25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ნა­წი­ლი რომ გახ­დეს

spot_img

ვიდ­რე ამ რთუ­ლი გზის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებ­დე, პირ­ველ რიგ­ში, დავ­ს­ვათ კითხ­ვა — რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბა? ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი აზ­რი და პა­სუ­ხი აქვს ამ კითხ­ვა­ზე. მე ჩემ­სას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: სა­ხელ­მ­წი­ფოს (პო­ლი­ტი­კის) გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია, შექ­მ­ნას ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას; სო­ცი­უ­მის გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მზარდ და გა­ნახ­ლე­ბად დო­ნე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხო­ლო ინ­დი­ვი­დის გად­მო­სა­ხე­დი­დან, გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია მის­ცეს ინ­დი­ვიდს ცოდ­ნა, გა­მო­უ­მუ­შა­ოს უნარ-ჩვე­ვე­ბი და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მან შეძ­ლოს აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

აღ­წევს კი ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამ მი­ზანს? ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გია რომ გა­მო­ვიყ­ენო — მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წი­ნა წლის შე­დე­გებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ მხო­ლოდ 30% პროგ­რა­მე­ბი­სა იყო იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი, რომ მი­ი­ღო უპი­რო­ბო აკ­რე­დი­ტა­ცია, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კომ­პო­ნენ­ტებს (კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი, უცხო­ეთ­ში დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა, საგ­რან­ტო რესურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა, კვლე­ვე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, სა­მეც­ნი­ე­რო წარ­მა­დო­ბა), იყო გა­მოკ­ვე­თი­ლად სუს­ტი. ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ძა­ლი­ან ბევ­რია, რად­გან ჩვე­ნი მი­ზა­ნია შევ­ქ­მ­ნათ სან­დო და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო. ვექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გვაქვს აღე­ბუ­ლი, არის ევ­რო­პუ­ლი. ეს არ არის სი­ახ­ლე, თით­ქ­მის, 20 წე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბი­თა და მეტ-ნაკ­ლე­ბი ტემ­პე­ბით. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ კი ცალ­სა­ხაა, რომ ამ გზა­ზე ბევ­რად სწრა­ფად და წარ­მა­ტე­ბით უნ­და ვი­ა­როთ. სწო­რედ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ისა­ხავს ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2018 წლი­დან მოხ­და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ტრან­ს­ფორ­მა­ცია ჩვენს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში და და­იწყო კი­დეც მა­თი და­ნერ­გ­ვა. ამით, ხა­რის­ხობ­რი­ვად და თვი­სობ­რი­ვად სულ სხვა, ახალ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვე­დით. გვქონ­და სის­ტე­მა, რო­დე­საც ვით­ვ­ლი­დით მა­გი­დებს, მერ­ხებს, სკა­მებს… ახა­ლი სტან­დარ­ტით და­ვიწყეთ იმის ანა­ლი­ზი, რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან, რე­ა­ლუ­რად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რამ­დე­ნად მზად არი­ან ისი­ნი თა­ვი­ან­თი მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი 3 ძი­რი­თად პრინ­ციპ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ესაა: ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა და უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რა­ო­დე­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის­თ­ვის რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია ესო­დენ ამ­ბი­ცი­ურ სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვ­ლა. ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს ორ­მ­ხ­რი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი სხვა­დას­ხ­ვა ფუნ­ქ­ცი­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მაგ­რამ ჩვენ ერ­თი სა­ერ­თო სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი გვყავს — ეს არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. ცენ­ტ­რი მზა­დაა ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, თა­ვი­სი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და იგ­რ­ძ­ნონ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მაც — ეს ორ­მ­ხ­რი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზაა.

მა­ღა­ლი დო­ნის სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯია ურ­თი­ერ­თ­ნ­დო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა და აღი­ა­რე­ბი­სა და მო­ბი­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის (ESC) ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გ­ვას (მი­სი მი­ზა­ნია სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ერ­თო ჩარ­ჩოს შექ­მ­ნა ეროვ­ნულ და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე) თა­ვის­თა­ვად მოს­დევს სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს ევ­რო­პუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის სან­დო­ო­ბის ზრდას ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­მართ. ამი­ტო­მაა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა. თუმ­ცა, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მი­ერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის შე­ფა­სე­ბა გა­რე­დან. ამ მი­სი­ას ას­რუ­ლებს ENQA (უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლი). სწო­რედ მან უნ­და და­ა­დას­ტუ­როს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იქ­მ­ნა და ეფექ­ტუ­რად ინერ­გე­ბა­ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი. ჩვენ, ამ მხრივ, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ და მარ­ტ­ში ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ — და­დე­ბითს. გარ­და ამი­სა, ENQA-ს სხვა უპი­რა­ტე­სო­ბაც აქვს — ის არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლატ­ფორ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტულ და გავ­ლე­ნი­ან ევ­რო­პულ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მუ­შა­ო­ბენ; გვექ­ნე­ბა მუდ­მი­ვი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა აქ­ტუ­ა­ლურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე; ის იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი გა­რან­ტიც.

ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, სა­ით­კენ გვიხ­ს­ნის გზას ENQA. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი რე­ეს­ტ­რი (EQAR), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი და კვა­ლი­ფი­კა­ცია უპ­რობ­ლე­მოდ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პა­ში, გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად გა­მოჩ­ნ­დე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის რუ­კა­ზე.

მე­ო­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­საც ვგეგ­მათ, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მია (ECA). ეს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პო­ნენ­ტ­ზე, ანუ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნია, რაც ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ერთ-ერ­თი სუს­ტი ად­გი­ლია და მო­ი­ცავს სწავ­ლი­სა და კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას. ECA-ს წევ­რო­ბა ნიშ­ნავს, რომ გაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა, ხო­ლო ამ სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბელ უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას — სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუთხით, სხვაგ­ვა­რად ვერ გავ­ც­დე­ბით ეროვ­ნულ ფარ­გ­ლებს. ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია სწავ­ლე­ბა­სა და კვლე­ვებ­ში ჩვე­ნი მომ­დევ­ნო, ორ­წ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია.

ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს ბუ­ნებ­რი­ვად აქვს ინ­კ­ვი­ზი­ტო­რუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ეს სრუ­ლე­ბით არ გა­მო­რიცხავს მის უმ­თავ­რეს როლს მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით. ამის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს? ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­თაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის ვი­ყე­ნებთ, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, არის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი — ან აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარტს, ან არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რა­საც მოყ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრი­ვი­ლე­გია ან სან­ქ­ცია. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რი ხა­სი­ა­თის შე­ფა­სე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ანუ შე­ფა­სე­ბას ნიშ­ნის და­წე­რის გა­რე­შე. უკ­ვე წელს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ჩვენ შევ­ძ­ლებთ, რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტს შევ­თა­ვა­ზოთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს (Benchmarking). რე­გუ­ლი­რე­ბად პრო­ფე­სი­ებ­ში დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ამ მხრივ, მე­დი­ცი­ნის სფე­რო, სა­დაც გან­ვა­ახ­ლეთ და სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტ­თან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან კი ცენ­ტ­რი გახ­და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი. იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, 2023 წლი­დან, უპ­რობ­ლე­მოდ შე­ეძ­ლე­ბათ სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დებ­ზე გას­ვ­ლა ამე­რი­კი­სა თუ კა­ნა­დის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ეს ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვაა, მაგ­რამ ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი არა­რე­გუ­ლი­რე­ბად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც გვჭირ­დე­ბა. იმი­ტომ რომ, ეს არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეხ­მა­რე­ბა პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, ხო­ლო ექ­ს­პერტს — ამ პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­აც აქვს. ჩვენ ვგეგ­მავთ ისე­თი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც და­ე­ფუძ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქტი­კას, მაგ­რამ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქ სწო­რე­ბა გვექ­ნე­ბა ABET-სა და tedQual-ზე, რაც გა­მო­ი­ცა­და სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რა­ზეც დი­დი მოთხოვ­ნაა. აპ­რი­ლი­დან და­ვიწყებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ABET-თან და ვფიქ­რობ, მე­მო­რან­დუმ­საც გა­ვა­ფორ­მებთ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის თა­ო­ბა­ზე. იგი­ვეს ვიტყო­დი tedQual-ზე, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის მსოფ­ლიო აკა­დე­მი­ის პრო­დუქ­ტია. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, 4-5 წე­ლი­წად­ში, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად შეძ­ლე­ბენ ABET-ის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბას და სერ­ტი­ფი­კა­ტის მო­პო­ვე­ბას.

აუცი­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ამის შე­სა­ხებ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გვექ­ნე­ბა, აქ, ზო­გა­დად, ვიტყ­ვი, რომ სა­ჭი­როა ქა­ღალ­დო­მა­ნი­ის დაძ­ლე­ვა. ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, ზოგ­ჯერ, 10000 გვერ­დ­საც კი აღ­წევს ხოლ­მე! საწყის ეტაპ­ზე, ამ რა­ო­დე­ნო­ბას 50-60%-ით მა­ინც შე­ვამ­ცი­რებთ.

ასე­ვე გეგ­მა­ში გვაქვს საბ­ჭო­ე­ბის დარ­გობ­რი­ვი ნიშ­ნით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა. ეს აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. შე­საძ­ლოა, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხოს სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­საც. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლია სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ოპე­რი­რე­ბა, სწო­რედ დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ მის და­ყო­ფას სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის მი­ხედ­ვით.

და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი და დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს — ცენ­ტ­რ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა ხა­რის­ხის სკო­ლა, სა­დაც, პირ­ველ რიგ­ში, შე­მუ­შავ­დე­ბა მო­დუ­ლე­ბი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სათ­ვის და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის. მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ ექ­ს­პერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა და ატეს­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვაა. თუმ­ცა ამით არ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით და აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­მელ­თაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ექ­ნე­ბათ ინ­ტე­რე­სი, მე­ტი ცოდ­ნა მი­ი­ღონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­გეგ­მი­ლი გვაქვს ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა. 2018 წელს მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, შევ­ქ­მ­ნათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვი­სა და ში­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის.

***

პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­სას­რულ, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან იდე­ად მი­იჩ­ნია ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში ხა­რის­ხის სკო­ლის ამოქ­მე­დე­ბა და მი­სი და­ფუძ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქ­ვა ცენტრს; ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად და­ა­სა­ხე­ლა ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხი, რა­ზეც მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დაწყე­ბით ურ­ჩია ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს. „მთა­ვა­რია, და­ვა­ნა­ხოთ მათ, რომ ამ გზას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მიღ­წე­ვა და ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მის აღი­ა­რე­ბა, ის სა­კითხე­ბია, რომ­ლე­ბიც, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, ორ წე­ლი­წად­ში უნ­და გა­დაწყ­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სა­ინ­ტე­რე­სო გზას კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან, სა­ხელ­მ­წი­ფოს ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი დახ­მა­რე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით“ — გა­ნაცხა­და მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მო­ამ­ზა­და ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები