25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ღა­მის ღვა­რი-ძი­ლი“ და სიზ­მ­რის ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ნა­რა­ტი­ვი „გილ­გა­მე­ში­ა­ნი­სა“ და რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სის მა­გა­ლით­ზე

spot_img

„წუ­ხე­ლი სიზ­მა­რი ვნა­ხე, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?

ალ­ვის ხე რომ წა­მო­იქ­ცა, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?“ …

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს წა­უ­კითხავს ეს ლექ­სი და და­ფიქ­რე­ბუ­ლა, რამ გა­და­აწყ­ვე­ტი­ნა ხალ­ხურ მთქმელს და­ე­წე­რა ასე­თი ლექ­სი?! რო­გორ შეძ­ლო ქარ­თ­ველ­მა კაც­მა, ჩას­წ­ვ­დო­მო­და სიზ­მ­რის ფე­ნო­მენს ასე ღრმად და, მე­ტიც, მხატ­ვ­რუ­ლად გად­მო­ე­ცა სიზ­მ­რით მოგ­ვ­რი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა! რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ავ­ტორ­მა სიზ­მ­რი­სე­ულ ხილ­ვებ­ში მო­ე­ძებ­ნა მრა­ვალ­პ­ლა­ნი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტი, წი­აღ­ს­ვ­ლე­ბი­თა და ქა­რაგ­მე­ბით ისე გად­მო­ე­ცა მი­სი ში­ნა­არ­სი, რომ მკითხ­ვე­ლი და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის მა­რა­დი­ულ სა­კითხ­ზე სხვაგ­ვა­რი რა­კურ­სით.

„სიზ­მა­რა“ — ეს ზღა­პა­რიც ყვე­ლას გვიყ­ვარს და გვახ­სოვს, რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი სიზ­მა­რი ნა­ხა პა­ტა­რა გლე­ხის ბიჭ­მა, რო­გორ აუხ­და ეს სიზ­მა­რი და რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ცხოვ­რე­ბა­ზე სიზ­მ­რად ნა­ნახ­მა. სიზ­მ­რე­ბი, წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა, გა­მოცხა­დე­ბა, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა — მა­თი ფუნ­ქ­ცია და მი­სია მუდ­მი­ვად იყო და არის კვლე­ვის სა­გა­ნი რო­გორც ფოლ­კ­ლო­რის­ტი­კა­ში, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­სა თუ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში. სიზ­მ­რი­სე­უ­ლი სამ­ყა­როს ამოც­ნო­ბას სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს უთ­ვა­ლა­ვი მეც­ნი­ე­რი ცდი­ლობს დღემ­დე, თუმ­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიზ­მ­რე­ბის ფუნ­ქ­ცია ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი. ყვე­ლა­სათ­ვის უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ ფოლ­კ­ლო­რი, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე, წარ­მო­ად­გენს კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კულ­ტუ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ფა­სე­ულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას. ისიც ნა­თე­ლია, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ეპო­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ძეგ­ლია უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შო­რის. იგი ტოლს არ უდებს უძ­ვე­ლეს შუ­ამ­დი­ნა­რულ ეპოსს, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობს ღმერ­თებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე, ასე­ვე იმ ქა­ლა­ქებ­ზე, სა­დაც და­ირ­წა კა­ცობ­რი­ო­ბის უძ­ვე­ლე­სი აკ­ვა­ნი. ფოლ­კ­ლო­რი გვარ­წ­მუ­ნებს, რომ მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა დრო­სა და ეპო­ქა­ში, ფიქ­რობ­დ­ნენ ერ­თ­სა და იმა­ვე თე­მებ­ზე, ხში­რად ერ­თ­გ­ვა­რად. უძ­ვე­ლე­სი შუ­მე­რუ­ლი ეპო­სის — „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ წა­კითხ­ვი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია, გვერ­დი ავუ­ა­როთ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სიზ­მ­რებს, რო­მელ­თაც ხში­რად გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ენი­ჭე­ბა მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა თუ პერ­სო­ნაჟ­თა სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის საქ­მე­ში. ქარ­თულ ფოლ­კ­ლო­რულ ნი­მუ­შებ­შიც ხში­რად გვხვდე­ბა სიზ­მ­რე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­ვა­და­როთ სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქა­ში, სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხალ­ხის მი­ერ შექ­მ­ნილ ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიზ­მ­რის პა­სა­ჟე­ბი ერ­თ­მა­ნეთს, და­ვი­ნა­ხოთ სა­ერ­თო მათ შო­რის და გა­ვა­კე­თოთ დას­კ­ვ­ნე­ბი, რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს სიზ­მ­რის ჩარ­თ­ვას მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტ­ში, კერ­ძოდ, ხალ­ხურ ეპოს­ში.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, და­ვაკ­ვირ­დეთ სიზ­მ­რებ­ში ჩარ­თულ ურ­თი­ერ­თის მსგავს ალე­გო­რი­ებს, მე­ტა­ფო­რებს, ქა­რაგ­მებ­სა თუ სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ებს, რო­მელ­თაც იყე­ნებ­და, ერ­თი მხრივ, შუ­მე­რუ­ლი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ – ქარ­თუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია უძ­ვე­ლეს ხა­ნა­ში. ასე­თი ქა­რაგ­მე­ბია, მა­გა­ლი­თად, ხის წაქ­ცე­ვა (ზო­გა­დად, ხის ხსე­ნე­ბა ხში­რია ორი­ვე ეპო­სის სიზ­მ­რებ­ში), ლურ­ჯი წყა­ლი, ირ­მის ყვი­რი­ლი, ქვა, ალი, ცეცხ­ლი, მზი­სა და მთვა­რის და­სიზ­მ­რე­ბა და ა.შ. გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე სა­ხე-სიმ­ბო­ლო.

ქა­ლის მო­დე­ლი სიზ­მ­რის ახ­ს­ნი­სას — პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი: გილ­გა­მე­ში და ენ­ქი­დუ სი­უ­ჟე­ტუ­რად შეკ­რულ და დას­რუ­ლე­ბულ სიზ­მ­რებს ხე­და­ვენ (1). მა­თი სიზ­მ­რე­ბი უშუ­ა­ლო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ას­თან. გილ­გა­მე­ში, სა­ნამ ენ­ქი­დუს გა­იც­ნობს, სამ სიზ­მარს ხე­დავს, რო­მელ­თაც დე­და აუხ­ს­ნის. ენ­ქი­დუს გაც­ნო­ბის მე­რეც, რო­დე­საც ისი­ნი ხუმ­ბამ­ბას და­სა­მარ­ცხებ­ლად მი­დი­ან კედ­რის ტყე­ში, კვლავ სამ სიზ­მარს ხე­დავს, ხო­ლო თა­ვად ენ­ქი­დუ სიკ­ვ­დი­ლის წინ ხე­დავს სა­ზა­რელ სიზ­მ­რებს, რო­მელ­თაც უყ­ვე­ბა მე­გო­ბარს, გილ­გა­მეშს. ამით იგი სა­კუ­თარ სიკ­ვ­დილს წი­ნას­წარ გრძნობს. ცალ­კე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია შუ­მე­რუ­ლი ღვთა­ე­ბა დუ­მუ­ზის, იმა­ვე თა­მუ­ზის, ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღმერ­თის, სიზ­მა­რი, რო­მელ­საც იგი დის, გე­ში­თი­ნა­ნას დახ­მა­რე­ბით ახ­ს­ნის. პირ­ვე­ლი სა­ერ­თო, რაც შე­საძ­ლოა, და­ვი­ნა­ხოთ ქარ­თულ ფოლ­კ­ლო­რულ სიზ­მ­რის ნა­რა­ტივ­სა და შუ­მე­რულს შო­რის, ისაა, რომ სიზ­მ­რის ეგ­ზე­გე­ზის, ანუ ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის მცდე­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად, ქარ­თულ ხალ­ხურ ლექ­სებ­შიც აქვთ ქა­ლებს. ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­შიც ან დე­დას უყ­ვე­ბა პერ­სო­ნა­ჟი სიზ­მარს და ცდი­ლობს, მი­სი დახ­მა­რე­ბით ახ­ს­ნას სიზ­მ­რად ნა­ნა­ხი („წუ­ხე­ლის სიზ­მა­რი ვნა­ხე, ნე­ტავ დე­დავ, რაო?…“), ან დე­დი­ნაც­ვალს უყ­ვე­ბა (ზღა­პა­რი „სიზ­მა­რა“), ან თა­ვად ქა­ლი ჰყვე­ბა („ქალ­მა თქვა: სიზ­მა­რი ვნა­ხე“…). ამ­გ­ვა­რად, ქა­ლის მო­დე­ლი სიზ­მ­რის ახ­ს­ნის დროს წარ­მ­მარ­თ­ველ როლს ას­რუ­ლებს ორი­ვე ხალ­ხის ფოლ­კ­ლორ­ში.

მი­წა­ზე ჩა­მო­სუ­ლი ცი­უ­რი მნა­თო­ბი — მე­ო­რე თვალ­სა­ჩი­ნო მსგავ­სე­ბა არის ის, რომ ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტებ­ში მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს სწო­რედ სიზ­მ­რე­ბის წყა­ლო­ბით ეც­ნო­ბე­ბათ ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურ­თან, ცოლ­თან, მე­გო­ბარ­თან შეხ­ვედ­რა. გილ­გა­მე­ში თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის, გან­კა­ცე­ბუ­ლი ენ­ქი­დუს, გაც­ნო­ბის წინ ხე­დავს უჩ­ვე­უ­ლო სიზ­მ­რებს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი ასე­თია:

„ად­გა გილ­გა­მე­ში სიზ­მ­რის ასახ­ს­ნე­ლად, ასე ეუბ­ნე­ბა დე­დას: დე­დავ, მე­სიზ­მ­რა წუ­ხელ სიზ­მა­რი:

ვი­თა ღვთა­ებ­რი­ვი ანუს მხედ­რო­ბა მომ­ვ­ლე­ნოდ­ნენ ზე­ცის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი

ჩემ წინ ეცე­მო­და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ერ­თი: აწე­ვა ვცა­დე, სიმ­ძი­მემ დამ­ძა­ლა; წა­ღე­ბა ვცა­დე, ვერ დავ­ძა­რი.

ურუ­ქის ერი იდ­გა მის უკან, ერი შე­იკ­რი­ბა მის წი­ნა­შე.

ხალ­ხი აწყ­დე­ბო­და ირ­გ­ვ­ლივ, მოყ­მე­ნი ახ­ლოს ჯგუფ­დე­ბოდ­ნენ

ჩვი­ლი ბავ­შ­ვი­ვით ფე­ხებს უკოც­ნიდ­ნენ. მე კი მო­ვეხ­ვიე ვი­თარ­ცა სას­ძ­ლოს და შენ წი­ნა­შე და­ვაგ­დე იგი,

რა­თა სწორ­გე­ყო იგი ჩემ მი­მართ.“ (2)

უდა­ვოდ, სა­ინ­ტე­რე­სო სიზ­მა­რია. ჯერ ერ­თი, იმ მხრივ, რომ მი­წა­ზე ჩა­მო­სუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, რომ­ლის დაძ­ვ­რას ვე­რა­ვინ ახერ­ხებს, მის ღვთა­ებ­რივ ბუ­ნე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ აღი­ნიშ­ნოს ფარ­ნა­ვა­ზის სიზ­მა­რი (3): „მა­შინ იხი­ლა ფარ­ნა­ვაზ სიზ­მა­რი, რო­ცა იყო იგი სახ­ლ­სა ში­ნა უკა­ცურ­სა და ეგულ­ვე­ბო­და გას­ვ­ლა და ვერ გან­ვი­და. მა­შინ შე­მო­ვი­და სარ­კუ­მელ­სა მის­სა შუ­ქი მზი­სა და მო­ერ­ტყა წელ­თა მის­თა და გა­ნი­ზი­და და გა­ნიყ­ვა­ნა სარ­კუ­მელ­სა მას. და ვი­თარ გან­ვი­და ვე­ლად, იხი­ლა მზე ქვე-მდაბ­ლად, მიჰ­ყო ხე­ლი მი­სი, მოჰ­ხო­ცა ცუ­ა­რი პირ­სა მი­სა­სა და იცხო. გა­ნიღ­ვი­ძა ფარ­ნა­ვაზ და გა­ნუკ­ვირ­და და თქუა: სიზ­მა­რი იგი ესე არს, მე წარ­ვალ ას­პან­სა და მუნ კეთ­ლ­სა მი­ვე­ცე­მი.“ ფარ­ნა­ვა­ზის სიზ­მარ­შიც მზე ჩა­მო­დის ქვეყ­ნად, რა­თა უკა­ცურ სახ­ლ­ში გა­მომ­წყ­ვ­დე­ულ ვაჟს სცხოს ნა­თე­ლი, ანუ მი­რონ­ცხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბოს ფარ­ნა­ვაზს უფ­ლის ნე­ბა, რომ იგი უნ­და გახ­დეს მო­მა­ვა­ლი მე­ფე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ენ­ქი­დუ გილ­გა­მეშს სწო­რედ ღმერ­თებ­მა მო­უვ­ლი­ნეს, ვი­თარ­ცა სწო­რუ­პო­ვა­რი მე­გო­ბა­რი და დამ­ხ­მა­რე. სიზ­მარ­ში ცი­დან ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ანუ ენ­ქი­დუ მას არა­ერ­თხელ და­ეხ­მა­რე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, მის მა­გივ­რად იღუ­პე­ბა. მე­ო­რე მხრივ, სა­გუ­ლის­ხ­მოა თა­ვად სიზ­მ­რი­სე­უ­ლი სამ­ყა­რო: ურუ­ქის ერი, რო­მე­ლიც მე­ფედ სცნობს გილ­გა­მეშს, ამ­ჯე­რად თით­ქოს ზე­ცი­დან ჩა­მო­სულ ვარ­ს­კ­ვ­ლავს ეთაყ­ვა­ნე­ბა — ჩვი­ლი­ვით ფე­ხებს უკოც­ნი­ან, თით­ქოს ხორ­ცი­ე­ლია იგი. ამით, შე­საძ­ლოა, გილ­გა­მეშს მი­ა­ნიშ­ნებს ავ­ტო­რი, რომ მას­ზე ძალ­მო­სი­ლი და დიდ­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი გა­მოჩ­ნ­დე­ბა ვინ­მე. მაგ­რამ გილ­გა­მე­ში სიზ­მარ­ში მა­ინც ახერ­ხებს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის და­უფ­ლე­ბას, ვი­თარ­ცა სას­ძ­ლოს, ისე მო­ეხ­ვე­ვა (4) და დე­დას­თან მი­აქვს.

ცნო­ბილ ქარ­თულ ხალ­ხურ ზღა­პარ­ში „სიზ­მა­რა“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ახალ­გაზ­რ­და ვა­ჟი, ხე­დავს ასეთ სიზ­მარს: „ძილ­მა წა­მი­ღო, ბუ­რან­მა: ცა­ლი ფე­ხი ბაღ­დადს მედ­გა, ცა­ლი — ბაღ­და­დის ბო­ლო­სა; აქეთ მზე მეჯ­და, იქით — მთვა­რე, შუ­ქურ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ხელ-პირს მა­ბა­ნი­ნებ­დაო.“ ამ სიზ­მარ­შიც მნა­თო­ბე­ბი ცი­დან ფე­ხად ჩა­მო­სუ­ლან, რა­თა მთა­ვარ გმირს და­ეხ­მა­რონ და აპოვ­ნი­ნონ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ცნო­ბი­ლია, რომ ამ სიზ­მ­რის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა მთე­ლი ზღაპ­რის სი­უ­ჟე­ტი და სიზ­მა­რა ახერ­ხებს იპო­ვოს ჯერ მზე — მე­უღ­ლე, მე­რე კი მთვა­რე და შუ­ქურ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი — შვი­ლე­ბი.

ტყე, ხე, კე­და­რი, ლერ­წა­მი, ალ­ვა, წი­ფე­ლი — ეს სიმ­ბო­ლო­ე­ბი/მე­ტა­ფო­რე­ბი ხში­რად ფი­გუ­რი­რებს ორი­ვე ხალ­ხის ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტებ­ში. გილ­გა­მე­შის სიზ­მ­რებ­ში არა­ერ­თხე­ლაა ნახ­სე­ნე­ბი კე­და­რი, ტყე, ხე. კერ­ძოდ, გილ­გა­მე­ში, ენ­ქი­დუს­თან ერ­თად, სწო­რედ კედ­რის ტყე­ში მი­დის ღვთი­უ­რი ხა­რის, ხუმ­ბამ­ბას და­სა­მარ­ცხებ­ლად, გზა­ზე მი­მა­ვალ­ნი კი მგზავ­რულ სიზ­მ­რებს ხე­და­ვენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ენ­ქი­დუს გაც­ნო­ბამ­დე გილ­გა­მეშს ეზ­მა­ნა ნა­ჯა­ხი, რო­მე­ლიც ეგ­დო ურუ­ქის გა­ლა­ვან­ში და ხალ­ხი ვერ ეკა­რე­ბო­და. გილ­გა­მეშ­მა აიღო იგი, დე­დას მი­უ­ტა­ნა. დე­დამ, ბრძენ­მა და ყოვ­ლის­მ­ცოდ­ნე ფურ­მა ნინ­სუ­ნამ ასე აუხ­ს­ნა შვილს სიზ­მა­რი, რომ იპო­ვი­და სან­დო დამ­ხ­მა­რეს, ერ­თ­გულ მე­გო­ბარს და მი­სი დამ­ხა­რე­ბით ანუს ლაშ­ქა­რი­ვით გან­მ­ტ­კიც­დე­ბო­და. ამ სიზ­მ­რი­დან საც­ნა­უ­რია, რომ ენ­ქი­დუ იქ­ნე­ბა მი­სი მო­მა­ვა­ლი საყ­რ­დე­ნი და ძლი­ე­რი დამ­ხ­მა­რე კედ­რის ტყის მბრძა­ნე­ბელ ხუმ­ბამ­ბას­თან ბრძო­ლი­სას, ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბა დუ­მუ­ზი, იგი­ვე თა­მუ­ზი, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლურ, თან ჯა­დოს­ნურ სიზ­მარს ნა­ხავს, რო­მელ­შიც არა­ერ­თი სიმ­ბო­ლო გვე­ნიშ­ნე­ბა: თით­ქოს ლერ­წ­მის ტყე აღი­მარ­თა, ლაგ­ვი­ნი­დან რძე აღარ დი­ო­და, ხე აღ­მო­იფხ­ვ­რა, სას­მი­სი სა­რი­დან ისე და­ვარ­და, დაც­ლა ვერ მო­ას­წ­რო, კომ­ბა­ლი გაქ­რა და მი­სი ვერ­ძი ჩლი­ქე­ბით მი­წას თხრი­და. ამ სიზ­მარს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად უხ­ს­ნის მას და: ლერ­წ­მის ტყე მე­კობ­რე­ე­ბია, მარ­ტო­ხე­ლა ლერ­წა­მი — დე­და, ხო­ლო ორი­დან ერ­თი ლერ­წ­მის წა­ღე­ბა ერთ-ერ­თი ჩვენ­გა­ნის სიკ­ვ­დილ­ზე მი­უ­თი­თებ­სო. დამ ხის აღ­მოფხ­ვ­რა მშო­ბე­ლი მი­წი­დან მო­შო­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა, ხო­ლო კომ­ბ­ლის გაქ­რო­ბა — შემ­წეს გაქ­რო­ბას; თხი­სა და თიკ­ნის გა­ფან­ტ­ვა მე­კობ­რის მი­ერ ჯო­გის გაწყ­ვე­ტად ენიშ­ნა, ხო­ლო ვერ­ძის მი­ერ მი­წის თხრა — სა­მა­რის თხრად.

ახ­ლა გა­დავ­ხე­დოთ ქარ­თულ ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ სიზ­მ­რებს. ლექ­ს­ში „სიზ­მა­რი“ ხალ­ხუ­რი მთქმე­ლი სწო­რედ ალ­ვის ხის წაქ­ცე­ვას უკავ­ში­რებს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დილს, ლექ­სის ცნო­ბი­ლი და­საწყი­სი ასე­თია:

„— წუ­ხე­ლი სიზ­მა­რი ვნა­ხე, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?

— ალ­ვის ხე რომ წა­მო­იქ­ცა, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?“

დე­და ცდი­ლობს ახ­ს­ნას შვი­ლის სიზ­მა­რი, რომ ალ­ვის ხე მი­სი ტა­ნია, ხო­ლო ვა­ზის ფურ­ც­ლე­ბი კი — შვი­ლის ქო­ჩო­რი. ტო­ტებ­დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ხე, რო­მელ­საც ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა, ძალ­ზე ხა­ტოვ­ნად არის ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­ში გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი მო­მაკ­ვ­დავ ადა­მი­ან­თან.

„— იმას ტო­ტე­ბი ემ­ტ­ვ­რე­ვა, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?

— შვი­ლო, შე­ნი მკლა­ვე­ბია, ვაჰ, შენს დე­და­საო!“

ქარ­თუ­ლი და­ტი­რე­ბის ეს უძ­ლი­ე­რე­სი ნი­მუ­ში შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ვახ­სე­ნოთ, რო­ცა გილ­გა­მე­ში და­ი­ტი­რებს ენ­ქი­დუს და სიზ­მარ­შიც ნა­ხავს მას.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სიზ­მარ­ში ალ­ვის ხის მოჭ­რა/დამ­ტ­ვ­რე­ვა სხვა ქარ­თულ ხალ­ხურ ლექ­ს­შიც გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია კა­ცის სიკ­ვ­დილ­თან.

„ქალ­მა თქვა: ,,ვნა­ხე სიზ­მა­რი დამ­დეგს ენ­კე­ნის თვი­სა­სა,

ცა წით­ლად, ყვით­ლად ელავ­და, სეტყ­ვას ის­რო­და ქვი­სა­სა;

ბაღ­ში მიმ­ტ­ვ­რევ­და ხე­ხილ­სა, დარ­გულ­სა ალ­ვის ხი­სა­სა;

ხელ­ში მიქ­რობ­და სან­თელ­სა, ჩა­მოქ­ნილს კე­ლაპ­ტ­რი­სა­სა;

თავ­ზე მაქ­ცევ­და ჩარ­დახ­სა, და­ხუ­რულს ყა­ვა­რი­სა­სა,

ვნა­ხე და კი­დეც შე­ვეს­წარ სიკ­ვ­დილ­სა თა­ვის ქმრი­სა­სა!“

სა­გუ­ლის­ხ­მოა ამ ლექ­ს­ში გად­მო­ცე­მუ­ლი სიზ­მ­რის სამ­ყა­რო, სა­დაც ფი­გუ­რი­რებს მკვეთ­რი ფე­რე­ბი, ქვის სეტყ­ვა, ქუ­ხი­ლი, გრგვინ­ვა, დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ტო­ტე­ბი, ჩამ­ქ­რა­ლი სან­თე­ლი, ჩა­მოქ­ცე­უ­ლი ჩარ­და­ხი… ეს ყო­ვე­ლი­ვე ქმრის სიკ­ვ­დილს ამ­ც­ნობს ცოლს. ენ­ქი­დუს სიზ­მარ­შიც, რო­მელ­საც იგი სიკ­ვ­დი­ლის წინ ხე­დავს, ნახ­სე­ნე­ბია ჩამ­ქ­რა­ლი შუ­ქი, გრგვინ­ვა, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი. „მე­გო­ბა­რო, წუ­ხელ სიზ­მა­რი ვი­ხი­ლე:

გრგვი­ნავ­და ზე­ცა, მი­წა ბანს აძ­ლევ­და, ვი­დე­ქი მარ­ტო ამ ხმა­ურ­ში…“ (5)

ამ­გ­ვა­რად, ხის წაქ­ცე­ვა, ტო­ტე­ბის დამ­ტ­ვ­რე­ვა, ტყის გა­ჩე­ხა ორი­ვე ხალ­ხის ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სიზ­მ­რის პა­სა­ჟებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც სიკ­ვ­დი­ლის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი და უბე­დუ­რე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბი­სა და წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის შემ­ც­ვე­ლი სიზ­მ­რე­ბი ორი­ვე ეპოს­ში ფი­გუ­რი­რებს.

სიზ­მ­რად ნა­ნა­ხი სუ­ლე­თი, სა­ი­ქიო, შა­ვე­თი — ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­ში არის ასე­თი ლექ­სი „სიზ­მარ­ში ძა­ხილ მა­მეს­მა“, რო­მელ­შიც მთქმე­ლი თით­ქოს მა­მის სიზ­მარს ჰყვე­ბა, რო­მელ­საც და­ე­ღუ­პა შვი­ლი და ის სა­ი­ქი­ო­დან სთხოვს მა­მას მო­ძებ­ნას.

„სიზ­მარ­ში ძა­ხილ მა­მეს­მა,

ხმა ვი­ცან ლე­ვა­ნი­საო:

— რად არ ას­დ­გე­ბი, დას­ძებ­ნი

თა­ვის და­კარ­გულ შვილ­საო.

რა გვი­ჭირს მე­შა­ვე­თე­თა,

მარ­ტო შუქ გვაკ­ლავ მზი­საო.

მზის შუ­ქის მა­გი­ე­რა­და,

შუ­ქი გვაქ სან­თ­ლე­ბი­საო,

საჭ­მე­ლად სე­ფის­კ­ვე­რი გვაქ,

სამ­ზე­ოთ მოგ­ვი­დი­საო,

სას­მე­ლად ცი­ვი წყა­როი,

კან­კა­რით გად­მო­დი­საო.

წყალს უწყ­ვავ ოქ­როს მი­ლე­ბი,

ქალ-რძალ და­ი­ბანს პირ­საო,

და­იწ­ვა ჩე­მი ცოდ­ვი­თა

კა­რე­ბი შა­ვე­თი­საო,

რო და­უ­მარ­ხავ გაგ­წი­რე

მა­მავ, სა­მო­ცი წლი­საო.“

ამ ლექ­სის მი­ხედ­ვით, ლე­ვა­ნი და­ი­ღუ­პა და წიფ­ლის ხის ძი­რა­საა მი­სი ცხე­და­რი, თოვ­ლით და­ფა­რულ ად­გი­ლას და 60 წლის მა­მას სიზ­მ­რის დახ­მა­რე­ბით სთხოვს, რომ მო­ძებ­ნოს მი­სი ნეშ­ტი. სა­კუ­თარ თავს იგი მე­შა­ვე­თეს უწო­დებს, რად­გან მზის შუქს მოკ­ლე­ბუ­ლია შა­ვე­თის კა­რი, მხო­ლოდ სა­ა­ქა­ო­ში დარ­ჩე­ნილ­თა მი­ერ მა­თი სუ­ლე­ბი­სათ­ვის დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის შუ­ქი უნა­თებს მათ, საჭ­მე­ლად სე­ფის­კ­ვე­რი აქვთ, ხო­ლო ან­კა­რა წყა­რო ოქ­როს მი­ლე­ბით მო­ე­დი­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სიზ­მარ­ში აღ­წე­რი­ლი სამ­ყა­რო გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ფოლ­კ­ლო­რის­ტი­კა აღი­ა­რებს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სიზ­მ­რებს ან უკეთ რომ ვთქვათ, ას­ტ­რა­ლუ­რი სუ­ლის მი­ერ ცოცხალ­თათ­ვის მოგ­ვ­რილ სიზ­მ­რებს, რო­გორც ამას მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი ას­კ­ვ­ნის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რის, იაკი რა­ი­ზი­ზუ­ნის მო­საზ­რე­ბით, სიზ­მ­რე­ბის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 4 მი­მარ­თუ­ლე­ბით: ფი­ზი­კუ­რი სტი­მუ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ტე­ლე­პა­თი­უ­რი, ას­ტ­რა­ლუ­რი სხე­უ­ლის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ან ქვეც­ნო­ბი­ე­რი მეხ­სი­ე­რე­ბის მი­ერ აღ­დ­გე­ნი­ლი სიზ­მ­რე­ბი. სხე­უ­ლის ას­ტ­რა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა კარ­ნა­ხობს ადა­მი­ა­ნის სულს რიგ სიზ­მ­რებს, რომ­ლის დრო­საც ეგო ხე­დავს შო­რე­ულ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, ხილ­ვებს, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს ფი­ზი­კურ სიბ­რ­ტყე­ზე, მა­გა­ლი­თად, სიზ­მარ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ას­ტ­რა­ლუ­რი სხე­უ­ლის დახ­მა­რე­ბით, მკვდარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, და­კარ­გუ­ლი ან მო­პა­რუ­ლი ქო­ნე­ბის აღ­დ­გე­ნა; გარ­კ­ვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­მოც­ნო­ბა, მა­გა­ლი­თად, საფ­რ­თხის მი­ახ­ლო­ე­ბა ან სიკ­ვ­დი­ლი. ამა­ვე მკვლევ­რის აზ­რით, ხში­რია ე.წ. მკვდრის სიზ­მ­რე­ბი, რო­ცა იგი თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ან სა­კუ­თარ ას­ტ­რა­ლურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას გვიგ­ზავ­ნის. ქარ­თულ ხალ­ხურ ლექ­ს­ში უდა­ვოდ ამ შემ­თხ­ვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე.

ქარ­თულ ხალ­ხურ ლექ­ს­ში აღ­წე­რი­ლი სუ­ლე­თის მსგავ­სი სამ­ყა­როა მო­ცე­მუ­ლი ენ­ქი­დუს სიზ­მარ­შიც, რო­მელ­საც იგი სა­სიკ­ვ­დი­ლო სა­რე­ცელ­ზე მყო­ფი ხე­დავს. იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ მის სიზ­მარ­ში შა­ვე­თის კარს მტვრის სახ­ლი ჰქვია.

„წევს სა­რე­ცელ­ზე სნე­უ­ლი ენ­ქი­დუ, წევს სა­რე­ცელ­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო

ბნელ­სა­ხი­ა­ნი გა­მოჩ­ნ­და კა­ცი, პი­რი­სა­ხით ან­ზუს მსგავ­სი იყო,

ხე­ლე­ბი მი­სი-თა­თე­ბი ლო­მი­სა, ტანთ ეს­ხა ფრთე­ბი არ­წი­ვი­სა,

ფრჩხი­ლე­ბად არ­წი­ვის­ვე კლან­ჭე­ბი.

თმებ­ში ჩა­მე­ჭი­და, დამ­ძ­ლია,

სა­მო­სი ჩე­მი ტანს შე­მო­მა­ძარ­ც­ვა და ასე შიშ­ვ­ლად ჩამ­ძი­რა უფ­ს­კ­რულს.

თვი­სი სხე­უ­ლის ორე­უ­ლად მაქ­ცია, მხრე­ბი და­მი­ფა­რა ფრინ­ვე­ლის ნაკ­რ­ტე­ნით,

შე­მიპყ­რო, შა­ვეთს ჩა­მიყ­ვა­ნა, წყვდი­ა­დის სახ­ლ­ში, ირ­ქა­ლას ბი­ნად,

სახ­ლ­ში, სად შემ­ს­ვ­ლე­ლი უკან ვერ ბრუნ­დე­ბა, სახ­ლ­ში, სად მკვიდ­რ­თა შუ­ქი წარ­თ­მე­ვი­ათ,

მტვე­რი აქვთ სას­მე­ლად, საჭ­მე­ლად — თი­ხა, მო­სავთ ფრთო­სან­თა ნაკ­რ­ტე­ნის სა­მო­სი

და ნა­თელს ვერ ჭვრე­ტენ წყვდი­ა­დის მკვიდ­რ­ნი. მტვე­რი აფე­ნია კა­რებს და ურ­დუ­ლებს

და მტვრის სახ­ლ­ში, სა­დაც მე შე­ვე­დი, დამ­ხ­ვ­დ­ნენ მე­ფე­ნი გვირ­გ­ვინ­მოხ­დილ­ნი,

გვირ­გ­ვი­ნო­სან­ნი, ვი­ნაც გა­ნა­გებ­დ­ნენ ცოცხალ­თა ქვეყ­ნებს გარ­და­სულ დღე­ებ­ში,

ვი­ნაც ანუს და ენ­ლი­ლის წი­ნა­შე შემ­წ­ვა­რი ხორ­ცით აწყობ­დ­ნენ სუფ­რას,

სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო პუ­რე­ბით ტაბ­ლას ამ­კობ­დ­ნენ და მსხვერ­პ­ლად ან­კა­რა წყალს უღ­ვ­რიდ­ნენ.

და მტვე­რის სახ­ლ­ში, სა­დაც მე შე­ვე­დი, მკვიდ­რობს ქუ­რუ­მი და მგა­ლო­ბე­ლი,

მკვიდ­რობს ქა­და­გი და შემ­ლოც­ვე­ლი, მკვიდ­რო­ბენ საღ­მ­რ­თო ჭურ­ჭელ­ზე მზრუნ­ველ­ნი.

მკვიდ­რობს ეთა­ნა, მკვიდ­რობს სუ­მუ­კა­ნი, მკვიდ­რობს ქვეს­კ­ნე­ლის დე­დო­ფა­ლი ერეშ­ქ­გაკ­ლი,

და ბე­ლით-ცე­რის, ქვეს­კ­ნე­ლის მწე­რალს, მუხ­ლი მო­უყ­რია დე­დოფ­ლის წი­ნა­შე

ხელთ უპყ­რავ და­ფა და აღ­მო­ი­კითხავს. თა­ვი რა აღაპყ­რო და მე და­მი­ნა­ხა, მზე­რა მო­მაპყ­რო,

მზე­რა სიკ­ვ­დი­ლი­სა: ბედს მო­უგ­ვ­რია ეს კა­ცი ჩემ­თან…

აჰა, ძმო­ბი­ლო, სიზ­მა­რი ჩე­მი“.

მო­ცე­მულ სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი სამ­ყა­რო საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი: სუ­ლეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მტვერს და­უ­ფა­რავს (სხვა ეპი­ზოდ­ში ფერ­ფ­ლი, ნა­ცა­რი და წყვდი­ა­დი ფი­გუ­რი­რებს), იქა­ურ ბი­ნად­რებს სას­მე­ლად მტვე­რი აქვთ, ხო­ლო საჭ­მე­ლად — თი­ხა, ხაზ­გას­მუ­ლია იქა­ურ ბი­ნა­დარ­თა გა­რეგ­ნო­ბა/ჩაც­მუ­ლო­ბა — ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­ძარ­ც­ვუ­ლი აქვთ, ფრინ­ველ­თა ბუმ­ბუ­ლის სა­მო­სით არი­ან და­ფა­რუ­ლე­ბი (ნა­წი­ლობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცია ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ა­სა და უს­ხე­უ­ლო, ფრთი­ან ან­გე­ლო­ზებ­თან გვიჩ­ნ­დე­ბა), სიკ­ვ­დი­ლის მე­ტა­ფო­რად მთქმელს არ­წი­ვის­ფ­რ­თი­ა­ნი, ლო­მის­თა­თე­ბი­ა­ნი, ბნელ­სა­ხი­ა­ნი კა­ცი ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია თა­ვად სუ­ლე­თის სა­უფ­ლო­ში გა­დას­ვ­ლის ხილ­ვა — რო­გორ შე­მო­ე­ძარ­ც­ვა ენ­ქი­დუს ხორ­ცი, რო­გორც სა­მო­სი, რო­გორ გა­შიშ­ვ­ლ­და მი­სი სუ­ლი, რო­გორ შე­ი­მო­სა ფრინ­ვე­ლის მსგავ­სი ნაკ­რ­ტე­ნით და მიღ­მი­ე­რი სამ­ყა­როს ხმა­ურ­ში ჩა­ი­ძი­რა. ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სის მსგავ­სად, ენ­ქი­დუს სიზ­მ­რი­სე­ულ ჩვე­ნე­ბა­შიც სა­ი­ქი­ო­ში საკ­მა­ოდ ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბაა — იქ დახ­ვ­დ­ნენ მას ქუ­რუმ­ნი და მგა­ლო­ბელ­ნი, ქა­დაგ­ნი და შემ­ლოც­ველ­ნი, ყო­ფი­ლი გვირ­გ­ვი­ნოს­ნე­ბი (ქარ­თულ ეპოს­ში სიზ­მარ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყ­ვ­ნენ ქალ-რძალ­ნი, ბალ­ღე­ბი და იქაც ჟრი­ა­მუ­ლია). იქაც და ქარ­თულ ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტ­შიც ნახ­სე­ნე­ბია პუ­რი (სე­ფის­კ­ვე­რი), ტაბ­ლა, ან­კა­რა წყა­რო… სუ­ლეთ­ში ენ­ქი­დუს დახ­ვ­და ქვეს­კ­ნე­ლის ქალ­ღ­მერ­თიც და მი­სი სა­ი­ქი­ო­ში გა­და­სახ­ლე­ბა ქვეს­კ­ნე­ლის მწე­რალ­მაც კი ჩა­ი­ნიშ­ნა და­ფა­ზე.

ამ­გ­ვა­რად, სუ­ლე­თის წარ­მოდ­გე­ნა ორი­ვე ხალ­ხის ფოლ­კ­ლორ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სიზ­მა­რე­ულ ჩვე­ნე­ბებ­ში, გა­მო­ირ­ჩე­ვა ბევ­რი სა­ერ­თო მი­ნიშ­ნე­ბი­თა და სიმ­ბო­ლო­თი. სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვად შუ­მე­რუ­ლი ეპო­სის ენა, ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაა თარ­გ­მ­ნი­ლი ბა­ტო­ნი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძის მი­ერ ძილ-ღვი­ძი­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფრა­ზა: „სწრა­ფად გა­დიქ­რო­ლა გრილ­მა ნი­ავ­ქარ­მა და გილ­გა­მე­ში ძი­ლად მი­აწ­ვი­ნა, ხორ­ბ­ლის თავ­თა­ვი­ვით თა­ვი და­უმ­ძი­მა. ნი­კა­პით და­ეყ­რ­დ­ნო მუხ­ლის თა­ვებ­ზე და ღა­მის ღვა­რი-ძი­ლი ჩა­ეღ­ვა­რა “. ზუს­ტა­დაც ღა­მის ღვა­რია ძი­ლი, რო­მე­ლიც ლურჯ ნი­აღ­ვ­რად მო­ე­დი­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში და გა­ნა­პი­რო­ბებს ტვი­ნის იმ ხვე­უ­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რო­მელ­თაც ღვი­ძი­ლის დროს სძი­ნავთ. სწო­რედ ეს ფიქ­რ­თა ნა­კა­დი, სუ­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბა თუ წი­ნას­წარ­ხედ­ვის შე­უც­ნო­ბე­ლი უნა­რე­ბი გარ­და­იქ­მ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის ენით რომ ვთქვათ, სიზ­მ­რად, ეს პრო­ცე­სი ქარ­თ­ველ მთქმელ­საც ორი­გი­ნა­ლუ­რად აქვს გად­მო­ცე­მუ­ლი: „— ლურ­ჯი წყა­ლი მო­დი­ო­და, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?“ ან­და „— ზღვა­სა სარ­ტყე­ლი მოჰ­ქონ­და, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?“.

საბ­რ­ძო­ლო სიზ­მ­რე­ბი — სი­მა­მა­ცი­სა და გმი­რო­ბის ქე­ბა ფოლ­კ­ლო­რის­ტი­კის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი და მთა­ვა­რი მო­ტი­ვია, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ცაა გა­სა­ო­ცა­რი, რომ ქარ­თულ ეპოს­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა საგ­მი­რო-სა­ფა­ლავ­ნო ბა­ლა­და. ამ­ჯე­რად და­ვინ­ტე­რეს­დით ხალ­ხურ ეპოს­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ სიზ­მ­რებ­ში რამ­დე­ნად ჩანს საბ­რ­ძო­ლო მო­ტი­ვი. „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ ეპოს­ში ჩარ­თულ არა­ერთ სიზ­მარს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია გილ­გა­მე­შის სიზ­მ­რე­ბი, რო­მელ­თაც იგი კედ­რის ტყის მბრძა­ნე­ბელ ხუმ­ბა­ბას­თან შებ­რ­ძო­ლე­ბის წინ ხე­დავს.

„შუ­ა­ღა­მი­სას გა­უტყ­დათ ძი­ლი. ად­გა გილ­გა­მე­ში სიზ­მ­რის ასახ­ს­ნე­ლად

და ასე ეტყ­ვის მე­გო­ბარს, ენ­ქი­დუს:

ადექ, გა­ხე­დე, მთა­თა მწვერ­ვა­ლებს! ღვთის­მი­ე­რი ძი­ლი გან­მე­შო­რა, ძმო­ბი­ლო ჩე­მო,

ვი­ხი­ლე სიზ­მა­რი, რა­ო­დენ უცხო, მძი­მე, სა­ში­ნე­ლი! ვე­ბუღ­რა­ვე­ბო­დი ხა­რებს,

ხმე­ლეთს არ­ყევ­და მათ ღმუ­ი­ლი, ბუ­ღი მი­წი­დან ცამ­დე ადი­ო­და,

ერ­თის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე ჩა­ვი­ჩო­ქე, შე­მიპყ­რო, მკლავ­ში ჩა­მე­ჭი­და და ღო­ნე­მიხ­დი­ლი მი­წად და­ვე­ცი.

მერ­მე მო­ვი­და ვი­ღაც, აღ­მად­გი­ნა, წყა­ლი შე­მას­ვა თა­ვის მა­თა­რი­დან“.

და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი პერ­სო­ნა­ჟის სიზ­მ­რი­სე­უ­ლი გან­ც­და, გილ­გა­მე­ში შემ­ზა­რა­ვად ახა­სი­ა­თებს სიზ­მ­რად ნა­ნახ ბრძო­ლას, ეპი­თე­ტე­ბი: უცხო, მძი­მე, სა­ში­ნე­ლი… შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვას ამ­ძაფ­რებს. გილ­გა­მე­ში გა­რე­ულ ხა­რებს ებ­რ­ძ­ვის სიზ­მ­რად, ბუ­ღი ცამ­დე ადის, იგი უმ­წეოა თით­ქოს მათ­თან, ის-ის არის, უნ­და და­მარ­ცხ­დეს, აი, და­ი­ჩო­ქა კი­დეც, ღო­ნე­მიხ­დი­ლია, მაგ­რამ… შვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეწ­ვე­ვა, შემ­წე, რო­მე­ლიც მა­თა­რი­დან წყალს მი­აწ­ვ­დის, სხვა ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ არა ღვთა­ე­ბა, ჩვენს ენა­ზე ღმერ­თი. ხარ­თან ორ­თაბ­რ­ძო­ლა სიზ­მ­რად სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ნა­წარ­მო­ებ­შიც გვხვდე­ბა, ოთარ ჭი­ლა­ძის რო­მან „გო­დორ­ში“ ერთ-ერთ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს, ელიზ­ბარს, სიზ­მარ­ში პირ­სის­ხ­ლი­ა­ნი რაჟ­დენ კა­შე­ლი, კლა­სობ­რი­ვი და პი­რა­დი მტე­რი, მე­ტო­ქე, ვე­რა­გი მძა­ხა­ლი, ხა­რის სა­ხით ევ­ლი­ნე­ბა. ელიზ­ბა­რი ეპა­ექ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ კლავს კი­დეც მას, რის­თ­ვი­საც მა­ყუ­რებ­ლე­ბის ოვა­ცი­ებს და­იმ­სა­ხუ­რებს. სის­ხ­ლი­ა­ნი კო­რი­და იქაც მი­ა­ნიშ­ნებს პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლი­ერ ტრავ­მა­ზე, რომ იგი ცხად­ში ვერ ახერ­ხებს მძა­ხალ­თან შებ­რ­ძო­ლე­ბას და სიზ­მარ­ში ეს კოშ­მა­რი სტან­ჯავს. გილ­გა­მე­შის სიზ­მარს ენ­ქი­დუ ახ­ს­ნის იმ­გ­ვა­რად, რომ ეს ხა­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მი­სი მცვე­ლი შა­მა­შია, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მათ ხუმ­ბამ­ბას­თან ბრძო­ლი­სას და მა­თა­რი­დან წყლის და­ლე­ვაც სწო­რედ ამის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ გილ­გა­მე­ში ამ სიზ­მ­რებს ღვთის­მი­ერს უწო­დებს და ხვდე­ბა, რომ მათ დი­დი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვთ. მი­აჩ­ნია, რომ ამით ღვთა­ე­ბა თა­ვის ნე­ბას უცხა­დებს მოკ­ვ­და­ვებს. ამი­ტომ სთხოვს მათ ახ­ს­ნას, ხან დე­დას — ფურ ნინ­სუ­ნას, ხა­ნაც ერ­თ­გულ მრჩე­ველ­სა და მე­გო­ბარს — ენ­ქი­დუს. გილ­გა­მე­შის მე­ო­რე სიზ­მა­რიც საბ­რ­ძო­ლო ხა­სი­ა­თი­საა:

„შუ­ა­ღა­მი­სას გა­უტყ­და ძი­ლი და ამ­გ­ვარ სიზ­მარს უამ­ბობს ენ­ქი­დუს:

ხომ არ მაღ­ვი­ძებ­დი? რა­ტომ გა­მეღ­ვი­ძა? ენ­ქი­დუ, მე­გო­ბა­რო, ვი­ხი­ლე სიზ­მა­რი.

პირ­ველ სიზ­მარ­ზე უფ­რო შემ­ზა­რა­ვია მე­ო­რედ ზმა­ნე­ბუ­ლი.

სიზ­მ­რად, ძმო­ბი­ლო, მთა მო­მი­ახ­ლოვ­და, ძირს დამ­ცა, ფერ­ხ­ნი გა­მი­კა­ვა.

იმ­ძ­ლავ­რა შუქ­მა შემ­ზა­რავ­მა და მოყ­მე ვინ­მე თვალ­წინ მო­მევ­ლი­ნა,

მოყ­მე ამ­ქ­ვეყ­ნად უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი, გო­რა­კის ძირ­თან მი­მიყ­ვა­ნა,

წყა­ლი მას­ვა და გულ­ზე მო­მეშ­ვა, მი­წას და­მად­გი­ნა ჩე­მი­ვე ტერ­ფე­ბით“.

მე­ო­რე ზმა­ნე­ბას, რო­გორც თა­ვად გილ­გა­მე­ში უწო­დებს მას, უფ­რო მე­ტი ემო­ცია ახ­ლავს თან, რად­გან თა­ვად მთა და­იძ­რა მას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად და გილ­გა­მე­ში მოძ­რა­ო­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს, ფე­ხე­ბი წა­ერ­თ­ვა. ამ სა­სო­წარ­კ­ვე­თის ჟამ­საც მფარ­ვე­ლად შუქ­თან ერ­თად მოვ­ლე­ნი­ლი უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი მოყ­მე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­მე­ლიც უკ­ვ­და­ვე­ბის წყალს შე­ას­მევს. ენ­ქი­დუ კვლა­ვაც ამ­შ­ვი­დებს მე­გო­ბარს, რომ მის მი­ერ ხი­ლუ­ლი მთა სიზ­მარ­ში სწო­რედ მტე­რი ხუმ­ბამ­ბაა და იმ მოყ­მის, ანუ მა­თი მფარ­ვე­ლი ღვთა­ე­ბა შა­მა­შის, დახ­მა­რე­ბით ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მის და­მარ­ცხე­ბას, შეპყ­რო­ბას, მი­სი გვა­მის ვე­ლად გა­დაგ­დე­ბას. წყა­ლი/წვი­მა ყვე­ლა სიზ­მარ­ში ფი­გუ­რი­რებს, რაც, რა თქმა უნ­და, არაა შემ­თხ­ვე­ვი­თი. წყა­ლი ყვე­ლა რე­ლი­გი­ურ თუ ფოლ­კ­ლო­რულ ტექ­ს­ტ­ში გან­წ­მენ­დას­თან, შემ­წო­ბა­სა და ნა­თელ­თან მი­ახ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. რო­გორც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ, ასეა ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­შიც (6) (შდრ. „ზღვა­სა სარ­ტყე­ლი მოჰ­ქონ­და, ნე­ტავ, დე­დავ, რაო? შვი­ლო, შე­ნი სუ­ლი არი, ვაჰ, შენს დე­და­საო!“).

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სი „დათ­ვ­მა სთქვა“, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლა­დაა ნაჩ­ვე­ნე­ბი ტყის ვე­ლუ­რი ბი­ნად­რის წარ­სუ­ლის რეტ­როს­პექ­ტი­ვა, რაც თავს გა­დახ­დე­ნია, ან იქ­ნებ ოც­ნე­ბა და რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, რო­გორ აპი­რებ­და იგი მო­რე­ო­და მო­ნა­დი­რე­ებს, და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა სო­ფე­ლი და ძაღ­ლე­ბი.

„დათ­ვ­მა სთქვა: „ვნა­ხე სიზ­მა­რი,

რაც რომ თავს გა­დამ­ხ­დე­ბო­და;

სოფ­ლის თავს გად­მო­ვი­ა­რე,

სო­ფე­ლი ჩოჩ­ქოლ­დე­ბო­და;

ჯაჭ­ვით დაბ­მუ­ლი მყეფ­რე­ბი

სულ მაღ­ლა-მაღ­ლა ხტე­ბო­და;

ვა­ჟაი ქა­ლის­პი­რაი

გორს უკან მე­მა­ლე­ბო­და;

ვა­ჟაი სვი­ლის­ფე­რაი

ხმალ­დახ­მალ მე­ტა­ნე­ბო­და.

ხმალ დამ­კ­რა სა­ქოჩ­რე­შია,

გო­ნი და გუ­ლი მხდე­ბო­და;

ტო­ტი მეც დავ­კარ ბუ­ჩა­მა;

ფეხ­ზე ვერც ისი დგე­ბო­და“.

ქარ­თუ­ლი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ამ ნი­მუ­შით საც­ნა­უ­რია, რომ ცხო­ვე­ლის სიზ­მარ­შიც კი ფი­გუ­რი­რებს საბ­რ­ძო­ლო მო­ტი­ვი, მთქმე­ლი ხოტ­ბას ას­ხამს დათ­ვის სი­მა­მა­ცე­სა და შე­უ­პოვ­რო­ბას, მთქმე­ლი ხა­ტოვ­ნად აღ­წერს სიზ­მა­რე­ულ ხილ­ვას: დათ­ვი წარ­მო­იდ­გენს, რომ სო­ფელს თავს ეს­ხ­მის, ჩოჩ­ქო­ლია, ძაღ­ლე­ბი მას ვე­რა­ფერს აკ­ლე­ბენ, ქა­ლის­პი­რა, ანუ მში­შა­რა ვა­ჟი იმა­ლე­ბა მი­სი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სვი­ლის­ფე­რი, ანუ მგლის­ფე­რი, მა­მა­ცი ვაჟ­კა­ცი კი ხმალ­დახ­მალ ებ­რ­ძ­ვის მას. დათ­ვი გა­ნიც­დის, რომ სიზ­მარ­ში გო­ნე­ბა და­კარ­გა, მაგ­რამ მა­ინც ცდი­ლობს ბო­ლომ­დე მედ­გ­რად იდ­გეს, თათს დაჰ­კ­რავს ვაჟს და წა­აქ­ცევს. გა­პი­როვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დათ­ვის თავ­გან­წირ­ვის გად­მო­სა­ცე­მად ავ­ტო­რის ოს­ტა­ტო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

ცეცხ­ლი, ალი, ნა­ცა­რი, ფერ­ფ­ლი — გილ­გა­მე­შის მე­სა­მე საბ­რ­ძო­ლო სიზ­მა­რი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვია, იგი ნა­ნა­ხით შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იღ­ვი­ძებს, კვლავ მე­გო­ბარს შეს­თხოვს დახ­მა­რე­ბას:

„ხომ არ მიხ­მობ­დი? რა­ტომ გა­მეღ­ვი­ძა? არ მომ­კა­რე­ბი­ხარ, რა­ღა­ტომ შევ­კ­რ­თი?

ღმერთს არ ჩა­უვ­ლია? რა­ღამ გა­მა­შე­შა? ძმო­ბი­ლო, ვი­ხი­ლე მე­სა­მე სიზ­მა­რი,

სიზ­მა­რი იგი, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლე, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შემ­ზა­რა­ვია;

გრგვი­ნავ­და ზე­ცა, მი­წა გუ­გუ­ნებ­და, დღე იღ­რუბ­ლე­ბო­და, წყვდი­ა­დი დგე­ბო­და,

ელავ­და ელ­ვა, ალი ენ­თე­ბო­და, ზრქე­ლი ღრუ­ბე­ლი სიკ­ვ­დილს აწ­ვი­მებ­და.

ელ­ვა რა გაქ­რა, ხან­ძა­რიც ჩაქ­რა და რაც ეცე­მო­და, ნაც­რად იქ­ცე­ო­და.

გა­ვი­დეთ ვე­ლად, აზ­რი მო­ვიკ­რი­ბოთ“.

თით­ქოს მთე­ლი სამ­ყა­როს ძა­ლე­ბი აღ­დ­გ­ნენ მე­ომ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ და ხელს უშ­ლი­ან წა­მოწყე­ბუ­ლი საქ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში (მა­თი მი­ზა­ნია საგ­მი­რო საქ­მის ჩა­დე­ნა, კერ­ძოდ, ღვთი­უ­რი ხა­რის ხუმ­ბამ­ბას და­მარ­ცხე­ბა); ზე­ცა გრგვი­ნავს, წყვდი­ა­დი მე­ფობს, ელავს, ღრუ­ბე­ლი სიკ­ვ­დილს აწ­ვი­მებს, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცარ-ფერ­ფ­ლად ქცე­უ­ლა… სიზ­მა­რი მი­ა­ნიშ­ნებს გილ­გა­მეშს, რომ მა­თი ჩა­ნა­ფიქ­რი არ დას­რულ­დე­ბა სა­სი­კე­თოდ (მარ­თ­ლაც, სა­ბო­ლო­ოდ ენ­ქი­დუ იღუ­პე­ბა სწო­რედ ამ ხა­რის მოკ­ვ­დი­ნე­ბის გა­მო გან­რის­ხე­ბუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბის ბრძა­ნე­ბით), მაგ­რამ გმი­რე­ბის შე­უ­პოვ­რო­ბა გა­სა­ო­ცა­რია. ენ­ქი­დუ მა­ინც კე­თილ ნი­შანს ხე­დავს ამ სიზ­მარ­შიც, ასე აუხ­ს­ნა ენ­ქი­დუმ სიზ­მა­რი:

„კე­თი­ლად ახ­დე­ბა შე­ნი სიზ­მა­რი, ნი­შა­ნი მი­სი კე­თი­ლად მოს­ჩანს:

და­ვამ­ხობთ ხუმ­ბამ­ბას, გავ­ჩე­ხავთ კე­დარს და ბო­როტს აღ­მოვ­ფხ­ვ­რით მი­წის პი­რის­გან“.

და­ვუბ­რუნ­დეთ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ქარ­თულ ხალ­ხურ ლექსს „სიზ­მა­რი“, სა­დაც მო­მაკ­ვ­და­ვი ვა­ჟი დე­დას სწო­რედ გა­ხუ­რე­ბულ თო­ნე­სა და ცეცხ­ლის ალ­ზე ესა­უბ­რე­ბა სიზ­მ­რად.

„— თო­ნე ხურს და ალი ბრუ­ნავს, ნე­ტავ, დე­დავ, რაო?

— შვი­ლო, შე­ნი გვა­მი არი, ვაჰ, შენს დე­და­საო!“

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ამ ლექ­ს­ში არ ჩანს, რის­გან იღუ­პე­ბა გმი­რი, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მო­ნა­დი­რეა ან მე­ო­მა­რი, რად­გან სიზ­მარ­ში ნახ­სე­ნე­ბი კალ­მუ­ხის ქუ­დი, ჩექ­მე­ბი, ირე­მი და ტყე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ის უბ­რა­ლოდ სახ­ლ­ში, სა­კუ­თარ ლო­გინ­ში მწო­ლი­ა­რე, სა­სიკ­ვ­დი­ლო სა­რე­ცელ­ზე არ და­ღუ­პუ­ლა. სა­ი­ქი­ო­ში მა­საც ელ­ვა, ცეცხ­ლი, გა­ხუ­რე­ბუ­ლი თო­ნის მდუ­ღა­რე­ბა ეგე­ბე­ბა, თუმ­ცა იქ­ვე წყა­ლი და ზღვაც ფი­გუ­რი­რებს.

სიზ­მარ­ში გან­ც­დი­ლი კა­თარ­ზი­სი, გარ­დაქ­მ­ნა, ტრან­ს­ფორ­მა­ცია — რო­დე­საც სიზ­მ­რით მოგ­ვ­რილ სუ­ლი­ერ გარ­და­სახ­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნოთ მოყ­მის დე­დის სიზ­მა­რი („ლექ­სი ვეფხი­სა და მოყ­მი­სა“). ერთ-ერ­თი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, მოყ­მის დე­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნ­და ამ ლექ­ს­ში, რა­თა მოყ­მის გმი­რო­ბი­სა და სი­მა­მა­ცის გვერ­დით დე­და­მი­სის სა­ო­ცა­რი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბაც შე­ე­ქო ქარ­თ­ველ ხალხს. სწო­რედ მოყ­მის დე­და გვარ­წ­მუ­ნებს, რომ მტრის შებ­რა­ლე­ბაც გმი­რო­ბაა და, შე­საძ­ლოა, უფ­რო მე­ტი გმი­რო­ბაც, ვიდ­რე მი­სი მოკ­ვ­ლა. მოყ­მის დე­და ამ დას­კ­ვ­ნამ­დე სწო­რედ სიზ­მ­რის წყა­ლო­ბით მი­დის:

„ხან ვეფხ­ვი, ხან თა­ვის შვი­ლი

ელან­დე­ბო­და მძი­ნარ­სა,

ხან ვეფხ­ვი ვი­თომ იმის შვილს

ტან­ზე­ით აყ­რის რკი­ნა­სა,

ხან კი­დენ იმი­სი შვი­ლი

ვეფხვს გა­და­ავ­ლევს ყი­რა­სა.

აი, ამ სიზ­მ­რებს ხე­დავ­დის,

გა­მა­ეღ­ვი­ძის მტი­რალ­სა.

ხან იფიქ­რებ­და, უდე­დოდ

გაზ­რ­და ვი­ნა თქვა შვი­ლი­სა,

იქ­ნე­ბა ვეფხ­ვის დე­დაი

ჩემ­ზე მწა­რე­და სტი­რი­სა.

წა­ვი­დე, მეც იქ მი­ვი­დე,

სამ­ძი­მარ უთხ­რა ჭი­რი­სა,

ისიც მი­ამ­ბობს ამ­ბავ­სა,

მეც უთხ­რა ჩე­მი შვი­ლი­სა,

იმა­საც ბრა­ლი ექ­ნე­ბის

უწყა­ლოდ ხმლით დაჭ­რი­ლი­სა!“

დე­და აანა­ლი­ზებს, რომ ვეფხ­ვის დე­და­საც ისე­თი­ვე ტკი­ვი­ლი და გან­ც­და ექ­ნე­ბა შვი­ლის და­ღუპ­ვის გა­მო, რო­გორც თა­ვად და მი­დის ვეფხ­ვის დე­დას­თან სამ­ძიმ­რის სათ­ქ­მე­ლად. ამა­ზე მე­ტი ტო­ლე­რან­ტო­ბა, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! სა­მა­გა­ლი­თოა არა მარ­ტო დე­დის საქ­ცი­ე­ლი, არა­მედ მი­სი გან­ც­და, გულ­წ­რ­ფე­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და სი­ნა­ნუ­ლის უნა­რი.

შუ­მე­რულ ეპოს­შიც მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სიზ­მ­რებ­ში აანა­ლი­ზე­ბენ სა­კუ­თარ საქ­ცი­ელს, ენ­ქი­დუ სიზ­მ­რის მე­რე ნა­ნობს ხა­რის მოკ­ვ­ლას, ხო­ლო გილ­გა­მე­ში — სა­კუ­თარ სი­ჯი­უ­ტეს, ხუმ­ბამ­ბას­თან ბრძო­ლის დროს რომ გა­მო­ი­ჩი­ნა. იგი სიზ­მ­რე­ბის მე­რე აც­ნო­ბი­ე­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ხევ­რადღ­მერ­თია, მა­საც სჭირ­დე­ბა შემ­წე, ქო­მა­გი და დამ­ხ­მა­რე. მი­სი ბუ­ნე­ბა არ არის ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი, იგი გარ­დაქ­მ­ნებს გა­ნიც­დის სწო­რედ სიზ­მ­რე­ბის შე­დე­გად. სხვაა გილ­გა­მე­ში ენ­ქი­დუს­თან და­მე­გობ­რე­ბამ­დე და სხვაა ენ­ქი­დუს­თან და­მე­გობ­რე­ბის შემ­დეგ. ენ­ქი­დუ თა­ვი­სი გა­მო­ჩე­ნით აღ­ვი­ძებს მას­ში ზნე­ობ­რივ, ხო­ლო თა­ვი­სი სიკ­ვ­დი­ლით — მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბას. მე­გობ­რის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კვლავ ხე­დავს იგი ღვთი­ურ სიზ­მ­რებს, ფიქ­რ­დე­ბა სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის მა­რა­დი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ზე და არ უშინ­დე­ბა შო­რე­ულ გზას უთა­ნა­ფიშ­თის­კენ. რაც შე­ე­ხე­ბა ენ­ქი­დუს, მი­სი სიზ­მ­რე­ბი­თაც საც­ნა­უ­რია, რომ ნა­ხევ­რად­ვე­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან იგი მო­აზ­როვ­ნე არ­სე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სი­ნა­ნუ­ლი, მე­გობ­რის ერ­თ­გუ­ლე­ბა, მი­სი თა­ნად­გო­მა, მის­თ­ვის თავ­გან­წირ­ვა.

ასე­თია შუ­მე­რულ და ქარ­თულ ფოლ­კ­ლო­რულ ნი­მუ­შებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიზ­მა­რე­უ­ლი ხილ­ვე­ბის შე­და­რე­ბის შე­დე­გად მიკ­ვ­ლე­უ­ლი მცი­რე დას­კ­ვ­ნე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­შიც სიზ­მ­რე­ბი გვხვდე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ამ სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ა­ში შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს მი­მო­ხილ­ვით.

ქე­თე­ვან ქა­თა­მა­ძე

ქა­ლაქ თბი­ლი­სის №72 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი,

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რან­ტი

 

  1. „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ მოკ­ლე ში­ნა­არ­სი ასე­თია: ურუ­ქის მე­ფე გილ­გა­მე­ში, ღმერ­თ­კა­ცი, და ენ­ქი­დუ, ნა­ხევ­რად ცხო­ვე­ლი და ნა­წი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნი, და­მე­გობ­რ­დე­ბი­ან და ტყის მცვე­ლის, ხუმ­ბამ­ბას მო­საკ­ლა­ვად მი­დი­ან კედ­რის ტყე­ში. ხუმ­ბამ­ბა­სა და სა­მოთხის ხა­რის მოკ­ვ­ლის გა­მო გან­რის­ხ­დე­ბა ცის ღმერ­თი ანუ და დას­ჯის გმი­რებს, ენ­ქი­დუ მე­გობ­რის მა­გივ­რად იღუ­პე­ბა. დამ­წუხ­რე­ბუ­ლი გილ­გა­მე­ში გლო­ვობს ძმო­ბილს და მი­დის უკ­ვ­და­ვე­ბის სა­პოვ­ნე­ლად, თუმ­ცა რწმუნ­დე­ბა, რომ ბე­დის­წე­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა ამაოა და ბრუნ­დე­ბა ურუქ­ში.
  2. ყველ­გან თარ­გ­მა­ნი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძი­სა.
  3. იხ. ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა,1955: 21
  4. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ალუ­ზიაა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თ­გ­ზის გახ­მი­ა­ნე­ბუ­ლი ფრა­ზი­სა: სძა­ლი ქრის­ტე­სი, სა­დაც სძა­ლი წმინ­და­ნია, მსხვერ­პ­ლად რომ სწი­რავს სა­კუ­თარ თავს სი­ძეს, ანუ ქრის­ტეს და ასე ემ­ზა­დე­ბა ზე­ცი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბი­სათ­ვის. ენ­ქი­დუც, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ სიზ­მ­რე­ბის მე­რე მო­ევ­ლი­ნე­ბა გილ­გა­მეშს, სა­ბო­ლო­ოდ გილ­გა­მე­შის მა­გივ­რად იღუ­პე­ბა და ჩა­დის სუ­ლეთ­ში. ამ­გ­ვა­რად, შუ­მე­რულ ეპოს­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს შე­და­რე­ბა — გმი­რი­სა სძალ­თან — ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვი­საც არაა უცხო.
  5. ენ­ქი­დუს ეს სიზ­მა­რი ქვე­მოთ გან­ხი­ლუ­ლია ვრცლად.
  6. იხ. ზემოთ ქართული ლექსები: „სიზმარი“, „სიზმარში ძახილ მამესმა“.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია, ტო­მი XVII;

♦ ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე — ფარ­ნა­ვა­ზის სიზ­მა­რი; გილ­გა­მე­ში­ა­ნი — ძვე­ლი შუ­ამ­დი­ნა­რუ­ლი ეპო­სი, 2009წ;

♦ Yacki Raizizun — The secret of dreams;

♦ DOUGLAS MATUS – The Role of Dreams in „Epic of Gilgamesh“;

ჰა­სან ნო­ზა­დი­ა­ნის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ ილუს­ტ­რა­ციები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები