი გას­ტ­რო­ლი­დან, კი­დევ დიდ­ხანს მე­მახ­სოვ­რე­ბა ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მად­ლო­ბა ყვე­ლას ამი­სათ­ვის. ჩვენს თე­ატრს კი­დევ ბევრ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!“

გი­ორ­გი პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი, შშმ მსა­ხი­ო­ბი, 17 წლის: „მე ვარ მსა­ხი­ო­ბი და ასე­ვე წიგ­ნიც დავ­წე­რე, მწე­რა­ლიც ვარ. მე უკ­ვე სა­მი რო­ლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. ბო­ლო სპექ­ტაკ­ლ­ში გა­მომ­ძი­ებ­ლის რო­ლი მაქვს. ყო­ველ­დღე ვმუ­შა­ობ ჩემს როლ­ზე, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხ­დე. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში ვი­თა­მა­შეთ ბევ­რ­ჯერ, ზაფხულ­ში ვი­ყა­ვით ჩი­ნეთ­ში, ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ირა და გი­ორ­გი ახალ სპექ­ტაკ­ლ­შიც მომ­ცე­მენ როლს. მე აქ მყავს ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ყვე­ლა მათ­გა­ნი მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი მიყ­ვარს, რო­ცა „პაკ­ლონ­ზე“ გავ­დი­ვართ და ზღვა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და „ბრა­ვო“ ის­მის სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს. ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ დროს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი. მი­ხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ, რო­გორ ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ბედ­ნი­ე­რე­ბაა სცე­ნა­ზე დგო­მა! „ირა კოხ­რე­ი­ძის თე­ატ­რი“ მა­გა­რია!“

დო­რა ან­დ­რე, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი, 18 წლის: „გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ისე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი და ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან ყო­ველ როლს და დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბი­ან. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­მე­ცა, ეს სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა ჩემ­თ­ვის. მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მარ­თ­ლა უსაზღ­ვ­როა და ჩვენ ყვე­ლა ერ­თად, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გუნ­დით, ვაჩ­ვე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ დი­დი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია! მე არ ვი­ცი ქარ­თუ­ლი ენა და უმ­რავ­ლე­სო­ბა დას­ში ჩემს ენა­ზე არ სა­უბ­რობს, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძალიან გახ­ს­ნი­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი კავ­ში­რი გვაქვს ერ­თ­მა­ნეთ­თან. ჩვენ ერ­თი დი­დი ოჯა­ხი ვართ, ვა­კე­თებთ დიდ ხე­ლოვ­ნე­ბას და მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მა­ყუ­რებ­ლის გა­ო­ცე­ბას. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, ამ დას­მა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. არც კი ვი­ცი რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა ირას და გი­ორ­გის ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. მიყ­ვარ­ხართ.“

„და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო აღ­ტა­ცე­ბუ­ლად ამ და­სის და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. სა­ო­ცარ საქ­მეს აკე­თე­ბენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლებს ასეთ სა­ო­ცარ ადა­მი­ა­ნებ­თან უწევთ ურ­თი­ერ­თო­ბა მშვიდ, კულ­ტუ­რულ ატ­მოს­ფე­რო­ში, ეს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა ჩვენ­თ­ვის, – ამ­ბობს ერთ-ერ­თი მსა­ხი­ო­ბის მშო­ბე­ლი – ამ­დე­ნი წე­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი და ერ­თი ხმა­მა­ღა­ლი სიტყ­ვა ან სა­უ­ბა­რი არ მსმე­ნია რე­პე­ტი­ცი­ის დროს, სრუ­ლი ჰარ­მო­ნია და სიმ­შ­ვი­დე სუ­ფევს. რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ დას­მა ჩვენს შვი­ლებ­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის და თვით­შე­ფა­სე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კუთხით, ამ მხრივ საგ­რ­ძ­ნო­ბი პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა ბავ­შ­ვებ­ში, თა­ნაც ასე­თი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის შექ­მ­ნაც თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ა­ში, ესეც ბევრს არ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. ვფიქ­რობ, ამ დასს მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს სა­ხელმ­წი­ფოს მხრი­დან, რად­გან ეს პირ­ვე­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან, რომ­ლის ნა­მუ­შე­ვარ­მაც უცხო­უ­რი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ირას და გი­ორ­გის უან­გა­რო შრო­მის­თ­ვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მი­მართ გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თ­ვის.“

♦ ♦ ♦

ჩვენც ვი­სურ­ვებ­დით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს თე­ატრს, რო­მელ­მაც შშმ მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა და და­ამ­ტ­კი­ცა, რომ შშმ პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა. თე­ატ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა მიდ­გო­მა დღეს დამ­კ­ვიდ­რე­ბულ ბევრ სტე­რე­ო­ტიპ­სა და მო­დელს ამ­ს­ხ­ვ­რევს და ამ გზით ცდი­ლობს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლას. და­სის წევ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, თე­ატ­რ­ში მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მა­თი ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო, ხა­ლი­სი­ა­ნი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გახ­და. „ვთვლი, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, ამ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლას რომ მოვ­ხ­ვ­დი“ – ამ­ბობს მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე; „ვგრძნობ, რომ ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე და მე ეს მომ­წონს“ — ეს მა­რი­ამ იორ­და­ნაშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბია; გი­ორ­გი პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ „ბედ­ნი­ე­რე­ბაა სცე­ნა­ზე დგო­მა!“; ამ დას­მა დო­რა ან­დ­რეს ცხოვ­რე­ბაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა, „მიყ­ვარ­ხართ“ — ასე მი­მარ­თავს ირას და გი­ორ­გის. ეს გულ­წ­რ­ფე­ლი სიტყ­ვე­ბი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე უკეთ მეტყ­ვე­ლებს „ირა კოხ­რე­ი­ძის თე­ატ­რის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, ამავ­დ­რო­უ­ლად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბაა იმ უდი­დე­სი შრო­მის, რაც ირა კოხ­რე­ი­ძემ და გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძემ, თე­ატ­რის და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან დღემ­დე, გას­წი­ეს. „ირა კოხ­რე­ი­ძის თე­ატ­რი“ მა­გა­რია!“

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­ი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები