19 მარტი, სამშაბათი, 2024

სა­ხი­ფა­თო კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­ე­ბი და დარ­ღ­ვე­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა

spot_img

წიგ­ნის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეტ-ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით, იყი­დე­ბო­და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. დღეს „შავ­მა ბა­ზარ­მა“ გა­მორ­ჩე­უ­ლად მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ხე მი­ი­ღო, კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­რი პრო­დუქ­ცი­ის მომ­რავ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბებს.

ასე­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მსჯე­ლო­ბა კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ბეჭ­დ­ვი­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რად­გან ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა, რომ კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ბეჭ­დ­ვა და გა­ყიდ­ვა არ­ღ­ვევს ავ­ტო­რი­სა და გა­მომ­ცემ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას, იმავ­დ­რო­უ­ლად, ზი­ანს აყე­ნებს მომ­ხ­მა­რებ­ლის (მათ შო­რის ბავ­შ­ვე­ბის) ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. რო­გორც ჩანს, ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და, რად­გან ეს პრობ­ლე­მა, დღეს, უფ­რო მე­ტი სიმ­წ­ვა­ვით დგას. ვი­თა­რე­ბას ისიც ამ­ძი­მებს, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით არა მარ­ტო ბაზ­რო­ბებ­ზე, არა­მედ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შიც ვაჭ­რო­ბენ. ამ ფონ­ზე, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სურ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ დი­რექ­ტო­რი, თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ეს ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მაა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ის­ტო­რი­უ­ლიც კი. „მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის (სა­ბავ­შ­ვოც და დი­დე­ბის) მა­სობ­რი­ვად გა­ყალ­ბე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა ჩვენ უკ­ვე ამ სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში გვქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი დარ­ტყ­მა იყო 2007 წელს, რო­დე­საც ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ა­ყალ­ბეს, მა­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 000 ლა­რის ზა­რა­ლი ვნა­ხეთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში შე­ვის­ყი­დეთ არა­ლე­გა­ლუ­რად გა­მო­ცე­მუ­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი, მე­რე ფორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სიც გა­ი­მარ­თა, ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი და მო­სა­მარ­თ­ლემ, ერ­თი მხრივ, და­ად­გი­ნა, რომ ეს წიგ­ნე­ბი უნ­და გაგ­ვე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, მე­ო­რე მხრივ კი, რად­გან დამ­ნა­შა­ვე ვერ მო­ი­ძებ­ნა, საქ­მე და­ხუ­რა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ ვი­ცი, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რი იყო მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან იმ მო­მენ­ტ­ში ჩვენ ად­ვო­კა­ტი არ გვყო­ლია, მაგ­რამ უსა­მარ­თ­ლო რომ იყო, ეს ფაქ­ტია. რა თქმა უნ­და, მო­სა­მარ­თ­ლე-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­რი­გე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ იმ სტამ­ბებ­თან და დის­ტ­რი­ბუ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ებ­დ­ნენ და ყიდ­დ­ნენ ე.წ. „ლე­ვი“ წიგ­ნებს. ამის შემ­დეგ, პრობ­ლე­მამ, რა თქმა უნ­და, იმა­ტა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ხე მი­ი­ღო. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დეთ, უკ­ვე იურის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მიგ­ვექ­ცია ამ პრობ­ლე­მა­ზე, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, მაგ­რამ, კვლავ და კვლავ, ამან შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. პი­რი­ქით, პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ჩვენ ვხდე­ბო­დით ბი­თუ­მად მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და მეს­ტამ­ბე­ე­ბის მხრი­დან თავ­ხე­დუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და აგ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დ­რო­მი. არა­ერ­თხელ ვიწ­ვ­ნი­ეთ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.“

თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ხე­ლიც კი ჩა­იქ­ნი­ეს და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღარ აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ. თუმ­ცა, მი­სი აზ­რით, შა­ვი ბაზ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად თურ­ქე­თი მოჰ­ყავს, სა­დაც იგი­ვე პრობ­ლე­მა იდ­გა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი აამუ­შა­ვეს და პრობ­ლე­მაც მო­აგ­ვა­რეს. სა­თა­ნა­დო სტრუქ­ტუ­რებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ კი­დეც ამ მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ხილ­ვას, იქ­ნებ მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

„მერ­წ­მუ­ნეთ, ვერც ერ­თი ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გა ვერ იგებს სა­ერ­თოდ რა­ზეა ლა­პა­რა­კი. ერ­თი მხრივ,   ფრან­კ­ფურ­ტ­ში ჩა­ვე­დით და ევ­რო­პას „თვა­ლი და­ვუ­ყე­ნეთ“ და მე­ო­რე მხრივ, აქ, ამ ქა­ლაქ­ში (და არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ ძა­ლი­ან ბევრ რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში) ყვა­ვის შა­ვი ბა­ზა­რი. ამის ახ­ს­ნა უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია და სა­მარ­ცხ­ვი­ნო. რო­დე­საც თა­ვი მო­გაქვს, რომ შენს ქვე­ყა­ნა­ში ეს სფე­რო აღ­მავ­ლო­ბას გა­ნიც­დის, ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყ­მა ნამ­დ­ვი­ლად ჩრდი­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ვერც ერ­თხელ, რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ვერ მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა, დახ­მა­რე­ბა ცუ­დი სიტყ­ვაა, არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, აქ კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერ­თხელ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ.“

პრობ­ლე­მა რომ მრა­ვა­ლი წე­ლი მძი­მე ტვირ­თად აწევთ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, ამას კა­ხა რუ­სი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნის“ დი­რექ­ტო­რიც ადას­ტუ­რებს: „ბო­ლო დროს, ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რი და­ინ­ტე­რეს­და ამ სა­კითხით, რაც, პრინ­ციპ­ში, კარ­გია. ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხია. გა­სულ წლებ­ში ჩვენც გვქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის, ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თა­ნაც კი ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი, რე­ა­გი­რე­ბაც და­იწყეს, მაგ­რამ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი მხა­რე ბო­ლომ­დე არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ამი­ტომ ყალ­ბის­მ­ქ­მ­ნე­ლებს გახ­ს­ნი­ლი აქვთ ხელ-ფე­ხი. თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ ახ­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან მე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ მა­ღა­ზი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნე­ბი ამო­ი­ღო საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით — სად­გუ­რის მი­და­მო­ებ­ში სა­კონ­ტ­რო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ეს პრობ­ლე­მა სას­წ­რა­ფო­დაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ალ­ბათ პარ­ლა­მენ­ტ­შიც და სხვა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­შიც უნ­და იმ­ს­ჯე­ლონ ამა­ზე, რომ, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ, მოგ­ვარ­დეს. ძა­ლი­ან უხე­შად ირ­ღ­ვე­ვა ჩვე­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი . წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ისი­ნი, ვინც „ლე­ვად“ ბეჭ­და­ვენ ე.წ. ყალბ წიგ­ნებს, არც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან, არც ავ­ტორს აძ­ლე­ვენ ჰო­ნო­რარს და არც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში შე­დის არა­ფე­რი, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას ქმნი­ან.“

სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, ჯერ კი­დევ 2016 წელს, სა­უბ­რობ­და ამ პრობ­ლე­მა­ზე და შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს ახ­სე­ნებ­და, რომ კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლად გა­და­საჭ­რე­ლი სა­კითხია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლებს აწუ­ხებს. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი ად­გე­ბათ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­სა და ავ­ტო­რებს, უხე­შად ირ­ღ­ვე­ვა მა­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის მფლო­ბე­ლის უფ­ლე­ბე­ბის პირ­და­პირ დარ­ღ­ვე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

2019 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, გა­მომ­ცემ­ლებ­მა და ავ­ტო­რებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სებს — მო­უ­წო­დე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვე­ვის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ამ გან­ცხა­დე­ბი­დან:

„მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­რი (ყალ­ბი, „ლე­ვი“) წიგ­ნე­ბის, მათ შო­რის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის წარ­მო­ე­ბა/გა­ყიდ­ვამ მი­ი­ღო გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი მას­შ­ტა­ბი.

გა­მომ­ცემ­ლე­ბის გვერ­დის ავ­ლით, ყალ­ბი წიგ­ნე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას ხელ­ყო­ფი­ლია სა­ავ­ტო­რო და სა­გა­მომ­ცემ­ლო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი.

კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბი საფ­რ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია მომ­ხ­მა­რებ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, რად­გან ეს წიგ­ნე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია იაფი, უხა­რის­ხო პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით, შე­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა მავ­ნე, მომ­წამ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბას.

კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბი უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში იყი­დე­ბა ჩე­კი­სა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, აზა­რა­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტს, ხელს უწყობს ჩრდი­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას…“

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მახ­სოვ­რო ბა­რა­თე­ბიც და­ამ­ზა­და — „წიგ­ნის მო­ვაჭ­რე­თა სა­ყუ­რადღე­ბოდ“, სა­დაც მათ აფ­რ­თხი­ლებს, რომ კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბის, მათ შო­რის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, წარ­მო­ე­ბა და გა­ყიდ­ვა და­ნა­შა­უ­ლია.

„კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­რი წიგ­ნე­ბის ბეჭ­დ­ვა და გა­ყიდ­ვა იწ­ვევს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რივ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, დას­ჯა­დია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 189-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით. ამ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სის 1571, 1572 და 1573 მუხ­ლე­ბი, რა დრო­საც კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვე­ვი და­ჯა­რიმ­დე­ბა 500-დან 5000 ლა­რამ­დე.

გვინ­და გა­გაფ­რ­თხი­ლოთ, რომ თუ თქვენს სა­ვაჭ­რო ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბი (მათ შო­რის, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი), თქვენ წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.“

სა­მახ­სოვ­რო ბა­რა­თე­ბი ბაზ­რო­ბებ­ზე „ლე­ვი“ წიგ­ნე­ბით მო­ვაჭ­რე­ებს, ე.წ. დახ­ლის მო­ვაჭ­რე­ებს და­უ­რი­გეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რივ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ბა­რა­თე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი ამ აქ­ცი­ას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, სი­ცი­ლით. ამას შე­იძ­ლე­ბა ორი ახსნა ჰქონ­დეს: ან ამ ადა­მი­ა­ნებს მარ­თ­ლა არ ეს­მით, რომ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რივ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან, ან მათ უკან იმ­დე­ნად გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი დგა­ნან, რომ და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ც­და უჩ­ნ­დე­ბათ.

გა­მომ­ცე­მელ­თა ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ თუ­კი ად­რე „ლე­ვი“ ტი­რა­ჟებს დი­დი სტამ­ბე­ბი უშ­ვებ­დ­ნენ, ახ­ლა, ისი­ნი ასეთ საქ­მე­ებ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, პა­ტა­რა, მი­ნი-სტამ­ბე­ბია გახ­ს­ნი­ლი, ე.წ. იატაკ­ქ­ვე­შა სტამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ხა­დებ­საც კი არ იხ­დი­ან. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ წიგ­ნე­ბით მო­ვაჭ­რე­ე­ბი, ე.წ. მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ და იცი­ან, რო­მელ წიგ­ნებ­ზეა მოთხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თვი­თონ უკ­ვე­თა­ვენ იატაკ­ქ­ვე­შა სტამ­ბებს „ლე­ვი“ ტი­რა­ჟებს და თვი­თონ­ვე ავ­რ­ცე­ლე­ბენ ბაზ­რო­ბებ­ზე.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი კახ­მეგ კუ­და­ვა, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში („ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ №33), გა­მოთ­ქ­ვა­მ­და ვარაუდს, რომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ვი­საც მა­თი დის­კე­ბი აქვს მი­ბა­რე­ბუ­ლი და ბეჭ­დავს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, მა­გა­ლი­თად, 19 ათას ეგ­ზემ­პ­ლარს, და­ბეჭ­დავს 20 ათასს და ათასს შავ ბა­ზარ­ზე გა­უშ­ვებს. „ჩვენ ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს. ეს ის ხალ­ხია, ვი­საც მო­ნო­პო­ლია აქვს ბეჭ­დ­ვა­ზე. აგერ უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ, პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით იბეჭ­დე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.“

ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ზი­ცია — გა­ტარ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.   თუ­კი ევ­რო­პის­კენ მი­ვის­წ­რა­ფით და ვა­ღი­ა­რებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ავ­ტო­რო და სა­გა­მომ­ცემ­ლო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

კი­დევ ერ­თი, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და გა­მომ­ცემ­ლებს შო­რის გა­ჩე­ნი­ლი უთან­ხ­მო­ე­ბის ფონ­ზე, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს ის ბავ­შ­ვე­ბი, ვის ხელ­შიც უხა­რის­ხო პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­ზი­ა­ნო   კონ­ტ­რა­ფაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნი მოხ­ვ­დე­ბა. ახ­ლა ჯე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ზეა, ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა.

ლა­ლი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები