24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

spot_img

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა და ფონდის დირექტორმ,ა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს და, სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედია პლატფორმაზე –

https://www.atinati.com

ასევე, სოციალური მედიის გვერდებზე:

https://www.facebook.com/atinati.foundation

https://www.instagram.com/atinati__/

https://www.youtube.com/…/UCjQqhmi5M46_TvP6kELXhxw/videos

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ საგანმანათლებლო მიმართულებითაც ითანამშრომლებს – ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ფონდის დამფუძნებელმა, ნათია ხუნტუამ.

ფონდი „ათინათი“ არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები