25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის დას­წავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში

spot_img

ცის­ნა­მი ბე­რი­ძე

წმი­და გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი დღის ჯგუ­ფი სას­კო­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის ფორ­მაა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბულ მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, 4-5 სა­ა­თი არის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში. ეს დრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მომ­ც­ვე­ლია: შეს­ვე­ნე­ბა, სა­დი­ლი, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, რომ სა­ჭი­როა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. II კლასს, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ, გა­მოც­დი­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბამ სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბი მო­ითხო­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თე­ბით მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თით­ქ­მის არ არის.

ჩე­მი ნა­ფიქ­რი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რე. მათ მირ­ჩი­ეს, რომ თა­ვად მო­მე­ძი­ე­ბი­ნა სა­თა­ნა­დო წყა­რო­ე­ბი პრობ­ლე­მის ირ­გ­ვ­ლივ, შე­მეს­წავ­ლა კლა­სის მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა მე­თო­დუ­რი მიდ­გო­მე­ბი. პრობ­ლე­მა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ კო­ლე­გე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის, ცი­რა დუმ­ბა­ძის, თა­ნად­გო­მამ წა­მა­ხა­ლი­სა და და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­მაც ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე და­დე­ბი­თი შე­დე­გი მომ­ცა.

თავ­და­პირ­ვე­ლად და­ვიწყე პა­სუ­ხის ძი­ე­ბა კითხ­ვა­ზე: „არის თუ არა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა შე­დე­გი­ა­ნი?“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის გაც­ნო­ბამ შემ­დე­გი სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა: კუ­პე­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის (1994) მი­ხედ­ვით აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ, გა­ცი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც არ ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

TIMSS სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბით (2007), მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის დიდ მო­ცუ­ლო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის და­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

ფი­ნუ­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბის (2008) ანა­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მოს­წავ­ლე­ებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას არ ან ძა­ლი­ან მცი­რედ აძ­ლე­ვენ.

პე­და­გო­გი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი (დ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე (1967), ა. გობ­რო­ნი­ძე (2000), ვ. გა­გუა (2002)). მკვლევ­რე­ბი — მუ­ი­სი და რე­ო­ნოლ­დ­სი (2005) მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დაწყე­ბით კლა­სებ­ში არ არის სა­სურ­ვე­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მა, რად­გან ეს იწ­ვევს ბავ­შ­ვე­ბის გა­დაღ­ლას. კვლე­ვის ამ შე­დეგს მა­შინ­ვე გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ნი და აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნარს უვი­თა­რებს. ამას­თან, დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბით გა­დატ­ვირ­თ­ვას უარ­ყო­ფენ და დროს მი­უ­თი­თე­ბენ 20-30 წუ­თამ­დე.

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მე­ნ­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში „ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბა“ (2010).

მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლით და­ვად­გი­ნე, რომ მათ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სურთ, ოღონდ არ უნ­და იყოს ბევ­რი და დამ­ღ­ლე­ლი. მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლით კი გა­ვარ­კ­ვიე, რომ ისი­ნი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ. აღ­ნიშ­ნა­ვენ იმა­საც, რომ ეს ოჯახ­ში არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, ხში­რად მათ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს იმით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას, ძი­რი­თა­დად, გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში ას­რუ­ლე­ბენ.

სას­წავ­ლო საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან დი­ა­ლო­გით ცხა­დი გახ­და, რომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის გა­რე­შე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ მი­აჩ­ნი­ათ.

თე­ო­რი­ე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის ანა­ლი­ზით ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ჩე­მი სა­მუ­შაო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც მო­იც­ვა შემ­დე­გი სა­კითხე­ბი:

√  დავ­ხ­მა­რე­ბო­დი მოს­წავ­ლე­ებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, თუ რით არის სა­სარ­გებ­ლო სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა;

√  თი­თო­ე­უ­ლი სას­წავ­ლო საგ­ნის მი­ხედ­ვით გა­მერ­კ­ვია რა მი­ზა­ნი აქვს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას და ამის მი­ხედ­ვით და­მე­გეგ­მა შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბა;

√  და­მედ­გი­ნა რა სა­ხის შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა;

√  გან­მე­საზღ­ვ­რა დრო, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ სას­წავ­ლო სა­გან­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და­ეთ­მო­ბო­და;

√  შე­მეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­თა დას­წავ­ლის სტი­ლი;

√  შე­მეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს მი­მართ;

√  შე­მეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის დას­წავ­ლის­თ­ვის;

√  კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მიდ­გო­მე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­მახ­სოვ­რო: „რა უნ­და ვი­ცო­დე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ“:

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­მეხ­მა­რე­ბა:

√  ახა­ლი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში;

√  გა­მოვ­თ­ქ­ვა ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი;

√  შე­ვა­მოწ­მო რა ვი­ცი, რა შე­მიძ­ლია;

√  და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დავ­ჭ­რა სწავ­ლის დროს წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მა;

√  ვი­მუ­შაო გან­საზღ­ვ­რულ დრო­ში;

√  ავი­ღო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი სწავ­ლის შე­დეგ­ზე;

√  რას და­ა­მა­ტებთ?

ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­მახ­სოვ­რო მცი­რე ფლიფ­ჩარ­ტ­ზე გან­ვა­თავ­სეთ და დავ­ტო­ვეთ ად­გი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, სიტყ­ვით, ნა­ხა­ტით, ლექ­სით, ახა­ლი სა­მახ­სოვ­რო მი­ა­წე­რონ. ამ მი­ნა­წერ­მა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­მახ­სოვ­რო სა­ხა­ლი­სო გა­ხა­და. ბავ­შ­ვებ­მა მი­ა­ხა­ტეს წარ­მა­ტე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ემო­ცია, მი­ა­წე­რეს „ჯერ მწა­რე ჭა­მე…“ და სხვა.

სას­წავ­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი. იგი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ვა­ნი­ჭეთ რამ­დე­ნი­მეს:

√  გაკ­ვე­თილ­ზე ნას­წავ­ლი მა­სა­ლის გა­მე­ო­რე­ბა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბა;

√  გაკ­ვე­თილ­ზე დაწყე­ბუ­ლი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა;

√  და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა;

√  სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა;

√  პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა სა­კუ­თა­რი სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე.

გან­ვ­საზღ­ვ­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი და შე­ვუ­სა­ბა­მე მიზ­ნებს:

√  პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბა – გაკ­ვე­თილ­ზე ნას­წავ­ლი მა­სა­ლის გან­მე­ო­რე­ბა გან­მ­ტ­კი­ცე­ბი­სათ­ვის;

√  მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა – ახა­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ფო­ნის შექ­მ­ნა;

√ მა­სა­ლის გაღ­რ­მა­ვე­ბის და­ვა­ლე­ბა – გაკ­ვე­თილ­ზე დაწყე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ან ახ­ლის შეს­რუ­ლე­ბა.

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მე­თო­დუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რის შემ­დეგ, და­ვიწყე მოს­წავ­ლე­თა დას­წავ­ლის სტი­ლის შეს­წავ­ლა, რის­თ­ვი­საც მათ კითხვა­რე­ბი მი­ვა­წო­დე. პა­სუ­ხე­ბი­დან უნ­და შე­მო­ე­ხა­ზათ მათ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი:
  1. მე ვსწავ­ლობ კარ­გად:

ა) რო­ცა მიყ­ვე­ბი­ან;

ბ) რო­ცა ვკითხუ­ლობ;

გ) რო­ცა ვწერ.

  1. მე ვსწავ­ლობ კარ­გად:

ა) რო­ცა მარ­ტო ვსწავ­ლობ;

ბ) რო­ცა წყვილ­ში ვარ;

გ) რო­ცა ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ.

დას­წავ­ლის სტი­ლი­დან, მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვაჯ­გუ­ფე მოს­წავ­ლე­ე­ბი. I მო­ნა­ცე­მე­ბი თით­ქ­მის ყვე­ლა­ზე გა­და­ნა­წილ­და, II მო­ნა­ცე­მებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა „მარ­ტო სწავ­ლას“ მი­ა­ნი­ჭეს, ორ­მა და­უ­მა­ტა „გან­მარ­ტო­ე­ბით“, „წყვი­ლებ­ში სწავ­ლა“ ერ­თ­მა მი­ა­წე­რა, „ჯგუ­ფებ­ში სწავ­ლა“ არა­ვინ მო­ი­წა­დი­ნა.

II მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით მო­ვაწყ­ვე სას­წავ­ლო გა­რე­მო, ბავ­შ­ვებ­მა თვი­თონ დად­გეს თა­ვი­ან­თი მერ­ხი იქ, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დ­ნენ. ერ­თი ად­გი­ლი გა­მოვ­ყა­ვით წყვი­ლის­თ­ვის „მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად“.

შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს მი­მართ ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სას­წავ­ლად, ვთხო­ვე, მი­წო­დე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან შე­მო­ე­ხა­ზათ ის, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ას­რუ­ლებ­დ­ნენ. აქ­ტი­ვო­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საგ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით შე­ვად­გი­ნე. მოს­წავ­ლე­თა მი­მართ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ისი­ნი საკ­მა­ოდ კარ­გად ფლო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ვარ­ჯი­შო­ებს, ასე­ვე, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის, კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის, სვე­ტობ­რი­ვი დი­აგ­რა­მი­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ინ­ტე­რე­სი­სა და დას­წავ­ლის სტი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ვა­ჯა­მეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა აქ­ტი­ვო­ბა არ­ჩე­ვით. თი­თო­ე­უ­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის­თ­ვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო 2 ან 3 აქ­ტი­ვო­ბა, მოს­წავ­ლე ირ­ჩევ­და ერთ-ერთს.

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დას­წავ­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნ­და. აქ გა­მო­იკ­ვე­თა არა მხო­ლოდ წი­ნა­რე ცოდ­ნის დო­ნე, არა­მედ ის დარ­ღ­ვე­ვე­ბიც, რო­მე­ლიც დას­წავ­ლას აბ­რ­კო­ლებ­და. ასე­თი აღ­მოჩ­ნ­და:

√  უჭირს დრო­ის და­გეგ­მ­ვა;

√ უჭირს წა­კითხუ­ლი­დან ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნა;

√  უჭირს სა­კუ­თა­რი აზ­რის ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნა;

√ უძ­ნელ­დე­ბა წი­ნა­რე და ახა­ლი ცოდ­ნის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა;

√  არ მოს­წონს წე­რა;

√  ცდი­ლობს, თა­ვი აარი­დოს დას­წავ­ლის პრო­ცესს (სახ­ლ­ში ვის­წავ­ლი და ა.შ.);

√  უძ­ნელ­დე­ბა მი­თი­თე­ბე­ბის გა­გე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა;

√  ერთ ად­გილ­ზე ვერ ჩერ­დე­ბა, სხვებ­თან მირ­ბის იმის გა­სა­გე­ბად თუ რას აკე­თე­ბენ.

მშობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბით და სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვ­ლე­ვით, მოს­წავ­ლე­ებს სმე­ნი­თი, მხედ­ვე­ლო­ბი­თი, მეტყ­ვე­ლე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი არ აქვთ. ამ­დე­ნად, აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა თან­და­თან შემ­ცირ­დეს და დაძ­ლე­ულ იქ­ნეს.

სა­ა­მი­სოდ დავ­გეგ­მეთ შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვი­საც დრო­ის და­გეგ­მ­ვა უჭირს, აქ­ტი­ვო­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

√  გთხოვ, და­აკ­ვირ­დე შე­ნი ორი მე­გო­ბა­რი რამ­დენ სიტყ­ვას წერს ერთ წუთ­ში, შე­ა­და­რე ორი­ვე მო­ნა­ცე­მი – ვი­სია უმ­ჯო­ბე­სი? შენ რამ­დე­ნი სიტყ­ვის და­წე­რა შე­გიძ­ლია 1 წუთ­ში?

√  და­ი­ნიშ­ნე დრო, რამ­დენ წუთ­ში შე­ას­რუ­ლებ წე­რით და­ვა­ლე­ბას მა­თე­მა­ტი­კა­ში? შეს­თა­ვა­ზე შე­ნი მე­თო­დი მე­გო­ბარს, მი­სი დრო­ის და­სა­გეგ­მად.

ვი­საც არ მოს­წონს წე­რა, შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია შევ­თა­ვა­ზე:

√  მო­ვამ­ზა­დოთ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და­წე­რის გა­რე­შე. თუ რა შე­დე­გი გვექ­ნე­ბა (გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი), გაგ­ვა­ცა­ნით ხვალ, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა, შე­ფა­სე­ბა. თით­ქ­მის ყვე­ლა ითხოვ­და შე­მოწ­მე­ბას. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სარ­გებ­ლო გა­მოდ­გა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა, თა­ნა­შე­ფა­სე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით „აფა­სე­ბენ“ ერ­თ­მა­ნეთს, იყე­ნებ­დ­ნენ შე­სა­ბა­მის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას: „კარ­გია, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და…“, „შენს პა­სუხს ხომ არ შე­ა­და­რებ­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მულ სწორ პა­სუ­ხებს“, „შენ უკე­თე­სად შე­გიძ­ლია აზ­რის გა­მოთ­ქ­მა“ და ა.შ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ვა­ნი­ჭე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გან­ტ­ვირ­თ­ვის აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­საც ყო­ვე­ლი 25 წუ­თის შემ­დეგ ვას­რუ­ლებ­დით: „ წვი­მა მო­დის“, „ვი­ვარ­ჯი­შოთ მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით“, „გვემ­ღე­რე­ბა და ვმღე­რით“ და სხვ.

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დავ­გეგ­მეთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა: „და­წე­რე და წა­შა­ლე“, „გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი“, „სა­ხა­ლი­სო ნა­ხა­ტე­ბი“, „ნა­ხა­ტით შე­ვად­გი­ნოთ ზღა­პა­რი“, „გა­მო­ფე­ნა-ნა­ხა­ტი“, „ჩე­მი ბე­ბია და ბა­ბუა“, „კროს­ვორ­დი“, „შე­ვად­გი­ნოთ პოს­ტე­რი“, „წე­რი­ლი…“ „თხრო­ბის მთა“, „ვი­ცეკ­ვოთ და ვიმ­ღე­როთ“, „ლექ­სე­ბის დი­ლა“, „გვიყ­ვარ­დეს ერ­თ­მა­ნე­თი“, „ღმერ­თო, მიმ­რავ­ლე სათ­ნო­ე­ბის დღე“, ფო­ტო­კო­ლა­ჟი – „საკ­ლა­სო ოთა­ხის ფან­ჯ­რი­დან და­ნა­ხუ­ლი ჩე­მი სამ­შობ­ლო“.

ამ­რი­გად, გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, დას­წავ­ლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა: საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა, დას­წავ­ლის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მა­თი დაძ­ლე­ვის­თ­ვის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბის დად­გე­ნა; შეს­რუ­ლე­ბის დრო­ის და­გეგ­მ­ვა და დაც­ვა, მოს­წავ­ლე­თა დას­წავ­ლის სტი­ლის, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის, დას­წავ­ლის­თ­ვის მზა­ო­ბის დო­ნის შეს­წავ­ლა; სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს მოწყო­ბა; დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად; შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით თვით­შე­ფა­სე­ბა/თა­ნა­შე­ფა­სე­ბა.

ერთ სე­მეს­ტ­რ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით შესაძ­ლე­ბე­ლი გახ­და დას­წავ­ლის ხა­რის­ხის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შევ­ძე­ლით ყვე­ლა სას­წავ­ლო და­ვა­ლე­ბის დას­წავ­ლა-შეს­რუ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გით, ასე­ვე გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

აღ­წე­რი­ლი მიდ­გო­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში, მოს­წავ­ლე­თა მუ­შა­ო­ბა ხა­ლი­სი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით სი­ხა­რუ­ლის გან­ც­დით წარ­მარ­თუ­ლი­ყო. მოს­წავ­ლე­ებს დარ­ჩათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სახ­ლ­ში გა­სარ­თო­ბად, მშობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2019-2024;
  2. ა. გობ­რო­ნი­ძე, „პე­და­გო­გი­კა“ – 2000;
  3. „ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბის თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა“, ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი: ი. კუ­ტა­ლა­ძე და სხვე­ბი – 2010;
  4. „წიგ­ნი­ე­რე­ბა“, ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი: პ. პა­პა­ვა და სხვე­ბი – 2011;
  5. TIMSS – სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი – 2007.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები