19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფურ­ცელ­ზე გა­ყი­ნუ­ლი სათხო­ვა­რი – ვუძღ­ვ­ნი პე­და­გო­გებს!

spot_img

უკი­დე­გა­ნო სიმ­წ­ვა­ნე­ში სო­ლი­ვით შეჭ­რილ ხე­ო­ბას არაგ­ვის ხმა­უ­რი­ა­ნი ზვირ­თე­ბი აფხიზ­ლებს. მდი­ნა­რი­სა­გან და­ღა­რულ ჭა­ლებს სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბი უწყ­ვეტ ზო­ლე­ბად მიჰ­ყ­ვე­ბა. და­ხავ­სე­ბუ­ლი კლდის ნა­პი­რე­ბი სიძ­ვე­ლის ბუ­რუს­ში ეხ­ვე­ვა და ცა­და­ზი­დულ მთებ­თან ერ­თად ხე­ო­ბას და­ურ­ღ­ვე­ვე­ლი სიმ­ტ­კი­ცის სი­ლუ­ეტს უქ­მ­ნის. აქა-იქ სო­კო­ე­ბი­ვით გა­ფან­ტუ­ლი სახ­ლე­ბი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი თი­ვის ზვი­ნე­ბი, მთე­ბის სიმ­წ­ვა­ნე­ში ამოგ­ლე­ჯი­ლი სი­შა­ვე, კლდე­ებს ამო­ფა­რე­ბუ­ლი რძის­ფე­რი ღრუ­ბე­ლი ერ­თ­ბა­შად ირე­ვა კა­ცის თვალ­სა­წი­ერ­ში.

გა­რიჟ­რა­ჟი­სას, რო­ცა ცეცხ­ლის­ფე­რი ბურ­თი ჯერ კი­დევ ნა­ხევ­რა­დაა ამო­გო­რე­ბუ­ლი მთე­ბის სიღ­რ­მი­დან, თი­თო­ე­უ­ლი ოდი­დან უკ­ვე სი­ცოცხ­ლის კვამ­ლი ამო­დის. ხვდე­ბი, რომ იქ დი­დი ფა­ცა­ფუ­ცია ბუ­ნე­ბას­თან ჭი­დილ­ში დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ახა­ლი დღის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის იბ­რ­ძ­ვი­ან. თა­ო­ბე­ბი­დან თა­ო­ბებ­ში იბ­რ­ძ­მი­დე­ბა რკი­ნის ნე­ბის­ყო­ფა, გა­კა­ჟე­ბუ­ლი სხე­უ­ლი, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ხა­სი­ა­თი და არაგ­ვის წყა­ლი­ვით გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბა. მთის კალ­თებ­ზე შე­ფე­ნილ ცხვარ-ძრო­ხას პირ­ტიტ­ვე­ლა ბი­ჭე­ბი მწყემ­სა­ვენ, მი­უ­ვალ ჭი­უ­ხებს მუხ­ლ­მა­გარ რა­ინ­დე­ბად რომ უქ­ცე­ვია. არ აძ­ლე­ვენ სი­ცოცხ­ლის არც ერთ წუთს იმის უფ­ლე­ბას, უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გოს წარ­სუ­ლის სა­ცერ­ში.

ხე­ო­ბის უბე­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი სო­ფე­ლი არაგ­ვის ჭა­ლე­ბი­დან ზურ­გით აზი­დუ­ლი სი­პი ქვით ნა­შე­ნი სახ­ლე­ბით უტყ­ვი მე­მა­ტი­ა­ნეა უცხო კა­ცი­სათ­ვის, ად­ვი­ლად მიხ­ვ­დეს, რა შრო­მის ფა­სად დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლან, სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა და ბუ­ნე­ბას­თან თან­ხ­მი­ე­რო­ბის წყა­ლო­ბით.

ბუ­ნე­ბის სა­ზაფხუ­ლო ზე­იმს ეშუ­რე­ბა დი­დი თუ პა­ტა­რა, ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბებ­ზე პი­რუტყ­ვის სა­ზამ­თ­რო ბა­ლა­ხი ითი­ბე­ბა, მთის კალ­თებ­ზე აყ­ვა­ვე­ბულ დე­კას მო­ხუ­ცი დე­და­კა­ცე­ბი და­კალ­თა­ვე­ბულ სა­მოს­ში აგ­რო­ვე­ბენ, ლო­ყებღაჟ­ღა­ჟა ბი­ჭე­ბი ჟო­ლოს ეკალ-ბარ­დებს შე­სე­ვი­ან. ჭარ­მა­გი თუ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ფიქ­რობს.

კაშ­კა­შა, ცეცხ­ლო­ვა­ნი ფე­რე­ბი თან­და­თან გა­იც­რი­ცა. მთე­ბის წიწ­ვო­ვა­ნი სა­ფარ­ვე­ლი შე­მოდ­გო­მის ცივ ნის­ლ­ში გა­ეხ­ვა, უსი­ე­რი ტყე სი­ცი­ვემ გა­ა­შიშ­ვ­ლა, ხმა­უ­რი­ა­ნი არაგ­ვი კი­დევ უფ­რო გა­ცივ­და, მი­სი ზვირ­თე­ბი­სა­გან და­ღა­რუ­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბი კი­დევ უფ­რო და­ი­ღა­რა და ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ერ­თ­სარ­თუ­ლი­ან სკო­ლას­თან მის­ვ­ლა სოფ­ლის გო­გო-ბი­ჭებს კი­დევ უფ­რო დიდ სირ­თუ­ლედ ექ­ცათ.

შე­მოდ­გო­მის სუს­ხ­მა კუ­დი მა­ინ­ც­და­მა­ინც სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის დღეს მო­იქ­ნია. მამ­ლის პირ­ველ ყი­ვილ­ზე სოფ­ლის გო­გო-ბი­ჭე­ბი უკ­ვე ფეხ­ზე იყ­ვ­ნენ. თი­თო­ე­ულ­მა კარ­გად იცო­და, რამ­დე­ნად დი­დი გზა ჰქონ­დათ გა­სავ­ლე­ლი. სი­ცოცხ­ლის კვამ­ლი ყვე­ლა­ზე ად­რე ხე­ო­ბის მა­ღალ წვერ­ზე მდგო­მი სახ­ლი­დან ამო­ვი­და. სოფ­ლის ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი დღი­სათ­ვის სა­გულ­და­გუ­ლოდ ემ­ზა­დე­ბო­და. ჯერ კი­დევ ბნელ­ში გახ­ვე­ულ ოთახ­ში თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­მოქ­ნი­ლი სან­თე­ლი აან­თო, სიძ­ვე­ლი­სა­გან გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ვი­სი­ვე შე­კე­რილ ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სა და მამ­ლის მე­ო­რე და­ყივ­ლე­ბამ­დე შე­გირ­დებ­თან ერ­თად ძნე­ლად­სა­ვალ ბი­ლიკს გა­უყ­ვა. გუ­ლან­თე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამა­ყად მი­უძღო­და არაგ­ვი­სა­გან და­ღა­რულ გზას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უკ­ვა­ლავ­და მო­მა­ვალ თა­ო­ბას. ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით ღე­ლავ­და. გზა თით­ქოს ნელ-ნე­ლა მოკ­ლ­დე­ბო­და. მი­სი ში­ნა­გა­ნი გან­ს­ჯა ერ­თი ფიქ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დი­ო­და. თვა­ლი გა­და­ავ­ლო ორ­მოც­და­ათ­წ­ლი­ან აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას, გაჩხ­რი­კა თი­თო­ე­უ­ლი წე­ლი, შე­ა­ფა­სა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ღრმად და­ლე­ქი­ლი­ყო თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის არა მარ­ტო სა­ხე­ლი და გვა­რი, არა­მედ ახ­სოვ­და მა­თი ბუ­ნე­ბა, ქცე­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბი. იხ­სე­ნებ­და, რამ­დენ­ჯერ გა­უ­ცი­ლე­ბია მგლე­ბის ყმუ­ილს და­თოვ­ლილ ბი­ლიკ­ზე მი­მა­ვა­ლი. ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სურ­ვი­ლი რო­გორ მი­აქ­რო­ლებ­და რკი­ნის ხელ­ჯო­ხი­ან მას­წავ­ლე­ბელს გა­ყი­ნულ ბი­ლიკ­ზე. ახ­ლაც იმა­ვე გზა­ზე მი­დის, რო­მე­ლიც არც გა­ყი­ნუ­ლია და არც მგლე­ბის ყმუ­ი­ლი მო­ის­მის უსი­ე­რი ტყის სიღ­რ­მი­დან, მაგ­რამ დღეს გრძნობს ხა­სი­ათ­ში ბზარს, მუხ­ლებ­ში სი­ძა­ბუ­ნეს, შიშს, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ ჩა­უ­სახ­ლ­და, თუმ­ცა არ იმ­ჩ­ნევს, ამა­ყად მი­უძღ­ვე­ბა ახალ­გაზ­რ­დებს.

სა­ა­თის გაც­რე­ცილ ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე ისა­რი თან­და­თან ცხრა სა­ათს მი­უ­ახ­ლოვ­და. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გირ­დებ­თან ერ­თად უკ­ვე სკო­ლის ეზო­ში იყო. ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ხის ჭიშ­კა­რი მძი­მედ გა­ა­ღო და კე­დელ­ზე ზა­რი და­რე­კა. შე­გირ­დებს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა ანიშ­ნა. ჭი­ის­გან შეჭ­მუ­ლი იატა­კი აჭ­რი­ალ­და, ფურ­ცელ-ფურ­ცელ აკინ­ძუ­ლი, თა­ო­ბებ­ს­გა­მოვ­ლი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით მერ­ხე­ბი აჭ­რელ­და და ხე­ო­ბა­ში ჩა­კარ­გულ სკო­ლა­ში ზა­რი კვლავ აწ­კ­რი­ალ­და.

ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელ­მა პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვით და­იწყო. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის არა­ერ­თი ფურ­ცე­ლი გა­და­უ­შა­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, არაგ­ვის წყა­ლი­ვით სპე­ტა­კი სუ­ლის ყმაწ­ვი­ლებს, რო­მელ­თა გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ად­ვი­ლად იმ­კ­ვიდ­რებ­და ად­გილს ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი გან­ც­დე­ბი თუ პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა.

მთი­ე­ლი ქა­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ, ტრა­დი­ცი­ულ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფას­თან დგას. მი­სი სიბ­რ­ძ­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ელ­ვის უს­წ­რა­ფე­სად ილე­ქება ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მოს­წავ­ლე­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, მთის მკაცრ პი­რო­ბებ­ში გა­მობ­რ­ძ­მე­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლის ომა­ხი­ა­ნი ხმა იბ­ზა­რე­ბა, გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და­ნა­წევ­რე­ბას იწყებს. ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით დაწყე­ბულ გაკ­ვე­თილს ხა­ლი­სი ეკარ­გე­ბა. და­ფას­თან სა­წე­რად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ხე­ლი კან­კალს იწყებს, მაგ­რამ ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი ფარ-ხმალს მა­ინც არ ჰყრის. მას ჰგო­ნია, რომ ეს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თან­მ­დე­ვი ემო­ცი­ის შე­დე­გია. წა­მი­ე­რად გა­უ­ელ­ვა თვალ­წინ გან­ვ­ლილ­მა დრომ, გა­იხ­სე­ნა ყო­ვე­ლი წე­ლი, მაგ­რამ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. წარ­სულ­მა მხნე­ო­ბა შე­მა­ტა. ცდი­ლობს, ძა­ლა მო­იკ­რი­ბოს, სა­უ­ბარს ჩვე­ული და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა შეს­ძი­ნოს და კი­დევ ერთ თა­ო­ბას და­უმ­ტ­კი­ცოს თა­ვი­სი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, წლე­ბის მან­ძილ­ზე რომ იხ­ვე­წე­ბო­და და გა­მოც­დი­ლე­ბა, სხვებ­თან თა­ნა­ზი­ა­რო­ბა­ში უზღ­ვა­ვი სი­კე­თით რომ ივ­სე­ბო­და. უდი­დეს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას­თან შე­ჭი­დე­ბულ­მა თავს უფ­ლე­ბა არ მის­ცა, გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ეგ­დო, მით უმე­ტეს, პირ­ველი გაკ­ვე­თი­ლი, რომ­ლის მო­ლო­დინ­ში მთე­ლი ღა­მე გა­ა­თია. ძა­ლა მო­იკ­რი­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი სრუ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ა­ლა­გა და­ფის რუხ ზე­და­პირ­ზე და ხე­ლე­ბის კან­კა­ლი მთი­ე­ლი ქა­ლის ში­ნა­გან­მა სიძ­ლი­ე­რემ და­ა­მარ­ცხა. და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ისევ გა­ი­მარ­თა და გაკ­ვე­თილს ჩვე­უ­ლი სი­ხა­ლი­სე და­უბ­რუნ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­თა შე­უმ­ჩ­ნევ­ლად მოხ­და. ამ ცვლი­ლე­ბას მხო­ლოდ ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი გრძნობს, რომ­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში ორ­თაბ­რ­ძო­ლაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და სურ­ვილს შო­რის, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ სი­ძა­ბუ­ნე­შე­პა­რულ რე­ა­ლო­ბა­საც ამარ­ცხებს. ამა­სო­ბა­ში პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი დამ­თავ­რ­და. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­ნა­კეთ მუ­ხის მა­გი­დას მი­უჯ­და და ჟურ­ნა­ლის სა­გულ­და­გუ­ლოდ შევ­სე­ბა და­იწყო. ორი გვა­რი­ღა შე­მორ­ჩე­ნო­და სო­ფელს, ამი­ტო­მაც სი­ა­ში, ჩო­ხე­ლი­სა და წიკ­ლა­უ­რის გარ­და, გვარს ვერ შეხ­ვ­დე­ბო­დით. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელს თვა­ლებ­ში ცრემ­ლი ჩა­უ­გუბ­და, გუ­ლი სწყდე­ბო­და, რომ მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად ხე­ო­ბაც თან­და­თან სი­ცოცხ­ლეს და­კარ­გავ­და. შვი­დი მოს­წ­ავ­ლის ღირ­სე­ულ მას­წავ­ლე­ბელს იმე­დი ეწუ­რე­ბო­და, რომ მის გზას ვინ­მე გა­აგ­რ­ძე­ლებ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მთის მკაცრ ბუ­ნე­ბას, ულა­მა­ზეს, მაგ­რამ პირ­ქუშ გა­რე­მოს, ვე­ღარ გა­უძ­ლებ­და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სურ­ვილ­თა დი­ა­დო­ბა­ნი. მათ უბ­რა­ლო­ე­ბას, წმინ­და­თაწ­მინ­და ბუ­ნე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის შო­რე­უ­ლი ჩრდი­ლე­ბი თან­და­თან მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს ორი გვა­რი ბა­რის ბო­ბო­ქარ, მაგ­რამ და­უწ­მინ­დავ ცხოვ­რე­ბას ეზი­ა­რე­ბო­და. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელს მო­მავ­ლის ში­ში მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და, ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­და თა­ვი­სი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბით, მშობ­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბით დრო­ე­ბით მა­ინც შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ის საფ­რ­თხე, რო­მე­ლიც დღეს თუ ხვალ, მის ხე­ო­ბას კარ­ზე მი­ად­გე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში ზა­რი კვლავ აწ­კ­რი­ალ­და. მე­ო­რე გაკ­ვე­თილს მე­სა­მე მოჰ­ყ­ვა, მე­სა­მეს — მე­ოთხე და ემო­ცი­უ­რი დღეც დას­რულ­და. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელ­მა სპი­ლენ­ძის ზა­რი ჩა­მოხ­ს­ნა, ჩან­თა­ში ჩა­ი­დო და შე­გირ­დებ­თან ერ­თად არაგ­ვი­სა­გან შე­ვიწ­რო­ე­ბულ სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლიკს გა­უყ­ვა. მთა­ში იმა­ზე ად­რე მწუხ­რ­დე­ბო­და, ვიდ­რე ბარ­ში. სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლიკ­ზე მი­მა­ვალ­ნი მზეს შეს­ც­ქე­როდ­ნენ, რო­მე­ლიც მთის კალ­თე­ბი­დან სხი­ვებს თან­და­თან იკეც­და და ფო­ლა­დისფერი მწუხ­რი ბუ­ნე­ბი­სა­გან დაჩ­რ­დი­ლულ ხე­ო­ბას ბნელ­ში ახ­ვევ­და. მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო გრძე­ლი ბი­ლი­კი ჰქონ­და გა­სავ­ლე­ლი, ვიდ­რე მის რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს. ყვე­ლა და­ა­ბი­ნა­ვა და მძი­მე ნა­ბი­ჯით აუყ­ვა სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ აღ­მართს. ემო­ცი­უ­რი დღის შემ­დეგ გუ­ლი სა­ოც­რად დამ­ძი­მე­ბო­და. ჭიშ­კა­რი შე­ა­ღო და აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით სახ­ლი­სა­კენ გა­ე­მარ­თა. წა­ბორ­ძიკ­და და ღია აივ­ნის კი­ბეს­თან ჩა­ი­მუხ­ლა. გაჰ­ყუ­რებ­და ჩა­ჟა­მე­ბულ და პირ­ქუშ მთებ­სა და კლდე­ებს, მზის­გან გაყ­ვით­ლე­ბულ და გამ­ხ­მარ თი­ვის ზვი­ნებს, მი­წის სიღ­რ­მი­დან გა­მო­ნა­ჟურ წყა­რო­ებს და ჯერ კი­დევ მწვა­ნედ აბი­ბი­ნე­ბულ დე­კა­სა და დუმ­ფა­რას. ამ ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟის ფონ­ზე ფიქ­რებ­მა გა­ი­ტა­ცა. გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­მა წუთ­მა თვალ­წინ გა­ირ­ბი­ნა, ბორ­გავ­და, მა­ინ­ც­და­მა­ინც დღეს რა­ტომ აეკ­ვი­ა­ტა წარ­სუ­ლის აჩ­რ­დი­ლებ­თან შე­ხე­ბის სურ­ვი­ლი, გან­ვ­ლი­ლის შე­ფა­სე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. ამა­სო­ბა­ში ბინ­დ­მა ბო­ლომ­დე შეზღუ­და მი­სი ულა­მა­ზე­სი თვალ­სა­წი­ე­რი და ოთა­ხის ზღურბლს მძი­მედ გა­და­ა­ბი­ჯა. კვლავ სან­თე­ლი აან­თო და სა­წე­რი მა­გი­დის თი­თო­ე­უ­ლი უჯ­რა ამო­ა­ლა­გა. თან­მიმ­დევ­რუ­ლად ჰქონ­და და­ლა­გე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი. კი­დევ ერ­თხელ გა­და­ავ­ლო თვა­ლი თი­თო­ე­ულ ჩა­ნა­წერს. თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლ­მა იქუ­ხა. ენა­ნე­ბო­და გარ­და­სუ­ლი დრო და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე მო­გო­ნე­ბე­ბი. ნეს­ტი­სა­გან გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი ფურ­ც­ლე­ბი გად­მო­ი­ღო და ხვა­ლინ­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გეგ­მის წე­რას შე­უდ­გა. საქ­მით გარ­თუ­ლი მამ­ლის ყი­ვილ­მა მი­ახ­ვედ­რა, რომ და­ძი­ნე­ბის დრო აღარ იყო და ათი­ო­დე წუთ­ში შე­გირ­დებ­თან ერ­თად არაგ­ვი­სა­გან და­ღა­რულ ბი­ლიკს კვლავ უნ­და გაჰ­ყო­ლო­და. ამა­სო­ბა­ში შე­მოდ­გო­მა მი­ი­ლია. დად­გა სას­ტი­კი ზამ­თა­რი, რო­მელ­მაც უხ­ვი ნა­ლე­ქი არ და­ი­შუ­რა და ისე­დაც მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხე­ო­ბა გა­რე­სამ­ყა­როს მთლი­ა­ნად მოს­წყ­ვი­ტა. არაგ­ვი­სა­გან და­ღა­რუ­ლი ბი­ლი­კის სი­უ­ხე­შე ფა­ფუკ­მა თოვ­ლ­მა და­ფა­რა. სი­თეთ­რემ მთე­ბის ჟან­გის­ფე­რი მწუხ­რი გა­არ­ღ­ვია და თი­თო­ე­ულ ოდა­ში ყმაწ­ვი­ლე­ბი ააჟ­რი­ა­მუ­ლა და გა­ა­ხა­ლი­სა. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გირ­დებ­თან ერ­თად მი­უყ­ვე­ბა და­თოვ­ლილ ბი­ლიკს. სკო­ლას­თან მი­სას­ვ­ლელ გზა­ზე ზვა­ვი ჩა­მო­წო­ლი­ლა. ბუ­ნე­ბას­თან ჭი­დილ­ში სა­ა­თი ცხრას მი­უ­ახ­ლოვ­და. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გირ­დებს ამ­ხ­ნე­ვებს და სთხოვს სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კის გაკ­ვა­ლულ ად­გილ­ზე გა­ჩერ­დ­ნენ. თვი­თონ კი, ჩა­მო­წო­ლილ ზვავ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი, გა­მო­სა­ვალს ეძებს. ხვდე­ბა, რომ მი­სი მებ­რ­ძო­ლი ბუ­ნე­ბა უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და და­თოვ­ლი­ლი ხე­ო­ბი­სა და მთე­ბის მკაც­რი ლან­დ­შაფ­ტის წი­ნა­შე. სა­ა­თის გაც­რე­ცილ ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე უკ­ვე 9 სა­ა­თია. ოლ­გა მას­წავ­ლებ­ლის თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლ­მა კვლავ იქუ­ხა. აქ უკ­ვე ვე­ღარ და­მა­ლა ში­ნა­გა­ნი წუ­ხი­ლი. მიხ­ვ­და, რომ ეს ხელ­მო­ცარ­ვა ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ღია ცის ქვეშ, ჩა­კე­ტილ ხე­ო­ბა­ში უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. სპი­ლენ­ძის ზა­რი თოვ­ლი­სა­გან დას­ვე­ლე­ბუ­ლი ჩან­თი­დან ამო­ი­ღო და უკა­ნას­კ­ნე­ლად ჩა­მოჰ­კ­რა. მი­სი ხე­ლი ახ­ლა ისე აკან­კალ­და, რო­გორც არას­დ­როს. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელ­მა „ავ­თან­დი­ლის ან­დერ­ძ­ზე“ ისა­უბ­რა. მოყ­ვა­სი­სად­მი თავ­გან­წირ­ვა და ერ­თ­გუ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი. ხა­ზი გა­უს­ვა ან­დერ­ძის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და შეს­რუ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯერ კი­დევ ვერ მიმ­ხ­ვ­და­რიყ­ვ­ნენ, რა­ტომ გა­და­უხ­ვია ოლ­გა მას­წავ­ლე­ბელ­მა დღე­ვან­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლის თე­მას. უკა­ნას­კ­ნე­ლი გაკ­ვე­თი­ლი დას­რულ­და. გა­და­უ­ღებ­ლივ თოვ­და. წვრი­ლი ფან­ტე­ლი გაკ­ვა­ლულ ბი­ლიკს ეფი­ნე­ბო­და და ბუ­რუს­ში გახ­ვე­ულ ხე­ო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი თან­და­თან რთულ­დე­ბო­და. ბუ­ნე­ბა ჟინს იკ­ლავ­და, მთებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი უკა­ნას­კ­ნე­ლი სი­შა­ვი­სათ­ვის სა­მა­გი­ე­რო გა­და­ე­ხა­და და მთლი­ა­ნად თეთრ ნა­ბად­ში გა­ეხ­ვია. ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მე­ო­რედ კვა­ლავდა და­ბარ­დ­ნილ სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლიკს და შე­გირ­დებ­თან ერ­თად მძი­მე ნა­ბი­ჯით მი­უყ­ვე­ბო­და მთებ­ზე შე­ფე­ნილ აღ­მართს. მთის კალ­თებ­ზე გა­ფე­ნი­ლი ოდე­ბი თან­და­თან ახ­ლოვ­დე­ბო­და და მძი­მე ბი­ლი­კიც ნელ-ნე­ლა მოკ­ლ­დე­ბო­და. თი­თო­ე­უ­ლი სახ­ლი­დან ამო­მა­ვა­ლი სი­ცოცხ­ლის კვამ­ლი უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო. ყვე­ლა მოს­წავ­ლე და­ა­ბი­ნა­ვა და სახ­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ აღ­მართს აუყ­ვა. ეზოს ჭიშ­კარ­თან მი­სულს მუხ­ლ­მა უმ­ტყუ­ნა. სახ­ლის კა­რამ­დე ბარ­ბა­ცით მი­ვი­და. ახ­ლა კი დარ­წ­მუნ­და, რომ უკა­ნას­კ­ნელ გაკ­ვე­თილ­თან ერ­თად, ეს დღე მი­სი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო. თით­ქოს, რა­ღა­ცის მოს­წ­რე­ბას ცდი­ლობ­სო, სას­წ­რა­ფოდ ამო­ი­ღო ფურ­ცე­ლი და წე­რას შე­უდ­გა. გა­ყი­ნუ­ლი სახ­ლი ზამ­თ­რის სუსხს კი­დევ უფ­რო გა­ე­ყი­ნა. შე­ცი­ე­ბუ­ლი მა­საწ­ვ­ლე­ბე­ლი კან­კალ­მა აიტა­ნა. სა­წერ მა­გი­დას მი­უჯ­და და სან­თ­ლის მბჟუ­ტავ შუქ­ზე ხე­ლის კან­კა­ლით რა­ღა­ცის წე­რას შე­უდ­გა. გა­თენ­და. სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რულ ხე­ო­ბა­ში სი­ცოცხ­ლის კვამ­ლი მკრთა­ლად მი­ირ­წე­ო­და. მამ­ლის პირ­ველ ყი­ვილ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გა­მოჩ­ნ­და. შე­გირ­დე­ბი მე­ო­რე და­ყივ­ლე­ბას და­ე­ლოდ­ნენ. მას­წავ­ლე­ბე­ლი აგ­ვი­ა­ნებ­და. მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით აირ­ბი­ნეს ოლ­გა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი აღ­მარ­თი, და­თოვ­ლი­ლი გზა მას­წავ­ლებ­ლის ნაც­ვ­ლად შე­გირ­დებ­მა გაკ­ვა­ლეს. ყმაწ­ვი­ლე­ბი ავ­მა წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბამ შე­იპყ­რო. დე­რეფ­ნის კა­რი შე­ა­ღეს თუ არა, მუ­ხის მა­გი­დას­თან მჯდო­მი, თოვ­ლის ქან­და­კე­ბად ქცე­უ­ლი ოლ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ნა­ხეს. მი­სი უსი­ცოცხ­ლო, სი­ცი­ვი­სა­გან გა­ყი­ნუ­ლი ხე­ლე­ბი მა­გი­და­ზე უწეს­რი­გოდ დაყ­რილ ფურ­ც­ლებ­ზე ეს­ვე­ნა. მოს­წავ­ლე­თა თვა­ლებ­ში ნაღ­ველ­მა სა­მუ­და­მოდ და­ი­ვა­ნა. მათ გლო­ვის ზარს მთებ­მა ბა­ნი მის­ცეს. მთე­ლი ხე­ო­ბა მთის წვერ­ზე მდე­ბა­რე ოლ­გა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში შე­იკ­რი­ბა. სა­წერ მა­გი­და­ზე დაყ­რილ უამ­რავ გაყ­ვით­ლე­ბულ ფურ­ცელს შო­რის ხელ­ნა­წე­რი იპო­ვეს, რო­მელ­ზე­დაც დი­დი ასო­ე­ბით ეწე­რა: „ნუ მი­ა­ტო­ვებთ ხე­ო­ბას“. შე­გირ­დე­ბი ახ­ლა მიხ­ვ­დ­ნენ, უკა­ნას­კ­ნელ გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა მან­ც­და­მა­ინც „ავ­თან­დი­ლის ან­დერ­ძ­ზე“ რა­ტომ ისა­უბ­რა. მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ეს ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი სათხო­ვა­რი კი არა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­გირ­დე­ბი­სათ­ვის გან­დო­ბი­ლი ან­დერ­ძი იყო, რო­მე­ლიც უთუ­ოდ უნ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ავ­ტო­რის შე­ნიშ­ვ­ნა

ეს მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის შევ­ქ­მე­ნი. დღეს, რო­დე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას, თა­ნა­მედ­რო­ვე ჭრილ­ში ვა­ფა­სებთ მას­წავ­ლებ­ლის უნარ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვფიქ­რობ, მსგავს თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ხელს შე­უწყობს ამ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მოს­წავ­ლე­ებ­ში. ასე­ვე გა­ი­აზ­რე­ბენ იმ როლს, რო­მელ­საც მა­საწ­ვ­ლე­ბე­ლი ას­რუ­ლებს მათ პი­როვ­ნე­ბე­ბად ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მსგავ­სი თე­მა­ტი­კის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა, რა­თა მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­ვუ­მუ­შა­ვოთ ფიქ­რის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და ემ­პა­თი­ის უნა­რე­ბი. ხში­რად გვეს­მის ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან სიტყ­ვე­ბი: „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და­უ­ფა­სე­ბე­ლია“. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი და­ფა­სე­ბა-და­უ­ფა­სებ­ლო­ბა ჩვე­ნი­ვე არ­ჩე­ვა­ნია, თუ რო­გორ წარ­მო­ვა­ჩენთ სა­კუ­თარ თავს, შრო­მა­სა და ნაღ­ვაწს. რო­გორ და­ვა­ფიქ­რებთ მოს­წავ­ლე­ებს მა­სწ­ავ­­ლებ­ლის და­უ­ღა­ლავ შრო­მა­ზე, იმ გან­ც­დებ­ზე, რო­მელ­თაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რო­ბა­ში გრძნობს მათ მი­მართ, რა ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად მი­იღ­წე­ვა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბა, ასე­ვე, რო­გორ გა­ნიც­დის მათ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. ზე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ვი­ტა­ნე მე-11 კლა­სებ­ში. მხატ­ვ­რუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­ვუ­კითხე, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის წა­ვი­კითხავ­დი უკა­ნას­კ­ნელ აბ­ზაცს და რო­დის მო­ვის­მენ­დი მათ შე­ფა­სე­ბებს. ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა იმ ემო­ცი­ამ, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს მოს­მე­ნი­ლის მი­მართ, გა­მოვ­ლინ­და ემ­პა­თი­ის უნა­რი, რო­მელ­საც ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და და­ნერ­გ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ვკითხუ­ლობ­დი და ვხე­დავ­დი მათ სევ­დი­ან და ცრემ­ლი­ან თვა­ლებს. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ მხო­ლოდ ახ­ლა და­ფიქ­რ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­სა და იმ ურ­თუ­ლეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­თაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­რუ­ლებს მის­თ­ვის სა­სურ­ველ თუ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­რე­მო­ში. არა­ერ­თ­მა დას­მულ­მა კითხ­ვამ, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბით და­მარ­წ­მუ­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა, ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბა და და­ფიქ­რე­ბა. მოს­წავ­ლის­თ­ვის მა­სწა­ვ­ლე­ბე­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თია, რო­მელ­საც სურს, რომ მი­ბა­ძოს. ამი­ტო­მაც, მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ აქ­ტი­ვო­ბამ ნამ­დ­ვი­ლად შეც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ და აღ­ნიშ­ნეს, რომ არც და­ფიქ­რე­ბუ­ლან იმ თავ­გან­წირ­ვა­სა და შრო­მა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბა­ზე, რა­საც აქამ­დე გრძნობ­დ­ნენ, მაგ­რამ არ იაზ­რებ­დ­ნენ. მე­ტიც, წე­რის სურ­ვი­ლი გა­აღ­ვი­ვა. შექ­მ­ნეს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მათ­თ­ვის გზამ­კ­ვ­ლე­ვიც კი აღ­მოჩ­ნ­და. ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ეს ინო­ვა­ცია აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, ამი­ე­რი­დან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო, ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, სი­უ­ჟე­ტე­ბი მო­ვარ­გო მტკივ­ნე­ულ სა­კითხებს, გა­ვა­აზ­რე­ბი­ნო პრობ­ლე­მე­ბი, ვამ­ს­ჯე­ლო გა­დაჭ­რის გზებ­ზე. საკ­ლა­სო ოთა­ხი ის ას­პა­რე­ზია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვფლობთ, ვაკ­ვირ­დე­ბით იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რო­მელ­თაც გა­რე­მო, ჩვე­ნი აუდი­ტო­რია გვკარ­ნა­ხობს და ჩვენც, შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ ახა­ლი მე­თო­დე­ბი­თა და სტრა­ტე­გი­ე­ბით. პრობ­ლე­მა­ზე მორ­გე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კა ერ­თა­დერ­თ გზად მი­მაჩ­ნია იმა­ვე პრობ­ლე­მის გა­დას­ჭ­რე­ლად. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ და­მარ­წ­მუ­ნა ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის მი­მართ, რაც მთა­ვა­რია, გა­უჩ­ნ­დათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის გრძნო­ბე­ბი, გა­ი­აზ­რეს სას­წავ­ლო გა­რე­მოს და­ფა­სე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა.

ნი­ნო დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი

გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები