29 მარტი, პარასკევი, 2024

საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება

spot_img

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, Fulbright-ის პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას. ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერეს Fulbright-ის პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ მომანიჭა უფლებამოსილება, დღეს ხელი მოვაწერო მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უფრო მეტად გააფართოებს აშშსა და საქართველოს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის არეალს. – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა – Fulbright-ის სტიპენდია წარმოადგენს აშშ მთავრობის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ათობით მოქალაქე სარგებლობს ამ უნიკალური შესაძლებლობით. მათ აქვთ საშუალება, სწავლა გააგრძელონ ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღეს Fulbright-ის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება და, მის ფარგლებში, ამოქმედდება პროექტიინგლისური ენის სწავლების ასისტენტი (ETA), რაც ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან.

ფასდაუდებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობაში და, პანდემიის პირობებში, ეს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. მადლობა ამ ყველაფრისთვის ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და მის აღმატებულებას, ქალბატონ კელი დეგნანს“.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ძალიან მოხარულია, რომ მეტი ახალგაზრდა ამერიკელი ჩამოვა საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად. Fulbright-ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები არა მხოლოდ დაეხმარებიან ქართველ სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლის გაძლიერებასა და განათლების მიღების პროცესში, არამედ შესაძლებლობას მისცემენ, მეტი გაიგონ ამერიკული კულტურისა და ღირებულებების შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ ETA-ს პროგრამას, აქამდე, აშშ-ს საელჩო საქართველოს უნივერსიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობით ახორციელებდა. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს.

Fulbright-ის თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლითაც საქართველო ცდილობს, გააფართოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო გეგმის შემუშავების კუთხით, რეგიონულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გზით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები