24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია

spot_img

საზოგადოებრივი სექტორი, განათლების სისტემის დეპოლიტიზების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ კომისიას წარადგენს. ამასთან დაკავშირებით,  პრესკონფერენცია ხვალ, 2020 წლის 29 სექტემბერს, 10:00 საათზე, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში (CTC) გაიმართება.

➡️ კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს.

➡️კომისიის შემადგენლობაში შედიან განათლების სპეციალისტები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები. კომისია მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე და მისი წევრობა ღიაა დაინტერესებულ პირთათვის.

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის მიზანია, დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები (მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.

➡️ კომისია დააკვირდება საარჩევნო პროცესებს და რეაგირებას მოახდენს შესაბამის ფაქტებსა და მომართვებზე. ამასთან, კომისია ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების გავრცელებას და შუამდგომლობას გაუწევს დაინტერესებულ პირებს უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ასევე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კომისია აქტიურად ითანამშრომებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED), ინფორაციის გაცვლისა და კოორდინაციის მიზნით.

მოვუწოდებთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხევაში, მოგვმართეთ: efacoalition@efagerorgia.ge

მის.: ოთარ ჩხეიძის №5, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (CTC)

საკონტაქტო: თამარ გურგენიძე – 591819797

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები