29 მარტი, პარასკევი, 2024

სამი დეკემბერი შშმ პირთა დღეა..

spot_img

დღე ადამიანების, რომლებიც გარემომ, სივრცემ საფეხურებსა და წინააღმდეგობებში მოაქცია, რადგან საბჭოთა რეჟიმის შემდეგი თაობა ვართ და არ გვისწავლია, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ფასეული იმ შესაძლებლობით, რომელიც ბედისწერისგან მიიღო.

სამ დეკემბერს ვყოფილვარ ერთდღიან ტაშისკვრაზე – ფეხით, შემდეგ – ეტლით, ყავარჯნით, ტროსტით..

შშმ და არა შშმ, ყოფილი შშმ, მოშშმო..

მიცეკვია ეტლით, მიმიღია ავტორბოლაში მონაწილეობა, აფროსნობის ჩემპიონატზე გამიმარჯვია კიდეც.

ამ თემის ნაწილი ვარ.

გამიმართლა.

ვისწავლე ცხოვრება, შევიცვალე და უკეთეს ადამიანად ვგრძნობ ახლა თავს.

გილოცავთ, ჩემო შშმებო, ჩემო საუკეთესო მეგობრებო ჩვენს დღეს.

გისურვებთ მეტად მოგვერგოს სივრცე, რადგან დრო არ გველოდება და მიქრის, თან მიჰფანტავს წუთებს, რომლებიც გზად იყრებიან.

გზად, სადაც ბევრი საფეხურია გულებში.

შორენა ხუხუა, მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები