23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სკო­ლა გა­მოკ­ვეთს თა­ვის უნი­კა­ლურ სა­ხეს – მნიშვნელოვანი ცვლილებები ეროვნული სასწავლო გეგმების მიმართულებით 

spot_img
რა სი­ახ­ლე­ე­ბით იწყე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — ეს არის მთა­ვა­რი კითხ­ვა, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა პა­სუ­ხობს. გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც ახალ სას­წავ­ლო წელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და­ნერ­გ­ვი­სას გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა (გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი VII კლას­ში ყვე­ლა სა­გან­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით მუ­შა­ო­ბა და ა.შ.), ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო სას­წავ­ლო გეგ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ნა­წილ­საც და სკო­ლებს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცათ სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დის შედ­გე­ნი­სას. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­მი ვა­რი­ან­ტი­დან, სკო­ლებს მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ და თა­ვად მო­ამ­ზა­დონ წლი­უ­რი საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მაც სტან­დარ­ტის მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად. ამ სა­კითხე­ბის გარ­და, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს რე­ფორ­მის მთა­ვარ ორი­ენ­ტირ­ზე — „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, რად­გან მი­სი­ვე თქმით: „რე­ა­ლუ­რად, ეს არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც სრუ­ლად გარ­დაქ­მ­ნა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.“

მთა­ვა­რი სი­ახ­ლე­ე­ბი

პირ­ველ რიგ­ში, წელს სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა VII კლას­ში, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში. მეშ­ვი­დე კლასს და­ე­მა­ტა ახა­ლი სა­გა­ნი — მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აქამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ მეცხ­რე-მე­ა­თე კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბო­და, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­ნი, ახ­ლა საგ­ნის სწავ­ლე­ბას უკ­ვე მეშ­ვი­დე კლა­სი­დან და­ვიწყებთ. ზო­გა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, მე­სა­მე-მე­ოთხე კლა­სებ­ში შე­მო­ვი­და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კურ­სი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­სი და­ნერ­გ­ვა, ასე­ვე გაძ­ლი­ერ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა „ჩვენს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს, კი მეშ­ვი­დე კლა­სი­დან, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საგ­ნის სა­ხით, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ შე­ე­მა­ტე­ბა და მი­სი სწავ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა მეშ­ვი­დე­დან მე­ა­თე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, თუმ­ცა, და­ნერ­გ­ვა ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თე­ბა.

სა­გა­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს აერ­თი­ა­ნებს, რაც ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბუ­ლინგს, მწვა­ნე სკო­ლას — გა­რე­მოს დაც­ვას­თან, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს. სა­გან­ში შე­ვი­ტა­ნეთ, ასე­ვე, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც, რაც სრუ­ლი­ად ახა­ლია და, ეროვ­ნულ ბან­კ­თან ერ­თად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვეთ.

დას­რუ­ლე­ბუ­ლია გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სიც და მეშ­ვი­დე კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ეროვ­ნულ გეგ­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით შე­უდ­გე­ბი­ან სწავ­ლას. მეშ­ვი­დე კლას­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვაქ­ვ­ს ­სი­ახ­ლე. აქამ­დე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში გვქონ­და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებ­და ფი­ზი­კას, ქი­მი­ა­სა და ბი­ო­ლო­გი­ას და მას, ძი­რი­თა­დად, ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლი­და. ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი დავ­შა­ლეთ და ახ­ლა მეშ­ვი­დე კლას­ში ბი­ო­ლო­გია და ფი­ზი­კა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საგ­ნის სა­ხით შე­მო­ვა, ქი­მი­ის სწავ­ლე­ბა კი მერ­ვე კლა­სი­დან და­იწყე­ბა.

ვემ­ზა­დე­ბით გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი კონ­კურ­სის გა­მო­საცხა­დებ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის უკ­ვე მერ­ვე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა გა­მოცხად­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ნა­წილს, სკო­ლის ლი­დე­რე­ბის­თ­ვის/მე­ნე­ჯე­რე­ბის­თ­ვის ასე­თი სი­ახ­ლე გვაქვს — იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებს მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა მივ­ცეთ, მით უფ­რო, თუ­კი სკო­ლებს ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას, რომ წლი­უ­რი პროგ­რა­მაც თვი­თონ მო­ამ­ზა­დონ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ ჰქონ­დეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დის შედ­გე­ნი­სა­საც. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლებს სამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვთა­ვა­ზობთ: ერ­თი — ჩვე­უ­ლებ­რივ, რაც აქამ­დე იყო — კვი­რე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვით გა­წე­რი­ლი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა. ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია გაჰ­ყ­ვეს ამ სა­ა­თობ­რივ ბა­დეს და არა­ფე­რი შეც­ვა­ლოს; მე­ო­რე ვერ­სიაა, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თ­ვის დათ­მო­ბი­ლი ჯა­მუ­რი სა­ა­თე­ბის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით   გა­და­ნა­წი­ლე­ბა: მა­გა­ლი­თად, პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტად იყოს აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე საგ­ნის სა­ა­თე­ბი. მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი ასე­თია — სკო­ლა თვი­თონ გან­საზღ­ვ­რავს, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, სა­ა­თობ­რივ ბა­დეს. ვფიქ­რობ, ამით უფ­რო კერ­ძო სკო­ლე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ. თუმ­ცა, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­და­ნაც შე­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ სურთ მე­სა­მე ტი­პის ბა­დის არ­ჩე­ვა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებს ვთხოვთ, წარ­მო­ად­გი­ნონ და­სა­ბუ­თე­ბა, რა­ტომ უშ­ლით ჩვენ მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი კვი­რე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა — გა­წე­რი­ლი სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე — ხელს; რა­ში მდგო­მა­რე­ობს ცვლი­ლე­ბის არ­სი და რა­ტომ ფიქ­რო­ბენ, რომ ისი­ნი ამ ცვლი­ლე­ბით და ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი ბა­დით სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წე­ვენ.

სი­ახ­ლე­ებს შო­რის, ასე­ვე, მინ­და, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტ­ზე. რე­ა­ლუ­რად, ეს არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მა. მარ­თა­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი და დი­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე, მაგ­რამ მსგავ­სი სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის კუთხით, არას­დ­როს ყო­ფი­ლა. აქ ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტია გა­აზ­რე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნად გათ­ვ­ლი­ლი პრო­ექ­ტია.

რა მიდ­გო­მა ავირ­ჩი­ეთ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლით“ — სკო­ლებ­ში ვაგ­ზავ­ნით მხარ­დამ­ჭერ ჯგუ­ფებს, ეს არის 4-წევ­რი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა: კუ­რი­კუ­ლუ­მის ექ­ს­პერ­ტის­გან, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტის­გან, კუ­რი­კუ­ლუ­მის ასის­ტენ­ტის­გან და ლი­დე­რო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან. სკო­ლა­ში მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი ყო­ველ­დღი­უ­რი ქო­უ­ჩინ­გის რე­ჟიმ­ში, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, გეგ­მავს სას­წავ­ლო პრო­ცესს არა ცალ­კე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით, არა­მედ გრძელვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბით. სკო­ლე­ბი სა­კუ­თარ ორი­გი­ნა­ლურ გზას სა­ხა­ვენ, თუ რო­გორ მი­აღ­წი­ონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებს ცალ­კე­უ­ლი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

ჯერ­ჯე­რო­ბით, პროგ­რა­მა 65 სკო­ლა­შია დაწყე­ბუ­ლი. ამ სკო­ლებ­ში ერ­თი სე­მეს­ტ­რი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ რად­გან პირ­ვე­ლი ეტა­პის სკო­ლე­ბია, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, და­მა­ტე­ბით, კი­დევ ერ­თი სე­მეს­ტ­რი დავ­რ­ჩეთ. 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე 65 სკო­ლას, რო­მელ­შიც ისევ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, კი­დევ 100 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, სა­დაც პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სებ­ში ამა­ვე პრინ­ცი­პით ვი­მუ­შა­ვებთ. სკო­ლე­ბიც შერ­ჩე­უ­ლია და მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბიც. ასე რომ, წელს, და­მა­ტე­ბით, კი­დევ 100 სკო­ლა­ში და­იწყე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა, გა­ზაფხულ­ზე 200 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, შე­მოდ­გო­მა­ზე კი­დევ 200 — სა­ერ­თო ჯამ­ში, 2020 წელს, ოთხა­სამ­დე სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა. ხუთ წე­ლი­წად­ში კი, ყვე­ლა სკო­ლა უნ­და მო­ვიც­ვათ.

რა შეც­ვა­ლა სკო­ლებ­ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“

ჯერ შე­ფა­სე­ბა ნა­ად­რე­ვია, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე უნ­და აისა­ხოს. მაგ­რამ იმის თქმა, რა პრო­ცე­სე­ბი და­იწყო, შე­იძ­ლე­ბა — სრუ­ლად გარ­და­იქ­მ­ნა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა; პრო­ექ­ტ­ში აქ­ცენ­ტი ორ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კეთ­დე­ბა — სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რე­სის და­ნახ­ვა.

პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი 65-ვე სკო­ლას და მხარ­დამ­ჭერ ჯგუფს, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ მი­დი­ო­და პრო­ცე­სე­ბი — სად რა პრობ­ლე­მე­ბი იყო. პრო­ექ­ტის ფი­ლო­სო­ფია ამ­გ­ვა­რია: პრობ­ლე­მე­ბი ერ­თად უნ­და და­ვი­ნა­ხოთ და ერ­თად უნ­და გა­დავ­ჭ­რათ. არ არის არც დას­ჯის და არც წა­ხა­ლი­სე­ბის მო­მენ­ტი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ემ­ყა­რე­ბა. სკო­ლას ვე­უბ­ნე­ბით, რომ თქვე­ნი პრობ­ლე­მა ჩვე­ნი პრობ­ლე­მაა და რომ წარ­მა­ტე­ბაც სა­ერ­თო გვაქვს. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ ვერ­ტი­კა­ლის დარ­ღ­ვე­ვა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი — სა­მი­ნის­ტ­როს­გან მი­დი­ო­და გარ­კ­ვე­უ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბი და სკო­ლებს ეს უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებს ვე­უბ­ნე­ბით, რომ ჩვენ მა­თი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ვართ, ღი­ად უნ­და ვი­სა­უბ­როთ მა­თი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ იმის­თ­ვის, რომ და­ვეხ­მა­როთ. ამი­ტო­მაც ჰქვია „მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი“, რომ­ლის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, არა­ნა­ი­რი კონ­ტ­რო­ლი არ უნ­და აწარ­მო­ონ პე­და­გო­გებ­ზე და სკო­ლებ­ზე — ეს არის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ზა­ნი კი — მხო­ლოდ მხარ­და­ჭე­რაა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ყვე­ლა სკო­ლა­ში I-IV კლა­სე­ბით და­იწყე­ბა, მაგ­რამ იან­ვ­რი­დან, იმ 165 სკო­ლა­ში, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბა ეს სა­ფე­ხუ­რი, უკ­ვე V-IX   კლა­სებ­ში ვგეგ­მავთ პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვას. ახ­ლა გავ­დი­ვართ V-IX კლა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბას (დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და­ტეს­ტ­ვა), რაც თბი­ლი­სის 150-ე სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი­დან კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბად მოქ­მე­დი, გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბი არი­ან, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ტრე­ნე­რია, ლი­დე­რო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ტრე­ნე­რე­ბი, ან პე­და­გო­გე­ბი არი­ან, ნა­წი­ლი დი­რექ­ტო­რია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტია ასის­ტენ­ტე­ბი — შე­ვე­ცა­დეთ მოგ­ვე­ზი­და ახალ უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ან გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში ახალ­გაზ­რ­და ძა­ლა „შე­მო­ვიტყუ­ოთ“. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მათ­თ­ვის იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და, რომ, მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­როს და თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი სკო­ლას და­უ­კავ­ში­როს. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, სკო­ლებ­ში ახა­ლი ძა­ლის შეს­ვ­ლა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუხ­ტის შე­ტა­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პე­და­გო­გე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მა­ინც მი­ჯაჭ­ვუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე, სულ ეჩ­ქა­რე­ბათ, დრო­ზე გა­ი­ა­რონ სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლო და რა­მე არ გა­მორ­ჩეთ. ყვე­ლაფ­რის ახ­ს­ნა­სა და ყვე­ლა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბის მოს­წ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. მათ ვე­უბ­ნე­ბით, რომ არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა, მთა­ვა­რია, კარ­გად გა­ი­აზ­რონ, სტან­დარ­ტით დად­გე­ნი­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წევ გზა­ზე რა შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბის როლს ას­რუ­ლებს. მოს­წავ­ლემ, ვიდ­რე მო­ცე­მუ­ლი თე­მის გავ­ლას და­იწყებს, წი­ნას­წარ იცის ბო­ლოს რა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და შე­ად­გი­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, რა ცოდ­ნა დას­ჭირ­დე­ბა მის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ამას მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით გეგ­მავს, ანუ მთე­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ამის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა იგი­ვე პრო­ექ­ტუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბაა და, საგ­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მრა­ვალ საგ­ნობ­რივ ცნე­ბა­ზე გა­დის. და­ვა­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან კავ­შირ­შია — ის, რაც მოს­წავ­ლეს ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ად­გე­ბა. პე­და­გოგს სრუ­ლად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი რო­გორ მი­დის სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­დე­გე­ბის­კენ — მიზ­ნობ­რი­ვად და­გეგ­მილ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო დას­ჭირ­დე­ბა, სხვა ტი­პის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი თუ სხვა წიგ­ნი, ამას უკ­ვე თვი­თონ გა­დაწყ­ვეტს.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. სკო­ლებ­ში შეს­ვ­ლამ­დე პრე­შე­ფა­სე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, რაც, ერ­თი მხრივ, სას­კო­ლო კულ­ტუ­რის კვლე­ვას და, მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა სა­გან­ში მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის დო­ნის დად­გე­ნას გუ­ლის­ხ­მობ­და. ერ­თი წლის შემ­დეგ, ისევ ჩა­ვა­ტა­რებთ შე­ფა­სე­ბას, რომ ვნა­ხოთ, გვაქვს თუ არა პროგ­რე­სი. პრო­ექ­ტის ფი­ლო­სო­ფიაა ყვე­ლა სკო­ლის დახ­მა­რე­ბა მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ ეჯიბ­რე­ბი­ან, არც პე­და­გო­გე­ბი და კლა­სე­ბი, უბ­რა­ლოდ, ამ შე­ფა­სე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ნა­ხოთ, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, კლასს აქვს თუ არა წინ­ს­ვ­ლა — უკე­თე­სია თუ არა გუ­შინ­დელ დღე­ზე. სწო­რედ ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. საგ­ნობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის კვლე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტით წა­რი­მარ­თა — სას­კო­ლო კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩა­ტარ­და ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი პე­და­გო­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, დი­რექ­ცი­ას­თან და ახ­ლა შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. 65-ვე სკო­ლას, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში­ვე მი­ე­წო­დე­ბა თა­ვი­სი პრო­ფი­ლი, რომ ზუს­ტად იცოდ­ნენ, რო­მე­ლია მა­თი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, რას მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებ­ში, წელს, პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი და ძა­ლის­ხ­მე­ვა არ და­ვი­შუ­რეთ მი­სი სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. მი­ნის­ტ­რის ამ­ბი­ცი­აც ეს იყო — პრო­ცე­სი ყო­ფი­ლი­ყო ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ცხა­დია, ამ პრო­ცეს­ში ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო მხა­რე (ის, ვი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც ჩა­ვარ­და), მაგ­რამ მთა­ვა­რია, არა­ვის დარ­ჩეს გან­ც­და, რომ ვი­ღაც უსა­მარ­თ­ლოდ და­ი­ჩაგ­რა. სწო­რედ ეს იყო ჩვე­ნი მი­ზა­ნი და სა­მო­მავ­ლო­დაც ეს იქ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ცე­სი ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბულ ვა­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ამ ვა­დებ­შიც, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო მიგ­ვე­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­წე­რის­თ­ვის. მგო­ნი პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ერ­თი კლა­სის წიგ­ნ­ზე ავ­ტო­რებ­მა 4 თვე იმუ­შა­ვეს. ახ­ლა ვგეგ­მავთ, კი­დევ უფ­რო გავ­ზარ­დოთ ეს დრო 5 თვემ­დე და გრი­ფი­რე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი უფ­რო ად­რე და­ვიწყოთ. წელს, VIII კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა გა­მოცხად­დე­ბა, ასე­ვე, გა­მოცხად­დე­ბა VII კლა­სის ფრან­გუ­ლი ენი­სა და რუ­სუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­სი, რად­გან წი­ნა გა­მოცხა­დე­ბა­ზე ფრან­გულ­ში გა­ნაცხა­დი არა­ვის შე­მო­უ­ტა­ნია, ხო­ლო რუ­სუ­ლი ენის შემ­თხ­ვე­ვა­ში — გრი­ფი ვერ­ც ერ­თ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ვერ მი­ი­ღო.

წი­ნა გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან ბევ­რი შეხ­ვედ­რა მქონ­და გა­მომ­ცემ­ლებ­თან, ფი­ზი­კურ პი­რებ­თან, ვთხოვ­დი, ეთ­ქ­ვათ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, რად­გან მა­თი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი შემ­დეგი ეტა­პის სრულ­ყო­ფის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მა­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­დან ბევ­რი რამ მარ­თ­ლაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. მა­გა­ლი­თად, და­ვა­მა­ტეთ კონ­ცეფ­ცი­ის შე­ფა­სე­ბის ეტა­პი — ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე, რო­გორც კი გა­მოცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, ერთ თვე­ში, ვთხოვთ გა­მომ­ცემ­ლებს (ცხა­დია, ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა), წარ­მო­ად­გი­ნონ, რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა ერ­თი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ვი, რომ წი­ნას­წარ­ვე ვუთხ­რათ სწო­რი გზით მი­დი­ან თუ არა, გარ­კ­ვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც მივ­ცემთ. გარ­და იმი­სა, რომ საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვაქვს და­გეგ­მი­ლი, წელს კი­დევ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა რე­ცენ­ზენ­ტებს და­ეთ­მო­ბათ. წი­ნა წლებ­ში, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი რე­ცენ­ზენ­ტი იყო ჩარ­თუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მდე (მეტ-ნაკ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ამ კუთხი­თაც იყო). რე­ცენ­ზენტს აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი აზ­რის და­სა­ბუ­თე­ბა და მკა­ფი­ოდ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბა, მან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და აიღოს იმა­ზე, რომ მი­სი შე­ფა­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რია, რომ არ მო­ე­რი­დე­ბა არც შე­ნიშ­ვ­ნის მი­ცე­მას და არც უარ­ყო­ფი­თი ქუ­ლის და­წე­რას, თუ­კი ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა. გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა რგოლ­მა კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­როს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვებს ეხე­ბა.

გა­სუ­ლი წლის ხარ­ვე­ზი — „თა­მაშ­გა­რე“ დარ­ჩე­ნი­ლი

მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

შარ­შან­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წელს ეს პრობ­ლე­მა არ დამ­დ­გა­რა, იმი­ტომ, რომ თუ­კი მა­ღალ­ქუ­ლი­ან­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ გრი­ფი მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დენ­მა სკო­ლამ აირ­ჩია, მა­ინც და­ი­ბეჭ­და. თუმ­ცა, ხარ­ვე­ზი იყო სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით (მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია გა­მომ­ცემ­ლე­ბის­გან და ერ­თი-ორი პე­და­გო­გიც შეგ­ვეხ­მი­ა­ნა), რომ სკო­ლებ­ში მა­ინც ჰქონ­და ად­გი­ლი ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებს, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა დი­რექ­ცი­ამ მი­ი­ღო. ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ და ვგეგ­მავთ, ეს პრო­ცე­სი უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად წა­რი­მარ­თოს, გა­მომ­ცემ­ლებს წი­ნას­წარ­ვე მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სკო­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რონ. უფ­რო მე­ტიც, გვინ­და, ჩვენ ჩა­ვუდ­გეთ ამ პრო­ცესს სა­თა­ვე­ში, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლამ­დე მი­ვი­დეს ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და მას ჰქონ­დეს დრო მის გა­საც­ნო­ბად, რომ არ­ჩე­ვი­სას, რე­ა­ლუ­რად, მი­სი ხმა და­ფიქ­სირ­დეს. ამი­ტომ, ამ კუთხით, ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე და­ვიწყებთ მზა­დე­ბას.

გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ

მხო­ლოდ მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი, რად­გან პი­რა­დად ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი. „დე­და ენა“ სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა და სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა ყვე­ლა სკო­ლას. თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ აქამ­დე რა წიგ­ნი­თაც ას­წავ­ლიდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, პირ­ველ კლას­ში, ახ­ლა აუცი­ლებ­ლად ამ „დე­და ენით“ უნ­და ჩა­ა­ნაც­ვ­ლონ. უბ­რა­ლოდ, ეს არის სა­ჩუ­ქა­რი სა­მი­ნის­ტ­როს­გან და ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია ის სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც გა­მო­ი­ყე­ნოს.

ბუ­ქე­ბის რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია

ბუ­ქე­ბი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს ისევ გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად და, რაც მთა­ვა­რია, ბო­ლოს და ბო­ლოს, მან რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­აც შე­ი­ძი­ნა. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ერ­თი დი­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი ინ­ტეგ­რი­რე­ბაა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, რო­ცა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სა­ჭი­რო გახ­და ბუ­ქე­ბის მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა, აღ­მოჩ­ნ­და რომ მა­თი უმე­ტე­სო­ბა რე­ა­ლუ­რად მწყობ­რი­დან იყო გა­მო­სუ­ლი და ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ. ამი­ტომ ბუ­ქე­ბის რე­სურ­სი გა­ვაძ­ლი­ე­რეთ და, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, მას უკ­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ამ­დე­ნად, აღარ იქ­ნე­ბა არც ფუ­ჭად და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი და არც ბუ­ქი — მხო­ლოდ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის სა­ჩუქ­რად ქცე­უ­ლი ნივ­თი, ამი­ე­რი­დან ის რე­ა­ლურ დატ­ვირ­თ­ვას შე­ი­ძენს.

ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბა

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, უკ­მა­რი­სო­ბა მაქვს მე პი­რა­დად ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბის კუთხით და ვფიქ­რობ, ფრან­გულ ინ­ს­ტი­ტუტ­თან და გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­თან ერ­თად, დავ­გეგ­მოთ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ სკო­ლებ­ში გაძ­ლი­ერ­დეს ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბა. ხში­რად მშობ­ლე­ბი არ­ჩე­ვანს რუ­სუ­ლი ენის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თე­ბენ, რი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ჩაგ­რუ­ლია ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენე­ბი, ზო­გა­დად, ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი. ამი­ტომ, გვინ­და კარ­გად ავუხ­ს­ნათ მშობ­ლებს, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს სწო­რედ ხა­რის­ხი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში, ანუ ევ­რო­პის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ში ვხე­დავთ, რომ ახ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის კუთხით და ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე ცოდ­ნა. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბას მი­ვა­ნი­ჭოთ. რუ­სუ­ლი ენის სა­სა­უბ­როდ (მა­გა­ლი­თად ტუ­რის­ტებ­თან) გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად კი, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი, რო­გორც მე­სა­მე უცხო­უ­რი ენა. ამ კუთხით, გვინ­და მე­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ვა­წარ­მო­ოთ და მშობ­ლე­ბი და­ვარ­წ­მუ­ნოთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბა.

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა —ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ახ­ლეა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დამ­ტ­კი­ცე­ბა მძი­მე გო­ნებ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვის და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. მარ­თა­ლია, აქამ­დე სკო­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხებ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან ამ სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის შედ­გე­ნას, მაგ­რამ, ეს მათ ძა­ლი­ან უჭირ­დათ. ამი­ტომ, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სრუ­ლი­ად მო­დი­ფიცი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მომ­ზად­და ყვე­ლა სა­გან­ში — ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა, სპორ­ტი, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა. იმე­დი გვაქვს, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ეს მარ­თ­ლაც კარ­გი და­მაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გახ­დე­ბა. ეს მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის შედ­გე­ნას გა­უ­ად­ვი­ლებთ — ერ­თ­გ­ვა­რი ხი­დი იქ­ნე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მას შო­რის.

სკო­ლა გა­მოკ­ვეთს თა­ვის უნი­კა­ლურ სა­ხეს

ძა­ლი­ან დი­დი იმე­დით ვხვდე­ბით ამ სას­წავ­ლო წელს. რე­ფორ­მის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მა­ინც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლია“, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჯერ ცო­ტა სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი (ჯამ­ში 165), ისე­თი ტალ­ღაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და იმ­დე­ნი სკო­ლა რე­კავს და ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­გორ ჩა­ერ­თოს, რომ პერ­ს­პექ­ტი­ვა სა­ი­მე­დოა.

ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას და მი­ვუ­ლო­ცავ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თულ პირ­ვე­ლი ნა­კა­დის სკო­ლებს მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თავ­გან­წირ­ვამ­დე მი­სუ­ლი შრო­მის­თ­ვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე, გა­აზ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, რა რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი იქ­ნე­ბო­და პრო­ცე­სი, მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ის შრო­მა, რაც მათ გას­წი­ეს (ერ­თი მხრივ — მხარ­დამ­ჭერ­მა ჯგუ­ფებ­მა, მე­ო­რე მხრივ — სკო­ლებ­მა). სწავ­ლის შუა პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სკო­ლებს ისე­დაც უამ­რა­ვი სხვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე ჰქონ­დათ, თავს და­ატყ­დათ რე­ფორ­მის ტალ­ღა. პირ­ველ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა სწო­რედ მათ­ზე გა­და­ი­ა­რა.

სუ­ლაც არ არის მარ­ტი­ვი, გა­და­ხე­დო სა­კუ­თარ მრა­ვალ­წ­ლი­ან პრაქ­ტი­კას, კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სო და მე­რე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სრუ­ლი ტრან­ს­ფორ­მა­ცია და­იწყო, ახა­ლი მი­ი­ღო. მეს­მის პე­და­გო­გე­ბის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან, ალ­ბათ, ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვ­დ­ნენ პრო­ექტს. ძა­ლი­ან რთუ­ლია, დამ­ღ­ლე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მე­რე, და­მა­ტე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დაჯ­დე და კი­დევ გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო გა­წიო, თან რო­ცა არ იცი, ბო­ლოს რა შე­დეგს მი­ი­ღებ, რა­მე გა­მო­ვა თუ არა. ამი­ტომ მინ­და პე­და­გო­გებ­მა იცოდ­ნენ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან გვეძ­ვირ­ფა­სე­ბა ყვე­ლა წუ­თი, რო­მე­ლიც თქვენ და­ხარ­ჯეთ, ყვე­ლა მატ­რი­ცა, რო­მე­ლიც თქვენ შე­ავ­სეთ, ყვე­ლა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც თქვენ მო­ი­ფიქ­რეთ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იდე­ა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ ეს სიტყ­ვა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რო­ბი­თია, მთა­ვა­რია, რომ და­ი­ნა­ხეთ და და­სა­ხეთ თქვე­ნი ორი­გი­ნა­ლუ­რი გზა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ, რო­მელ­საც კი­დევ ბევ­რ­ჯერ შეც­ვ­ლით და მო­არ­გებთ მოს­წავ­ლე­ებს. ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაც ეს არის, რომ სა­მიზ­ნე (სტან­დარ­ტი) ყვე­ლას­თ­ვის ერ­თია, მაგ­რამ იქამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში ნათ­ლად ვხე­დავთ, რო­გორ კვა­ლა­ვენ ამ გზას თა­ვად სკო­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. ამი­ტომ ის სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი ჩვენ­თ­ვის უფ­რო ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ, თუნ­დაც, იდე­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. თქვე­ნი ნა­ფიქ­რი თი­თო­ე­ულ სკო­ლას უნი­კა­ლუ­რო­ბა­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას ანი­ჭებს, მას გა­მორ­ჩე­ულ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის.

ახ­ლა გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი დგე­ბა. ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ყო­ველ­დღი­ურ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრაქ­ტი­კა­ში, უნ­და და­ი­ნა­ხოთ ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც პე­და­გო­გებ­მა ამ­დე­ნი იშ­რო­მეთ. ახ­ლა დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­ცა თქვენ მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სი ან ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი დარ­ჩე­ბა, ან მდგრა­დად და­ი­ნერ­გე­ბა კლას­ში. ამ პრო­ცესს მხო­ლოდ ჩვენ არ ვე­ლით მო­უთ­მენ­ლად, არა­მედ ის ასი სკო­ლაც, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბ­რი­დან ერ­თ­ვე­ბა პრო­ექ­ტ­ში, ასე­ვე, შე­მოგ­ყუ­რე­ბენ სხვა პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა სკო­ლე­ბი მომ­დევ­ნო წლებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.

მუდ­მი­ვად ვე­უბ­ნე­ბი ჩვენს ქო­უ­ჩებს (მწა­ფა­ვებს), სკო­ლის ლი­დე­რებ­სა და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ პე­და­გო­გებს — თქვე­ნი იმე­დი გვაქვს, თქვენ ხართ ჩვე­ნი მე­ომ­რე­ბი, ასეც ვიტყ­ვით — ბრძო­ლის ხა­ზი გა­დის თქვენ­ზე. მარ­თ­ლა ბრძო­ლაა ეს ყო­ველ­დღი­უ­რი დამ­ღ­ლე­ლი შრო­მა, თუმ­ცა, ჯილ­დოც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია — რო­ცა დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მოს­წავ­ლე­ე­ბიც იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რო­ცა საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ი­ნა­ხავთ, რომ რა­ღაც გა­მო­დის; თუნ­დაც, ერ­თი ნა­ბი­ჯით წახ­ვალთ წინ და იტყ­ვით, რომ გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით დღეს უკე­თე­სი შე­დე­გია.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები