29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩვენი სკოლის ვირტუალურ ეზოში ისევ ბავშვების ჟრიამულია!

spot_img

მელორ ცქვიტაია, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულის კლუბის წევრი“.

#დარჩითსახლში

დღეს ჩვენს საზოგადოებაში სოციალური კრიზისია, ამ კრიზისს უნდა ვუპასუხოთ სწავლის, ურთიერთობის და, ზოგადად, აზროვნების სტერეოტიპების გადაფასებით.

თურმე სკოლა ყოველთვის არ გულისხმობს შენობებს, დერეფნებს, კაბინეტებს და რიგში ჩაწყობილ მერხებს. სულაც არა, რადგან გაჩნდა ალტერნატიული კლასები თიმსში, ზუმში, მესინჯერში, ცალკე თემაა „ტელესკოლა“.

გამოწვევა მიღებულია!

სწავლის გარდა, ბავშვებს თავისუფალი სივრცე – სკოლის ეზო სჭირდებათ, სადაც ერთმანეთს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდებიან. ჰოდა, შევქმენით მათთვის ვირტუალური ეზო, სადაც ისინი ისაუბრებენ, ითამაშებენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებსაც გაუზიარებენ, რასაკვირველია, სახლიდან გაუსვლელად. მე უკვე ვცადე და ახლა ჩვენი სკოლის ვირტუალურ ეზოში ისევ ბავშვების ჟრიამულია! ეს მათთვის ერთგვარ „თავშეყრის“ ადგილად იქცა – ქმნიან სხვადასხვა ვირტუალურ სივრცეებს წიგნებზე, ფილმებზე, ხელოვნებაზე, სპორტზე, კულინარიაზე, აგრო სივრცეც კი შექმნეს. გამოუშვეს ელექტონული ჟურნალი, სადაც წერენ იმაზე, რაც აწუხებთ ან უხარიათ. ამით ბავშვებს მივეცით შესაძლებლობა, თვითიზოლაციის პირობებში დისოციალიზაციის კომპლექსი დაძლიონ.

ბენებრივია, მოზარდებს უნდა ვასწავლოთ რეალობასთან ადაპტაცია და მომავლის პერსპექტივების დასახვა. კარგია, რომ მათ ვირტუალური მუზეუმებისა და ბობლიოთეკების მონახულების შესაძლებლობა აქვთ, ბევრმა გამომცემლობამ ელექტრონული წიგნები ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, ოჯახის ფენომენი ამოტივტივდა – მშობლებს შვილებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ნუ მიეცემით სასოწარკვეთას და ბავშვებსაც ესაუბრეთ პოზიტიურ მოვლენებზე.

ამ ვითარებაშიც შეიძლება დადებითი მხარეეების აღმოჩენა – ჰაერში ჟანგბადის ხვედრითი წილი გაიზარდა, ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა, მდინარეები იწმინდება, იმასაც ამბობენ ოზონის შრესაც ეშველებაო… ადამიანური დამოკიდებულებებიც შეიცვალა, მეტი თანადგომა და სიყვარული იგრძნობა. მაგრამ ეს ტემპი რომ შევინარჩუნოთ, ჩვენგან მცირედია საჭირო –#დარჩისახლში #იქონიესამოქალაქოპასუხიმგებლობა

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდ

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები