20 აპრილი, შაბათი, 2024

სკო­ლის უპი­რა­ტე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა

spot_img
პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბ­რი­დან თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ზუგ­დი­დის სკო­ლებ­ში სწავ­ლა, პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­იწყო. განათლების მინისტრის გან­ცხა­დე­ბით, მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შესაძლოა, შვი­ლებ­მა სწავ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად გა­აგ­რ­ძე­ლონ, სას­წავ­ლო პრო­ცესს სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დენ­მა მოს­წავ­ლემ აირ­ჩია დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლა, რა­ტომ აირ­ჩი­ეს სწავ­ლე­ბის ეს ფორ­მა და რას ასა­ხე­ლე­ბენ მი­ზე­ზად. რო­გორ და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი კლა­სე­ბი, აუნაზღა­ურ­დე­ბათ თუ არა მას­წავ­ლებ­ლებს და­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ა­თე­ბი — ამ და სხვა შე­კითხ­ვე­ბით იმ ოთხი ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებს მივ­მარ­თეთ, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბ­რი­დან გა­ნახ­ლ­და.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე

ქუ­თა­ი­სის №30 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე, 1 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში 18 გა­ნაცხა­დია და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად შე­იც­ვა­ლოს და ვფიქ­რობთ, კლე­ბის­კე­ნაც კი წა­ვი­დეს. მო­ტი­ვად მშობ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ი­სად­მი შიშს ასა­ხე­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­თა 95% სკო­ლა­ში და­დის და უპი­რა­ტე­სო­ბას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას ანი­ჭებს. I-VI კლა­სებ­ში, იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც   დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა აირ­ჩი­ეს და მე­ო­რე ცვლა­ში არი­ან, გაკ­ვე­თი­ლე­ბი დი­ლით — 12-დან 14სთ-მდე — უტარ­დე­ბათ, პირ­ვე­ლი ცვლის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს კი — 13-დან 15სთ-მდე. 18 გა­ნაცხა­დი­დან, მხო­ლოდ   3-ია პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა მშობ­ლე­ბის­გან, და­ნარ­ჩე­ნი III-V კლა­სე­ბი­და­ნაა.

დინ­ს­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თილს, და­მა­ტე­ბით, ონ­ლა­ინ, 30წთ-ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით ატა­რე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სკო­ლა­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გაკ­ვე­თი­ლის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბა (სკო­ლა სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი), მა­ინც, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბელ­თან პი­რის­პირ და დის­ტან­ცი­უ­რად გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­მ­ხო­ლო­ე­ბას და ცალ-ცალ­კე ჩა­ტა­რე­ბას ვირ­ჩევთ. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვის­თ­ვის მზად ვართ და სწავ­ლე­ბის სწო­რედ იმ მე­თოდს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რი სწავ­ლე­ბის­კენ უფ­რო ვიხ­რე­ბით (ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა და ფი­ზი­კუ­რი სწავ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა), რად­გან ეს, ფი­ნან­სუ­რად, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი­ცაა სკო­ლის­თ­ვის და, რა თქმა უნ­და, დის­ტან­ცი­უ­რად მყო­ფი მოს­წავ­ლეც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში გა­ცი­ლე­ბით სრულ­ყო­ფი­ლად იგ­რ­ძ­ნობს თავს, ვიდ­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბის დროს, პე­და­გოგს და­მა­ტე­ბი­თი ანაზღა­უ­რე­ბა არ მი­ე­ცე­მა. თუ­კი, მათ და­მა­ტე­ბით მო­უ­წევთ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მზად ვართ, მათ­თ­ვის გავ­ცეთ ანაზღა­უ­რე­ბა.

მუ­რად ჯიშ­კა­რი­ა­ნი

ქუ­თა­ი­სის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

2 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად, 5 გა­ნაცხა­დი შე­მო­ვი­და, აქე­დან ერ­თი უკან გა­იწ­ვია მშო­ბელ­მა და, ამ ეტაპ­ზე, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მსურ­ვე­ლი 4 მოს­წავ­ლე გვყავს. ორი მე­ოთხეკ­ლა­სე­ლი, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ერ­თ­ვე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, და­ნარ­ჩენ ორს კი — გაკ­ვე­თი­ლე­ბი დი­ლის სა­ა­თებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უტარ­დე­ბათ.

მზია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი

რუს­თა­ვის №23 სა­ჯა­რო სკო­ლა:

28 სექ­ტემ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლა­ში არა­ვის მო­უ­მარ­თავს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე, ვმსჯე­ლობთ და გან­ვი­ხი­ლავთ სხვა­დას­ხ­ვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის მსურ­ველ­თა ჩარ­თ­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მშო­ბე­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მოთხოვ­ნით მოგ­ვ­მარ­თავს გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლა, კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, და­აჯ­გუ­ფებს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მსურ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, შე­ად­გენს ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრილს და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მა­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო გან­რი­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩა­ა­ტა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნულ გაკ­ვე­თი­ლებს, ვი­ნა­ი­დან სკო­ლის უპი­რა­ტე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს, ვთხოვთ, მო­ა­რი­დონ შვი­ლე­ბი საკ­ლა­სო სივ­რ­ცეს, მათ დის­ტან­ცი­უ­რად მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

მა­მუ­კა ხამ­ხა­ძე

რუს­თა­ვის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ვმსჯე­ლობთ და გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს დის­ტან­ცი­უ­რად მყოფ მოს­წავ­ლეს, ტექ­ნი­კუ­რად, რა თქმა უნ­და, ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ასე­თი მე­თო­დი, ეს ცალ­კე სა­კითხი და ცალ­კე მსჯე­ლო­ბის თე­მაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გაკ­ვე­თი­ლის ვირ­ტუ­ა­ლუ­რად და საკ­ლა­სო ოთახ­ში ჩა­ტა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცე­სია და არ მგო­ნია, ასე­თი მე­თო­დი გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იყოს. ამ ეტაპ­ზე, რამ­დე­ნი­მე გა­ნაცხა­დია შე­მო­სუ­ლი. თუმ­ცა, დე­ტა­ლებს ჯერ ისევ გან­ვი­ხი­ლავთ. მო­ნა­ცე­მე­ბის მოგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბი, თუ რა მე­თო­დით წა­რი­მარ­თე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის.

ლი­ა­ნა ფუტ­კა­რა­ძე

თბი­ლი­სია №133 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლია „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვის­თ­ვის ვი­ყოთ მზად. 2 ოქ­ტომ­ბ­რის­თ­ვის, სკო­ლა­ში, 52 გა­ნაცხა­დი შე­მო­ვი­და — ყვე­ლა კლა­სი­დან 3-4 მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ითხოვს შვი­ლის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, მი­ზე­ზად ვი­რუ­სის ში­ში სა­ხელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, არი­ან ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, კლა­სე­ბად და­ვა­კომ­პ­ლექ­ტებთ და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ წა­რი­მარ­თე­ბა.

შო­რე­ნა ღუ­დუ­შა­უ­რი

თბი­ლი­სის №61 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

გა­ნაცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, მშობ­ლე­ბი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას, ძი­რი­თა­დად, ში­შის გა­მო ირ­ჩე­ვენ, ზო­გი ქა­ლა­ქი­დან არის გა­სუ­ლი, გვყავს ბა­თუმ­ში მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ამ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ უტა­რე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თი­ლებს. ვმუ­შა­ობთ კლა­სე­ბის შექ­მ­ნა­ზე, სა­დაც სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ა­ტა­რებს გაკ­ვე­თილს. და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია 173 გა­ნაცხა­დი, თუმ­ცა აქე­დან 50 მოს­წავ­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ა­უქ­მებს რე­გის­ტ­რა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი დღეს სკო­ლა­ში მო­ვიდ­ნენ და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს საკ­ლა­სო ოთახ­ში ეს­წ­რე­ბი­ან. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ნა­ცე­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად შე­იც­ვა­ლოს.

ხა­თუ­ნა ნე­ბი­ე­რი­ძე

თბი­ლი­სის №179 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი, მე­ო­რე და მე­ოთხე კლა­სები­დან, თი­თო-თი­თო ბავ­შ­ვი გვყავს. სამ­წუ­ხა­როდ, აქე­დან ერთს კო­რო­ნა­ვი­რუ­სი და­უ­დას­ტურ­და და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას ამ­ჟა­მად სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­დის.

მე­სა­მე კლა­სის 23-ივე მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­შიშ­რო­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, მათ­მა შვი­ლებ­მა დის­ტან­ცი­უ­რად გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნა­ცე­მე­ბი შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს.

მა­ნა­ნა კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი

თბილისის №72 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

28 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბის­გან უკ­ვე გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია თუ რამ­დენ მოს­წავ­ლეს სურ­და დის­ტან­ცი­ურ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა. მინ­და გითხ­რათ, რომ ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა, რად­გან სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კლა­სია.

2 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 15 გა­ნაცხა­დია შე­მო­სუ­ლი, I-VI კლა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, ძი­რი­თა­დად, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი მშობ­ლე­ბი ითხო­ვენ. აქე­დან სა­მი მშო­ბე­ლი ში­შის ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბას, მას­წავ­ლებ­ლებს და­მა­ტე­ბი­თი დატ­ვირ­თ­ვა მი­ვე­ცით და, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, ამ მოს­წავ­ლე­ებს ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ. თუმ­ცა, ამ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­სარ­კ­ვე­ვია, შე­სა­თან­ხ­მე­ბე­ლი და და­სა­ლა­გე­ბე­ლი.

გი­ორ­გი გარ­სი­ძე

თბი­ლი­სის №154 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

2 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში არც ერ­თი გა­ნაცხა­დი არ შე­მო­სუ­ლა. ასე რომ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, I-VI კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი დას­წ­რე­ბაა.

ირ­მა ჩარ­ტია

თბი­ლი­სის №29 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლია „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბის შექ­მ­ნა შეგ­ვიძ­ლია. თუმ­ცა, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა აირ­ჩი­ეს, ასე­თი სულ 33-ია, სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გა ცხრი­ლი და პე­და­გო­გე­ბი გან­საზღ­ვ­რულ დრო­ში უტა­რე­ბენ გაკ­ვე­თილს.

ნი­ნო ბუ­ლია

ზუგ­დი­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

„ჩვენს სკო­ლა­ში 1280 მოს­წავ­ლეა. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­ნაცხა­დი 12 მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა გა­ა­კე­თა, მი­ზე­ზი ვი­რუ­სი­სად­მი ში­შია. ჩვენ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, თიმ­სის პლატ­ფორ­მით, წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­ვი­ხი­ლავთ სწავ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს. დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ვერ წა­რი­მარ­თე­ბა, რად­გან სკო­ლა სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი არ არის. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ წა­რი­მარ­თე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, არც ერ­თი მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა.

ნა­ნა ხი­დე­შე­ლი

თბი­ლი­სის №77 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მსურ­ველ­თა მშობ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას, თა­ვი­დან, მე­ი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გვაწ­ვ­დიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ერ­თი მშო­ბე­ლი ითხოვ­და, მის შვილს დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წავ­ლა, რად­გან ხე­ლი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი; მე­ო­რე მშო­ბელ­მა, რო­მელ­საც არ აქვს ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მოგ­ვ­მარ­თა თხოვ­ნით, მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, მი­სი შვი­ლი ბე­ბი­ას­თან (რო­მე­ლიც ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა) ერ­თად ჩა­ერ­თოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. 2 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 30 გა­ნაცხა­დი და­რე­გის­ტ­რირ­და. ჩვენს სკო­ლას აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც პი­რის­პირ, ისე ონ­ლა­ინ, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ჩა­ტარ­დეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი. თუ მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა მო­იყ­რის თავს, მა­შინ პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სი­დან გა­მოვ­ყოფთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად გა­უძღ­ვე­ბა სწავ­ლე­ბას, და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი — პი­რის­პირ. ვფიქ­რობ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მსურ­ვე­ლი სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა გვე­ყო­ლე­ბა.

დო­დო ცქვი­ტაია

ზუგ­დი­დის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

2 ოქ­ტომ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენს სკო­ლა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის მსურ­ველ­თა 136 გა­ნაცხა­დი და­რე­გის­ტ­რირ­და, I-VI კლა­სე­ბი­დან. კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბი, მშობ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­სა­უბ­რე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად, ვი­რუ­სი­სად­მი შიშს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ ეტაპ­ზე, ვმუ­შა­ობთ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრილ­ზე და, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, გვე­ცო­დი­ნე­ბა რა პრინ­ცი­პით ჩა­ვა­ტა­რებთ გაკ­ვე­თი­ლებს.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები