18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბის რო­ლი დაწყე­ბით კლა­სებ­ში

spot_img

 

გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის სფე­როს მკვლევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბის რო­ლი მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დია, ვი­ნა­ი­დან ის მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის რო­გორც კოგ­ნი­ტურ, ისე ემო­ცი­ურ და მო­ტო­რულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან. თა­მა­ში, ასე­ვე, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე იყოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გის, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის აზ­რით, „თა­მაშს ეგო­დენ დი­დი ობი­ექ­ტუ­რი აზ­რი აქვს: ამი­ტო­მაა, რომ იგი გრო­სის არ იყოს, ცხოვ­რე­ბის ნამ­დ­ვი­ლი „მო­სა­ლოდ­ნე­ლი სკო­ლაა“.

თა­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ბავ­შ­ვე­ბი ივი­თა­რე­ბენ ვერ­ბა­ლუ­რი და არა­ვერ­ბა­ლუ­რი, მარ­ტი­ვი და კომ­პ­ლექ­სუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს;

თა­მაშ­ში ბავ­შ­ვე­ბი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან და ინ­ტე­რე­სით ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს, ხდე­ბი­ან უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მათ, უკე­თე­სად აით­ვი­სონ და გა­ი­აზ­რონ შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა. თა­მა­ში ეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვებს, ემო­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, უფ­რო მარ­ტი­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლად ააშე­ნონ ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, უკ­ვე არ­სე­ბულ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით;

დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ლა­მა­ზად შე­ნიღ­ბოს სას­წავ­ლო ამო­ცა­ნა, რა­თა მოს­წავ­ლე ბუ­ნებ­რი­ვად, სტრე­სის გა­რე­შე და­ე­უფ­ლოს ცოდ­ნას. სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სწავ­ლი­სად­მი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შექ­მ­ნას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს მას­ში მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვას. თუ დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შის მი­მართ მოს­წავ­ლე­ებს და­დე­ბით ემო­ცი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ვუქ­მ­ნით, შე­დე­გიც აუცი­ლებ­ლად და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა, თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა, რად­გან თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მოს­წავ­ლის­თ­ვის სწავ­ლის პრო­ცესს სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის და გა­ცი­ლე­ბით იმა­ტებს გა­გე­ბა-და­მახ­სოვ­რე­ბის ხა­რის­ხიც.

დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შის ამ თვი­სე­ბებ­ზე ჯერ კი­დევ ფ. ფრე­ბე­ლი (XIXს-ის გერ­მა­ნე­ლი პე­და­გო­გი, „სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის“ ცნე­ბის ავ­ტო­რი) და მ. მონ­ტე­სო­რი მი­უ­თი­თებ­დ­ნენ, რო­დე­საც სწავ­ლე­ბი­სას თა­მა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დ­ნენ. XXI სა­უ­კუ­ნე­ში კი თა­მა­შით სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბით სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა და, პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამი­ტომ, სა­ნამ მას­წავ­ლე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მას მი­მარ­თავს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო გა­რე­მო შექ­მ­ნას: მო­ამ­ზა­დოს თა­მა­შის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი, რო­მელ­თა შექ­მ­ნი­სას აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, უნა­რე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შე­არ­ჩი­ოს კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­მა­ში­სათ­ვის კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი კი გა­ნა­ლა­გოს სას­წავ­ლო თა­მა­შის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო თა­მაშს, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან კითხ­ვის უნა­რის, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით:

სიტყ­ვე­ბი წყვი­ლებ­ში: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს სთხოვს „სიტყ­ვის სკივ­რი­დან“, რო­მელ­შიც შეს­წავ­ლი­ლი სიტყ­ვე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ამო­ი­ღონ ხუ­თი სიტყ­ვა და 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთს ესა­უბ­რონ ნე­ბის­მი­ერ (ან მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­საზღ­ვ­რულ) თე­მა­ზე; ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­უბ­რი­სას ხუ­თი­ვე სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ას­წ­რონ. თა­მა­შის შემ­დეგ ეტაპ­ზე ერ­თ­ვე­ბა მომ­დევ­ნო წყვი­ლი და ასე გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას;

ნა­ხა­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი კლასს ჰყოფს ორ გუნ­დად, ური­გებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის (10-დან 20-მდე) ერ­თ­ნა­ირ სიტყ­ვის ბა­რა­თებს, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი შლი­ან მა­გი­და­ზე ისე, რომ ად­ვი­ლად იკითხე­ბო­დეს; შემ­დეგ ნა­ხა­ტე­ბის დას­ტი­დან სა­თი­თა­ოდ იღებს საგ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს და აჩ­ვე­ნებს ბავ­შ­ვებს. რო­მე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც სწრა­ფად იპო­ვის ნა­ხა­ტის შე­სა­ბა­მის სიტყ­ვას, მის გუნდს რჩე­ბა ნა­ხა­ტი. ასე გრძელ­დე­ბა თა­მა­ში ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ამო­წურ­ვამ­დე. იმარ­ჯ­ვებს ის გუნ­დი, რო­მე­ლიც მეტ ნა­ხატს და­აგ­რო­ვებს;

სიტყ­ვე­ბის ლო­ტო: მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­ზე ამაგ­რებს სიტყ­ვის ბა­რა­თებს. მი­სი მი­თი­თე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი თა­ბა­ხის ფურ­ც­ლებს კე­ცა­ვენ 8 ნა­წი­ლად, შემ­დეგ კი ისევ შლი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბი, და­ფა­ზე გაკ­რუ­ლი სიტყ­ვე­ბი­დან, შე­არ­ჩე­ვენ და მი­ღე­ბულ უჯ­რებ­ში წე­რენ 8 სიტყ­ვას; ამის შემ­დეგ, თი­თო მოს­წავ­ლე თა­ვი­სი შევ­სე­ბუ­ლი ფურ­ც­ლი­დან ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქ­ვამს თი­თო სიტყ­ვას, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, და­სა­ხე­ლე­ბულ სიტყ­ვას, თუ­კი და­ემ­თხ­ვა, მო­ნიშ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ უჯ­რებ­ზე და იძა­ხი­ან სიტყ­ვას: „ბინ­გო“. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის, ვინც პირ­ვე­ლი მო­ნიშ­ნავს თა­ვის ფურ­ცელ­ზე ყვე­ლა სიტყ­ვას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და­ი­ძა­ხებს: „სუ­პერ­ბინ­გო!“ და წყდე­ბა თა­მა­ში;

სიტყ­ვე­ბის აკი­დო: მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფებს ური­გებს წე­ბო­ვან ქა­ღალ­დებ­ზე და­წე­რილ თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სიტყ­ვებს. შემ­დეგ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, თი­თო ჯგუ­ფი იღებს ან­ბა­ნის ერთ ასოს და ამაგ­რებს და­ფის ზე­და ნა­წილ­ზე ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­ანთ ბა­რა­თებ­ში პო­უ­ლო­ბენ სიტყ­ვებს, რომ­ლე­ბიც იწყე­ბა მა­თი ჯგუ­ფის მი­ერ შერ­ჩე­ულ ასო­ზე, გა­მო­დი­ან და აკ­რა­ვენ შე­სა­ბა­მი­სი ასოს ქვეშ. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი „სიტყ­ვე­ბის აკი­დოს“ შექ­მ­ნას;

სიტყ­ვე­ბის გა­ელ­ვე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს აჩ­ვე­ნებს წა­მი­ე­რად ,,გა­ელ­ვე­ბულ“ სიტყ­ვის ბა­რა­თე­ბის გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში, და­ნა­ხუ­ლი სიტყ­ვე­ბის სწო­რად და­სა­ხე­ლე­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი ინიშ­ნავს სწორ პა­სუ­ხებს. იმარ­ჯ­ვებს ის წყვი­ლი/ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მე­ტი სწო­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვა და­უგ­როვ­დე­ბა;

1-წუ­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი: მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სუ­რა­თე­ბი­ა­ნი ბა­რა­თე­ბის დას­ტი­დან, მო­რი­გე­ო­ბით იღე­ბენ თი­თო ბა­რათს და 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შეძ­ლონ შე­უ­ჩე­რებ­ლად სა­უ­ბა­რი მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი საგ­ნის შე­სა­ხებ;

სიტყ­ვე­ბის „სნა­ი­პე­რი“: მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ური­გებს ნე­ბის­მი­ერ უცხო ტექსტს (წიგ­ნი, ჟურ­ნა­ლი, გა­ზე­თი, ბრო­შუ­რა) შემ­დეგ ასა­ხე­ლებს სიტყ­ვას და ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად იპო­ვონ იგი თა­ვი­ანთ რე­სურ­ს­ში;

სიტყ­ვე­ბის მარ­კე­ტი: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს ური­გებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, ერ­თ­ნა­ი­რი სიტყ­ვის ბა­რა­თებს. შემ­დეგ იწყებს „ვაჭ­რო­ბას“, მა­გა­ლი­თად: „წი­თელ წრეს გავ­ც­ვ­ლი სამ­მარ­ც­ვ­ლი­ან, საგ­ნის თვი­სე­ბის გა­მომ­ხატ­ველ სიტყ­ვა­ში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 7 ასოს­გან და იწყე­ბა თან­ხ­მო­ვან­ზე!“. ვინც პირ­ვე­ლი იპო­ვის ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის სიტყ­ვას, აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს და იღებს წი­თელ წრეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ ჯერ­ზე ცვლის სიტყ­ვის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე გრძელ­დე­ბა თა­მა­ში 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბო­ლოს ით­ვ­ლი­ან „ნა­ვაჭრს“ და გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი;

სიტყ­ვე­ბის და­კავ­ში­რე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს ური­გებს 5-7 სიტყ­ვის ერ­თ­ნა­ირ ბა­რათს და აძ­ლევს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას: სცა­დონ, ეს სიტყ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­უ­კავ­ში­რონ აზ­რობ­რი­ვად, მა­გა­ლი­თად, შერ­ჩე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი: ტო­ტე­ბი, ქა­რი, ხე, ძლი­ე­რი, ნორ­ჩი, დამ­ტ­ვ­რე­ვა. მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ად­გე­ნენ ასეთ წი­ნა­და­დე­ბას: „ძლი­ერ­მა ქარ­მა ნორჩ ხეს ტო­ტე­ბი და­ამ­ტ­ვ­რია“. მას­წავ­ლე­ბე­ლი შერ­ჩე­ულ სიტყ­ვებ­ში აუცი­ლებ­ლად ურევს ახ­ლად შეს­წავ­ლი­ლი სიტყ­ვე­ბი­დან 1-2 სიტყ­ვას მა­ინც. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხელს უწყობს მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბას და აქ­ტი­ურ ლექ­სი­კა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას.

თა­მა­შით სწავ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რად­გან ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­მა­შის მოთხოვ­ნი­ლე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო მიზ­ნის შე­სა­ბა­მის დი­დაქ­ტი­კურ თა­მა­შებ­ში, შე­დე­გად — გა­ცი­ლე­ბით უად­ვილ­დე­ბათ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა და უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რაქ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მას­წავ­ლე­ბელ­მა ხში­რად უნ­და ცვა­ლოს თა­მა­შე­ბი ან გა­უ­კე­თოს მო­დი­ფი­ცი­რე­ბა.

გაკ­ვე­თილ­ზე დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ხა­ლისს მა­ტებს და ხელს უწყობს იმ ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა ჰქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით და რომ­ლე­ბიც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რ­ცის გა­რე­თაც, პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში.

ნი­ნო გუ­რე­ში­ძე

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ბა­ზა­ლე­თის

სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები